მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Ubuntu Linux, დამეხმარეთ რა
Bekward
პოსტი Jan 10 2007, 09:56 AM
პოსტი #1


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



იმედია ვორნს არ მივიღებ, მემგონი შესაბამის ადგილას გავხსენი....
ეხლა საქმეზე, მაქვს როგორც მიხვდით ალბათ Ubuntu Linux(სხვათაშორის უფასოდ გამომიგზავნეს 10 ეგზემპალი),
რამდენიმე პრობლემა მაქვს 1-ელ ეტაპზე(პირველად დავაყენე Linux):
1. Network-ის პარამეტრებს ვაყენებ, შევდივარ ინტერნეტში უპრობლემოდ, მაგრამ რაღარც დროის შემდეგ ნეტი აუტშია, შევდივარ და პარამეტრები Default-ზე მხვდება, ვერ გავიგე როგორ დავამახსოვრებინო სამუდამოდ(ყოველ ჩართვაზე და რაღაც დროის შემდე რო არ მჭირდებოდეს დაყენება), იქნებ რამე შელოცვა უნდა (IMG:style_emoticons/default/blink.gif) ,
2. მეორე ჩემი ტკივილია რამე მესენჯერი ICQ თუ იქნება ხო მთლად უკეთესი, ან რამე ICQ-ს ქსელთან რო შეეძლოს დაკავშირება.
3. MP3 და AVI ფაილების გასაშვებად რა უნდა ვქნა იქნებ ვინმემ მითხრათ რა....
დანარჩენ პრობლემებზე მერე დავწერ, როცა მექნება... (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
gearge
პოსტი Jan 18 2007, 01:41 AM
პოსტი #2


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა
რაც შეეხება ოპ. სისტემების ბაზარს, დღეისათვის ჩვეულებრივი მომხმარებლების სეგმენტზე მაიკროსოფტის ვინდოუსს არ ყავს რეალური კონკურენტი და ეს იმიტომ რომ ძალიან სუსტები არიან. სწორედ ამიტომ არის პირადად ჩემთვის საინტერესო ის მიზეზები და ამოცანები რაც ზემოთ იყო ნახსენები.

z125 გეთანხმები, 2006 წლისთვის ყველაზე გავრცელებულ ოპერაციულ სისტემათა სიაში ლომის წილი (96,97%) MS-ის ოპერაციულ სისტემებს უკავია (WinXP-86.8%, Win2000-6.1%, Win98 რა გასაკვირიც არ უნდა იყოს 2.7%). მეორეზეა Mac OS (2.32%) და მესამეზე Linux (0.36%) [წყარო: OneStat]. მაგრამ შეუძლებელია არ დავეთანხმო Frrrredo-ს სიტყვებს: Microsoft-ს "კონკურენტი შეიძლება მარკეტინგის სფეროში არ ყავდეს". მართლაც, რომელი Linux-ის მწარმოებელი კომმპანია გარისკავს ჩადოს $300 მლნ. კონკრეტული პროდუქტის აგრესიულ რეკლამაში (ასე მოიქცა MS-ი Windows 95-ის გამოშვების წინ. ფაქტიურად თითო გაყიდულ ეგზემპლარზე დახარჯეს $3-ზე ნაკლები. ანუ ეს იყო უზარმაზარი მოგება და ზანტი, დეფიცირტულ აპარატულ/პროგრამულ უზრუნველყოფას დახარბებული, მზად მორთმეულ გადაწყვეტილებათა ბრმა მოყვარული, იდეალიზირების ტენდენციის მქონე მსოფლიო საზოგადოების ჯგუფური ზომბირება; ის ინერციიის ძალა რომლითაც დღემდე, განსაკუთრებული მარკეტოლოგიური და გონებრივი დანახარჯების გარეშე, მოგორავს ეს კომპანია).

ანუ არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალო აქსიომად რომ: თუ ოპ-სისტემა პოპულარულია ის აუცილებლად საუკეთესოა. დიახ ნებისმიერი Win* უმარტივესია, ინტუიციურია მოხმარებაში და ეს აკლდა სხვა იმ დროინდელ სისტემებს. მაგრამ ენთუზიასტების (და არა მარტო) კვალიფიციურმა შრომამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. ანუ ამ მომენტისთვის ნებისმიერ ჩვენგანს შეუზლია ხელში ჩაიგდოს აბსოლიტურად სრულყოფილი, სწრაფად განვითარებადი, მოქნილი და ფასიანი დისტრიბუტივების შემთხვევაში 100% მხარდაჭერილი სისტემა (ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია! მწარმოებლის მხრიდან ნებისმიერი სახის ტექნიკური მხარდაჭერის იმედი მომხმარებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ანუ ეს ის არის რის გემოც მე და ნებისმიერმა სხვა ლიცენზირებული Windows-ის მომხმარებელმა არ ვიცით. დღემდე არ შემიგვრძნია 'Genuine Advantage' უპირატესობა. მიუწვდომელია Microsoft-ის მხრიდან email-ით მხარდაჭერა და სატელეფონოზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია. შეგვრჩენია უზარმაზარი და ამასთან აბსოლიტურად უსუსური Help and Support Center, რომლის Windows-ში ჩაშენებულ ვერსიას სიამოვნებით ამოვშლიდი რომ არა ის ფაქტი რომ ამის გაკეთება ცოტა საშიშია რადგან მასზე გარკვეული სისტემური სერვისებია მიმაგრებული).

