![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 914 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 474 ![]() |
გაუმარჯოს ყველას. ზააალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ძაალიან ძალიან. უკვე აღარ შემიძლია, ვინდოუს ვერ ვაყენებ სატა-ზე იმდენს ვჩალიჩობ რო ლამის გავგიჟდები, მალე ბიოსიც კი დავაპრაშივკე სუ ბოლო ვერსია ჩავწერე... ნუ მართალია 2004 წლისა მოკლედ საქმე რაში მაქვს IDE ვინჩესტერთან თუ პარალელურად სატას ვაერთებ ვინდოუსი თუ იტვირთება სატა ჩანს. და მუშაობს კიდევაც, ცალკე სხვა კომპზე შევაერთე სატა უპრობლემოდ დგება ვინდოუსი სატაზე.
ხო და რაში მაქვს პრობლემა: ვინდოუსუს დაყენებას რომ ვიწყებ სატაზე სატას ვეღარ ხედავს. ნუ სტანდარტულად, მაზერის დისკი მაქვს, ჩავწერე ფლოპზე რაიდ დრივერები და გაუშვი ინსტალაცია ინსტალაციის დროს დავაჭირე F6, ხო და რომ უთითებ წაიკთხე ფლოპიდან რაიდ დრაივერები რაღაცა ერორს მიგდებს ეგ დედა ატირებული!!! მგონი 100 ფაილიდან ყველა ცალ ცალკე ჩავაგდე ფლოპიზე მარა ყველა ფაილზე ერტი და იგივეს მიწერს. ფლოპიც მუშაობს . დატესტილი მაქვს. ახლა ძალიან გთხოვთ გადმოწერეთ ეგ ფაილი. და მითხარით ზუსტად რომელი ფაილები ჩავაგდო ფლოპზე. მაგ არქივში არის ორი პაპკა. პირდაპირ აწერია რომელიც მაზერის დისკზე იყო და მეორე რომელიც ინტერნეტიდან გადმოკაჩე. ნების მიერ დრაივერზე ერტი და იგივე შეცდობას მიცერს ეგეც ლინკი::: http://www.link.ge/file/143238/draiverebi.rar.html მოკლედ რამით თუ დამეხმარებით. უღრმესი მადლობელი ვიქნები!!! წინასწარ დიდი მადლობა იმედია რამე მეშველება პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია გიგა: Jun 9 2007, 05:31 AM |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 1.126 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Saxli წევრი №: 7 ![]() |
ჯერ წესები: ორი თემის გახსნა არ შეიძლება ერთი და იგივე შინაარსით! მაგაზე ბანია მარა რადგან ახალბედა ხარ გათქმაუნდა გეპატიება მარა თხოვნაა არ გაიმეორო! და მეორე თხოვნაა ქართულად წერო, ეხლა შევასწორებ მარა სულ ხო ვერ დავიწყებ დევნას
ეხლა შენი პრობლემა სატას დრაივერები არ უნდა! (რაიდის დრაივერი სულ სხვა რაღაცაა) მე მქონდა ერთხელ შემთხვევა, ინსტალაციის დროს ხედავდა, მარა ფორმატირებას ბოლომდე ვერ გადიოდა არ ვიცი რა სჭირდა მარა იქ აქ "პერემიჩკა" სატა1 ან სატა2 -ით რო იმუშაოს ის მოვხსენი მერე თავისუფლად იმუშავა მარა სატას დრაივერები არ უნდა პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია გიგა: Jun 12 2007, 08:47 AM -------------------- |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი ძირეული პოსტები: 903 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 1 ![]() |
student777
