![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
მაშ ასე! მე ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილი მაქვს ასე მოვიქცე!
რადგან არის ამდენი არეულობა ქართულ ინტერნეტში, ქართულ ვინდოუსში, რადგან არავინაა ვალდებული სტანდარტებში ჩაჯდეს, შევქმნათ თუნდაც ვირტუალური ორგანიზაცია, წევრები ჩვენვე ვიქნებით, ამ ფორუმზე, დავადგენთ სტანდარტებს და ხალხში გავიტანთ აზრს! (ასე ვთქვათ, "თავზე მოვახვევთ". ცუდად რომ არ ჟღერდეს, ასეთი სლოგანიც მაქვს მოფიქრებული: "ჩვენ ვერევით თქვენს საქმეში, იმიტომ რომ მომავალს გამოადგება!" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) შევქმნათ ლოგო, სლოგანი და სხვა მსგავსი რამ, მერე დავრეგისტრირდეთ და შევუდგეთ "მუშოაბას"! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველას გთავაზობთ, გამოვფხიზლდეთ, გამოვთქვათ ჯანსაღი აზრი. ჩემის აზრით "კომპინფოს ტექნიკურ ფორუმს" უფრო აქვს პრეტენზია მსგავსი განცხადება გააკეთოს, ვიდრე სხვა ფორუმებს (აქვე დავასაბუთებ, რათა სხვა ფორუმის წარმომადგენლებმა ცუდი არ იფიქრონ. ბატონ სუპერ-მოდერატორს უკვე აქვს მსგავსი ღონისძიებები გატარებული (თუ არ მოგვატყუა (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) )) პ.ს. მათთვის, ვინც ეჭვობს თემის არასწორ მდებარეობას. თემას შეიძლება შევუსაბამოთ საკვანძო სიტყვა "საჭირო რესურსი". ნუ, მარტო "WEB" აკლია რა... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი დანარჩენი ნათელია. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
დანომვრა არ მომწონს მეე!!! (IMG:style_emoticons/default/dry.gif)
ამ საიტზე აკრძალულია პირველ-მეორეობანას პოსტვა და რატომ წამოიწყე?! იდეა ჩემია, მაგრამ პრეზიდენტობას სულაც არ ვუმიზნებ, ასი წელი! საქმეს ჩაგვიგდებს! ადგილების დანაწილებაზე კი არა, საქმის დაწყებაზე იფიქრეთ, საიდან დავიწყოთ! უფროსი თუ ვინმე იქნება, იყოს Ja_Ja, თუ არა და მაშინ ჩვენ ვიქნებით მრგვალი მაგიდის რაინდები, ყოველი სხდომის წინ ხმლებს ამოვიღებთ და პირით მაგიდის ცენტრისკენ დავაწყობთ და ისე დავიწყებთ სხდომას... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ამ და სხვა "რიტუალებზე" მოგვიანებით გავმართოთ ბჭობა! მოკლედ გეგმა მიახლოებით ვიცით, ეხლა გვჭირდება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" წერილის გაგზავნა კონსულტაციისთვის, ამისთვის სკაიპიანებს ვთხოვთ, საღამოსთვის დაგვიკავშირდნენ, უმჯობესია domen-ს (მე სახლში სხვა ნიკი მაქვს) და შევადგინოთ წერილი ანა დოლიძის სახელზე (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:11 PM |