![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 2 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 10.132 ![]() |
გამარჯობათ.
მე არც პროგრამისტი ვარ და არც "აი-თი-შნიკი". უბრალოდ მოპარული პროგრამებით სარგებლობა მომბეზრდა და გადავედი ლინუქსზე. და აღმოვაჩინე, რომ ქართული რესურსები ლინუქსელებისთვის პრაქტიკულად არ არსებობს. არადა ინტერესი და მოთხოვნა არსებობს. ამიტომ გავაკეთე ლინუქსის ქართული ბლოგი http://linux-ge.blogspot.com/, რომელზეც ნელ-ნელა ვწერ იმას, რაშიც გავერკვიე. თბილისის ფორუმიდან ორი ახალგაზრდა გამომეხმაურა და მეხმარება - ერთი კონსულტაციებით, მეორემ კი ტყუპისცალი ბლოგი გააკეთა ვორდპრესზე (http://linuxge.wordpress.com/) და ორივე ბლოგის მოდერატორია. გიწვევთ თანამშრომლობისთვის აქაურებსაც - მივესალმები ყოველგვარ კრიტიკას, შენიშვნებს, შესწორებებს, რჩევებს. ასევე ბლოგის თანაავტორობის ან თანაადმინისტრატორობის მსურველებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
liatodua
გამარჯობათ. მე არც პროგრამისტი ვარ და არც "აი-თი-შნიკი". უბრალოდ მოპარული პროგრამებით სარგებლობა მომბეზრდა და გადავედი ლინუქსზე. და აღმოვაჩინე, რომ ქართული რესურსები ლინუქსელებისთვის პრაქტიკულად არ არსებობს. არადა ინტერესი და მოთხოვნა არსებობს. ამიტომ გავაკეთე ლინუქსის ქართული ბლოგი http://linux-ge.blogspot.com/, რომელზეც ნელ-ნელა ვწერ იმას, რაშიც გავერკვიე. თბილისის ფორუმიდან ორი ახალგაზრდა გამომეხმაურა და მეხმარება - ერთი კონსულტაციებით, მეორემ კი ტყუპისცალი ბლოგი გააკეთა ვორდპრესზე (http://linuxge.wordpress.com/) და ორივე ბლოგის მოდერატორია. გიწვევთ თანამშრომლობისთვის აქაურებსაც - მივესალმები ყოველგვარ კრიტიკას, შენიშვნებს, შესწორებებს, რჩევებს. ასევე ბლოგის თანაავტორობის ან თანაადმინისტრატორობის მსურველებს. წამოწყება მშვენიერია! მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ლინუქსის მომხმარებელი და ვცდილობ არც მე გამოვიყენო გატეხილი და არალიცენზირებული პროგრამები ძალიან მომწონს შენი მიდგომა. შენიშვნა მაქვს რამდენიმე: 1. ბმულები განსხვავებული რატომ გაქვს? ვგულისხმობ საწყისს: linux-ge-ს და linuxge-ს. 2. საიტზე ტერმინოლოგიაში გაქვს მაგალითად "რეპოზიტორი" და იქვე გიწერია ინტერნეტ-საწყობი. გითარგმნია, მიგიცია შესატყვისი და რატომ გაქვს ისევ "რეპოზიტორი"? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის არა მხოლოდ ჩამოწერა, არამედ ქართულად მიწოდება მომხმარებლისთვის მითუმეტეს, როდესაც არსებობს ქართული თარგმანი (მე მაგალითად რეპოზიტორიას ვეძახი საცავს, უფრო კეთილხმოვნად მეჩვენება). -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 05:00 PM |