სლუში სტუდენტ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) უმარტივესი პრობლემა გაქვს. მაშ ას ე არსებობს სტანდარტული SATA კონტროლერები, უფროსწორედ სტანდარტული არცერთია, მაგრამ იღებს სტანდარტულ IDE ბრძანებებს და არის მომთხოვნი SATA კონტროლერები, რომლებიც პირდაპირ IDE ბრძანებებით არ მუსოაბენ. WINDOWS-ის საინსტალაციო დაწერილია 2001 წელს მაშIნ SATA დისკები და კონტროლერები აქტუალური არ იყო, შედეგად თუ გაქვს დედა დაფა, რომელზეც არის ისეთი კონტროლერი, რომელიც ვენებს არ იჭრის და მაინცა და მაინც თავის NATIVE ბრძანებებს არ მოითხოვს, მაშინ ასეთ დედიკოზე Windows-ის საინსტალაციო დისკს დაინახავს. თუ კონტროლერი მხოლოდ თავის კონკრეტულ Native ბრძანებებს ემორჩინება, მაშინ ინსტალერის IDE ბრძანებებზე რეაგირებას არ მოახდენს და შესაბამისად ინსტალერი ვერ დაინახავს დისკს და დაგიწერს კომპიუტერში ვერ აღმოვაჩინე დისკიო. ეს პირველი ეტაპი იმედია იასნია ახლა რაც შეეხება RAID-ს, ნუ გერევა ერთმანეთში SATA კონტროლერი და RAID კონტროლერი, ან SCSI კონტროლერი. RAID კონტროლერი უხეშად რომ აგისხნა ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც 2 ან მეტ ვინჩესტერს ამუსავენს სინქრონში (თუმცა იქ თავისი ბრძანებების მთელი კორიანტელია და შეერთებების მთელი ნუსხაა), რის შედეგადაც შესაძლებელია მაგალიტად მარტივ ვარიანტტშI 2 დისკი შეაერთო ისე რომ მეორე დისკი იქნება პირველის გაგრძელება, ანუ ვტქვათ გაქვს 2 ცალი 200 გიგაბაიტიანი დისკი, პირველ 200 გბ-ს მიემატება მეორე 200 გბ და სისტემა დაინახავს ასეთს დისკს თითქოსდა ეს არის ერთი ცალი 400 გბ-იანი დისკი. ამ დროს მიირება მაღალი სიჩქარე, ანუ ერთი თავაკის მაგივრად ინფორმაციას ორი სხვადასხვა დისკის ტავაკი წერს და თან ერთმანეთშI ეს ორი დისკი ანაწილებს ინფორმაციას, ანუ ნაწილი ერთ დისკზე იწერება მეორე ნაწილი კი მეორეზე. მეორე ვარიანტშI იგივე 2 ვინჩესტერი შეიძLება მიაბა ისე რომ იქნება მირორი, ანუ სარკული ანაბეჭდი, ამ დროს სისტემაშI ჩანს პირბველი 200 გბ-იანი დისკი, მეორე საერთოდ არ ჩანს, მაგრამ მეორე დისკზე პარალელურად კეთდება ყველა ის ოპერაცია რაც კეთდება პირველზე. ეს საწიროა იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყო სინფოს შენახვა, თუ პირველი მტავარი დისკი დაიბრიდა, ინფო მთელი იქნება მეორე დისკზე რომელიც აქამდე ჩუმად ყველაფრის ასლს აკეთებდა. არსებობს ბევრნაირი კონტროლერები, ზოგი ამ დროს მუშაობას აჩერებს და სანამ მეორე ახალ დისკს არ მიაერთებ და არ გადაწერს ყველაფერს რეზერვული დისკიდან მუშაობას არ განაგრძობს და არის კონტროლერები რომელიც პირველი დისკის დაწვის დროს მუშაობას არ აჩერებს, მუშაობს მეორე დისკიდან, პროსტა მფლობელს ეუბნება პირველი დისკი დაიბრიდა გამოცვალეო. როცა პირველი დისკი გამოიცვლება ავრომატურად მეორე დისკიდან გადაიწერება ყველაფერი პირველ დისკზე და ისევ პირველი დისკიდან გააგრძელებს მუშოაბას. ეს მგონი გაიგე რომ SATA კონტროლერისგან განსხვავებით RAID კონტროლერს სხვა დავალება აკისრია. SCSI კონტროლერი, ანუ მას კიდევ ადამიანურად ვეძახით სკაზი კონტროლერს, არის ჩქაროსნული სტანდარტის კონტროლერი, რომელიც IDE დისკების პერიოდშI გამოირჩIეოდა დიდი