მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> კითხვა მაქ, რეესტრის გამწმენდი
fasha
პოსტი Jun 16 2008, 12:40 PM
პოსტი #1


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 225
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2.885



მაინტერესებს რომელ რეესტრის გამწმენდს იყენებბთ და საერთOთ რომელი ჯობია მე ვიყენებ wintools და registryboosters.
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 16 2008, 01:02 PM
პოსტი #2


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



fasha
გაოფტოპიკება კი გამომდის, მაგრამ მაინც უნდა დავწერო - რატომ არ უნდა გამოვიყენოთ რეესტრის მწმინდავები არავითარ შემთხვევაში.

კარგა ხნის წინ MS-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ბლოგიდან (სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ბლოგია MS-ის და მისი პროდუქტების შესახებ) ვისწავლე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენო "გასატესტი" სოფტი იმ სისტემაში, რომელშიც ვმუშაობ.

რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი სოფტი ამოინსტალირებისას (აქ ძალიან რეკლამირებული Uninstaller-ებიც კი უძლურები არიან) სისტემაში (კონკრეტულად რეესტრში) ტოვებს ათასნაირ ნაგავს (ზოგჯერ საჭიროსაც - მათ, მაგალითად, იგივე სოფტის მომდევნო ვერსიები იყენებენ), რომლის გაწმენდა ბოლომდე არანაირ ავტომატიზირებულ უტილიტას არ შეუძლია. მეტიც - აბსოლუტურად ყველას სინამდვილეში აქვს შანსი იმისა, რომ საჭირო გასაღები წაშალოს, რაც, უკეთეს შემთხვევაში რომელიმე პროგრამის კონკრეტული ფუნქციის გაფუჭებასთან, უარეს შემთხვევაში კი სისტემის სტაბილურობის დაკარგვასთან მიგვიყვანს. ასეთი პროგრამების ხშირად გამოყენება კი ამ რისკს უბრალოდ ზრდის ..

საბოლოო ჯამში, თუ გრძნობთ, რომ რეესტრი ძალიან დამძიმდა და სისტემას უკვე სუნთქვაც უჭირს, საუკეთესო გამოსავალია, გადააყენეთ სისტემა! ახალ სისტემაზე კი იზრუნეთ იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ დაგჭირდეთ. ანუ, პროგრამები დააყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ და ინსტალაციისას Custom კონფიგით აირჩიეთ მხოლოდ ის მოდულები, რომლებსაც გამოიყენებთ. შედეგად, თქვენ და თქვენი სისტემა ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ! :-)

// თუ მაინცდამაინც გაწუხებთ ცნობისმოყვარეობა, შეგიძლიათ VMWare დააყენოთ და მეორე სისტემაში ამუშავოთ სატესტო პროგრამები.

მოკლედ, რეესტრის გამწმენდებს არ ვიყენებ! (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Jun 16 2008, 01:04 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Jun 16 2008, 02:11 PM
პოსტი #3


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



fasha
თუ მაინცდამაინც გინდა ხელით შეგიძლია გაწმინდო: სოფტვეარის განყოფილებაში წაშლილი პროგრამების გასაღებები წაშალო, ან regseeker გამოიყენე კონკრეტული გასაღებების საძებნად, მე რეესტრის გასაწმენდადაც ვხმარობ ხოლმე, ისე ყველაზე ნაღდი
domen-ის რჩევაა
ციტატა
როგრამები დააყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ და ინსტალაციისას Custom კონფიგით აირჩიეთ მხოლოდ ის მოდულები, რომლებსაც გამოიყენებთ. შედეგად, თქვენ და თქვენი სისტემა ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ! :-)


domen
ციტატა
კარგა ხნის წინ MS-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ბლოგიდან (სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ბლოგია MS-ის და მისი პროდუქტების შესახებ) ვისწავლე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენო "გასატესტი" სოფტი იმ სისტემაში, რომელშიც ვმუშაობ.

