OSCAR 2010, შედეგები, მოსაზრებები |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
OSCAR 2010, შედეგები, მოსაზრებები |
Mar 8 2010, 06:15 PM
პოსტი
#1
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 |
გუშინ, 7 მარტს შედგა ოსკარებით დაჯილდოების ცერემონია,
დღეს ვნახე შედეგები (დაწვრილებით) ზოგადად, რა თქმა უნდა OSCAR-ზე "მაღალი დონის" (ბიუჯეტი არ იგულისხმება) ფილმები დიდი იშვიათობაა ბოლო რამდენიმე წელია (რაც მე ვუყურებ) თუმცა, წელს იყო რამდენიმე ფილმი, რომელზეც ღირდა ყურადღების გამახვილება: AVATAR- შინაარსით თუ არა, ტექნოლოგიურად ახალი სიტყვაა კინომატოგრაფიაში (კი აიღო შესაბამისი ოსკარები) District 9- უძლიერესი ფილმი ჩემი აზრით, შინაარსით, რეჟისურით, მოკლედ რამდენიმე ოსკარი მაინც უნდა აეღო, თან რამდენიმე ნომინაციაში იყო, მაგრამ, ვერცერთში ვერ გაიმარჯვა... (IMG:style_emoticons/default/sad.gif) Inglourious Basterds-ტარანტინოს კიდევ ერთი შედევრი: როგორც ყოველთვის აბსურდული ისტორიის, მაგრამ ნამდვილად ისეთი ფილმი, რომელიც არ დაგავიწყდება და ყოველთვის ერთნაირი ემოციებით უყურებ, მხოლოდ ერთადერთი ოსკარი აიღო მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის Christoph Waltz-მა, რომელიც მართლა შესანიშნავად ასრულებს თავის როლს(SS-ის ოფიცერი Hans Landa) და საუკეთესოდაც, ყველას ჩრდილავს ფილმში, თუმცა ჩემი აზრით ბრედ პიტიც შესანიშნავია ალდო აპაჩის როლში, და ზოგადად ეს ფილმი სხვა ნომინაციებშიც იმსახურებდა ოსკარს. და ოსკარის ტრიუმფატორი The Hurt Locker, არ არის ცუდი ფილმი, პირიქით ძალიან კარგიცაა, თუმცა აშკარად პროპაგანდისტულია და მისი ამდენ ნომინაციაში გამარჯვებაც პოლიტიკური უფროა ჩემი აზრით ვიდრე "ნამდვილი" მოკლედ, სხვები რას ფიქრობთ წლევანდელ OSCAR-ზე? -------------------- |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:50 AM |