![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() წევრი ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 35 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 191 ![]() |
ხალხო, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ზუსტად და თანმიმდევრულად დავწერ, უფრო ნაკლები თანდართული შეკითხვები გექნებათ და რჩევასაც ადვილად მომიძებნით(IMG:style_emoticons/default/smile.gif)
მაქვს ძალიან მუშა ფლეშ ფლეერი 250 მბ მოცულობით. ძალიან სასიამოვნო სახმარია, იმიტომ რომ ხმაც არაჩვეულებრივი აქვს და თითოოროლა ფაილის ჯიბით წაღება თუ მინდა სადმე, ამასაც მშვენივრად ახერხებს. მაგრამ დავაყენე თუ არა პრინტერი, იმ დღიდან ფლეშკას შეერთებისას აფსოლუტურად შეწყვიტა კომპმა რეაგირება, მარტო ისმის ხმა, მაგრამ ის, რომ ახალი დრაივერი აღმოაჩინა და ა.შ. - არავითარი! ამას დაერთო ისიც, რომ ვიყიდე ტელეფონი-საოცრება (თავისი უფუნქციობის გამო) მოტოროლა V3. დრაივერებიც გამომიგზავნა კეთილმა ადამიანმა შაკომ, მაგრამ კომპიუტერი ამ შემთხვევაშიც იგივეს აკეთებს - ანუ არაფერს, რეაგირებს მარტო ტელეფონი, რომელიც უბრალოდ ირთვება. 4 თვეა კვრირაში 4-5ჯერ ვაყენებ ვინდოუსს, იმიტომ რომ მუშაობაა შეუძლებელი. არ ვიცი ფლეშთან და ტელეფონთან კავშირშია თუ არა, მაგრამ რაგაც .ლოგ და ექს გაფართოების ფაილები იყრება ეკრანზე და....... ხო, მეც ასე ვიფიქრე და ანტივირუსული წმენდის შემდეგ გადავაყენე ვინდოუსი, მერე ისევ, მერე ისევ... ფაქტიურად, ახალდაფორმატებული, ცინცხალი ვინდოუსის დასკანერებისას PANDAც, კასპერსკიც და AVGც ამბობს ვირუსია ც-ზე და წაშლის უფლება არ მაქვსო! ეს მგონი სულ სხვა პრობლემაა, მაგრამ ვინ იცის?! გადავაყენე თუ არა ვინდოუსი, მაშინვე ჩავრთე ფლეშკა - ვერ დაინახა; ტელეფონი - ვერ დაინახა; რუსულ ფორუმზე ვნახე - რომელიმე დისკს დასახელება შეუცვალეთო, ანუ ასო გაანთავისუფლეთო და დაინახავსო, მე ეგ არ გამომივიდა. ფლეშკა სხვა კომპებზე მუშაობს უპრობლემოდ. ტელეფონი სხვასთან არ შემიერთებია. მეორე გადაყენების შემდეგ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ჯერ ფლეშკა შევაერთე (არ დაინახა) და შეერთებულზე დავიწყე პრინტერის ინსტალაცია: დაიწყო ერორების ყრა, ვერ ვაინსტალირებო, პროცესის დასრულება შეუძლებელიაო. პარალელურად, ეს რაგაც წაუშლელი ვირუსია თუ ჭირი, ისე ამძიმებს სისტემას, რომ ატანა შეუძლებელია და ისევ ვიწყებ სისტემის გადაყენებას. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) აბა, რას ფიქრობთ? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th July 2025 - 06:48 AM |