![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
ეს თემა ეხება ჩვენს ნიუსებში გამოქვეყნებულ სიახლეს, რომელის სწორედ ამ პრობლემას ეხება. სიახლეში განხილულია შემდეგი თემები:
Windows XP-ს ქართული ენის LIP ფაილი - ფაილის ჩამოქაჩვა; ქართული სისტემა, ქართული ინტერფეისი - სტატია რომელიც მიეძღვნა UGT-ს პრესკონფერენციას; ქართული ენის LIP ფაილი - სიახლე რომელიც ჩვენთან გავიდა. ვინც დააყენეთ და რაიმე აზრი გაქვთ აქ დატოვეთ, თუ ვინმეს ინსტალაციის გევრდის ავლის შესაძლებლობის აზრები გაწუხებთ ეგეც აღწერეთ. ჩვენ ამჯერად ბევრ ვარიანტს განვიხილავთ, ხელით ახალი ინსტალერის შექმნიდან მთლიანად ანლერნატიული აქტივირებული ოპერაციული სისტემის ინსტალაციით დამთავრებული, რომელი მეთოდი გაამართლებს ჯერ არ ვიცით. სამწუხაროდ არსებული MSI ფაილი ჩვეულებრივ განარქივირებას არ ექვემდებარება. ვერ ხორციელდება მისი მოდიფიცირება, სკრიპტებამდე ვერ ჩავძვერით რომ ისტალერს ზედმეტი კითხვების დასმის სურვილი ავუკრძალოთ. უბრალოს MSI ფაილის დაშლა შედეგს არ იძლევა, პაკეტში მხოლოდ ძირითადი XML და DLL ფაილებია, პლიუს რამდენიმე JS ფაილია, ასევე სხვადასხვა ფაილები და სურათები. მათი უბრალოდ ამოყრა შედეგს არ იძლევა, შემსრულებელი ფაილი არ არსებობს, ყველაფერს სწორედ MSI ფაილი აკეთებს, მის სკრიპტებს კი ვერ ვასწორებთ (პრაქტიკულად ინსტრუმენტები არა გვაქვს მუშა და ნორმალური). სასიამოვნო იქნება თუ ამ საქმეში გამოცდილი ხალხი გამოგვეხმაურება მოკლედ ვნახოთ რა გამოგვივა. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
სულ რაღაც 3 წუთში ყველა ქართული ტელერესურსი აყვირდება გაქართულებული ვინდოუსის საბოლოო ვერსიის გამოსვლის შესახებ. იქნება ბევრი მოლოცვა, გაღიმებული სახე, შამპანური ჟურნალისტი, ოპერატორი და ბოღმით გულგასიებული "pure" IT-ს წარმომადგენელი.
როგორც UGT იტყობინება, გასწორებულია ძალიან ბევრი გრამატიკული თუ პროგრამული შეცდომა და ამ ახალი წლიდან სანატრელი ვერსიის ჩამოტვირთვა მაიკროსოფტის ოფიციალური ინტერნეტ-რესურსიდანაა შესაძლებელი. ჩამოტვირთვა აბსოლუტურად უფასოა, მხოლოდ ერთი პირობით - ჯერ უნდა ჩამოტვირთოთ 1.5 მბ-იანი ფაილი, რომელიც თქვენს სისტემას ნამდვილობაზე(Genuine) შეამოწმებს, ამის შემდეგ კი გადაწყდება, მოგეცეთ თუ არა შესაბამის ფაილთან წვდომა. ცოტა ხნის წინ gearge-მ თქვა, რომ უკვე ორი წელია ვინდოუსის ლეგალური მომხმარებელია, ამიტომაც ვთხომ მას, რომ დასრულებული LIP პაკეტი ჩამოტვირთვის შემთხვევაში უბრალო მოკვდავებსაც გაგვინაწილოს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) წესით პაკეტში არანაირი შემოწმება აღარ უნდა იყოს ჩაყოლებული, ეს ნაბიჯი ხომ წინასწარ მოწმდება... მოკლედ, ლეგალურ მომხმარებლებსა და უბრალოდ კიდევ ერთი "გაქართულების მარაზმის მწვერვალის" ნახვის მსურველებს შეგიძლიათ მოინახულოთ ქართული LIP პაკეტის ჩამოტვირთვის გვერდი ქა(/უ)რთული ინსტრუქციით -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th July 2025 - 12:42 PM |