სხვათაშორის ლინუქსის სრული პოტენციალი, სხვა კომპანიებს შორის, ისეთმა გიგანტებმაც შეამჩნიეს როგორიცაა HP და IBM. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ნებისმიერი დონის მომხმარებელში დანერგონ ეს ოპერაციული სისტემა და ყველანაირად (რის საშუალებასაც აძლევს მათ ბიზნეს სტრატეგია) ეხმარებიან მას განვითარებაში. ზომით მეორე (მაიკროსოფტის შემდეგ) სოფტ კომპანია Oracle კი მილიარდებს აკეთებს Linux-ის მომხმარებელი კორპორატიული სექტორის ფასიანი ტექნიკური მხარდაჭერით. თვით Microsoft-მაც კი იგრძნო Linux-ზე ფულის გაკეთების პოტენციალი და საკუთარი დისტრიბუტივის შექმნასთან ერთად დადო ხელშეკრულება ლინუქს პროდუქციის შექმნაში ლიდერ ფირმა Novell-თან, რომლის თანახმადაც MS-ი გადაუხდის Novell-ს $384 მილიონს მათი პროდუქციის გამოყენების უფლებისთვის. ამის გარდა გამოყოფს $12 მილიონს მარკეტინგული ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელთა ფარგლებში ის (microsoft-ი) აუხსნის მომხმარებლებს უპირატესობას Linux-ის Windows-ის ქვეშ გაშვებისა და პირიქით. და აგრეთვე $34 მლნ. წავა გაყიდვების სტიმულირებაზე. თავისმხრივ Novell-ი კი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში MS-ს $40 მლნ.ს (ზუსტი თანხა დამოკიდებული იქნება მათი Open Source პროდუქციის გავრცელების ტემპზე) გადაუხდის მათი პატენტების გამოყენებისათვის. როგორც ხედავ მრავლის_მთქმელი უპირატესობა Novell-ის მხარესაა .. (სხვათაშორის ამის შამდეგ Ubuntu Linux-ის იდეოლოგმა და სპონსორმა მარკ შატელვორთმა ღია წერილით მიმართა OpenSUSE საზოგადოებას, რომელშიც შესთავაზა Novell-ის ამ საქციელით უკმაყოფილო პროგრამისტებს მასთან სამუშაოდ გადმოსვლა. ბუნებრივია დამსახურებულმა ბოდიშებმა "დიდხანს არ გვაიძულა ლოდინი":-).

აუცილებლად აღსანიშნავია რომ Linux-ზე მასშტაბული მიგრაცია გარდაუვალი იყო მრავალი ქვეყნის სხვადასხვა სახის ორგანიზაციებისთვის. მაგალითად სკოლებს და სხვა სასწავლო დაწესებულებებს Microsoft-ის სთავაზობს ფასდაკლებას მათ პროდუქციაზე. ოღონდ ის დროებითია და მოდის დრო როცა გარდაუვალი განახლებისთვის საჭირო ხდება უკვე თანხის სრულად გადახდა, რაც განვითარებული ალმა მატერის კედლებში არსებულ კომპიუტერების რაოდენობაზე გამრავლებული, უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მსგავსი სახის დაწესებულებათა დიდი ნაწილი უკვე პროგრესული გზით წავიდა და სრულად გადავიდა ყველა მხრივ უფასო Linux-ზე (მაგალითისთვის შორს ნუ წავალთ და დავაკვირდეთ ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ აღებული კურსს: ყველა შემოტანილ კომპიუტერში გამოიყენება Linux OS). აგრეთვე მრავალი სახელმწიფო ორგანიზაცია "გადაბარგდა" Open Source-ზე. მაგ. საფრანგეთის პარლამენტი! როგორც ჩანს საფრანგეთის მაცხოვრებლებს აქვთ "ალერგია" Microsoft-ის პროდუქციაზე, რადგან ცოტა უფრო ადრე Open Source-ის აქტიურად გამოყენება დაიწყეს საფრანგეთის ჟანდარმერიამ, კულტურის და კავშირის (?) სამინისტროებმა. მოსალოდნელია რომ ამ წლის ივნისისთვის Linux-ზე და მისთვის განკუთვნილ პროგრამებზე გადავა 1154 კომპიუტერიზებული სამუშაო ადგილი. პროექტის ინიციატორები აპირებენ საოფისე პაკეტის სახით OpenOffice.org-ის, ხოლო ბროუზერის სახით Firefox-ის გამოყენებას. საფოსტო კლიენტის თაობაზე ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მაგრამ ბუნებრივია ისიც იქნება უფასო და ღია 'source' კოდით. საფრანგეთის საკანონმდებელი ორგანოს მესვეურებს მიაჩნია რომ: linux-ზე გადასვლა მისცემთ საშუალებას უფრო ეფექტურად გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები და აგრეთვე უზრუნველყონ უსაბრთხოების აუცილებელი დონე, ამავდროულად პროგრამული უზრუნველყოფის კონკრეტულ მომწოდებელზე დამოკიდებულების გარეშე.

