![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
მაშ ასე! მე ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილი მაქვს ასე მოვიქცე!
რადგან არის ამდენი არეულობა ქართულ ინტერნეტში, ქართულ ვინდოუსში, რადგან არავინაა ვალდებული სტანდარტებში ჩაჯდეს, შევქმნათ თუნდაც ვირტუალური ორგანიზაცია, წევრები ჩვენვე ვიქნებით, ამ ფორუმზე, დავადგენთ სტანდარტებს და ხალხში გავიტანთ აზრს! (ასე ვთქვათ, "თავზე მოვახვევთ". ცუდად რომ არ ჟღერდეს, ასეთი სლოგანიც მაქვს მოფიქრებული: "ჩვენ ვერევით თქვენს საქმეში, იმიტომ რომ მომავალს გამოადგება!" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) შევქმნათ ლოგო, სლოგანი და სხვა მსგავსი რამ, მერე დავრეგისტრირდეთ და შევუდგეთ "მუშოაბას"! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველას გთავაზობთ, გამოვფხიზლდეთ, გამოვთქვათ ჯანსაღი აზრი. ჩემის აზრით "კომპინფოს ტექნიკურ ფორუმს" უფრო აქვს პრეტენზია მსგავსი განცხადება გააკეთოს, ვიდრე სხვა ფორუმებს (აქვე დავასაბუთებ, რათა სხვა ფორუმის წარმომადგენლებმა ცუდი არ იფიქრონ. ბატონ სუპერ-მოდერატორს უკვე აქვს მსგავსი ღონისძიებები გატარებული (თუ არ მოგვატყუა (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) )) პ.ს. მათთვის, ვინც ეჭვობს თემის არასწორ მდებარეობას. თემას შეიძლება შევუსაბამოთ საკვანძო სიტყვა "საჭირო რესურსი". ნუ, მარტო "WEB" აკლია რა... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი დანარჩენი ნათელია. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
1. აქტიური წევრები:
Sh@ko Frrrredo giorgius domen წევრები: merabi გიგა nikolausi alchemist სასურველი წევრები(ჩემი აზრი): Ja_Ja gearge 2. სახელი შეიძლება იყოს GDT და ძალიანაც მომწონს, ყველაფერი გიორგიუსთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული. შაკოს სლოგანი მომეწონა, მაგრამ ძალიან გრძელია, სასურველია შემოკლდეს. და ლოგოზე პასს ვამბობ, არაფერი გამეგება (IMG:style_emoticons/default/smile.gif) 3. ალბათ ყველას GDT.ge მოგივიდათ თავში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუმცა ის უკვე დაკავებულია Georgian Discovery Tours-ის მიერ. სხვა კი ჯერ მოფიქრებული არ მაქვს. 4. თუ ადმინი ჩაერთო, ალაბთ ჰოსტის ძებნა არ მოგვიწევს, და თუ არა, მაშინ ალბათ servage-ზე ჯობია არჩევანი შევაჩეროთ, ჩვენ მოთხოვნებს ნამდვილად დააკმაყოფილებს. 5. ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. ჯერ ის მოვიფიქროთ, საიტს რა ფორმატი ექნება. ძრავის კონტენტთან შეხამება ყოველთვის შეიძლება. 6. ეხლა შევამჩნიე, რომ გამომრჩენია (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) 7. ჩემი აზრით, ეს იქნება ქართული საიტები(განურჩევლად დანიშნულებისა) და ინტერნეტ და ჰოსტ პროვაიდერები, თუმცა პირველი პუნქტის სრულყოფილად შესრულება შეიძლება გაჭირდეს, თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი არ გვეყოლა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ შემცირება მოგვიწევს. ეს კი ერთობლოვად უნდა გადაწყდეს. 8. კომენტარს არ საჭიროებს. 9. დაყოფა იქნება შემდეგი: 1. ინტერნეტ და ჰოსტ პროვაიდერები და 2. ინტერნეტ-სივრცე. ესენიც, რა თქმა უნდა დაიყოფა, მაგრამ ჯერ ბოლომდე მოფიქრებული არ მაქვს. 10. კომენტარს არ საჭიროებს. 11. ჩემი აზრით, ეს საჭირო არაა, იყოს მკაცრად განსაზღვრული, მაგრამ პრიორიტეტული სტატია მგონია. 12. ეს წინა პუნქტების შესრულების შემდეგ გადაწყდება. 13. ესეც. 14 და 15 კომენტარს არ საჭიროებენ. alchemist აბსოლუტურად გეთანხმები, თუმცა იგივეა, რაც GDT-ს შემთხვევაში, შეიძლება მზადების პროცესში დაგასწროს ვინმემ, ამიტომ დომენი მაინც თავიდანვე უნდა დავიკავოთ. დომენი რომ დავიკავოთ, უნდა გვქონდეს მოფიქრებული პროექტის სახელი მაინც(შეიძლება სლოგანიც "რაღაც დოზით" საჭირო გამოდგეს). ასე რომ, რაღაც-რაღაცები ტექნიკური მხარიდან პირველადაა მოსაგვარებელი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:29 AM |