მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მოგვარებული კომპ. პრობლემები, იპოვე პრობლემის გადაჭრის გზა
Sh@ko
პოსტი Jan 13 2008, 11:04 AM
პოსტი #1


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



ამ თემის გახსნა განაპირობა ჩემს პრაქტიკაში არსებულმა და მოგვარებულმა პრობლემებმა. სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც მე გადავჭერი, შეიძლება სხვასაც დაემართოს, ამიტომ მსურს სხვებსაც გავუზიარო ზოგჯერ სულ პრიმიტიული ხერხით მოგვარების გზა. მოდერს ვთხოვ, თემა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1393 აქ გააერთიანოს. მგონი იმ თემის ავტორსაც იგივე საკითხი აინტერესებდა.

პრობლემის აღწერა და მათი მოგვარების გზა შემდეგი შეძლებისდაგვარად დეტალური და გასაგები ფორმატით გავაკეთოთ მსურველებმა:

აღწერა: დამატებითი ოპერატიული მეხსიერება ვერ აღითქვა კომპმა.

პრობლემა: მქონდა DDR 256 მბ ოპერატიული (PC3200). დედაპლატას არ აქვს დუალ რეჟიმის მხარდაჭერა. ფორუმელისგან ვიყიდე DDR 256 მბ (PC2700) ოპერატიული, დასამატებლად. ჩავსვი, მაგრამ არც ბიოსში, არც My computer properties-ში არ გამოჩნდა სასურველი 512 მბ ოპერატიული (ჩანდა 256 მბ). (IMG:style_emoticons/default/sad.gif) არადა CPU-z-ში ჩანდა, რომ 512 მბ მქონდა. ძველ ოპერს შეეძლო 166 და 200 მჰ სიხშირეზე მუშაობა, ახალს - 133 და 166 მჰც-ზე. ბიოსში მეხსიერების სიხშირე ეყენა ავტომატურ რეჟიმზე, ხელით არჩევისას შემეძლო ამერჩია 200, 240, 260 და ა.შ. საერთო 166 მჰც ვერ მივუთითებდი...

გადაწყვეტა: ახალი მეხსიერება პირველ სლოტში ჩამისვია. ადგილების შენაცვლებით ძველი მეხსიერების 1-ლ სლოტში ჩასმით ბიოსმაც და კომპმაც აღიარეს ოპერატიულის გაზრდა! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ალბათ ვინდოუსის გადაყენება უშველიდა საქმეს, მაგრამ შესაძლოა ძველი მეხსიერება პირველ სლოტში იყო თავიდან და განსხვავებული სიხშირის მეხსიერება ვერ აღითქვა...

TBC - To Be Continued (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
პოსტის დამატება აქ არის, ცოტა ქვემოთ

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jan 14 2008, 09:15 AM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jan 13 2008, 02:53 PM
პოსტი #2


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ციტატა
მოდერს ვთხოვ, თემა http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1393 აქ გააერთიანოს. მგონი იმ თემის ავტორსაც იგივე საკითხი აინტერესებდა.

არა, ის თემა განსხვავებულ საკითხზეა ცოტა, უფრო აპარატურული დაზიანებების შესახებ აინტერესებდა მგონი ავტორს იქ.

Sh@ko
ეხლა ტექნიკურადაც ავხსნათ შენი შემთხვევა. დაწერე აბა რა მოდელის დედაპლატა გაქვს.

მოკლედ, როგორც შაკომ თქვა, ოპერატიული მეხსიერებების ადგილების შენაცვლებით, სისტემამ 512 MB ოპერატიული მეხსიერება აღიქვა.

ასევე, შაკოს დედა დაფას არ აქვს ორ არხიანი რეჟიმის მხარდაჭერა, ანუ პროცესორი მეხსიერებასთან დაკავშირებულია და ურთიერთობს მხოლოდ ერთი არხით. შაკოს დედა დაფას რომ ორი არხის მხარდაჭEრა ჰქონოდა და მასაც ოპ. მეხსირებები ჩაესვა სხვადასხვა არხის სლოტებში, სისტემა 90% შემთხვევაში 512 MB მეხსიერების აღქმას შეძლებდა.

