მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> საუკეთესო ანტივირუსი, მხოლოდ საკუთარი აზრი!
domen
პოსტი Feb 3 2008, 06:31 PM
პოსტი #101


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



აქა ამბავი დომენისა და ანტივირუსებისა


შესავლის მაგივრად

ბოლო დროს სულ უფრო მაღელვებს კომპის დაცვის საკითხი. რამდენიმე თვის წინ სუსტ კომპზე ვიჯექი და ერთადერთი ანტივირუსი, რომელსაც მასზე XP-სთან ერთად მუშაობა შეეძლო ისე, რომ ჩემთვისაც დარჩენილიყო ცოტა რესურსი, NOD32 2.7 (იმ დროისთვის ბოლო ვერსია) გახლდათ. პლიუს-მინუსებზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, ისედაც ყველას გაგვიგია ნოდის მინიმალისტობაზე რესურსების მოხმარების თუ ვირუსების აღმოჩენის ((IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) საკითხებში, მთავარია ის, რომ რამდენიმე თვეა, ახალი, საკმაოდ ძლიერი კომპი და უფრო "აზიზი" გემოვნება გამიჩნდა.

თავის ტკივილი: დასაწყისი

ჰმმ, უკვე ძნელი არჩევანის წინ დავდექი - მინიმუმ 5 ძირითადი და უამრავი ნაკლებ შესაძლებელი ალტერნატივა გამიჩნდა. მოკლედ ჩამოვაყალიბოთ პრეტენდენტების სია:
  1. Kaspersky, საქართველოში ცნობილი თავისი სიმძიმით და "აიტატატა, მოიდა ზურაბაა!!" დაცვით.
  2. BitDefender, კიდევ უფრო მძიმე, მაგრამ საუკეთესო შედეგების მქონე საკმაოდ ბევრ ავტორიტეტულ ტესტში.
  3. McAfee, დილით კბილების გახეხვას და ჭამის წინ ხელ-პირის დაბანასაც რომ გვიკონტროლებს.
  4. Panda, შორიდან ნაცნობი "კარგია, რა" დაცვით და საშუალო სისტემური რესურსების მოთხოვნით.
  5. AVG, მშვენიერი, უმარტივესი ინტერფეისით, მაგრამ ცუდი რეპუტაციით.
  6. Avira, ნაქები "ერთი ძაან სანდო პირისგან" (ჰა, gearge? (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) )
  7. ThreatFire, ძალიან სწრაფი, რესურსების მინიმალისტურად მომხმარებელი, განახლებაც კი არ სჭირდება (მთელი პლიუსები და მინუსები აქაა)!
  8. Norton Antivirus, ანუ "Terra Incognita".
  9. NOD32, ერთი სიტყვით - მინიმალისტი :-)
საკმაოდ ბევრი გამომრჩა, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია ჩემი მდგომარეობის წარმოსადგენად და მცირე განხილვის დასაწერად :-)

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დასვენების დღეები იდგა და დროც საკმარისი მქონდა; ასე რომ, დავჯექი მყარად და დავიწყე ინფორმაციის მოპოვების, საინსტალაციოს+გასაღების შოვნის და ტესტვის არც ისე სასიამოვნო პროცესი.

კარგი, ჯერ გვჭირდება განხილვები, ხომ უნდა ვიცოდეთ, დაახლოებით რომელი ანტივირი როგორ ეფარდება ერთმანეთს. ახლა რაც მახსენდება, PCMag, VB100% და AV-Comparatives ყველაზე მეტად დამეხმარა. დაახლოებით მივხვდი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსები, ასე თუ ისე, ლიდერობდნენ და პირადი სიმპათია-ანტიპათიის ჩამოყალიბება დავიწყე.

