მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ერთი დღე ინტერნეტის გარეშე, 5 მაისი
maugli
პოსტი Apr 14 2010, 11:31 AM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 241
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: dedamiwa
წევრი №: 9.253



ჟურნალ ”ჯუნიორში” გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც 5 მაისს პლანეტას მოუწევს იარსებოს
ინტერნეტის გარეშე !
ეს ის დღეა, როცა მოგვიწევს გავწყვიტოთ ჩვენსა და კომპს შორის გაბმული ჯაჭვი და ერთი დღე დავგეგმოთ ქულერის სასიამოვნო ზუზუნისა და ინტერნეტის გარეშე
აი ის სტატია


,, ცხოვრობთ ინტერნეტით და ნიკით? გძინავთ iPhone-სთან და მშობლიურ ენაზე უკეთესად sms-ებისა და ,,ღიმილების” ენას? თუ ასეა მომავალი 5 მაისი შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი დღე აღმოჩნდეს! ოფიციალურად დადგენილია: ამ დღეს ინტერნეტი შეწყვეტს ფუნქციონირებას. დამშვიდდით, დროებითი შეჩერება მთელ პლანეტას მოიცავს და მხოლოდ 24 საათი გაგრძელდება. ეს აუცილებელია, რათა პროგრამისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეასრულონ ქსელზე დაცვითი მექანიზმების დამონტაჟების ხანგრძლივი და მძიმე სამუშაო. ერთი შეხედვით, ნეტი ცუდად მუშაობს. შეიძლება ითქვას ძალიან ცუდადაც კი. და თუ არაფერს ვიღონებთ იმ პროგრამების აღსადგენად, რომლებიც მას ამუშავებენ, ნეტს სწრაფად განადგურება ემუქრება. როდის? ზუსტად არ ვიცით მაგრამ შეიძლება, მალე. ,,გაითვალისწინეთ, რომ 1969 წელს ქსელის შექმნის შემდეგ პროგრამისტებს ის პრაქტიკულად არ გარდაუქმნიათ!” – გვიხსნის კუკი მაკინტოში, რომელიც ამ ისტორიულ შესწორებაზე თვეების განმავლობაში მუშაობს. თავის დროზე ნეტი მხოლოდ ექსპერიმენტი იყო, რომელიც შეიქმნა 4 ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემების სწრაფი გაცვლისათვის. დღეს ნეტი მსოფლიოში მილიონობით უცნობ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან და აძლევს მათ სულ მეტი და მეტი მონაცემის გაცვლასა და მილიონობით საიტის შექმნის საშუალებას. პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას, არ არიან ადაპტირებული ამდენი მონაცემის მიღება-დამუშავებისთვის. მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ არასდროს არიან მიუწვდომელნი და ამავე დროს, რეგულარულად იგერიებენ ჰაკერების შეტევებს. 5 მაისის ,,სამაშველო ოპერაციის” მიზანია სწორედ ამ პირატულ ქმედებათა ლიმიტირება. ამ დღეს სპეციალისტების სამიზნედ ჰაკერები იქცევიან და ამ პროცესში 13 უმსხვილესი DNS სერვერი მიიღებს მონაწილეობას. მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფები შეცვლიან უსაფრთხო ვერსიებით.” ამის შემდეგ ლაპარაკია ეკონომიკაზე და სხვადასხვა აქციებზე. რაც მთავარი იყო უკვე დავწერე ასე რომ 5 მაისისთვის დააწყვეთ გეგმები რათა იმისთვის არ დაგრჩეთ დრო რომ ინტერნეტის გარეშე იგრძნოთ თავი.


--------------------
ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ერთის მაიკა მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანილი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Bekward
პოსტი Jul 16 2010, 06:29 PM
პოსტი #2


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



სადაა სხვა პოსტები, მართლა გამორთული ხომ არ იყო ნეტი 5 მაისს? (IMG:style_emoticons/default/huh.gif) (IMG:style_emoticons/default/huh.gif) (IMG:style_emoticons/default/huh.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 10:46 PM