| 
           | 
  
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
			
			  May 25 2006, 11:38 PM
			
				 პოსტი
					#1
					
				
			 
		 | 
	|
        	
				
					![]() In vitro member ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გადამდგარი მოდერი პოსტები: 545 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 11  | 
       
			
			 
				BIOS (ბიოსი) ანუ Basic Input / Output System   
			
			
					
		ეს არის მცირე ზომის პროგრამული ნაკრები, რომლის ფუნქციაშიც შედის, მოწყობილობათა საწყისი ტესტირება (ჩატვირთვისას) და კომპის მოწყობილობების უერთიერთქმედებათა პროგრამული უზრუნველყოფა. თითქმის ყველას შეუმჩნევია ალბათ, ჩატვირთვის დროს ხმების არსებობა, რომელსაც ბიოსი გამოსცემს, ამ ხმებით შეიძლება მივხვდეთ რაშია საქმე: აქ მოვიყვან რამდენიმე ხმოვან სიგნალს რომელიც საერთოა AWARD BIOS-ის სერიებისთვის, აგრეთვე სხვა ბიოსებისთვისაც, თუ ძაან ძველი არ არის: 1. ხმოვანი სიგნალის არ არის: შეიძლება პრობლემა ქონდეს კვების ბლოკს, არ იყოს მისი კვების "შნურები" კარგად შეერთებული სხვა კომპონენტებთან. უნდა გავსინჯოთ: 1. ჩართულია თუ არა ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი კვების ბლოკზე 2.მიერთებულია თუ არა სადენით კვების ბლოკი დედა პლატაზე 3. არის თუ არა სწორად მიერთებული POWER ღილაკის სადენები დედა დაფაზე, (პოლარობასაც მნიშვბელობა აქვს) 4. სწორად არის მიერთებულია თუ არა სისტემური დინამიკი (პიშალკა) 2. უწყვეტი სიგნალი (გაბმულად წივის): სავარაუდოა რომ პრობლემები აქვს კვების ბლოკს, ან დიდი შანსია პრობლემები ქონდეს ერთ-ერთ მიერთებულ მოწყობილობას, მაგ. მყარ დისკს. სცადეთ ყველაფრის გამოერთება დედაპლატიდან გარდა პროცესორის, ქულერისა და კვების ბლოკისა, და შემდეგ ჩართეთ კომპი! (სავარაუდოდ შეიძლება კვების ბლოკს სიმძლავრეები არ ყოფნიდეს) 3. ერთი მოკლე სიგნალი: ეს სიგნალი წესით ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყოველი ჩართვისას, მაუწყებელია იმისა რომ კომპში ყველა კომპონენტი მუშაობს ნორმალურად 4. განმეორებადი მოკლე სიგნალი: ოპერატიული მეხსიერების რეგენერაციისას მომხდარი შეცდომა, გამორთეთ კომპი და კარგად შემაოწმეთ ოპერატიული ზის თუ არა სათანადოდ ბანკში (სლოტში) ჯობია ამოიღოთ და ისევ ჩააჯინოთ, შეიძლება CMOS-მეხსიერებაში არაკორექტულად არის დაყენებული რაღაც-რაღაცეები, ამიტომ შეიძლება CMOS-მეხსიერების "განულებაც," 5. ორი მოკლე სიგნალი გამოიცემა იმ შემთვევაში როცა ჩატვირთვისთანავე აღმოჩენილია შეცდომა რომელიც შეიძლება იყოს მაგ, როცა სისტემა ვერ აღმოაჩენს CMOS-მეხსიერებაში მითითებულ რომელიმე დისკის წამკითხველ მოწყობილობას. როგორც წესი ამ დროს მონიტორზე გამოდის პროგრამა CMOS Setup Utility რათა შეცვლილ იქნას არასწორი მონაცემები, თუ ამან არ უშველა შესამოწმრბრლი შემაერთებელი კაბელების შეერთების სიწორე, მაინც ნა ვსიაკი პაჟარნი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) 6. სამი გრძელი სიგნალი: კალვიატურის კონტროლერის ინიციალიზაციის დროს წარმოქმნილი შეცდომა, გადაარესტარტეთ კომპი, ან ცოტა ხნით გამორთეთ, თუ არ უშველა მაშინ სავარაუდოდ დედა დაფა იქნება გამოსაცვლელი! (მე მეტი შველა არ ვიცი ამის, ვინც რამე იცის დაწერეთ) 7.ერთი დიდი სიგნალი + ერთი მოკლე სიგნალი: ოპერატიული მეხსიერების ინიციალიზაციის დროს წარმოქმნილი შეცდომა, ცადეთ 4 პუნქტში განხილული მეთოდი ( ხშირ შემთხვევაში ამართლებს) 8. ერთი დიდი სიგნალი + ორი მოკლე სიგნალი: ვიდეოდაფის ინიციალიზაციისას მომხდარი შეცდომა. ნახეთ კარგად ზის თუ არა ვიდეოდაფა თავის სლოტში (განსაკუთრებით AGP) აგრეთვე მონიტორის კაბელის შეერთების ადგილიც შეამოწმეთ, თუ ამან არ უშველა სავარაუდოთ ვიდეოდაფა გამოსაცვლელია, თუ ინტეგრირებული მაშინ დედა პლატა იქნება გამოსაცვლელი ან უარეს შემთხვევაში მოგვიწევს მოძველებული PCI ინტერფეისის გამოყენება! 9. ერთი გრძელი სიგნალი + სამი მოკლე სიგანლი კლავიატურის კონტროლერის ინიციალიზაციისას მოხდა ისევ შეცდომა. მოიძიეთ მიერთებულია თუ არა კლავიატურა, ან ხომ არ არის მისი კაბელი დაზიანებული, ცადეთ ის კლავიატურა რომელიც სხვა კომპზე მუშაობდა, თუ პრობლემა არ მოგვარდა დედაპლატის ბრალია და საცარაუდოდ მისი გამოცვლა მოგვიწევს 10. გრძელი განმეორებადი სიგნალი ისევ ოპერატიული მეხსიერებასთან დაკავშირებული შეცდომებია, გააკეთეტ ჯერ რესტარტი, შემდეგ ზემოტ განხილული მოქმედებები, აგრეთვე შეიძლება CMOS-მეხსიერების "განულება" რადგან შეიძლება დაუშვებელი პარამეტრები იყოს მაგ. სისტემური სალტეს სიხშირე იყოს მომატებული მნიშვნელოვნად. 11. მოკლე განმეორებადი აღმოჩენილია რაღაც შეცდომები კვების ბლოკთან დაკავშირებით, კერძოდ ერთ-ერთი გამომავალი ძაბვის ვოლტაჟის სიდიდე არ შეესაბამება სტანდარტებს ან საერთოდ არ არის, მიზეზი შეიძლება იყოს მტვერიც, აგრეთვე ერთი სადენის დაზიანება, გაწმინდეთ კვების ბლოკი მტვრისგან და შეამოწმეთ გამომავალი სადენების მთლიანობა! P.S. ეს მოკლედ მინდოდა მეთქვა და რამხელა გამოვიდა, მოკლედ თუ ვინმეს აქვს დასამატებელი რამე დაუმატეთ, ან თუ კიდევ გაგიგიათ რაიმე ხმები სადიაგნოსტიკო-რამის მაფიქრებელი ეგეც დაწერეთ  | 
	