აღარ მოვყვები ქრონოლოგიის მიხედვით, პირდაპირ ჩამოვაყალიბებ პლიუს-მინუსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით.
  1. Kaspersky-ს საუკეთესო ავტორიტეტი და შედეგები აქვს ყველა ტესტსა თუ განხილვაში. პირადი შეხედულებით, საუკეთესო ინტერფეისი გააჩნია და უმარტივესია მოსახმარად. უძლიერესი იარაღია ნებისმიერი მომხმარებლის ხელში, ცოტა გარკვეულმა მომხმარებელმა კი შეიძლება უნივერსალურ დაცვად აქციოს, უბრალოდ ამ დროს კომფორტზე ლაპარაკი ზედმეტია. პირადი ანტიპათია ჩამომიყალიბდა პროაქტიული დაცვის გამო - ამ მოდულის ჩართვის შემდეგ ინტერფეისი იყინებოდა ნახევარ წუთში ერთხელ.
  2. BitDefender ტესტების და განხილვების მიხედვით ძალიან ძლიერი ანტივირუსია. ახალბედა მომხმარებლისთვის მისწრებაა, აკონტროლებს ყველაფერს, ინფორმაციის დარეზერვების და კომპის ოპტიმიზაციის ჩათვლით. მინუსებია კატასტროფულად ბევრი რესურსის მოხმარება და ყიდვის აუცილებლობა (მე ვერ გავტეხე). პირადად ჩემთვის ასევე დიდი მინუსია ის, რომ პროგრამა კომპის კონტროლში მერევა.
  3. ვერაფერს ვიტყვი, რატომღაც (არ მახსოვს, რატომ) დაქაჩვამდე გადავიფიქრე ინსტალირება :-)
  4. Panda - მშვენიერი არჩევანია, მე ვიტყოდი. ანტივირუსს განსაკუთრებით მარტივი და ლამაზი ინტერფეისი აქვს, უპრობლემოა მოხმარებაში. ამოვაინსტალირე სისტემური რესურსების ჭარბი მოხამრების გამო (Opera მეჭედებოდა ძალიან ხშირად)
  5. AVG-ს ყოველთვის ვაქებ ახალბედებთან მარტივზე უმარტივესი ინტერფეისის გამო. მოიხმარს ცოტა სისტემურ რესურსებს და კარგი შედეგი აქვს ტესტებში, მაგრამ ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელზე დაბლაა.
  6. Avira-ს ყველაზე მაღალი შედეგი აქვს AV-Comparatives-ის მიერ ჩატარებულ ბოლო ტესტში. ნორმალური ინტერფეისი და საკმაოდ ჰუმანური რესურსების მოხმარება. გადავაყენე იმიტომ, რომ ვერ გავტეხე :-) ერთი აღსანიშნავი მინუსი - სკანირებისას საჭიროებს მუდმივ ჩარევას. ინფიცირებული ფაილის პოვნისას იყინება მთელი პროცესი და ელოდება, რას გადაუწყვეტს მომხამრებელი ამ ფაილს.
  7. ThreatFire სრულყოფილი ანტივირუსული გადაწყვეტა არცაა, რადგანაც საერთოდ არ იყენებს ანტივირუსულ ბაზებზე დაფუძნებულ სკანირების მეთოდებს; ამის ნაცვლად პროგრამა საკუთარ ევრისტიკულ "ალღოს" ენდობა და, შეიძლება ითქვას, არც ისე უსაფუძვლოდ. პოულობს ბევრ ვირუსს და სხვა პროდუქტებთან შედარებით განსაკუთრებით ეფექტურია ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ვირუსებთან მიმართებაში. პლიუსებია სისტემური რესურსების დაზოგვა და (ამ ფაქტორის გათვალისწინებით) საკმაოდ კარგი დაცვა. მინუსებად შეიLება ჩაითვალოს ბაზების და On-Demand სკანირების უქონლობა (უკანასკნელი ფუნქცია მისაწვდომია სრულ ვერსიაში, რომელიც ვერ ვიშოვე). მოკლედ, დიდი არაფერი სხვა ანტივირუსებთან შედარებით.
  8. რაც შეეხება NOD32-ს, მართლა მშვენიერი ანტივირუსია! თავი დავანებოთ ტესტებს და განხილვებს (ერთ აუგს ვერ იპოვით ამ ანტივირზე, ერთ-ერთი მოწინავეა), Full Scan-ისას კომპზე გაშვებულია VMware და Opera ერთ ანგარიშზე, ორი Word 2007 დოკუმენტი და ერთი Skype ვიდეო კონფერენცია ჩატით, შენელება თითქმის არ იგრძნობა! ბოლო ვერსიას (3.0.621.0 Business) მშვენიერ ინტერფეისთან ერთად განახლებული Firewall მოდულიც აქვს .. მოკლედ, ჩემგან ამ ანტივირზე ცუდს ვერ გაიგონებთ :-)
ანტივირები გავტესტე შემდეგი რიგითობით: ThreatFire 3.0 > ESET Smart Security 3.0.551.0 > KIS 7.0 > Avira AntiVir Premium Security Suite 7 > Panda IS 2008 > Panda Antivirus 2008 > ESET Smart Security v3.0.621 Business

