მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Linux, ისტორია
domen
პოსტი Sep 18 2006, 01:03 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



იქნებ ამიხსნათ ვინმემ, როდის შეიქმნა ლინუქსი, რამდენნაირი არსებობს, რომელს რა უპირატესობა აქვს, გრაფიკული გარსები და მათი უპირატესობები და რაც გამომრჩა ყველაფერი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მოკლედ, ვინც რამე იცით, აქეთ, აქეთ! (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gearge
პოსტი Jan 12 2007, 12:35 AM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(giorgius @ Jan 2 2007, 01:26 PM) [snapback]6240[/snapback]

ეგ ლინუს ტორვალდსს კითხე, ეგ არი მათი მამა-მარჩენალი

არა giorgius, "ეგენი" ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამ მომენტისთვის ტორვალდსი მხოლოდ SELinux-ის ბირთვის გაუმჯობესებაზე მუშაობს. უბრალოდ უშუალოდ ბირთვში შეტანილი ყველა ცვლილება აუცილებლად უნდა იქნეს განხილული ლინუსის მიერ. ის არ არის Linux-ის მფლობელი ამ სიტყვების ტრადიციული გაგებით, მაგრამ მას ეკუთვნის ავტორის უფლებები სახელზე და ბოლო სიტყვა ყოველი ახალი ვერსიის კომპონენტების შერჩევისას.

და თემის შესაბამისად ორიოდე სიტყვა იმაზე თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი (განხილვის დაწყების საუკეთესო გზაა, თავიდან დაწყება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) :
Linux-ის ბირთვის როგორც პროექტის განვითარება დაიწყო ჰელსინკის უნივერსიტეტში (ფინეთი) 1991 წელს, როცა გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, ლინუს ტორვალდსმა გამოაქვეყნა ბირთვის 'source' (საწყისი) კოდი ინტერნეტში. შექმნილი Minix-ის (ოპერაციულ სისტემა Unix-ის სასწავლო, მსუბუქი ვერსიის) გავლენით (მაგრამ არა ბაზაზე), Linux-მა სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა და ათასობით პროგრამისტი მიიზიდა.

Linux-ი ვრცელდებოდა (და ვრცელდება) GNU General Public License (GPL) ლიცენზიით, რომელშიც ნათქვამია რომ უფასო პროგრამული უზრუნველყოფა უნდა რჩებოდეს უფასოდ (მესმის პარადოქსულად ისმის, მაგრამ გააზრებისთვის საკმარისია ცოტა ჩაუკვირდეთ) და ნებისმიერი პროგრამა რომელშიც გამოიყენება GPL 'source' კოდი აგრეთვე უნდა ვრცელდებოდეს უფასოდ.

Linux-ი GNU პროექტის ნაწილი გახდა 1992 წელს. თვით GNU ჩაისახა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, როცა მასაჩუსეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წამყვანმა თანამშრომელმა, რიჩარდ სტოლმანმა აღმოაჩინა რომ პროგრამა-ტექნიკურმა კომპანიებმა დაიწყეს პროგრამების 'source' კოდის ინტელექტუალურ საკუთრებად გამოცხადება და მათი ლიცენზიით დაცვა. სტოლმანი თვლიდა რომ კარგი იდეები მისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველა პროგრამისტისთვის, ამიტომ ჩამოაყალიბა პროექტი GNU (რეკურსიული აკრონიმი "GNU's Not Unix"-იდან) მიძღვნილი უფასო და განახლებადი პროგრამული უზრუნველყოფის უფრო წარმატებით გავრცელებას.

ამ მომენტისთვის არსებობს მოხმარებისთვის გამზადებული Linux ვერსიების (ანუ დისტრიბუტივების (IMG:style_emoticons/default/wink.gif) უზარმაზარი რაოდენობა. აი ყველაზე პოპულარულთა სია (აწყობილია პოსტ #6-ის მიხედვით, ოღონდ პატარა ჩასწორებებით. Frrrredo-ს კი ვთხოვ მაპატიოს, უბრალოდ ასე უფრო კორექტული იქნება):

Red Hat; Fedora Core - Fedora Project დაარსებულია და ვითარდება კომპანია Red Hat-ის მხარდაჭერით. გამოიყენება ექსპერიმენტალურ პლათფორმად, რომელზეც ხდება მოწინავე ტექნოლოგიების გამოცდა, რომლებიც თავისმხრივ საბოლოოდ Red Hat Linux-ში გადააქვთ.

SuSE; OpenSuSE; (განმარტებას არ საჭიროებს, მიიღეთ როგორც უბრალოდ სრულყოფილი OS-ი :-)

Debian - Debian GNU/Linux ეს არის ჭეშმარიტად GNU პროექტი! გვთავაზობს 15 ათასზე მეტ წინასწარ კომპილირებულ პროგრამულ პაკეტს. მიუხედავად იმისა რომ მარტივს მოხმარების მხრივ მას ვერ უწოდებ, ის უთუოდ წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ამომწურავ Linux გადაწყვეტილებას.

Mandrake; Mandriva - (წარსულში Mandrakelinux) ეს არის ინოვაციური პროდუქტი არა მარტო ტექნიკური არამედ მარკეტოლოგიური (კარგი გაგებით) კუთხითაც. აქ საქმე გვაქვს როგორც ახალ სახელთან ისე ახალი რელიზების გამოსვლის ერთ წლიან ციკლთან და რათქმაუნდა ახალ ტექნოლოგიებთან - კონკრეტულად კომპანიებისგან Conectiva და Lycoris (Mandrake+Conectiva=?-). დისტრიბუტივი ოდითგანვე განთქმულია კონფიგურირების გრაფიკული უტილიტებით, რომლებიც ითვლებიან ოქროს სტანდარტად ლინუქს ოჯახში.