| 
			
			 | 
	|
 Datuna   .:: BIOS-ის ხმებით დიაგნოსტიკა ::.   May 25 2006, 11:38 PM
 
 SiD   ძაან სასარგებლო და...   May 26 2006, 07:34 AM
 
 Bekward   დიდი მადლობა, მართ...   May 26 2006, 09:09 AM
 
 Reechard   მე რომ ვრთავ კომპს ...   May 26 2006, 09:33 AM
 
 Baal   ციტატა(Reechard @ May 26 2006, 01...   May 26 2006, 04:04 PM
 
 Datuna   რომელი ბიოსი გაქვს...   May 26 2006, 11:41 AM
 
 Reechard   ციტატა(Datuna @ May 26 2006, 02...   May 26 2006, 02:38 PM
 
 ja_ja   Reechard
ციტატამაგარია ...   May 26 2006, 12:03 PM
 
 Reechard   მაგრამ შენ ხომ თქვ...   May 26 2006, 04:08 PM
 
 Davidus   არა, დაკიდება ამ შე...   May 26 2006, 05:35 PM
 
 khakikrack   BIOS (Basic Input Output System). BIOS რეა...   Dec 31 2007, 08:25 PM
 
 domen   khakikrack
http://compinfo.ge/forum/index.php?show...   Jan 1 2008, 09:42 AM
 
 Giena   khakikrack
ციტატაBIOS (Basic Input Ou...   Jan 4 2008, 05:56 PM
 
 khakikrack   Giena
გიო ეს სტატია ჰა...   Jan 8 2008, 11:50 AM
 
 Giena   khakikrack
ეგ კი ვიცოდი მა...   Jan 8 2008, 06:38 PM
 
 NetDevil   Giena
იმანაც დაწერა, შ...   Jan 9 2008, 02:55 PM
 
 Regedit   Davidus
ძალიან საინტერ...   Mar 27 2008, 08:43 AM
 
 zaza.r   როგორ უნდა გავარჩი...   Mar 27 2008, 12:04 PM
 
 Power_VANO   zaza.r
ციტატაროგორ უნდ...   Mar 27 2008, 03:17 PM
 
 da_ta   Gi0rgius
ციტატაერთი კით...   Apr 6 2008, 12:00 PM
 
 Power_VANO   Gi0rgius
ციტატაერთი კით...   Apr 6 2008, 05:37 PM
 
 Power_VANO   კარგი, ვნახავ მაგა...   Apr 6 2008, 05:55 PM
 
 Power_VANO   არა, სამწუხაროდ ჯე...   Apr 14 2008, 02:09 PM![]() ![]()  | 
	
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 03:49 PM |