სისწრაფით, პლიუს ეგეთი კონტროლერის მქონე დისკებს სხვანაირი ბრძანებების დამუსავებაც შეუძლიათ რის გამოც ინფო სხვანაირად ხაისხდება და შედეგად უფრო ჩქარა იკითხება და იწერება. SATA ინტერნეტისის გამოჩენასთან ერთად SCSI სტანდარტმა აზრი დაკარგა განსაკუთრებით SATA II-ის გამოსვლის შემდეგ, იმიტომ რომ სიჩქარის მაჩვენებლები გათანაბრდა და ზოგიერთ შემთხვევაში SATA II უფრო ჩქარია, მაგრამ SCSI სტანდარტიც გადავიდა SATA ინტერფეისზედა წარმოიქმნა SAS სტანდარტი, ანუ ისევ ჩქარი ინტერფეისი, პლიუს სპეციალური ბრძანებების მხარდაჭერა. აქ სწავლა განათლებას მოვრჩეთ. ახლა განვიხილოთ კონკრეტული შენი შემთხვევა. რადგან სამომხმარებლო კომპი გაქვს SCSI და SAS ინტერფეისები გამოვრიცხოთ, ანუ შენს დისკზე რომც იყოს ეგეთი დრაივერები 1000 წელი არ გჭირდება. ვტქვათ შენს კომპაქტ დისკზე ასევე წერია RAID კონტროლერის დრაივერები, ეგეც გაითვალისწინე თუ რამდენიმე დისკს არ აერთიანებ ერთად, მაშინ ეგეც არ გჭირდება. - იკითხავ მაშინ რაღაც მინდა ეს დრაივერი რომ მოყვებაო! საქმე იმაშია რომ ადრე RAID კონტროლერები ცალკე იყიდებოდა და თითოეულის ფასი შეიძლება 500$-ს აცდენოდა, დრეს ჩიფსეტები ისე მოძლიერდა რომ ითავსებენ ეგეთ შესაძLებლობებს, ასე რომ ბევრ დედიკოს ავტომატურად აყოლებენ RAID კონტროლერს, როგროც წესი ეს არის RAID 0 და RAID1-ის შექმნის შესაძLებლობა. განსაკუთრებით ეს იოლად კეთდება SATA ინტერფეისის მქონე დედიკოებზე, მაგრამ როგორც წესი სამომხმარებლო კომპებში ცალკეა RAID-ზე მომუშავე SATA კონტროლერები გატანილი,როგროც წესი სტაფილოსფერით ღებავენ რომ არ აგერიოს. ასე რომ თუ პრადვინუტი უიზერი ხარ შეგიძლია საკუთარ კომზე მინი RAID ვარიაცია მოაწყო. ერთ ვინჩესტერიან შემთხვევაში, ან თუ ერთი ვინტი არის IDE და მეორე SATA შენ RAID კონტროლერი და დრაივერი არ გაინტერესებს, გჭირდება SATA კონტროლერის დრაივერი, რომელსაც უნდა მიმართოს სისტემამ, გაიგოს რა ბრძანებები უნდა გაუგზავნოს რომ კონტროლერმა IDE ბრძანებები თავის NATIVE ბრზანებებში გადაიყვანოს და ისე ამუშაოს დისკი. აქედან გამომდინარე რთული მისახვედრი არაა რომ შენ საინსტალაციო პაკეტს ტენი ზალით RAID კონტროლერის დრაივერებს, მანდ ინსტალერი ვერ ნახულობს აღწერას როგორ მიმართოდ SATA კონტროლერს და იგინება (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) . დასკვნა აწვდი არასწორ დრაივერებს, იმიტომ რომ შენ შეცდომით თვლი რომ RAID და SATA კონტროლერი ერთი ფეხებია!!!! იმედია ახლა მიხვდი რა შეცდომასაც უშვებ. მოძებნე კონკრეტულად დრაივერები, თუ ვერ ახერხებ დადე დედიკოს მოდელი და მწარმოებლის საიტიდან მიგითიტებ მე ან სხვა ფორუმელი რომელი დრაივერი გჭირდება, შესაბამისად იმას მიუთითებ ან შენს კომპაქტზე ნახავ და გაითვალისიწნებ. P.S. პატარა რჩევა. როდესაც აღმოაჩენ შენს საყვარელ დრაივერებს, გირჩევ ასეთი პატარა ოპერაცია ჩაატარო. 1. გადაწერე რომელიმე დისკზე, რაიმე ახალ საქაღალდეში შენი Windows-ის საინსტალაციო დისკის მთელი შიგთავსი. 