კასპერსკიმ სადღაც სამნიშნა რაოდენობის ვირუსი იპოვა, Avira-მ (გაითვალისწინეთ - Kaspersky-ს შემდეგ) 69 ტროიანი და 2 ვირუსი, Panda IS-მა დაახლოებით 30-მდე ინფიცირებული ფაილი, Panda Antivirus-მა (ეს ყველაზე უცნაურია) 10-მდე ვირუსი, NOD32 ამწუთას მუშაობს Full Scan-ზე, ნახევარზეა მისული და უკვე 4 ინფიცირებული ფაილი აქვს ნაპოვნი.

დასკვნა: ჯერ ერთი, AntiVirs Suck!! (ასოციაცია ამ ვიდეოკლიპიდან :-)) მეორე, თუ გინდათ კარგი დაცვა კარგი ინტერფეისით და რესურსების ჰუმანურად მოხმარებით, მე ESET Smart Security-ს გირჩევთ.

P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეცენზიებს და ანტივირების განხილვებს, მაგრამ რადგანაც პოტენციური VS თემაა, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. კერძოდ, ყოველი პოსტი, რომელშიც იქნება რომელიმე ანტივირის უაზრო ქება-დიდება სხვების დაკნინების ფონზე, წაიშლება და მისი ავტორი დაჯილდოვდება 50%-იანი გაფრთხილებით!