ეგ კია მართალი,
ციტატა
მეტიც - აბსოლუტურად ყველას სინამდვილეში აქვს შანსი იმისა, რომ საჭირო გასაღები წაშალოს, რაც, უკეთეს შემთხვევაში რომელიმე პროგრამის კონკრეტული ფუნქციის გაფუჭებასთან, უარეს შემთხვევაში კი სისტემის სტაბილურობის დაკარგვასთან მიგვიყვანს. ასეთი პროგრამების ხშირად გამოყენება კი ამ რისკს უბრალოდ ზრდის ..

მაგაშიც არის სიმართლის ნატამალი, მაგრამ ყველაფერში ძია ბილის და მის თანამშრომლებს ხომ ვერ დავუჯერებთ?

საბოლოოდ:
გამოიყენეთ Advanced Uninstaller და ჩაურთედ ინსტალაციის მონიტორი და მერე უპრობლემოდ წაშლით ყველა სოფტს აღარც რეესტრის გაწმენდა დაჭირდება


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
fasha
პოსტი Jun 16 2008, 02:37 PM
პოსტი #4


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 225
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2.885



ჯიგრები ხართ სპასიბა შეგიძლათ დახუროთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 16 2008, 02:52 PM
პოსტი #5


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gi0_kiborg
ციტატა
მაგაშიც არის სიმართლის ნატამალი, მაგრამ ყველაფერში ძია ბილის და მის თანამშრომლებს ხომ ვერ დავუჯერებთ?

მთელ ბლოგს თუ გადაიკითხავ, ნახავ, რომ შეიძლება ამ კაცის დაჯერება :-) მით უმეტეს, რომ Advanced Uninstaller მეყენა ადრე და ბოლოს მაინც ისე მომიწია ვინდის გადაყენება, როგორც ყოველთვის .. :-)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jun 17 2008, 04:44 AM
პოსტი #6


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



მეც იმ აზრზე ვარ, რომ რეესტრის გამწმენდი არ უნდა გამოიყენოთ. არც ანინსტალერი პროგრამები.

ერთი კარგი მაგალითი: აინსტალირებთ Norton AntiVirus 8.0 (ამ ვერსიაზე გამოვცადე ეგ და იმიტომ ვწერ იგივეს). მერე თქვენი სანაქებო ანინსტალერით წაშალეთ ეს ანტივირუსი. დაარესტარტეთ კომპი და ნახეთ რა დაემართება თქვენს საყვარელ ვინდოუსს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მოკლედ, საქმე იმაშია, რომ Norton AntiVirus 8.0 რამდენიმე სისტემურ ფაილსაც ცვლის თავისი ვერსიებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მნიშნველოვან რეესტრის ჩანაწერებს ცვლის. შედეგად, ანინსტალერი პროგრამა გვიშლის სისტემურ ფაილებსაც და ძვირფას რეესტრის ჩანაწერებსაც. შედეგი => გაუბედურებული სისტემა.


იგივეა რეესტრის გამწმენდ პროგრამებზეც, რეესტრში რომელიმე პროგრამის მიერ ზოგჯერ ისეთი გასაღებები ჯდება ისეთ ადგილებში, რომლის წაშლაც აღარ შეიძლება უმტკივნეულოდ. მანდაც დიდი შანსია, რომ ავადმყოფი სისტემა მივიღოთ (IMG:style_emoticons/default/sad.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Aug 6 2008, 12:18 PM
პოსტი #7





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




მინდა ერთი დავამატო, პირადი გამოცდილებით ვამბობ რომ ჯობია გაკეთდეს ბეკაპი სისტემის რომელშიც 100% საჭირო სოფტი იქნება ხოლო როცა სისტემა აურევს ჯობია აქედან აღადგინოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
რა პირადი გამოცდილება მერე დავწერ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th August 2025 - 05:23 AM