![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
მაშ ასე! მე ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილი მაქვს ასე მოვიქცე!
რადგან არის ამდენი არეულობა ქართულ ინტერნეტში, ქართულ ვინდოუსში, რადგან არავინაა ვალდებული სტანდარტებში ჩაჯდეს, შევქმნათ თუნდაც ვირტუალური ორგანიზაცია, წევრები ჩვენვე ვიქნებით, ამ ფორუმზე, დავადგენთ სტანდარტებს და ხალხში გავიტანთ აზრს! (ასე ვთქვათ, "თავზე მოვახვევთ". ცუდად რომ არ ჟღერდეს, ასეთი სლოგანიც მაქვს მოფიქრებული: "ჩვენ ვერევით თქვენს საქმეში, იმიტომ რომ მომავალს გამოადგება!" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) შევქმნათ ლოგო, სლოგანი და სხვა მსგავსი რამ, მერე დავრეგისტრირდეთ და შევუდგეთ "მუშოაბას"! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველას გთავაზობთ, გამოვფხიზლდეთ, გამოვთქვათ ჯანსაღი აზრი. ჩემის აზრით "კომპინფოს ტექნიკურ ფორუმს" უფრო აქვს პრეტენზია მსგავსი განცხადება გააკეთოს, ვიდრე სხვა ფორუმებს (აქვე დავასაბუთებ, რათა სხვა ფორუმის წარმომადგენლებმა ცუდი არ იფიქრონ. ბატონ სუპერ-მოდერატორს უკვე აქვს მსგავსი ღონისძიებები გატარებული (თუ არ მოგვატყუა (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) )) პ.ს. მათთვის, ვინც ეჭვობს თემის არასწორ მდებარეობას. თემას შეიძლება შევუსაბამოთ საკვანძო სიტყვა "საჭირო რესურსი". ნუ, მარტო "WEB" აკლია რა... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი დანარჩენი ნათელია. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
მოკლედ, გადავათვალიერე თემა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დრო თითქმის უქმად დაგვიკარგავს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) გეგმა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს.
ვიფიქრე და შევადგინე არასრული გეგმა. შემიფასეთ: 1. ჩამოვაყალიბოთ გუნდი. 2. დავირქვათ სახელი, მოვიფიქროთ სლოგანი და შევარჩიოთ ლოგო. 3. დავჯავშნოთ შესაბამისი დომენი. 4. ავირჩიოთ ჰოსტი. 5. ავირჩიოთ ან შევუკვეთოთ ახალი ძრავა და სკინი, გავაქართულოთ ბოლომდე, დავხვეწოთ მართლწერა(ეს განსაკუთრებოთ მაწუხებს), განვათავსოთ საიტი ჰოსტზე და აქტიურად ვტესტოთ მინიმუმ 4-5 დღე. 7. მკაცრად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოქმედების არეალი. გასაგებია, რომ ქართული ინტერნეტი, მაგრამ კონკრეტულად რა? ვარეზები? ფორუმები? იქნებ პროვაიდერები? ან მსხვილი, "ყველაფერს მოდებული" საიტები? თუ საფოსტო სერვისები? ან იქნებ ყველაფერი ერთად?? 8. შევადგინოთ დიდი მონაცემთა ბაზა მოქმედების არეალის მიხედვით და ვინმე პროფესიონალს(ეს აუცილებელია!) ჩავაწერინოთ შესაბამის ფორმატში. 9. სამოქმედო არეალი დავყოთ კონკრეტულ მიმართულებებად და დავინაწილოთ. სასურველია თითო მიმართულებაზე ორი-სამი კაცი. ასევე ვფიქრობ, რომ ერთი კაცის მაინცდამაინც ერთი მიმართულებაში ყოფნა აუცილებელი არაა. 10. ცალკეული მიმართულების მოდერებმა დაახლოებით 2-3 კვირის(ეს მინიმუმია!) მანძილზე საფუძვლიანად შეისწავლონ არსებული სიტუაცია და უცხოური ანალოგები. 11. მოვიფიქროთ, რა ფორმატი ექნება მომხმარებლამდე მისატან ინფორმაციას(სტატიის, პოსტის, უბრალოდ აქაური და უცხოური სიტუაციების შედარების...) და ვისწავლოთ ამ ფორმატში ინფორმაციის სრულყოფილად ჩამოყალიბება(ესეც კიდევ ორი კვირა). 12. შევადგინოთ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სია, შესაბამისად დავანაწილოთ და რაღა თქმა უნდა, დავწეროთ :-) შემდეგ შევასწოროთ მაქსიმალურად და გავიტანოთ საიტზე. 13. ჩამოვაყალიბოთ პროექტის დაწყების შემდეგ გასაკეთებელი საქმის გეგმა. ანუ, რა უნდა გამოვაქვეყნოთ იმისთვის, რომ საიტი ლეთარგიულ მდგომარეობაში არ გადავიდეს. სასურველია, დაწყებამდე მარქაფში გვქონდეს სამი-სამი სტატია მაინც, რომ შემდეგ გამოქვეყნება გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო არ დაგვაგვიანდეს(რისი ანალოგიც, სამწუხაროდ, კომპინფოა). 14. კიდევ ერთხელ(სასურველია მეტჯერ) გადავამოწმოთ ყველაფერი. 15. დავქოქოთ პროექტი! შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, რომ მითითებული დროები ძალიან გაწელილია, მაგრამ ისიც მართალია, რომ სიჩქარით და სულსწრაფობით არაფერი კეთდება, ამიტომაც ჯობია მოვიცადოთ ცოოტა უფრო მეტი და გავაკეთოთ უკეთესი პროექტი. ბოლო-ბოლო, თვითონ ბრუს ლი((IMG:style_emoticons/default/laugh.gif) ) ამბობდა: "სრულყოფილების მისაღწევად ყოველთვის გააკეთე ოდნავ უფრო მეტი, ვიდრე გევალება" (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ჩემი აზრით, პროექტის დაწყებიდან სრული დატვირთვით ამუშავებამდე 4-5 თვე მაინცაა საჭირო. აქამდე ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ და შეიძლება ვცდებოდე. ამიტომაც გთხოვთ, საქმეში ჩახედულებმა გამოთქვით თქვენი აზრი. მე შევეცადე, პუნქტები დამელაგებინა ქრონოლოგიურად, ანუ ჩამომეყალიბებინა, რა რის შემდეგ უნდა გაკეთდეს, თუმცა ვაღიარებ, რომ არსებული განლაგება საკამათოა. გთხოვთ, მეკამათოთ :-) შემდეგ პოსტში ამ სიის მიხედვით ჩამოვაყალიბებ ჩემს შეხედულებებს. -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:30 AM |