2. გადმოწერე მეორე პაპკაში შენი SATA კონტროლერის დრაივერები (იგივე პაპკაში ნუ ჩაწერ რომ არ აიბნე) 3. გადმოწერე უფასო მინი პროგრამა nLite აი მისი საიტი http://www.nliteos.com/ გაითვალისწინე მუშაობისთვის სჭირდება .Net Framework 2.0 უფასოდ მიიღებ მისამართზე: http://www.microsoft.com/downloads/details...&DisplayLang=en 4. ამის მერე დააინსტალირე ორივე პაკეტი შენს კომპში, გამოიძახე Nlite ამორჩიე შენს მიერ ვინჩესტერზე გადმოწერილი Windows-ის ასლი, პროგრამა მიხვდება რომელ პაკეტთან აქვს საქმე, ამოირჩIე დრაივერების ინტეგრაცია და ISO ფაილის შექმნა, ნუ თუ ძალიან გინდა ამოირIჩე საერთოდ ინსტალერის მოდიფიკაცია, მაგარ რაღაცეებს აღმოაჩენ. 5. შედეგად შეგიძლია ინსტალერს მოითითო, რა დააყენოს, რა არ დააყენოს, რა პარამეტრებით დადგეს, რა სახელით სერიული ნომრით რა გაუშვას როემლი საათის ზონა დააყენოს და ასე შემდეგ. გარდა ამისა შეგიLძია საინსტალაციო პაკეტში ჩააინტეგრირო შენი SATA კონტროლერის დრაივერები. შედეგად მიირებ საინსტალაციო პაკეტს, რომელიც ყველანაირი დამატებითი კითხვების გარეშე დაყენდება შენს კომპზე, არ მოითხოვს ინსტალაციის დროს არც დამატებით დრაივერებს, არც სერიალს და არც სხვა არაფერს, დაყენდება 2-ჯერ გადაიტვირთება ინსტალაციის დროს და მორჩა შეგილძლია იმუშაო. 6. პაკეტი ინტუისიურად მისახვედრია, შეუძLია გაგიკეთოს ISO იმიჯი ან პირდაპირ ახალ კომპაქტზე ჩაგიწეროს მოდიფიცირებული სისტემა. თუ ზალიან გინდა შეგიძLია ჩაამონტაჟო დრეს მოდაში რომ არის ყველა აბდეიტები, რაიმე ახლებული სკინი (ვიცი რომ ბევრს დორბლები მოსდის სიტყვა VISTA სკინზე და ამ დედაფეთქებულმა რუსებმა ტვინი წაიღეს ყოველ მეორე დრე ასახალ ახალი გადათხრილი და აფეთქებული BLack ედიშენების გამოშვებით). თუ ეგეთი მანია გამოძრავებს რაღა სხვის მოდიფიკაციებს უყურებ საკუტარი გააკეთე, შეგიLძია ნებისმიერი პროგრამა, აბდეიტი და სკინი ჩაამონტაჟო. ვსიო მიირებ შენს Editon-ს დაარქვი მერე Windows XP SP2 + All Updates + Skins + Soft = student777 Edition (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) იმედია სრული ინფო მიირე. ვსიო ახლა დავახვიე აქედან. |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 914 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 474 ![]() |
ja_ja
ვახხხხხ გაიხარეეეე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ახლა მაინც მოვედი აზე რა რაარის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თორე არ მესმოდა და მაზე ვაკეთებდი.....(IMG:style_emoticons/default/smile.gif) ხო გამომივიდა და დავაინსტალირე სისტემა. უღრმესი მადლობა...... ყველას |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 1.126 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Saxli წევრი №: 7 ![]() |
დაიხურა და თუ საჭირო იქნა გავხსნი და შევაერთებ
-------------------- |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th August 2025 - 06:41 AM |