შაკოს შემთხვევაში კი დედა დაფის ოპ. მეხსიერების სისტემის ერთ არხზე მიბმულია ორი სლოტი, შესაბამისად, როგორც ჩანს, მისი დედა დაფა პრიორიტეტს ანიჭებს მეორე სლოტში ჩადგმულ მეხსიერებას (სავარაუდოდ, PC2700 სტანდარტის მეხსიერების სიხშირის აწევა სცადა 200 მჰც-მდე). საერთოდ, თუ დედა დაფა სიხშირეს ვერ აწევდა სასურველ ნიშნულამდე, წესით სისტემა არ უნდა ჩატვირთულიყო. ამიტომ, ზემოთ აღწერილის ზუსტი ტექნიკური აღწერისთვის ცოტა მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

Sh@ko
ასეთ შემთხვევაში უკვე გვაინტერესებს როგროც შენიდ ედა დაფის მოდელი, ასევე პროცესორის მოდელი და CPU-Z-ის სკრინშოტი, სადაც ჩანს, რა სიხშირეზე მუშაობენ ამჟამად მეხიერებები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jan 13 2008, 02:56 PM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



აღწერა: ვინდოუსი არ ირთობა / მუშა სისტემაზე ერთხელაც დაწერა: System Boot failure. Insert a boot media and restart computer / დამატებითი SATA ვინჩესტერი არ ჩანს კომპში

პრობლემა: ერთ დღესაც კომპმა გადაწყვიტა არ ჩაირთოს. წინა დღეს მუშაობდა მშვენივრად, არც პროგრამა დამიყენებია არც აფერი... კომპში ეყენა ორი SATA ვინტი. სხვა კომპზე სისტემური დისკის დათვალიერებისას ყველა ფაილი ნორმაში ჩანს, სხვა კონფიგურაციის კომპზე ეს სატა არ იტვირთება (სიკვდილის ლურჯი ეკრანი გამოდის ვინდოუსის ლოგოს ბუტსკინის მერე, ალბათ სულ სხვა აპარატურის გამო). სისტემის ახლიდან ინსტალაციისას ერთ-ერთი ვინჩესტერი საერთოდ არ ჩანს ჩამონათვალში... ციცინათელებივით არიან რა, ხან ჩნდებიან, ხან ქრებიან (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

გადაწყვეტა: კიდევ ერთხელ ჩართვის მცდელობისას დამავიწყდა DVD რომის შეერთება და უპრობლემოდ ჩაირთო კომპი ორივე ვინჩესტერით. DVD-ის შეერთებისას, ჩაირთო მხოლოდ ერთი ვინტით, მეორე "გაქრა" (IMG:style_emoticons/default/smile.gif) DVD ჩართული დავტოვე, ფლოპი გამოვრთე და ორივე ჩანს. შესაძლოა, კვების უკმარისობის გამო, ავტომატურად ითიშებოდა ერთ-ერთი ვინტი, მათ შორის ჩამტვირთავი და მისი ბრალი იყო (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jan 13 2008, 03:05 PM
პოსტი #4


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Sh@ko
ციტატა
შესაძლოა, კვების უკმარისობის გამო, ავტომატურად ითიშებოდა ერთ-ერთი ვინტი, მათ შორის ჩამტვირთავი და მისი ბრალი იყო

კი, შეიძლება კვება არ ყოფნის ჩართვისას და გამორთული რჩება მეორე ვინტი. ან შესაძლებელია აპარატურების რაოდენობაზე აქვს დედა დაფას შეზღუდვა. Try BIOS Update. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 13 2008, 03:34 PM
პოსტი #5


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



Power_VANO
ციტატა
ასევე, შაკოს დედა დაფას არ აქვს ორ არხიანი რეჟიმის მხარდაჭერა, ანუ პროცესორი მეხსიერებასთან დაკავშირებულია და ურთიერთობს მხოლოდ ერთი არხით. შაკოს დედა დაფას რომ ორი არხის მხარდაჭEრა ჰქონოდა და მასაც ოპ. მეხსირებები ჩაესვა სხვადასხვა არხის სლოტებში, სისტემა 90% შემთხვევაში 512 MB მეხსიერების აღქმას შეძლებდა.

