![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
მაშ ასე! მე ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილი მაქვს ასე მოვიქცე!
რადგან არის ამდენი არეულობა ქართულ ინტერნეტში, ქართულ ვინდოუსში, რადგან არავინაა ვალდებული სტანდარტებში ჩაჯდეს, შევქმნათ თუნდაც ვირტუალური ორგანიზაცია, წევრები ჩვენვე ვიქნებით, ამ ფორუმზე, დავადგენთ სტანდარტებს და ხალხში გავიტანთ აზრს! (ასე ვთქვათ, "თავზე მოვახვევთ". ცუდად რომ არ ჟღერდეს, ასეთი სლოგანიც მაქვს მოფიქრებული: "ჩვენ ვერევით თქვენს საქმეში, იმიტომ რომ მომავალს გამოადგება!" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) შევქმნათ ლოგო, სლოგანი და სხვა მსგავსი რამ, მერე დავრეგისტრირდეთ და შევუდგეთ "მუშოაბას"! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველას გთავაზობთ, გამოვფხიზლდეთ, გამოვთქვათ ჯანსაღი აზრი. ჩემის აზრით "კომპინფოს ტექნიკურ ფორუმს" უფრო აქვს პრეტენზია მსგავსი განცხადება გააკეთოს, ვიდრე სხვა ფორუმებს (აქვე დავასაბუთებ, რათა სხვა ფორუმის წარმომადგენლებმა ცუდი არ იფიქრონ. ბატონ სუპერ-მოდერატორს უკვე აქვს მსგავსი ღონისძიებები გატარებული (თუ არ მოგვატყუა (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) )) პ.ს. მათთვის, ვინც ეჭვობს თემის არასწორ მდებარეობას. თემას შეიძლება შევუსაბამოთ საკვანძო სიტყვა "საჭირო რესურსი". ნუ, მარტო "WEB" აკლია რა... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი დანარჩენი ნათელია. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
giorgius, შენს მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის საქმიანობა აღწერე, რას აკეთებ ან აკეთებთ (აქამდე ვერ მივხვდი, მარტო ხარ თუ ვინმესთან ხარ ”შეკრული” (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
მანამდე კი ჩემი გეგმა განვიხილოთ: 1. როგორც თვით ISO-ს საქმიანობაში შედის სტანდარტების შემუშავება, რომლის დაცვაც სავალდებულო არაა, მაგრამ სასურველია, რადგან ქაოსი გამორიცხულია, ჩვენც უნდა განვახორციელოთ ISO-ს საქმიანობა იმდენად მცირე ფორმით, რამდენადაც ქართული ინტერნეტია. 2. ჩვენ "მოძალადე" ორგანიზაცია კი არ ვიქნებით, (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არამედ ჩვენი რეპუტაციიდან გამომდინარე, ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შევუქმნით სურვილს, ჩვენს მიერ მიღებული სტანდარტი მიიღოს, მით უმეტეს, რომ პროცესში მონაწილეობა თვითონაც ექნება მიღებული. ახლა კარგი ნიადაგი გვაქვს საამისოდ! სკოლების კომპიუტერიზაცია თუ მართლა განახორციელეს რეგიონებში, იქ მხარდამჭერებს იოლად მოვიპოვებთ და საკმაოდ დიდი აუდიტორიაც გვეყოლება თანაც "სასწავლო პროგრამის ფარგლებში"! P.S. არ გჯერათ?! ამას წინათ, ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი ასეთ ნიუსს: "მოგბეზრდა ვინდოუსის გადასაყენებლად მცოდნე ძმაკაცის ლოდინი? მაშინ მე გასწავლი ვინდოუსის გადაყენებას და ამიერიდან შენ შეგეძლება დაუყენო ვინდოუსი შენზე გამოუცდელ ახლობელს." (სტილი დაცული არ არის, აღარ მახსოვს ტექსტი) გამეხარდა, კიდევ ერთს (Ja_Ja-ს შემდეგ) დაუწერია სტატია ვინდის გადაყენებაზეო. დავინტერესდი და დავეჭვდი, თან დამაინტერესა ვინდის დაყენების სხვა წესმა. გადმოვიწერე ფაილი და "ხელწერა" საეჭვოდ მეცნო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ბოლოს იმაში დავრწმუნდი, რომ სურათები ვორდში ვებ-ლინკებად დაკოპირდა, ასე, ა: http://jaja.forum.ge/diiidu_es_ra_vnaxe.jpg (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:28 AM |