აგრეთვე აღსანიშნავია რომ Linux-ზე მიგრაციას ხშირად Microsoft-ის შანტაჟისთვისაც იყენებენ. მაგალითად ყოფილა შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დიდი ზომის სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების Linux-ზე გადასვლის შიშით Microsoft-ს საგრძნობლად (და უნდა ავღნიშნო უკანონოდ) დაუწევია ფასი მათ პროდუქციაზე და მომსახურებაზე.

საკმარისია. ოოო უკვე ძილის დროა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ძილი ნებისა ყველას! და ბედნიერი დილა (დღე, საღამო, ღამე) ყველას ვისაც ელოდება უბედურება ეს ყველაფერი წაიკითხოს (IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- Bekward   Ubuntu Linux   Jan 10 2007, 09:56 AM
- - Sh@ko   იმედია, თვითონაც ძ...   Jan 10 2007, 10:05 AM
- - გიგა   Bekward პირველ და მესამ...   Jan 10 2007, 10:18 AM
- - Bekward   დიდი მადლობა გიგა, ...   Jan 10 2007, 10:53 AM
- - gearge   როგორც ჩანს ამ დის...   Jan 10 2007, 12:12 PM
- - Frrrredo   Bekward - და ძირფასო (X)Ubuntus ...   Jan 10 2007, 02:18 PM
- - z125   იმდენი პრობლემა წა...   Jan 10 2007, 06:34 PM
|- - gearge   ციტატა(z125 @ Jan 10 2007, 10...   Jan 10 2007, 10:43 PM
- - domen   gearge აუ, ოღონდ შენ გაა...   Jan 11 2007, 09:34 AM
- - Frrrredo   z125 - იმედია შენ იმ წი...   Jan 11 2007, 10:57 AM
- - z125   მდაა!!... დავიწყებ...   Jan 13 2007, 08:59 AM
- - Bekward   მოკლედ ეხლა რასაც ...   Jan 14 2007, 01:28 PM
- - Frrrredo   კანონი იმიტო იყო ნ...   Jan 15 2007, 10:47 AM
- - Frrrredo   giorgius- მემგონი შენი გ...   Jan 16 2007, 09:55 AM
- - gearge   ციტატარაც შეეხება ...   Jan 18 2007, 01:41 AM
- - gearge   შესაძლოა სხვა განყ...   Jan 20 2007, 05:07 PM
- - Bekward   ეხლა კომპიუტერი თა...   Jan 24 2007, 08:54 AM
- - z125   საინტერესოა! ისე ...   Jan 24 2007, 10:21 AM
- - გიგა   ციტატა(z125 @ Jan 24 2007, 02...   Jan 24 2007, 06:54 PM
- - Bekward   ეს არის საიტი(ლინუ...   Jan 24 2007, 09:03 PM
- - z125   Bekward და რამდენ ხანში...   Jan 24 2007, 10:05 PM
- - Bekward   ზუსტად არ მახსოვს ...   Jan 25 2007, 07:42 AM
- - z125   მაგ ლოდინს არ ჯობი...   Jan 25 2007, 07:46 AM
- - Bekward   შენ როგორ გგონია 700 ...   Jan 25 2007, 08:19 AM
- - Frrrredo   ციტატა(Bekward @ Jan 25 2007, 12...   Jan 25 2007, 11:50 AM
- - domen   Bekward დიდი მადლობა ინ...   Jan 25 2007, 07:24 PM
- - Bekward   ჩემთან ქართულზე რო...   Jan 25 2007, 11:04 PM
- - Bekward   რა ვიცი მე მაშინვე ...   Jan 28 2007, 08:25 AM
- - Bekward   მაშინ მე გამოგიგზა...   Jan 29 2007, 10:38 PM
- - Sh@ko   ციტატააბა გელოდებ...   Jan 31 2007, 11:26 AM
- - domen   მოვიდა! დღეს საღ...   Feb 19 2007, 06:05 PM
- - domen   giorgius კი იქ   Feb 20 2007, 03:36 PM
- - domen   giorgius რისი წერილი, ვა...   Feb 21 2007, 02:00 PM
- - domen   giorgius ჰოდა ამოირჩიე ე...   Feb 27 2007, 10:41 AM
- - domen   giorgius დავუშვათ, უნდა ...   Feb 28 2007, 12:44 PM
- - domen   giorgius ოღონდ უნდა მიუთ...   Mar 2 2007, 03:22 PM
- - domen   giorgius შეუკვეთე ათი და...   Mar 3 2007, 02:42 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 06:48 AM