ვერ გავიგე წესიერად, განსაკუთრებით ბოლო წინადადება...

1. Sh@ko-მ თქვა რო 2 სლოტი აქვსო... ხოდა ორივე სლოტი ერთ ხაზზე ზის? დუალ რეჟიმი მე მეგონა: მაგალითად სლოტი რომელსაც აქვს კონტაქტების 2 რიგი(რაღაც ასეთი).

2. რაც შეეხება ბოლო წინადადებას:
ორი არხის მხარდაჭერა რა შუაშია, საერთო ჯამში ხო(2 ოპერატიული თითო 256 მბ)512 გამოდის და ორი არხი თუ არა აქ 512-ს ვერ აღიქვამს? თუ რისი თქმა გინდოდა?
და კიდე, ორი არხი რო ქონოდა და ერთიდაიგივე არხის სლოტებში რო ჩაესვა, მაშინაც ვერ აღიქვამდა?

მოდი კიდე ერთხელ თქვი რისი თქმა გინდოდა ოღონდ ცოტა სხვანაირად (IMG:style_emoticons/default/wink.gif) (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jan 13 2008, 03:38 PM
პოსტი #6


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



Power_VANO
da_ta
მერე დავწერ... ახლა გავიყინე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


________ვწერ________

ე.ი. თემას ჰქვია "მოგვარებული კომპ. პრობლემები", შევქმენი ახალბედებისთვის და გამოუცდელებისთვის. ახლა არც მე ვარ ბებერი მელა, მაგრამ რაღაც გამოცდილება ხომ მაქვს? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არაკომპიუტერშიკებს, ვიცი, არ აინტერესებთ პრობლემების დეტალები, იმუშაოს და ვსიო! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თემაში ვცდილობ (ვინც დაპოსტავს, იმათმაც მოინდომონ) მარტივი ენით ავღწერო პრობლემა, რადგან კომპ. ტერმინოლოგიაში გაურკვეველმა იუზერმა იოლად მოძებნოს. (მაგ.: "კომპი არ ირთობა", "ვინჩესტერი არ ჩანს" და მსგავსი პრიმიტიული საკვანძო სიტყვებით) დროთა განმავლობაში შეიქმნება გარკვეული ბაზა და "გზა უვალი, ჩვენგან თელილი, ჩემო კომპო, მაინც დარჩება!" (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jan 14 2008, 08:54 AM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jan 13 2008, 04:36 PM
პოსტი #7


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



da_ta
ციტატა
1. Sh@ko-მ თქვა რო 2 სლოტი აქვსო... ხოდა ორივე სლოტი ერთ ხაზზე ზის? დუალ რეჟიმი მე მეგონა: მაგალითად სლოტი რომელსაც აქვს კონტაქტების 2 რიგი(რაღაც ასეთი).

არა, დუალ ჩანელ (ორ არხიანი) რეჟიმი ეგ არაა. საერთოდ, ერთ არხზე შეიძლება "მიბმული" იყოს მეხსიერების 2 სლოტი, ანუ ორ არხიანი რეჟიმის მხარდამჭერ დედა დაფებზე გვაქვს მაქსიმუმ 4 სლოტი. ეხლა რატომ დავწერე <მაქსიმუმ>.

არსებობს ბევრი დედაპლატა, რომელსაც აქვს მეხსიერების ორი სლოტი, მაგრამ აქვს ორარხიანი რეჟიმის მხარდაჭერაც, ანუ თითო სლოტი "მიბმულია" თითო არხზე. თუმცა ეს ეხება თანამედროვე დედა დაფებს.

და შაკოს დედა დაფის შემთხვევაში, არსებობს მეხსიერების ერთი არხი, რომელზეც დასმულია ორივე სლოტი.

