![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
კიბერ ბაიტი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Georgia-Tbilisi წევრი №: 354 ![]() |
გამარჯობათ, შემექმნა პრობლემა რომლის თაობაზეც მინდა დავწერო.
იგივე პრობლემის შესახებ, overclocker - ზეც დავწერე მაგრამ მინდა რაც შეიძლება მეტი აზრი მოვისმინო. მოკლედ, დღეს ვიყიდე ლეპტოპი Asus K52F იხილლეთ ბმული . რო მოვიტანე სახლში, ჩავრთე და პირველი რაც გავაკეთე, ვცდილობდი ინტერნეტ ქონექშენის გახსნას, ვინაიდან ლეპტოპზე არ ვიცოდი როგორ კეთდებოდა ეს საქმე, ბევრი ვიწვალე. ზუსტად, ფლეშკა მქონდა შეერთებული საიდანაც გაშვებული მქონდა მუსიკები და დავბორიალობდი კონტროლ პანელში და ვეძებდი ქონექშენის განყოფილებებს, ვიპოვე ვაირლესის ქონექშენი. ვინაიდან არ მაქვს ვაირლესი, შესბამისად კავშირიც ვერ დაამყარა და ერორ რეპორტს მიკეთებდა. რამდენიმე ცდის შემდეგ, ამომიგდო BSOD სადაც უამრავი წარწერა იყო, რაც უცებ მომხვდა თვალში, ეწერა Windows Can't და რაღაც ტექსტი, 2 წამში დამირესტარტა კომპიუერი. მაშინვე დავრეკე, სერვის ცენტრში და აუხსენი რაშიც იყო საქმე, იქიდან მითხრეს რო შეილება იმის ბრალია, ლანის დრაივერი არ აყენიაო, მართლაც შევედი დივაის მენეჯმენტში და პუნქტ Network Adapter - ში რამდენიმე დივაისს, ყვითელი აიკონები ქონდა. მითხრეს რო თუ შეგილია შენ დააყენო ლანის დრაივერი, დააყენეო თუ არადა ორშაბათს მოიტანე და ჩვენ დაგიყენებთო. ეგაა BSOD - ის ამოგდების მიზეზიცო. მართლაც, დავაყენე ლანის დრაივერი, ინტერნეტიც ჩამერთო, ჯერ-ჯერობით BSOD - ს აღარ შეუწუხებივარ. საქმე იმაშია რომ, თუ ქარხნული დეფექტი აქვს ლეპტოპს, 3 დღის განმავლობაში ცვლიან, მერე აღარ. მაგრამ გარანტია აქვს 2 წელი, ამ 2 წლის მანძილზე თუ რამე გაუფუჭდება, შეაკეთებენ ან გამოცვლიან. ამ 3 დღეში გატესტეო, თუ კიდე ამოგიგდო, მოგვიტანე და ვნახავთო. ეხლა რო მიუტანო, რათქმა უნდა მეტყვიან არაფერი არ ჭირსო, მეც რეალური მტკიცებულება არმავს რო მივაწვე, ის პრობლემა დრაივერის არ ქონას მიეწერა. რამდენადაც ვიცი, BSOD - როგორც სისტემური პრობლემის დროს აგდებს, ასევე ჰარდის, ანუ ბრაკი ნაწილის გამო. ეხლა, მე მაინტერესებს, აღწერილი სიტუაციიდან გამომდინარე, რა შთაბეჭდილება გრჩებად თქვენ? რამდენად რეალურია რომ პროდუქტი იყოს ბრაკი? იდეაში, თუ დატვირთვა არ ქონდა და მაინც ამომიგდო BSOD, მაშინ უფრო მეტია შანსი რო მართლა დრაივერსი ბრალი ყოფილიყო, დატვირთვა რო ქონოდა და მაშინ ამოეგდო, უფრო მეტად დავეჭვდებოდი ჰარდზე. როგორ შემიძლია, ამ 3 დღის განმავლობაში დავტესტო და მაქსიმალურად შევამცირო ეჭვი იმაზე რომ, პროდუქტი არის ბრაკი. დატვირთვა რო მივცე დიდი ? თუ კი როგორ ? პ.ს ეხლა ლეპტოპიდან ვპოსტავ, სისტემა Windows 7 ნუ დაიზარებთ აზრის გამოხატვას და რჩევის მოცემას. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
LOADER
მაქსიმალური კომპრესია რას გულისხმობს ? დაახლოებით რა ზომის ფაილი ? მაქსიმალურ კომპრესიაში ვგულისხმობ მიუთითე RAR და Compression Method-ში Best. ზომას რაც შეეხება ნუ რავი 3-4GB (ან საქაღალდე არ არის აუცილებელი მაინცდმაინც ფაილის მითითება) გარდა ამისა, რაც ეხლა შევნიშნე, როცა ვყიდულობდი ამას, მითხრეს რომ, 3 დღეა რაც მივიღეთო, რო შემოვიდა სისტემშიკებმა სისტემები ჩაწერესო. სამი დღე რომ ქონდეთ ეგ ლეპი გამოყენებული (ანუ მხოლოდ სამი დღის პრაქტიკა, რომ ქონდეთ მაგ სერიის ლეპებზე) ვერ ეცოდინებოდათ აშკარად ლანის დრაივერის პრობლემის შესახებ. ლოგი რო ვნახე, ჩანაწერი იწყება 4/13/2010. რა მაინტერესებს, ეს ლოგი ყველაფერს იმახსოვრებს ? გინდა სისტემა გადააყენო გინდ არ გადააყენო მაინც ? ანუ გამოშვებიდან იმახსოვრებს ? ლოგი სად ნახე ეგ თქვი თვარა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ანუ თუ ვინდოუსის ლოგი ნახე სიაფანდია, გადაინსტალირების შემდეგ ნადგურდება ყველაფერი, აი თუ ბიოსში ნახე სხვა თემაა (თუ აქვს ბიოსს საერთოდ ლოგი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) თუ ასე არაა, გამოდის რო კაი დიდი ხანია ეს ლეპტოპი სადღაც იდო, ნუ ნახმარის მართალია არაფერი ეტყობა მაგრამ, თუ 3 დღის წინ გადააყენეს სისტემა, და სისტემის რეინსტალის დროს, ლოგი კლეარდება, მაშინ აპრილის ლოგი საიდან გაიჩითა ? ცოდავენ რაღაცას ბიჭები აშკარად (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეხლ ვნახე GomPlayer - ში URL - ით ნანახი ვიდეოების ლოგი, რაც ვიდეოები გაიხსნა ონლაინში, ძირითადად ვიღაც ჩინელების დაჯილდოებაა, რაღაც ძალიან საშინელი კლიპი და მულტფილმი. თუ ნახმარია ქართველის ნახმარს არ გავს ამ ვიდეობის მიხედვით. ნუ, გემოცნებაზე არ დავობენო ნათქვამია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ქართული საიტებიდან არის ნანახი სავარაუდოდ გატესტეს, თუ ჩინური საიტებიდან მაშინ მიდი და დაამტვრიე თავზე. მ.მ. Device Manager-ში ლანზე კითხვის ნიშანი იყო ყვითელი თუ ძახილის? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 27 2010, 04:02 AM -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 09:20 PM |