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- domen   საუკეთესო ანტივირუსი   Feb 3 2008, 06:31 PM
- - otosaxel   Gi0rgius ციტატააი ლინკი(...   May 31 2008, 07:50 AM
- - domen   Gi0rgius C:\Documents and Settings\domen...   Jun 10 2008, 01:50 PM
- - imedakoc   მე მიყენია ზონ-ალა...   Jan 21 2009, 09:37 AM
- - otosaxela   imedakoc ციტატა ზონ-ალარ...   Jan 21 2009, 11:42 AM
|- - imedakoc   otosaxela ჰო, აბსოლიტურა...   Jan 21 2009, 07:36 PM
- - otosaxela   imedakoc მართალი ხარ , მა...   Jan 22 2009, 10:20 AM
- - Bekward   რავიცი კასპერსკი რ...   Jan 22 2009, 11:47 AM
- - otosaxela   Bekward ციტატაძირს კომ...   Jan 22 2009, 11:52 AM
- - Bekward   otosaxela ამ ერთხელაც მა...   Jan 22 2009, 07:09 PM
- - akka   იმენა, არცერთი კეი...   Feb 7 2009, 02:36 PM
- - otosaxela   akka ციტატაიმენა, არც...   Feb 7 2009, 02:52 PM
- - Power_VANO   ისე, ამ ბოლო დროს Window...   Feb 13 2009, 05:17 PM
- - gearge   Power_VANO http://www.av-comparatives.org/seiten/e...   Feb 13 2009, 06:37 PM
- - Power_VANO   არა, განა არ ვიცი, რ...   Feb 13 2009, 06:46 PM
- - gearge   Power_VANO მაშინ სულ ცოტა ...   Feb 13 2009, 06:50 PM
- - gi0_kiborg   ახლა გადავიკითხე ე...   Mar 26 2009, 05:26 PM
- - otosaxel   gi0_kiborg ციტატა(gi0_kiborg @ 2...   Mar 26 2009, 05:54 PM
- - gi0_kiborg   otosaxel ციტატაპროქტიუ...   Mar 26 2009, 06:25 PM
- - otosaxel   gi0_kiborg ციტატა(gi0_kiborg @ 2...   Mar 26 2009, 06:53 PM
- - domen   gi0_kiborg ციტატა(gi0_kiborg @ 2...   Mar 26 2009, 07:32 PM
- - gi0_kiborg   ციტატა"კასპერსკ...   Mar 26 2009, 08:45 PM
- - Bekward   Avira დავაყენე ეხლა და...   Mar 27 2009, 08:28 AM
- - gi0_kiborg   გუშინ ვნახე, ნოდარ...   Mar 27 2009, 09:26 AM
- - Bekward   plastic უფასო არაა ეგა ...   Mar 27 2009, 09:50 AM
- - gi0_kiborg   Bekward Personal არის უფასო, Pr...   Mar 27 2009, 11:32 AM
- - otosaxel   gi0_kiborg ციტატა(gi0_kiborg @ 2...   Mar 27 2009, 02:56 PM
- - CHABA   მე ისევ კასპერსკყზ...   Mar 27 2009, 08:04 PM
|- - gi0_kiborg   ციტატა(CHABA @ Mar 28 2009, 01...   Mar 27 2009, 08:12 PM
- - otosaxel   CHABA ციტატა(CHABA @ 28th March ...   Mar 27 2009, 08:12 PM
- - CHABA   ერთი კითხვა მაქვს ...   Mar 27 2009, 09:06 PM
- - gi0_kiborg   CHABA უფასო Personal+Comodo ან Outpo...   Mar 28 2009, 10:00 AM
- - CHABA   gi0_kiborg დიდი მადლობა დ...   Mar 28 2009, 12:21 PM
- - achiko17   otosaxel წაშალეს   Mar 29 2009, 03:29 PM
- - Goka710   ანტივირუსების აღწ...   Apr 3 2009, 12:16 PM
- - gi0_kiborg   Goka710 ანტივირუსებზე ...   Apr 3 2009, 12:22 PM
- - Goka710   ციტატა(gi0_kiborg @ 3rd April 200...   Apr 3 2009, 12:30 PM
- - gi0_kiborg   Goka710 დეტალური ინფო htt...   Apr 3 2009, 01:37 PM
- - Goka710   ციტატა(gi0_kiborg @ 3rd April 200...   Apr 3 2009, 07:11 PM
- - gi0_kiborg   sysinspector ამოწმებს სისტ...   Apr 3 2009, 08:52 PM
- - Goka710   gi0_kiborg ეხლა ვნახე და Sy...   Apr 3 2009, 08:58 PM
- - gi0_kiborg   Goka710 გვერდით " + " ე...   Apr 3 2009, 10:53 PM
- - Goka710   gi0_kiborg ვნახე უკვე, მა...   Apr 4 2009, 05:33 PM
- - Chacha   მე მაგალითად ვიყენ...   Jul 13 2009, 09:29 PM
- - Giena   Chacha ციტატა(Chacha @ 14th July...   Jul 13 2009, 09:29 PM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 14th July 2...   Jul 14 2009, 07:15 AM