ციტატა
2. რაც შეეხება ბოლო წინადადებას:
ორი არხის მხარდაჭერა რა შუაშია, საერთო ჯამში ხო(2 ოპერატიული თითო 256 მბ)512 გამოდის და ორი არხი თუ არა აქ 512-ს ვერ აღიქვამს? თუ რისი თქმა გინდოდა?
და კიდე, ორი არხი რო ქონოდა და ერთიდაიგივე არხის სლოტებში რო ჩაესვა, მაშინაც ვერ აღიქვამდა?


არა, აღქმით როგორ ვერ აღიქვამს/აღიქვამდა. აქ პრობლემა წარმოიქმნა იმიტომ, რომ გამოყენებული იქნა 2 ცალი სხვადასხვა მოდელის ოპ. მეხსიერებები.

ორი არხი რომ ჰქონოდა და ერთი არხის სლოტებში ჩაესვა ორივე მეხსიერების მოდული, მაშინაც აღიქვამდა, უბრალოდ, ორი არხის ქონა თავსებადობის პრობლემებს შეამცირებდა ამ შემთხვევაში (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 14 2008, 08:02 AM
პოსტი #8


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



Power_VANO
ციტატა
ორი არხი რომ ჰქონოდა და ერთი არხის სლოტებში ჩაესვა ორივე მეხსიერების მოდული, მაშინაც აღიქვამდა, უბრალოდ, ორი არხის ქონა თავსებადობის პრობლემებს შეამცირებდა ამ შემთხვევაში

ეგრე გეთქვა შეკაცო თავიდანვე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ყველაფერი გასაგებია, სპასიბა!


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი Jan 14 2008, 09:06 AM
პოსტი #9


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



აღწერა: CPU Fan error. Please press F1 წერს კომპი ჩართვისას.

პრობლემა: კომპი ჩატვირთვისას წერს ამას: CPU Fan error. Please press F1, ანუ ქულერის შეცდომა თუ რაღაცაო. ქულერი ტრიალებს ნორმალურად და თავისნაირ შესაერთებელშიც ზის, რომელსაც თავზეც აწერია CPU Fan. ქულერის სამივე კაბელი მთელია.

გადაწყვეტა: დედაპლატაზე ვერტიკალურად ერთმანეთის მაღლა და დაბლა ორი ერთნაირი შესაერთებელი იყო ქულერისთვის. 1 სლოტის, რომლის მაღლაც ეწერა CPU fan და რომელშიც იყო შეერთებული ქულერი, ცოტა მაღლა ეწერა PWR fan (?), ანუ, გამოდის, რომ არასწორ სლოტში იჯდა ქულერის კვების კაბელი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

სქემა:
PWR fan
CPU fan
--
o
o
o
--

--
o
o
o
--


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jan 14 2008, 03:19 PM
პოსტი #10


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Sh@ko
ციტატა
გადაწყვეტა: კიდევ ერთხელ ჩართვის მცდელობისას დამავიწყდა DVD რომის შეერთება და უპრობლემოდ ჩაირთო კომპი ორივე ვინჩესტერით. DVD-ის შეერთებისას, ჩაირთო მხოლოდ ერთი ვინტით, მეორე "გაქრა" DVD ჩართული დავტოვე, ფლოპი გამოვრთე და ორივე ჩანს. შესაძლოა, კვების უკმარისობის გამო, ავტომატურად ითიშებოდა ერთ-ერთი ვინტი, მათ შორის ჩამტვირთავი და მისი ბრალი იყო

კიდევ ერთხელ გადავხედე ეხლა ამას და...

კვების ბრალი აშკარად არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ ფლოპი ჩართვისას ენერგიას არ ითხოვს, ან თუ ითხოვს, მიზერულს. უფრო დედა დაფის შეზღუდვის ბრალია IMO (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
PWR fan (?),

? იმიტომ მიუწერე რომ გაინტერესებს რისთვისაა ეს შესაერთებელი?
PWR Fan NB Fan და Case Fan ფორმალურად გათვალისწინებულია იმ დამატებითი ვენტილატორებისთვის, რომლებსაც სისტემაში ჩავრთავთ, მაგ: კეისის გასაგრილებლად (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

da_ta
ციტატა
ყველაფერი გასაგებია, სპასიბა

np (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Power_VANO: Jan 15 2008, 12:23 PM


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
zaza.r
პოსტი Jan 15 2008, 08:12 AM
პოსტი #11


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 385
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 812



ციტატა(Sh@ko @ Jan 14 2008, 09:06 AM) [snapback]17205[/snapback]

აღწერა: CPU Fan error. Please press F1 წერს კომპი ჩართვისას.

