![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ცოტა ხნის წინ ასეთი თემა უკვე გახვსენი და რატომღაც წაიშალა, ალბათ იმის გამო, რომ არავინ უპასუხა? მოკლედ, თავიდან ვხსნი და ჩემს შეკითხვებსაც გავიმეორებ, იმედია ვინმე გამოეხმაურება.
როგორ შეიძლება გავაკეთოთ გვერდი, რომელზეც კომენტარების დატოვება იქნება შესაძლებელი? როგორ გავაკეთოთ search ფორმა(ნამდვილად რომ მუშაობდეს)? ადმინისტრაციას(და ყველა ვებ-დიზაინერს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) აქ რომ ვებ-გვერდის შაბლონის(Template) კოდი ადვაკოპირო, ამიხსნით რომელი ფუნქცია რას აკეთებს? თორემ ინტერნეტში წიგნები ვერაფრით ვიშოვე და თანაც ისინი ქართულ ახსნილს ვერ შეედრება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
domen
არა ჯიგარსონ საქმე იმაშია რომ სხვანაირ თემას შეეხე. შევეცდები უხეშად აგიხსნა. 1. HTML ენა არის ენა რომელიც ესმით ბროუზერებს, შედეგად შენ შეგიძლია დაწერო რაიმე საიტი HTML-ზე ბროუზერი უპრობლემოდ გაიგებს. პრობლემა ისაა რომ HTML-ი არის სტატიკური, ანუ რაც ერთხელ გააკეთე მორჩა მეორედ არარ კეთდება, ან საჭიროა გადაკეთებისთვისი რედაქტორის გამოძახება და მთელი კოდის, ან ტექსტის ჩამატება. ნუ გასაგებია რომ დინამიური პონტი ამ შემთხვევაში ვერ გამოდის. 2. DHTML ერთიმხრივ ნიშნავს დინამიურ HTML-ს მაგრამ შენს შემთხვევაში ეგეც არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ აქ დინამიურობაში ითვლება გარკვეული მოქმედებები და ინტერაქტიულობა იუზერის მოქმედებასთან მიმართებაში, მაგალითად ბმულთან ხელი მიიტანა, ბმულმა ფერი შეიცვალა, ან სურათი გადატრიალდა და ასე შემდეგ, მონაცემებს ავტომატირად ვერ შეანახინებ. 3. Java Script-ი არის მინი პროგრამული ენა რომელი არის USER SIDE-ანუ არ საჭიროებს არანაირ სერვერს, HTML-ივით პრიამო ბროუზერში იხსნება და ძირითადად აკეთებს სხვადასხვა ტეგების ფუნქციების დაზუსტებას ან ბროუზერს უთითებს კონკრეტულ შემთხვევაში რა გააკეთოს, ასევე აქვს რთული შესაძLებლობები ანუ ფუნქციებო, რომლითაც შეგიLძია განსაზღვრო, აქ თუ დააჭირა კაცმა დაუკრას მუსიკა, მაგრამ ამისათვსი წერ ფუნქციას, ანუ არის სახელი და შემდეგ ჩამონათვალი ამ სახელის გამოძახებისას რა უნდა მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ნაკლი Java Scripts აქვს ის რომ შეUძლია ბროუზერში იმუშაობას, მაგრამ ვერ ინახავს ინფორმაციას ბროუზერის გარეთ, ანუ შენს შემთხვევაში დაპოსტილ კომენტარებს ვერ შეინახავს ვერც ტესტურ ფაილში და ვერც ბაზაში. 4. პროგრამირების ენები: გავრცელებული PHP დღეს პრაქტიკულად ჩასვენებული CGI - PERL (უფრო პროფესიონალურ ენად გამოიყენება *nix სისტემებში) და თავისებურად პოპულარული ASP და ASP.NET. ამ პროგრამული ენებით იწერება ისეთი კოდი რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვეულებრივი პროგრამირების ენებთან, ასეთი კოდი არ ესმის ბროუზერს, ამიტომ არსებობს სერვერები, აქ აყენია სპეციალური პროგრამული უზრიუნველყოფა, რომელიც რომელიმე მაგალითად PHP ფაილის მოთხოვნისას ბროუზერს მართლა PHP ფაილს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს HTML ფაილს, რომელიც თვითონ მიიღო შესაბამის PHP ფუნქციების დამუშავების შედეგად. ერთგვარი რენდერი ხდება, ბევრი სწორედ ეგრევე ეძახის. ახლა საქმე იმაშია რომ ასეთი პროგრამირების ენებით შეიძლება მიმართო ბაზასაც და ფაილსაც, შეგიძჳა ახალი ფაილი გააკეთო