![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 225 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 2.885 ![]() |
მაინტერესებს რომელ რეესტრის გამწმენდს იყენებბთ და საერთOთ რომელი ჯობია მე ვიყენებ wintools და registryboosters.
|
|
|
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
fasha
გაოფტოპიკება კი გამომდის, მაგრამ მაინც უნდა დავწერო - რატომ არ უნდა გამოვიყენოთ რეესტრის მწმინდავები არავითარ შემთხვევაში. კარგა ხნის წინ MS-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ბლოგიდან (სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ბლოგია MS-ის და მისი პროდუქტების შესახებ) ვისწავლე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენო "გასატესტი" სოფტი იმ სისტემაში, რომელშიც ვმუშაობ. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი სოფტი ამოინსტალირებისას (აქ ძალიან რეკლამირებული Uninstaller-ებიც კი უძლურები არიან) სისტემაში (კონკრეტულად რეესტრში) ტოვებს ათასნაირ ნაგავს (ზოგჯერ საჭიროსაც - მათ, მაგალითად, იგივე სოფტის მომდევნო ვერსიები იყენებენ), რომლის გაწმენდა ბოლომდე არანაირ ავტომატიზირებულ უტილიტას არ შეუძლია. მეტიც - აბსოლუტურად ყველას სინამდვილეში აქვს შანსი იმისა, რომ საჭირო გასაღები წაშალოს, რაც, უკეთეს შემთხვევაში რომელიმე პროგრამის კონკრეტული ფუნქციის გაფუჭებასთან, უარეს შემთხვევაში კი სისტემის სტაბილურობის დაკარგვასთან მიგვიყვანს. ასეთი პროგრამების ხშირად გამოყენება კი ამ რისკს უბრალოდ ზრდის .. საბოლოო ჯამში, თუ გრძნობთ, რომ რეესტრი ძალიან დამძიმდა და სისტემას უკვე სუნთქვაც უჭირს, საუკეთესო გამოსავალია, გადააყენეთ სისტემა! ახალ სისტემაზე კი იზრუნეთ იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ დაგჭირდეთ. ანუ, პროგრამები დააყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ და ინსტალაციისას Custom კონფიგით აირჩიეთ მხოლოდ ის მოდულები, რომლებსაც გამოიყენებთ. შედეგად, თქვენ და თქვენი სისტემა ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ! :-) // თუ მაინცდამაინც გაწუხებთ ცნობისმოყვარეობა, შეგიძლიათ VMWare დააყენოთ და მეორე სისტემაში ამუშავოთ სატესტო პროგრამები. მოკლედ, რეესტრის გამწმენდებს არ ვიყენებ! (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Jun 16 2008, 01:04 PM -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერი პოსტები: 3.041 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თბილისი(ძირითადად) წევრი №: 2.208 ![]() |
fasha
თუ მაინცდამაინც გინდა ხელით შეგიძლია გაწმინდო: სოფტვეარის განყოფილებაში წაშლილი პროგრამების გასაღებები წაშალო, ან regseeker გამოიყენე კონკრეტული გასაღებების საძებნად, მე რეესტრის გასაწმენდადაც ვხმარობ ხოლმე, ისე ყველაზე ნაღდი domen-ის რჩევაა ციტატა როგრამები დააყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ და ინსტალაციისას Custom კონფიგით აირჩიეთ მხოლოდ ის მოდულები, რომლებსაც გამოიყენებთ. შედეგად, თქვენ და თქვენი სისტემა ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ! :-) domen ციტატა კარგა ხნის წინ MS-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ბლოგიდან (სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ბლოგია MS-ის და მისი პროდუქტების შესახებ) ვისწავლე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენო "გასატესტი" სოფტი იმ სისტემაში, რომელშიც ვმუშაობ. ეგ კია მართალი, ციტატა მეტიც - აბსოლუტურად ყველას სინამდვილეში აქვს შანსი იმისა, რომ საჭირო გასაღები წაშალოს, რაც, უკეთეს შემთხვევაში რომელიმე პროგრამის კონკრეტული ფუნქციის გაფუჭებასთან, უარეს შემთხვევაში კი სისტემის სტაბილურობის დაკარგვასთან მიგვიყვანს. ასეთი პროგრამების ხშირად გამოყენება კი ამ რისკს უბრალოდ ზრდის .. მაგაშიც არის სიმართლის ნატამალი, მაგრამ ყველაფერში ძია ბილის და მის თანამშრომლებს ხომ ვერ დავუჯერებთ? საბოლოოდ: გამოიყენეთ Advanced Uninstaller და ჩაურთედ ინსტალაციის მონიტორი და მერე უპრობლემოდ წაშლით ყველა სოფტს აღარც რეესტრის გაწმენდა დაჭირდება -------------------- |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
აქტიური წევრი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 225 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 2.885 ![]() |
ჯიგრები ხართ სპასიბა შეგიძლათ დახუროთ
|
|
|
![]()
პოსტი
#5
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
gi0_kiborg
ციტატა მაგაშიც არის სიმართლის ნატამალი, მაგრამ ყველაფერში ძია ბილის და მის თანამშრომლებს ხომ ვერ დავუჯერებთ? მთელ ბლოგს თუ გადაიკითხავ, ნახავ, რომ შეიძლება ამ კაცის დაჯერება :-) მით უმეტეს, რომ Advanced Uninstaller მეყენა ადრე და ბოლოს მაინც ისე მომიწია ვინდის გადაყენება, როგორც ყოველთვის .. :-) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
მეც იმ აზრზე ვარ, რომ რეესტრის გამწმენდი არ უნდა გამოიყენოთ. არც ანინსტალერი პროგრამები.
ერთი კარგი მაგალითი: აინსტალირებთ Norton AntiVirus 8.0 (ამ ვერსიაზე გამოვცადე ეგ და იმიტომ ვწერ იგივეს). მერე თქვენი სანაქებო ანინსტალერით წაშალეთ ეს ანტივირუსი. დაარესტარტეთ კომპი და ნახეთ რა დაემართება თქვენს საყვარელ ვინდოუსს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოკლედ, საქმე იმაშია, რომ Norton AntiVirus 8.0 რამდენიმე სისტემურ ფაილსაც ცვლის თავისი ვერსიებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მნიშნველოვან რეესტრის ჩანაწერებს ცვლის. შედეგად, ანინსტალერი პროგრამა გვიშლის სისტემურ ფაილებსაც და ძვირფას რეესტრის ჩანაწერებსაც. შედეგი => გაუბედურებული სისტემა. იგივეა რეესტრის გამწმენდ პროგრამებზეც, რეესტრში რომელიმე პროგრამის მიერ ზოგჯერ ისეთი გასაღებები ჯდება ისეთ ადგილებში, რომლის წაშლაც აღარ შეიძლება უმტკივნეულოდ. მანდაც დიდი შანსია, რომ ავადმყოფი სისტემა მივიღოთ (IMG:style_emoticons/default/sad.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
სტუმარი "otosaxel" |
![]()
პოსტი
#7
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა ![]() |
მინდა ერთი დავამატო, პირადი გამოცდილებით ვამბობ რომ ჯობია გაკეთდეს ბეკაპი სისტემის რომელშიც 100% საჭირო სოფტი იქნება ხოლო როცა სისტემა აურევს ჯობია აქედან აღადგინოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
რა პირადი გამოცდილება მერე დავწერ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th August 2025 - 11:15 AM |