პრობლემა: კომპი ჩატვირთვისას წერს ამას: CPU Fan error. Please press F1, ანუ ქულერის შეცდომა თუ რაღაცაო. ქულერი ტრიალებს ნორმალურად და თავისნაირ შესაერთებელშიც ზის, რომელსაც თავზეც აწერია CPU Fan. ქულერის სამივე კაბელი მთელია.

გადაწყვეტა: დედაპლატაზე ვერტიკალურად ერთმანეთის მაღლა და დაბლა ორი ერთნაირი შესაერთებელი იყო ქულერისთვის. 1 სლოტის, რომლის მაღლაც ეწერა CPU fan და რომელშიც იყო შეერთებული ქულერი, ცოტა მაღლა ეწერა PWR fan (?), ანუ, გამოდის, რომ არასწორ სლოტში იჯდა ქულერის კვების კაბელი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

სქემა:
PWR fan
CPU fan
--
o
o
o
--

--
o
o
o
--





აუ რამდენი ხანია ეგ პრობლემა მაქვს, ე.ი. რომ ვიყიდე კომპი თავიდანვე არასწორად იყო შეერთებული?რადგან არავის არ გაუხსნია.მაგრამ რატო თავიდან არ წერდა მერე მოუვიდა.


მე მქონდა ესეთი პრობლემა:

პრობლემა: ბიოსი ჩართვისას გამოსცემდა ერთ გრძელ და სამ წყვეტილ ხმას და აღარ ირთვებოდა. რა აღარ ვცადე დავიწყე ვიდეო კარტის შეცვლით,ამას მოყვა ოპერატიული და ა,შ.მაგრამ უსედეგოდ.


გადაწყვეტა: ბიოსი გავანულე ელემენტიდან და ყველაფერი გასწორდა კომპი მუშაობს მგელივით,მაგრამ რისი ბრალი იყო მაინც ვერ მივხვდი,თუ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევა იქნებ იცოდეთ რისი ბრალი იყო?

Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 15 2008, 10:07 AM
პოსტი #12


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



zaza.r
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=10&hl= აქ ნახე... (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
zaza.r
პოსტი Jan 15 2008, 11:50 AM
პოსტი #13


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 385
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 812



ციტატა(da_ta @ Jan 15 2008, 10:07 AM) [snapback]17274[/snapback]




9. ერთი გრძელი სიგნალი + სამი მოკლე სიგანლი

კლავიატურის კონტროლერის ინიციალიზაციისას მოხდა ისევ შეცდომა. მოიძიეთ მიერთებულია თუ არა კლავიატურა, ან ხომ არ არის მისი კაბელი დაზიანებული, ცადეთ ის კლავიატურა რომელიც სხვა კომპზე მუშაობდა, თუ პრობლემა არ მოგვარდა დედაპლატის ბრალია და საცარაუდოდ მისი გამოცვლა მოგვიწევს


ამ პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კლავიატურის პრობლემა ყოფილა,ე.ი ჩემს შემთხვევაში ბიოსის განულებამ უშველა და ესე მოვიქცე ხოლმე მსგავსი პრობლემისას თუ კლავიატურა გამოვცვალო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Jan 15 2008, 01:28 PM
პოსტი #14





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




zaza.r
ჯერ იმ პოსტშI როგორც წერია ისე მოიქეცი, შემდეგ ბიოსი გადაქექე კლავიატურაზე რამე პარამეტრი ხომ არაა შეცვლილი და თუ ერაფერს ვერ იპვნი ბიოსი გაანულე.
ციტატა
ამ პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კლავიატურის პრობლემა ყოფილა,ე.ი ჩემს შემთხვევაში ბიოსის განულებამ უშველა და ესე მოვიქცე ხოლმე მსგავსი პრობლემისას თუ კლავიატურა გამოვცვალო?