წაშალო, ეს ყველაფერი შესაძებელია იმიტომ რომ სერვერი პროგრამირების ენა და ოპერაციული სისტემა ურთიერთ შეთანხმებულად მჲშოაბენს და უხეშად რომ ვაღიაროთ იგივე PHP ენის მეშვეობით ხდება *NIX ბრძანებების შესრულება, შესაბამისად ოპერაციული სისტემაც აკეთებს ამა თუ იმ საქმეს. ყველაფერი ეს აგიხსენი იმისათვის რომ გაიგო პროსტა ადგე და დაწერო რაიმე ფორმა ან ბრძანება საკმარისი არ არის. უნდა დაწერო ვთქვათ იგივე PHP კოდი, რომელიც ამა თუ იმ ოპერაციის მიმდევრობას ისახავს, შემდეგ, ამ ბრძანებებს ასრულებს სერვერი და ბროუზერს გადასცემს რომელიც შენ გიჩვენებს ჩაფიქრებულ ვებ-გვერდს. ახლა წარმოიდგინე რომ ამ გვერდზე არის რაიმე კომენტარის ველი. აქ შენ წერ რაღაც ტექტს, ამის მერე აჭერ ღილაკს SEND. ამ დროს რადგან HTML-ს არ შეუძლია შეინახოს ეს ინფორმაცია ფაილში ან ბაზაში გამოიყენება შემდეგი რამ. SEND-ის დაჭერისას Java Script-ის მეშვეობით რომელიმე PHP ფაილის ან ფუნქციის მეშვეობით იმ ველის მონაცემები გადაეცემა დასამუსავებლად რომელშიც შენ წეღან ტექსტი აკტიფე. ამ ბრძანებას იღებს PHP ფაილი მი გადაცემულ მონაცემებს ინახავს ფაილში ან ბაზაში, გააჩნია რა გაქვს ფუნქციაში მითიტებული. ახლა როგროც ვთქვი მონაცემები შეიძება ინახებოდეს ტექსტურ ან რაიე სხვა ფაილში ან მონაცემთა ბაზაში. ეს უკანასკნელი სასურველია, რადგან უფრო ემტის შენახვა შეიძლება, უფრო კარგად შეიძლება მონაცემების ორგანიზება და მონაცემების მოთხოვნისას შეიძლება ან კონკრეტული ველის ან ცხრილის გადაცემა. ტექსტულ ფაილს გარდა იმისა რომ ეს ყველაფერი არა აქვს, მოცულობაში და სისწრაფეშია შეზღუდული. უფრო დიდი პრობლემაა კოდირება. კი შეიძება UTF-8-ი მონაცემების შენახვა, მაგრამ ბაზისგან განსხავავებით ერთხელ თუ შემთხვევით შეიცვალა ფაილის კოდირება, მორჩა მთელი ფაილი კითხვის ნიშ§ების ნაკრები გახდება და ტექსტს ვერანაირად ვერ არადგენ. ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამოდის რომ აქ რაიმე ზედაპირული ტექსტის ან კოდის დაწერა შეუძებელია, ის რაც შენ მოითხოვე საკმაოდ კაი სამუშოას მოითხოვს. 1, უნდა გაკეთდეს რაიმე ფორმა რომელშიც მომხმარებელი ტექსტს ჩაწერს (ეს ძალიან მარტივია) ახლავე დაგიგდებ მაგას თუ გინდა, პროსტა HTML ფაილში შექმენი ტეგი FORM და მორჩა ჩაწერე რამდენი ხაზი, რამდენი კოლონა გინდა, მიაწეპე კნოპკა SEND და GET ACTION-ში მიუთითეთ იმ ფაილის გამოძახებას რომელიც ამ მონაცემებს დაამუშაობეს. 2, ახლა იასნი ხდება დასაწერია ის ფაილი რომელიც ამ მონაცემებს დაამჲშოავებს, ამისათვსი უნდა ადგე და ფუნქციები დაწერო, ძეიძლება პროსტა კონექტი ბაზასთან და გარკვეულ ვერში რაღცის იმპორტი მარტივი, იყოს, მაგრამ განალაგე აქ, შეინახე ასე, თუ გაფორმაბა გინდა კიდევ ესეც შეინახე, აა, იუზერის სახელიც გინდა და ტარიღიც, ახლა მაგის ფუნქციაც დასაწერია. ვთქვათ ყველაფერი ფააკეთე. მონაცემები ბაზას გადაეცა და შენახულია. 3, ახლა იმ ფაილში რომელშიც ფორმა გქონდა მონაცმების თავში უნდა ჩაამატო ბაზიდან ინფოს გამოტანის და მიმდევრობით ჩამოყრის ფუნქცია. აი ამასაც რომ გააკეთებ გამოვა მუშა კომენტარების ან გუესტ ბუქის ფორმა, ამდენ წვალებას კი ჯობია შეხვიდე HOTSCRIPTS.COM-ზე და უბრალო GUES BOOK_ის რაიმე ფორმა დაითრიო (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) იმიტომ რომ ამდენის ამხსნელი აქ არავინ არის (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd August 2025 - 02:30 PM |