დეტალური ინფორმაცია SE-ს მობილურებზე, როგორ გაიგოთ CID, DB და ა.შ. ვერსიები |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
დეტალური ინფორმაცია SE-ს მობილურებზე, როგორ გაიგოთ CID, DB და ა.შ. ვერსიები |
Jan 5 2008, 08:50 PM
პოსტი
#1
|
|
I do it from behind... ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 |
იმისათვის, რომ დეტალური ინფორმაცია გაიგოთ თქვენი მობილური ტელეფონის შესახებ, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტელეფონის სერვის მენიუ, ასევე სპეციალური პროგრამაც.
1) სერვის მენიუ. სერვის მენიუს გამოსაძახებლად, აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია: > * << * < * (სადაც < და > ჯოისტიკის მიმართულებების მაჩვენებელია). გამოსულ მენიუში ირჩევთ Service Info => Software Info, სადაც ღებულობთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი ტელეფონის Firmware-ის, CID-ის, EROM-ის, DB-სა და სხვა კომპონენტების შესახებ. 2) ვიყენებთ სპეციალურ პროგრამას. ამ მაგალითში განვიხილავთ SEtool2 LITE-ს, თუმცა იგივე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ XS++-იც. ვიწერთ SEtool2 LITE-ს აქედან (პაროლი: compinfo.ge). ვუშვებთ პროგრამას და ვაჭერთ ღილაკ Identify-ს. ახლა საჭიროა მობილური ტელეფონი მივუერთოთ კომპიუტერს. ამისათვის, საჭიროა გამორთოთ ტელეფონი, ამოიღოთ ბატარეა, SIM ბარათი და მეხსიერების ბარათი. კვლავ ჩადეთ ბატარეა თავის ადგილას (არ ჩართოთ ტელეფონი!), მობილურის კლავიატურაზე დააჭირეთ თითი ღილაკ C-ს (არ აუშვათ!) და მიუერთეთ სტანდარტული DCU-60 USB კაბელი (ეს ის კაბელია, რომელიც თქვენს ტელეფონს მოყვა). როცა პროგრამა ტელეფონს იცნობს, შეგიძლიათ С ღილაკს აუშვათ თითი. მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი ტელეფონის შესახებ (იხ. სურათი). (IMG:http://img87.imageshack.us/img87/6656/setool2liteesp9.jpg) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Jan 6 2008, 07:37 AM -------------------- I do it from behind...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:10 AM |