მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> ქართული ენის პაკეტი Windows 7-ისთვის, Windows 7-ის ენის ინტერფეისის პაკეტი
gi0_kiborg
პოსტი Sep 28 2010, 09:23 PM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



Microsoft-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა ქართული Language Interface Pack Windows 7-ისთვის
ბევრს ალბათ XP-ს და Vista-ს ქართული LIP-ების მერე საერთოდ გაუქრა სურვილი ინტერფეისის ენად ქართული დააყენოს, მაგრამ თანდათან პაკეტების ტერმინოლოგია იხვეწება, ასევე ძალიან კარგი საშუალებაა უფროსი თაობის ხალხსისთვის (უფრო სწორად, ვინც ახლა იწყებს ურთიერთობას კომპთან და ინგლისური ენა, ან რუსული არ ეხერხება მაინცდამაინც)
ქართული LIP-ის გადმოწერა შეგიძლიათ Microsoft-ის ჩამოტვირთვის ცენტრიდან

32 ბიტიანი Windows 7-ისთვის: LIP_ka-GE-32bit.mlc
64 ბიტიანი Windows 7-ისთვის: LIP_ka-GE-64bit.mlc

ეს პაკეტი აქართულებს ინტერფეისის უმეტეს ნაწილს, არა მთლიანად, სამწუხაროდ არ აქართულებს დახმარების ფაილებს (Help-ებს)

პაკეტი რომ დაყენდეს, თქვენი Windows 7-ის ძირითადი ენა აუცილებლად ინგლისური უნდა იყოს
თუკი ეს ასე არაა, დაგჭირდებათ ინგლისური MUI
Ultimate ვერსიების მფლობელებმა პირდაპირ Windows Update-დან შეგიძლიათ დააყენოთ,
ხოლო სხვებმა, ისარგებლეთ პატარა მოხერხებული უტილიტით Vistalizator
საიტიდანვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ ინგლისური MUI პაკეტი (32 და 64 ბიტიანი სისტემებისთვის) და დააყენოთ ამ პროგრამის საშუალებით
(რაც მინდა გითხრათ საკმაოდ მარტივია და ოდნავ გამოცდილი მომხმარებელიც გართმევს თავს, სხვათა შორის, ამ პროგრამითვე შეგიძლიათ გადმოწერილი LIP-ის დაყენება თუკი გაჯიუტდა)

კიდევ, ქართული LIP-ის დასაყენებლად, გარდა იმისა, რომ Windows 7-ის ძირითადი ენა უნდა იყოს ინგლისური, საჭიროა Windows იყოს Genuine ანუ ლიცენზირებული, ჩვენს რეალობაში, ეს ნიშნავს, რომ ისე უნდა იყოს დაკრაკული, Microsoft-მა ვერ შეამჩნიოს
თუკი Genuine ვინდის პრობლემა ამოგიგდოთ LIP-ის ინსტალაციისას, გამოიყენეთ Windows 7 Loader


P.S: ამხლა პოსტი კი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა დაწვრილებით დამეწერა, რეალურად, კი საქართველოში ლეპტოპების გარდა ყველას Windows 7 Ultimate უყენია უმეტესობას ინგლისური და გააქტიურებულიც აქვს რომელიმე კრეკით, ამ შემთხვევაში LIP-ის ინსტალაცია რამდენიმე წუთის სამეა
თუ არ მოგეწონათ, შეგიძლიათ ამოშალოთ Control Panel/Programs and Features-იდან....

P.P.S:
Windows® XP-ს ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტი
Windows® Vista-ს ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტი(მხოლოდ 32 ბიტიანის)
Microsoft Office Language Interface Pack 2007 – ქართული
(Office 2010 დამუშავების სტადიაშია)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gi0_kiborg: Sep 28 2010, 09:58 PM


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gi0_kiborg
პოსტი Oct 5 2010, 03:57 PM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



იმიტომ, რომ ეს არის LIP და არა MUI
ამიტომ, ცალკე უნდა გადმოწერო და დააყენო
თუ Ultimate გაქვს არავითარი "ჩალიჩი" არ დაგჭირდება


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 05:47 PM