Slakware; (ნათქვამია: თუ იცი Slakware, იცი Linux-ი. თუ იცი Fedora, იცი Red Hat-ი !-)

(K)Ubuntu - დაფუძნებულია Debian-ზე (უფრო ზუსტათ კი მისი ერთერთი განხრათაგანია, მაგრამ სრულად თავსებადი). პატარაა (ოფტიმიზირებულია 1CD-ზე დაეტიოს), მარტივია გამოყენებაში და განახლდება ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ. სულ ეს არის (IMG:style_emoticons/default/cool.gif) ჰო და პოპულარიზაციის უნიკალური გზა: უფასო "დისროს" 'free shipping'. [რისთვის დიდი მადლობა..!]

Gentoo - ეს არის ლინუქს 'პაზლი' (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) . დისტრიბუტივი GNU/Linux, რომელიც ვრცელდება 'source' კოდის სახით. ანუ გათვლილია პროფესიონალ მომხმარებლებზე, რომლებიც ამ კოდიდან თავისი ხელით დააკომპილირებენ OS-ს და პროგრამულ უზრუნველყოფას. შედეგად სისტემა კონფიგურირდება სწრაფად და სრულფასოვნად.

Knoppix - სრულფასოვანი ჩამტვირთავი CD, GNU/Linux პროგრამული უზრუნველყოფით. გამოირჩევა დიდი რაოდენობის აპარატურის მხარდაჭერით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექსპერიმენტალურ ან დემონსტრაციულ ლინუქს ვერსიად. საჭიროების შემთხვევაში კი უპრობლემოდ შეიძლება მისი მყარ დისკზე ინსტალაციაც.

Xandros - შუალედი Linux XP-სა (გირჩევდით ცხოვრებაში არ მიეკაროთ ამ მარკეტოლოგების მორიგ სიცრუეს) და Win XP-ს შორის (იგივე ვრცელდება მასზეც) (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) . გამოირჩევა კომპაქტური ზომით, საკუთარი ინტერფეისით და მასზე Windows-იდან მიგრაციის უაღრესი მოსახერხებლობით & სიმარტივით. გამოყენებულია Debian-ის ბირთვი.

To be continued..

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Jan 18 2008, 07:15 AM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- domen   Linux   Sep 18 2006, 01:03 PM
- - გიგა   რამდენია ღმერთმა ი...   Sep 18 2006, 04:38 PM
- - domen   გიგა ჯერ უბრალოდ მ...   Sep 18 2006, 05:14 PM
- - გიგა   მაშინ გირჩევ www.ubuntu.org ...   Sep 18 2006, 06:19 PM
- - domen   გიგა მადლობთ მარა ...   Sep 18 2006, 06:33 PM
- - Frrrredo   მტაკ... გავრცელებულ...   Sep 18 2006, 10:14 PM
- - გიგა   ციტატა Ubuntu-ს მე არ გი...   Sep 18 2006, 10:46 PM
- - Power_VANO   Windows \-ს ყველაზე მეტ...   Sep 19 2006, 04:33 AM
- - Frrrredo   ციტატა(Power_VANO @ Sep 19 2006, ...   Sep 19 2006, 11:29 AM
- - ja_ja   Power_VANO მეც მიყენია FEDORA ...   Sep 20 2006, 04:12 PM
- - Frrrredo   ჯაჯა მეც ეგ მიყენი...   Sep 21 2006, 10:54 AM
- - Power_VANO   ja_ja ხო გარეგნობა ვიგ...   Sep 21 2006, 06:27 PM
- - domen   Frrrredo დიდი მადლობა, მ...   Sep 23 2006, 08:10 AM
- - oracle   აუფ.. საღოლ :-)   Jan 12 2007, 07:29 AM
- - domen   gearge მართლა ყოჩაღ! ...   Jan 12 2007, 09:21 AM
- - Frrrredo   gearge- საღოლ კაი იყო , კ...   Jan 12 2007, 10:33 AM
- - Power_VANO   თემა მიპინულია და...   Jan 18 2008, 07:16 AM
- - fasha   1 ვერ გავიგე რატომ ა...   Aug 3 2008, 05:41 PM
- - gearge   fasha საქმე ლაპარაკის ...   Aug 4 2008, 03:09 PM
- - Frrrredo   კი გვინდა ქართული ...   Aug 5 2008, 11:48 AM
- - guliver   მე მაქვს 2 პრობლემა....   Feb 2 2009, 08:03 AM
- - otosaxela   guliver სანამ დააინსტა...   Feb 2 2009, 02:01 PM
- - guliver   otosaxela ადრე მქონდა გა...   Feb 3 2009, 12:46 PM
- - otosaxela   guliver ციტატაადრე მქო...   Feb 3 2009, 05:54 PM
- - guliver   otosaxela კაროჩე პართIშე...   Feb 4 2009, 07:39 PM
- - otosaxela   guliver ციტატაკაროჩე პ...   Feb 5 2009, 12:20 PM
- - gvirjo   სად უნდა ვიკითხო ა...   Mar 22 2010, 01:39 PM
- - ramchik   მოგესალმებით ძალი...   Feb 8 2014, 07:43 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 09:53 PM