![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
ამ თემის გახსნა განაპირობა ჩემს პრაქტიკაში არსებულმა და მოგვარებულმა პრობლემებმა. სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც მე გადავჭერი, შეიძლება სხვასაც დაემართოს, ამიტომ მსურს სხვებსაც გავუზიარო ზოგჯერ სულ პრიმიტიული ხერხით მოგვარების გზა. მოდერს ვთხოვ, თემა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1393 აქ გააერთიანოს. მგონი იმ თემის ავტორსაც იგივე საკითხი აინტერესებდა.
პრობლემის აღწერა და მათი მოგვარების გზა შემდეგი შეძლებისდაგვარად დეტალური და გასაგები ფორმატით გავაკეთოთ მსურველებმა: აღწერა: დამატებითი ოპერატიული მეხსიერება ვერ აღითქვა კომპმა. პრობლემა: მქონდა DDR 256 მბ ოპერატიული (PC3200). დედაპლატას არ აქვს დუალ რეჟიმის მხარდაჭერა. ფორუმელისგან ვიყიდე DDR 256 მბ (PC2700) ოპერატიული, დასამატებლად. ჩავსვი, მაგრამ არც ბიოსში, არც My computer properties-ში არ გამოჩნდა სასურველი 512 მბ ოპერატიული (ჩანდა 256 მბ). (IMG:style_emoticons/default/sad.gif) არადა CPU-z-ში ჩანდა, რომ 512 მბ მქონდა. ძველ ოპერს შეეძლო 166 და 200 მჰ სიხშირეზე მუშაობა, ახალს - 133 და 166 მჰც-ზე. ბიოსში მეხსიერების სიხშირე ეყენა ავტომატურ რეჟიმზე, ხელით არჩევისას შემეძლო ამერჩია 200, 240, 260 და ა.შ. საერთო 166 მჰც ვერ მივუთითებდი... გადაწყვეტა: ახალი მეხსიერება პირველ სლოტში ჩამისვია. ადგილების შენაცვლებით ძველი მეხსიერების 1-ლ სლოტში ჩასმით ბიოსმაც და კომპმაც აღიარეს ოპერატიულის გაზრდა! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ალბათ ვინდოუსის გადაყენება უშველიდა საქმეს, მაგრამ შესაძლოა ძველი მეხსიერება პირველ სლოტში იყო თავიდან და განსხვავებული სიხშირის მეხსიერება ვერ აღითქვა... TBC - To Be Continued (IMG:style_emoticons/default/smile.gif) პოსტის დამატება აქ არის, ცოტა ქვემოთ პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jan 14 2008, 09:15 AM -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 01:59 PM |