![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
მაშ ასე! მე ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილი მაქვს ასე მოვიქცე!
რადგან არის ამდენი არეულობა ქართულ ინტერნეტში, ქართულ ვინდოუსში, რადგან არავინაა ვალდებული სტანდარტებში ჩაჯდეს, შევქმნათ თუნდაც ვირტუალური ორგანიზაცია, წევრები ჩვენვე ვიქნებით, ამ ფორუმზე, დავადგენთ სტანდარტებს და ხალხში გავიტანთ აზრს! (ასე ვთქვათ, "თავზე მოვახვევთ". ცუდად რომ არ ჟღერდეს, ასეთი სლოგანიც მაქვს მოფიქრებული: "ჩვენ ვერევით თქვენს საქმეში, იმიტომ რომ მომავალს გამოადგება!" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) შევქმნათ ლოგო, სლოგანი და სხვა მსგავსი რამ, მერე დავრეგისტრირდეთ და შევუდგეთ "მუშოაბას"! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყველას გთავაზობთ, გამოვფხიზლდეთ, გამოვთქვათ ჯანსაღი აზრი. ჩემის აზრით "კომპინფოს ტექნიკურ ფორუმს" უფრო აქვს პრეტენზია მსგავსი განცხადება გააკეთოს, ვიდრე სხვა ფორუმებს (აქვე დავასაბუთებ, რათა სხვა ფორუმის წარმომადგენლებმა ცუდი არ იფიქრონ. ბატონ სუპერ-მოდერატორს უკვე აქვს მსგავსი ღონისძიებები გატარებული (თუ არ მოგვატყუა (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) )) პ.ს. მათთვის, ვინც ეჭვობს თემის არასწორ მდებარეობას. თემას შეიძლება შევუსაბამოთ საკვანძო სიტყვა "საჭირო რესურსი". ნუ, მარტო "WEB" აკლია რა... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მგონი დანარჩენი ნათელია. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
მოკლედ, ვისაც გინდათ წევრობა, მეეეე დაიძახეთ! (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მეეეე ხელ-თაგვს ვაწერ ციფრულ ველში და ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას პროექტის განვითარებისთვის! EULA 1. ჩვენ არ გვაქვს აქცენტი ფულის შოვნაზე ან უაზროდ დახარჯვაზე. 2. ჩვენი მომავალი საქმიანობა ჩვენივე შესაძლებლობიდან გამომდინარე იქნება განსაზღვრული, ანუ არავის ვაიძულებთ მატრიცის კოდების გაშიფრვას. 3. ჩვენთან არ მოქმედებს წესი: "მოსვლა თქვენიო, წასვლა ჩვენიო", თუმცა გუნდის დატოვება შეიძლება მოხდეს არაკორექტული საქციელ(ებ)ისთვის, გუნდისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოებისთვის, ან საიდუმლო ინფორმაციის საქვეყნოდ (ან სხვაგან) დაბრეხვებისთვის. 4. გუნდის წევრს ევალება თავისი მინიმუმის შესრულება. ტყუილად ნუ შემოგვიერთდებით, გამოჩენის მიზნით. ჩვენი გუნდის წევრობა მატრიცასთან ზიარებას არ ნიშნავს, ჩვენც ჩვეულებრივი ხალხი ვართ! 5. თუ გაქვთ სურვილი, განვითარდეს ქართული ინტერნეტი და გინდათ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესებში, მაშინ "მეეეე"-ს დაძახებით თანახმანი ხართ, ვიყოთ და ვიმუშაოთ ერთად. (ჯერ ეს იყოს, მერე ვნახოთ... სხვა საზიზღარი წესებივით მოვუვლით!) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:31 AM |