მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> საიდან ასკვნიან პროგრამები რომ რუსული გვინდა ?!?!, ვა ეს რუსები რას გადაგვეკიდნენ !!!!!!!!
Reechard
პოსტი Jul 7 2006, 04:49 PM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 291
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 24



მოკლედ ერთი ფრიად ამოუხსნელი ანომალური პრობლემის შესახებ მინდა დავწერო.

დავაყენე Windows XP SP2 Pro Corporate English ორიგინალი დისკის ასლიდან. და ყველა პროგრამა თუ სეტინგი ისე მაქვს აწყობილი რომ იყოს ინგლისურ ენაზე. რეგიონალურ პარამეტრებშიც ყველგან ამერიკული ინგლისური და ამერიკა მაქვს არჩეული. დაჟე დროის სარტყელიც ბოლოს მოსკოვის +3 (ანუ თბილისის) ლოს ანჯელესის დროზე გადავიყვანე! ერთი სიტყვით კომპიუტერში ყველაფერი ისე მაქვს როგორც სტანდარტულ ოხერ ამერიკელს. და ამ დროს .....

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ რომ მაგალითად InstallShield ვიზარდის სეტაპები კომპზე იშვება რუსულ ენაზე (!!!). ანუ ამ სეტაპს მრავალი ენის მხარდაჭერა აქვს და კომპზე რომელსაც დაადეტექტირებს იმ ენაზე იშვება. ერთისმხრივ კაია, თუ რუსული ვინდი გიყენია მაშინ პროგრამა დაასკვნის რომ რუსული უფრო გეხერხება და არა ინგლისური და რუსულად "დაგელაპარაკება". თუ რაიმენაირად დაასკვნის რომ ჩინელი ხარ, მაშინ ჩინურად დაგელაპარაკება. მაგრამ მე არც რუსი ვარ და არც ჩინელი, ვინდოუსი და მისი ყველა პარამეტრი მიყენია ოფიციალური ინგლისურენოვანი დისკიდან და ლამის გავაფრინო როცა სხვადასხვა პროგრამები "სალაპარაკო" ენად ირჩევენ რუსულს!!!

ანუ: უამრავი პროგრამა (მაგალითები: ნერო, რეგეტი, და ასე შემდეგ) რაღაცნაირად ადგენს რომ ვცხოვრობ რუსეთში ან საქართველოში (ამასაც ალბათ რუსულენოვან კატეგორიად მიიჩნევენ) და საინსტალაციო თუ უკვე ფუნქციონალურ ინტერფეისის ენად ავტომატურად ირჩევენ რუსულს! დილემა: საიდან ახერხებენ ამის გაგებას როცა მე კომპში ყველაფერი ისე მაქვს როგორც სიტყვაზე ამერიკელს. რა, ჯიპიერესია ჩამონტაჯებული ჩვენს კომპებში ??? ყველაფერი ვიფიქრე აბსოლუტურად მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი რატომ წყვეტენ პროგრამები რომ მე ვარ რუსულენოვანი მომხმარებელი!!! (სისულელეა იმის ფიქრი რომ აიპი მისამართებს პოულობენ და იმით ადგენენ. სულ არ მქონდა ინეტი და ეგრე იყო).

განსაკუთრებით ეს კითხვა მაწვალებს მას შემდეგ რაც ახალი ForceWare დავაყენე - ავტომატურად შეჯდა რუსულზე და მენიუში ენის შესაცვლელი განყოფილება არ აქვს (!!)

არადა აქამდე (იგივე ნეროს შემთხვევაში) ენას მერე ვცვლიდი მენიუდან მაგრამ ზოგს ამის საშუალება არ აქვს და რასაც თავიდან გადაწყვეტს იმ ენაზე უნდა იყოს სიკვდილამდე. აი მე იმის დედას ვინც ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტა რომ ქართველება რუსულად უნდა ვეკონტაქტოთ პროგრამებს და არა ინგლისურად !

მოკლედ ჩემი თხოვნა იქნება იქნებ ვინმეს გაგაჩნდეთ რაიმე მოსაზრება როგორ ახდენენ პროგრამები ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დადგენას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები
Giena
პოსტი Mar 26 2007, 02:06 PM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Reechard

მართალი ხარ ძამიკო მართლაც რომ საინტერესოა, მაგრამ როგორ გინდა იმხელა ჯურღმულში იპოვო ეგ გასაღები? ან მაგას რამე რეესტრის მონიტორი ჭირდება ოღონდ კარგი! და კარგად ჩაჯდომაც უნდა! ისე იმდენი ინგლისური რო ვიცოდე რომ ეგ ავხსნა...:-)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- Reechard   საიდან ასკვნიან პროგრამები რომ რუსული გვინდა ?!?!   Jul 7 2006, 04:49 PM
- - გიგა   ერთი მხრივ მაგარი ...   Jul 7 2006, 07:17 PM
- - merabi   გიგა ტიტუუუუუუუუ მ...   Jul 7 2006, 08:59 PM
- - Davidus   მდაა! იაძახი პარა...   Jul 8 2006, 03:44 PM
- - Reechard   ხო გიგა მართალია Contr...   Jul 8 2006, 10:00 PM
|- - Reechard   ციტატა(Reechard @ Jul 9 2006, 01...   Jul 23 2006, 01:07 PM
- - merabi   ციტატა არადა რეალუ...   Jul 8 2006, 10:29 PM
- - Power_VANO   Reechard ვინდოუსი რიჩარ...   Jul 9 2006, 04:35 AM
|- - Reechard   ციტატა(Power_VANO @ Jul 9 2006, 0...   Jul 9 2006, 06:43 AM
- - Power_VANO   Reechard ციტატაარა მე ის...   Jul 9 2006, 07:14 AM
- - merabi   ციტატამაგალითად Wint...   Jul 9 2006, 07:43 PM
- - Frrrredo   Reechard - ეს არ გიცდია? : Cod...   Jul 24 2006, 11:49 AM
- - Reechard   Frrrredo არ შველის ნაცდ...   Jul 24 2006, 02:59 PM
- - Giena   Reechard მართალი ხარ ძა...   Mar 26 2007, 02:06 PM
- - merabi   Giena ცოტა გვიან მოგიწ...   Mar 26 2007, 09:08 PM
- - ირაკლი   მერე შენთვის რა მნ...   Mar 29 2007, 11:10 AM
- - domen   ირაკლი ციტატამერე ...   Mar 29 2007, 11:14 AM
- - ირაკლი   domen პროგრამის ენაო? ...   Mar 29 2007, 11:29 AM
- - Sh@ko   ირაკლი, მოკლედ აგი...   Mar 29 2007, 12:16 PM
- - გიგა   მგონი ეა დასახურია...   Mar 30 2007, 06:56 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th August 2025 - 09:39 AM