![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
მაშ ასე! მე ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილი მაქვს ასე მოვიქცე!
რადგან არის ამდენი არეულობა ქართულ ინტერნეტში, ქართულ ვინდოუსში, რადგან არავინაა ვალდებული სტანდარტებში ჩაჯდეს, შევქმნათ თუნდაც ვირტუალური ორგანიზაცია, წევრები ჩვენვე ვიქნებით, ამ ფორუმზე, დავადგენთ სტანდარტებს და ხალხში გავიტანთ აზრს! (ასე ვთქვათ, "თავზე მოვახვევთ". ცუდად რომ არ ჟღერდეს, ასეთი სლოგანიც მაქვს მოფიქრებული: "ჩვენ ვერევით თქვენს საქმეში, იმიტომ რომ მომავალს გამოადგება!" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) შევქმნათ ლოგო, სლოგანი და სხვა მსგავსი რამ, მერე დავრეგისტრირდეთ და შევუდგეთ "მუშოაბას"! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველას გთავაზობთ, გამოვფხიზლდეთ, გამოვთქვათ ჯანსაღი აზრი. ჩემის აზრით "კომპინფოს ტექნიკურ ფორუმს" უფრო აქვს პრეტენზია მსგავსი განცხადება გააკეთოს, ვიდრე სხვა ფორუმებს (აქვე დავასაბუთებ, რათა სხვა ფორუმის წარმომადგენლებმა ცუდი არ იფიქრონ. ბატონ სუპერ-მოდერატორს უკვე აქვს მსგავსი ღონისძიებები გატარებული (თუ არ მოგვატყუა (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) )) პ.ს. მათთვის, ვინც ეჭვობს თემის არასწორ მდებარეობას. თემას შეიძლება შევუსაბამოთ საკვანძო სიტყვა "საჭირო რესურსი". ნუ, მარტო "WEB" აკლია რა... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი დანარჩენი ნათელია. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
Sh@ko
ციტატა რაიმე კონკურსი, ან დავალებები უნდა გადალახონ, რომ "სერთიფიკატი" მიენიჭოს და რამე ამდაგვარი, წახალისების მიზნით. პრიველ ეტაპზე ასეთ რამეზე ოცნებაც არ შეიძლება! რატომ? წარმოიდგინე, რომ მე ვარ საიტის მეპატრონე(თანაც საკმაოდ, რბილად რომ ვთქვათ, გაუნათლებელი). ჰოსტი ძია კავკასუსმა მომცა, სკინი და ძრავა ვიღაცის დაღეჭილი დავაკოპირე, ფაილებს სხვადასხვა ვარეზებს ვპარავ, მყავს ასე 500-600 ვიზიტორი დღეში და ვარ აბსოლუტურად ბედნიერი(თავი ჩუვაკი მგონია). ამ დროს მოდიხარ შენ, ანუ სტანდარტების ორგანიზაცია, რომლის სახელიც ჯერ თვითონ თანამშრომლების გარდა არავინ იცის და გინდა ამხელა წვალებით მოპოვებული სულიერი ჰარმონია, იდილია და "იმპერია" გამინადგურო??? შენი აზრით, რა მომივა პირველი თავში? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოკლედ, ჯერ სხვა გზა უნდა ვნახოთ განსავითარებლად. ჩემი აზრით, არაფერი სამარცხვინო არ იქნება ISO-ს კარგად შესწავლასა და მისი პრინციპების დაკოპირებაში(რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებით). ასე რომ, დღევანდელ საღამოს ISO-ს გაცნობას მოვახმარ, იქნებ მუზა მომივიდეს (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) და რაც აქამდე ვიფიქრე, ისაა რომ, უნდა გვქონდეს რესურსი, რომელიც იქნება სამაგალითო ყველა მხრივ. ანუ ბოლომდე გაქართულებული, საკუთარი სკინით, ხარვეზების გარეშე მომუშავე, კარგ ჰოსტზე და ა.შ. თუმცა ეს ბოლოა, რაზეც უნდა ვიღელვოთ. P.S. და რასაც თავიდანვე ვფიქრობ, ისაა, რომ თითოეული აქტიური წევრის პასიური დამოკიდებულება პროექტისადმი დიდი დანაკლისია... -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:30 AM |