- - Chacha   რადგანაც ლაპარაკი ...   Jul 14 2009, 08:36 AM
- - gi0_kiborg   Windows Automated Installation Kit- ეს არ...   Jul 14 2009, 10:14 AM
- - Chacha   ხოო... კარგფია ძAლია...   Jul 14 2009, 04:23 PM
- - Chacha   gi0_kiborg რა მაინტერესე...   Jul 15 2009, 08:56 AM
- - gi0_kiborg   Chacha მიდის XP-ზეც, Daemon tools...   Jul 15 2009, 12:11 PM
- - Chacha   მადლობა, მაგრამ ვნ...   Jul 15 2009, 08:18 PM
- - Giena   Chacha დომენიც იყო თავ...   Jul 15 2009, 08:56 PM
- - Chacha   რა ვქნა მე არ მჯერა ...   Jul 16 2009, 08:26 AM
- - Sh@ko   Chacha, ისე მართალი ხარ....   Jul 16 2009, 09:16 AM
- - Bekward   Chacha ციტატა(Chacha @ 16th July...   Jul 16 2009, 09:55 AM
- - domen   Giena უარვყოფ! ავირა...   Jul 16 2009, 10:20 AM
- - Chacha   ციტატა(Sh@ko @ 16th July 2009 ...   Jul 16 2009, 11:57 AM
- - Power_VANO   Microsoft Security Essentials ისე მო...   Jul 18 2009, 02:18 PM
- - Bekward   Power_VANO მაგის პირდაპი...   Jul 18 2009, 02:47 PM
- - achiko   Bekward მეც მიბოძეთ თუ ...   Jul 18 2009, 03:21 PM
- - Sh@ko   Panda Cloud antivirus, ჯერ ბეტაა, ...   Jul 18 2009, 07:04 PM
- - achiko   Sh@ko დაარქივებულ ვირ...   Jul 18 2009, 07:57 PM
- - Power_VANO   Bekward achiko ინებეთ ესე...   Jul 19 2009, 04:25 PM
- - Bekward   Power_VANO მადლობა ვანო ბ...   Jul 19 2009, 07:36 PM
- - Power_VANO   Bekward უფასო იქნება ოფ...   Jul 20 2009, 05:19 PM
|- - ბახვა   როგორც ვხედავ ნოდა...   Jul 25 2009, 01:07 PM
- - Chacha   რაში უნდა ამდენი წ...   Jul 25 2009, 03:52 PM
- - domen   ბახვა ThreatSense-ს რომ გა...   Jul 27 2009, 06:32 AM
- - Bekward   ბახვა გამოდის მტრ...   Jul 27 2009, 07:34 AM
- - Bekward   plastic ჩუმად ეგდო და ა...   Jul 27 2009, 07:40 AM
- - Bekward   plastic ფუი ეშმაკს რა. დ...   Jul 27 2009, 07:44 AM
- - SLaYeR   მე პირადად matousec ზე ვ...   Aug 10 2009, 02:53 PM
- - Giena   ჰა, არ მელოდით ამ თე...   Mar 5 2010, 02:49 PM
- - gi0_kiborg   Giena ისე MSE წაშლაში ნე...   Mar 5 2010, 05:21 PM
- - otosaxel   Giena ვახ საღოლ გიენ კ...   Mar 6 2010, 11:42 AM
- - Giena   otosaxel დაანებე შენ M$-...   Mar 6 2010, 11:42 AM
- - otosaxel   Giena ციტატა(Giena @ 6th March 2...   Mar 6 2010, 11:55 AM
- - Giena   otosaxel   Mar 6 2010, 11:58 AM
- - Power_VANO   ისე, ეგ მეც შევამჩნ...   Mar 8 2010, 08:22 AM
- - Giena   Power_VANO არა კაკრას Remove ...   Mar 8 2010, 08:56 AM
- - Power_VANO   Giena შენა და, ეგ რომელ...   Mar 8 2010, 09:19 AM
- - Giena   Power_VANO ხო, ზუსტად გივ...   Mar 8 2010, 09:28 AM
- - F4RR3LL   ჩემი რჩეული ანტივი...   Mar 8 2010, 09:48 AM
- - Giena   მოკლედ, ვაგრძელებ M...   Mar 9 2010, 11:02 AM
- - Power_VANO   Giena ლოკალიზების იდე...   Mar 9 2010, 12:01 PM
- - Giena   Power_VANO ხო, მოიტა თუ არ...   Mar 9 2010, 12:08 PM
- - Power_VANO   ნახე PM   Mar 9 2010, 12:51 PM
- - Power_VANO   Giena გიენ, MS-მა მოგწერ...   Mar 24 2010, 04:44 PM
- - Giena   Power_VANO კი, თითქმის ყო...   Mar 24 2010, 05:22 PM
- - newbie   ბიჭებო 7 გვერდამდე ...   Apr 25 2011, 07:26 PM
- - EternalOnes   ავირას არაფერი გან...   Apr 25 2011, 07:50 PM
- - system32   eset smart Security მევასება, ბ...   Apr 26 2011, 09:54 AM
- - ucha08   AVAST   Apr 27 2011, 10:22 AM
- - Glostar   რავი ავასტის კმაყ...   Jul 15 2011, 04:28 PM
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 01:17 AM