თუ გამოცვლა უშველის უბრალოდ კლავის ბრალი ყოფილა ხოლო თუ გამოცვლა არ უშველის ან ბიოსის ბრალია ან დედა პლატაა დამწვარი, ამ დროს ცადე USB კლავი, მაგაზეც თუ გაახურა 90% ბიოსის ბრალი ყოფილა და გაანულე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zaza.r
პოსტი Jan 16 2008, 07:05 AM
პოსტი #15


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 385
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 812



თუ კლავის ბრალია უბრალოდ კლავიატურის გამოძრობა არ უშველის?აუცილებლად სხვა უნდა შევუერთო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 16 2008, 12:16 PM
პოსტი #16


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



zaza.r
ციტატა
თუ კლავის ბრალია უბრალოდ კლავიატურის გამოძრობა არ უშველის?აუცილებლად სხვა უნდა შევუერთო?

უბრალოდ გამოაძრე, თუ მაგის ბრალი იყო პრობლემა აღAრ იქნება... მაინცდამაინც შერჭობა არ არის აუცილებელი ...




პ.ს: ამ პრობლემამ ისევ იჩინა თავი?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Jan 16 2008, 12:20 PM
პოსტი #17





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




zaza.r
ციტატა
თუ კლავის ბრალია უბრალოდ კლავიატურის გამოძრობა არ უშველის?აუცილებლად სხვა უნდა შევუერთო?

და კლავის გარეშე ბიოსში ნავიგაცია და საერთოდ მუშაობა როგორ წარმოგიდგენია (მე ვიყავი ერთხელ ეგეთ დღეში საშინელებაა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) )
მაგრამ თავიდან ცადე გამოაძრო და ახლიდან შეარჭო
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 18 2008, 10:05 PM
პოსტი #18


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



პრობლემა: windowsi არ იტვირთება...

მიზეზი : ერთერთი პროგრამის ინსტალაციის პროცესის შუა გზაზე შეწყვეტა...

შეტყობინება : ითხოვდა სწორი ჩამტვირთავი მოწყობილობის მითითებას...

გამოკვლევისას დადგინდა რომ თურმე ყველა ფართიშენი წაშლილი იყო, მთელი ვინჩესტერის მოცულობა იყო unlocated...


პრობლემის გადაწყვეტა : windows-ის გადაყენება!!!


უბრალოდ როცა ხედავთ რომ პარანორმალურ მოვლენას აქვს ადგილი, და სისტემის აღდგენის პრესპექტივა 0 ია მივმართოთ რადიკალურ ზომებს...(ისევე ჩვენი დროის ეკონომიისთვის (IMG:style_emoticons/default/wink.gif) )


პ.ს: სანამ ვნახავდი რომ ვინჩესტერი პირწმინდად იყო გასუფთავებული დიდხანს ვიწვალე... არადა ვინდოუსის დისკი რო ჩამედო ეგრევე ხო ყველაფერი ნათელი გახდებოდა...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 19 2008, 08:48 AM
პოსტი #19


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



giorgius
ციტატა
დავაინსტალირე საჭირო პროგრამები და მეორე დღეს გაჭედვები დაეწყო,ყოველ 5 წუთში მინიტორი ითიშებოდა (შავდებოდა)

რაღაც არამგონია მაგი "ქვიქ ფორმატის" ბრალი იყოს (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
შეიძლება რამე პროგრამა ვერ შეეწყო ან გადაყენებისას რაღაც ნიტო მოხდა და ცუდად დაინსტალირდა სისტემა...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Jan 19 2008, 09:01 AM
პოსტი #20


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



giorgius
ციტატა
სისტემას ყოველთვის ერთნაირად ვაყენებ,სულ დაზეპირებული მაქვს უკვე

არა მაგაში არ არის საქმე, თვითონ დაინსტალირებისას შეიძლება რაღაც ნიტოდ გააკეთა თვითონ. ან ფაილების გადაწერისას ან რავიცი აბა...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2025 - 02:13 PM