|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Nov 19 2007, 09:09 AM
პოსტი
#1
|
|
![]() აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 235 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Eastern plaguelands - ში ვხეტიალობ... წევრი №: 69 |
ესეიგი..
ჯერ ხო დილის 6 საათზე დავწექი დასაძინებლად... ვმეცადინეობდი ჯონ ლოკს, დიად ინგლისელ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს.. შვიდ საათზე დაყენებულმა მაღვიძარამ დამადო და 9ის ნახევარზე გამაღვიძა. მივჩანჩალდი უნივერსიტეტში და იმ ვიღაც ქალს ძლივს გამოვღლიტე ხელებიდან ტესტის ფურცელი (დაგვიანებულებს არ აწერინებდნენ)... დავწერე ტესტი და ჩეემდა ჭირად გამოვედი გარეთ სიგარეტის მოსაწევად... ესეიგი, ვგავარ ჩემთვის სპაკოინად, ვაბოლებ უკანასკნელ ღერ მალბოროს და უცებ მესმის ვიღაცის შემაშინებელი ხმა და ჯიკავი მხრებში... თავი შემეცოდა და საწყლად გადავხედე, - ეს ვიღაა-მეთქი. გიორგიუსი აღმოჩნდა.. და დაიწყო ლექციები და საუბრები IT სფეროს შესახებ... ესეიგი, ტვინი კბილებით მეჭირა რო არ გამომვარდნოდა... ეგ არაფერი... ჩემდა საუბედუროდ გიორგიუსიც მეტროთი მოდიოდა და ერთად უნდა გაგვევლო მთელი ჭავჭავაძე, გამსახურდია და რუსთაველის გამზირები.. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) მთელი ეს გზა არ გაჩერებულან ბაგენი მისნი... შუა გზაში შემომთავაზა, რამე ვჭამოთო. ეს იდეა მომეწონა და ვუთხარი მე არ მშია, შენ გახარებას ისეთ ადგილას დავსხდეთ, სადაც შენ ჭამ და მე ყავას დავლევ-მეთქი. კოროჩე... დოდო აბაშიძის ბიუსტთან რომ ისაა სახაჭაპურე.. მანდ მივედით და ვდგევარ სკამზე უნდა დავჯდე (პლასტმასის სკამებია იქა) ჰოდა ვეუბნები ამ ჩერჩეტს, მიტყდება აქ დაჯდომა-მეთქი. ნაცნობმა რო დამინახოს რა უბედურებაა ამ უბადრუკ სახაჭაპურესთან ზიხარ ამხელა ფილარმონია კაცი და ჭამ რაღაც საზიზრარ ლობიანს. ვინ მოგისმინა?! დაჯე დაეგდეო და მკრა ხელი. მკრა ხელი და დავეცი სკამს, რომელიც გატყდა და აღმოვჩნდი ტალახში.. თან იქვე სკამზე ისეთი კაი გოგოშკები ისხდნენ.. იმათ დასანახად ამაყირავა ამხელა კაცი და ამომთხვარა ტალახში...გატეხილი სკამი რომ არ ეზღვევინებინათ Prince Of Persia-ს სისწრაფით დავტოვეთ იქაურობა. დაბოღმილმა, ეგრე არ გინდა შენ-მეთქი, ვიფიქრე და ეს ჩვენი გიორგიუსი შევათრიე სხვა კაფეში, სადაც მე მშვენიერი ყავა მომართვეს, ხოლო მას რაღაც სასწაულად მადისაღმძვრელი ფენოვანი შესთავაზეს. უარი თქვა (IMG:style_emoticons/default/blink.gif) ნუ ი ჩუდაკ... მე სპაკოინად ყავა დავლიე გიურგიუსის ხარჯზე . საწყალი რა გულუბრყვილოა, იფიქრა ფული არ აქვსო (IMG:style_emoticons/default/laugh.gif) და გადაიხადა. რომ გამოვედით კაფედან ნაგლად ფული გავაძრე და სიგარეტი ვიყიდე. გიორგიუსმა ერთიორი მითავაზა, მაგრამ რაღას იზამდა: "ძენგი ნე პტიცი, ვილეწიატ, ნე პოიმაეშ!"... მერე ჩავსხედით მეტროში და მოვასკდით გლდანამდე... გორგი! ქე იცი ახლა შენე რაფერც მევასსსსები! (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ჰო.. მდოერატორი ვარ და ვაოფებ, მაგრამ რა ვქნა ამ ზემოთაღნიშნულმა ოქრო ადამიანმა მთხოვა კომპინფოს ფორუმზე დაწერე დღევანდელი დღეო და დავწერე ჰა!.. -------------------- |
|
|
|
რჩეულა დღეს ცუდი დღე გამითენდა... Nov 19 2007, 09:09 AM
Power_VANO ისა, მე მაპატიეთ მა... Nov 19 2007, 09:20 AM
Sh@ko რჩეულა
მაგარი საინ... Nov 19 2007, 09:48 AM
რჩეულა Sh@ko
ჰო რავიცი, რავიც... Nov 19 2007, 09:52 AM
domen ციტატაისა, მე მაპა... Nov 19 2007, 01:07 PM
Sh@ko giorgius, რატომღაც პირვე... Nov 19 2007, 02:30 PM
რჩეულა Sh@ko
მევასები!
giorgius
ა... Nov 19 2007, 10:51 PM
Sh@ko რავა ყველას ვევასე... Nov 20 2007, 06:53 AM
რჩეულა giorgius
ოხერიცა ხარ და ... Nov 20 2007, 04:51 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 10:35 PM |