UGLT, ვაქართულებთ მსოფლიოს! |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
UGLT, ვაქართულებთ მსოფლიოს! |
May 1 2011, 07:41 AM
პოსტი
#1
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 |
მშვიდობა თქვენდა!
დიდი ხანია მოვწყდი ფორუმს რისთვისაც ბოდიშს გიხდით, საქმეებიო, ისაო-ესაო და დრო არარ მაქვს თითქმის, მაგრამ ხშირად ვიხედები ხოლმე + ერთ სტატიასაც ვამზადებ და ვნახოთ როგორი გამოვა (როდის დასრულდება ზუსტად არ ვიცი) :-) ახლა კი საქმე! არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია “იუ-ჯი-ელ-თი” ოფიციალურად დაარსდა 2010 წლის 19 ივლისს. რომლის საქმიანობის მიზნებია: - კომპიუტერულ სივრცეში არსებული სხვადასხვა სახის და დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფის თარგმნა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მათი დახვეწა, განვითარება და გავრცელება; - აგრეთვე ტექნიკური და კომპიუტერული ტერმინოლოგიის შექმნა; - კომპიუტერული ლიტერატურის გაქართულება, აგრეთვე ქართულენოვანი პროგრამების შექმნა; - სხვადასხვა ცნობადი საიტების გადაქართულება; მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია: - აწარმოებს ფართო მთარგმნელობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს; - ამყარებს კონტაქტებს, როგორც დამოუკიდებელ, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანებულ მთარგმნელებთან და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან; - აქტიურად თანამშრომლობს ანალოგიური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან; - ეწევა საგამომცემლო საქმიანობას; „იუ-ჯი-ელ-თი“ წარმოადგენს ღია სახის არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის მასშტაბის თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ პირთან, რომელსაც სურს საკუთარი მცირე, თუ დიდი წვლილი შეიტანოს ზემოხსენებული მიზნების მიღწევაში. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ჩვენი საიტიც (UGLT.org) სადაც შეძლებთ იხილოთ ჩვენი წესდება, ჩვენი ნათარგმნი პროექტები, პროექტები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს და სხვადასხვა სახის ინორმაცია ჩვენ და ჩვენი პარტნიორების შესახებ. მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ოთხმა პროგრამის მწარმოებელმა კომპანიამ: Ashampoo, ScreenPresso, IObit და ObviousIdea-მ მოგვცა ექსკლუზიური უფლება ქართულად თარგმნაზე (Piriform-მა უარი გვითხრა, რაც ჩვენთვის ძალიან უცნაურია გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვთარგმნით მათ პროგრამებს - ადრე ამ კომპანიასთან ურთიეთობდა gio_kiborg-ი), იმედია მომავალში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნები ვებ-გვერდთან, ტერმინებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ნუ დაიზარებთ, მოგვწერეთ შენიშვნები, კითხვები და მიგვითითეთ თარგმანში დაშვებული შეცდომები. ასე, ჩვენ ერთად გავაქართულებთ მსოფლიოს! მოგვწერეთ საიტზე კონტაქტის მეშვეობით, ან ელ.ფოსტაზე: info@uglt.org. პატივისცემით, UGLTeam პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Aug 16 2011, 07:52 PM -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
Jul 31 2011, 11:56 AM
პოსტი
#2
|
|
ცოლიანი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 |
Giena
სად შეიძლება მაგ 36 ნათარგმნი პროგრამის ქართული ვერსიების მოპოვება და თუ შეგიძლია ჩამონათვალი რომ შემოგვთავაზო, ან საიტი თუა სადაც წერია. -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:17 AM |