![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
ეს თემა ეხება ჩვენს ნიუსებში გამოქვეყნებულ სიახლეს, რომელის სწორედ ამ პრობლემას ეხება. სიახლეში განხილულია შემდეგი თემები:
Windows XP-ს ქართული ენის LIP ფაილი - ფაილის ჩამოქაჩვა; ქართული სისტემა, ქართული ინტერფეისი - სტატია რომელიც მიეძღვნა UGT-ს პრესკონფერენციას; ქართული ენის LIP ფაილი - სიახლე რომელიც ჩვენთან გავიდა. ვინც დააყენეთ და რაიმე აზრი გაქვთ აქ დატოვეთ, თუ ვინმეს ინსტალაციის გევრდის ავლის შესაძლებლობის აზრები გაწუხებთ ეგეც აღწერეთ. ჩვენ ამჯერად ბევრ ვარიანტს განვიხილავთ, ხელით ახალი ინსტალერის შექმნიდან მთლიანად ანლერნატიული აქტივირებული ოპერაციული სისტემის ინსტალაციით დამთავრებული, რომელი მეთოდი გაამართლებს ჯერ არ ვიცით. სამწუხაროდ არსებული MSI ფაილი ჩვეულებრივ განარქივირებას არ ექვემდებარება. ვერ ხორციელდება მისი მოდიფიცირება, სკრიპტებამდე ვერ ჩავძვერით რომ ისტალერს ზედმეტი კითხვების დასმის სურვილი ავუკრძალოთ. უბრალოს MSI ფაილის დაშლა შედეგს არ იძლევა, პაკეტში მხოლოდ ძირითადი XML და DLL ფაილებია, პლიუს რამდენიმე JS ფაილია, ასევე სხვადასხვა ფაილები და სურათები. მათი უბრალოდ ამოყრა შედეგს არ იძლევა, შემსრულებელი ფაილი არ არსებობს, ყველაფერს სწორედ MSI ფაილი აკეთებს, მის სკრიპტებს კი ვერ ვასწორებთ (პრაქტიკულად ინსტრუმენტები არა გვაქვს მუშა და ნორმალური). სასიამოვნო იქნება თუ ამ საქმეში გამოცდილი ხალხი გამოგვეხმაურება მოკლედ ვნახოთ რა გამოგვივა. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 92 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 14 ![]() |
რა თქმა უნდა მისასალმებელია გაქართულება და მითუმეტეს ვინდოუსის გაქართულება ხომ კიდევ უფრო მისასალმებელია მარა როდესაც ხედავ რომ ფული იხარჯება იმაზე რაც ბევრისთვის ღიმილს იწვევს ეს უკვე ცუდია. მე პირადად ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ვინდოუსის გაქართულებაზე, ბოლო ბოლო ჩემი შეყვარებულიც მაგ პროექტში იღებს მონაწილეობას და ეგეც მაძლევს იმის საფუძველს რომ ვუგულშემატკივრო. თუმცა რაც ეს LIP პაკეტი ვნახე მე პირადად საერთოდ შთაბეჭდილება წამეშალა მათ ნამუშევარზე, კი მითხრა ჩემმა შეყვარებულმა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბეტა ვარიანტიაო და მას საერთო სრულ ვერსიასთან საერთო არა აქვსო. ბევრი რამე ჩასწორებულია და განახლებულიო... თუმცა რაც ამ LIP-ზე ვნახე ფუი ეშმაკს, ღმერთმა ნუ ჰქნას რომ ზოგიერთი ეს ტერმინი დამკვიდრდეს და მომავალ (სრულ) ვერსიაშიც ეს სიტყვებიც შეგვხვდეს.
მოკლედ მიარია რომ საქმე კეთდება მარა შედეგი არ მომწონს (IMG:style_emoticons/default/sad.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th July 2025 - 12:42 PM |