მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> Windows-ის დაინსტალების შემდეგ საჭირო პროგრამები, ახალბედებისთვის,უფასო ვერსიები
Sh@ko
პოსტი Mar 23 2009, 09:25 AM
პოსტი #21


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



მე დავამატებდი 7 zip არქივატორს, რომელიც გარდა იმისა რომ ძლიერია, დაზიანებული არქივების ამოღებითაცაა დაკავებული და გამოსადეგი, უფასოა და პატარა (მეორად არქივატორად წავა, გაჭირების ჟამს... (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მქონია შემთხვევა, რაპიდშარედან სურათების არქივის დაზიანებით გადმოწერისა, რაც რეალურად გადმოიწერა, იმას ამოაარქივებს)


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 23 2009, 03:58 PM
პოსტი #22


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gi0_kiborg
Sh@ko
ერთი კარგი იდეა მაქვს - ვიწყებ ახლა დახარისხებას და სტატიის სახით დავდებ ამ პროგრამების ნაკრებს, ცალ-ცალკე და ერთად გადმოსაწერად, ჩვენს სერვერზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ ჩვენთან არ მოხერხდა, სადმე, ქართულ ამტვირთავზე გავუშვებ.

ვისაც გაქვთ რამე კიდეა კიდევ, იჩქარეთ :-) ყველა აქტიურ წევრს გთხოვთ, ხშირად გამოყენებული პროგრამების თქვენ-თქვენი სია ჩამომიწერეთ, ძალიან დამეხმარებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მაქსიმუმ ხვალ უკვე იქნება სტატია.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 23 2009, 04:13 PM
პოსტი #23


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



domen
ციტატა(domen @ 23rd March 2009 - 07:58 PM) *
ვისაც გაქვთ რამე კიდეა კიდევ, იჩქარეთ :-) ყველა აქტიურ წევრს გთხოვთ, ხშირად გამოყენებული პროგრამების თქვენ-თქვენი სია ჩამომიწერეთ, ძალიან დამეხმარებით

ხო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , ნუ ბრაუზერები, FF opera,
ოფისი, ADOBE READER, MS office.
გრაფიკა ADOBE photoshop, .net paint, coler draw
მეინჯერები, yahoo, skype.
ტიკერები, twearknow powerpack 2005, Advanced uninstaler pro.
სხვადასხვა. UlstraISO, nero (ძველი ვერსია, ახალი არ მომწონს), vertrigo, winrar, emeditor, GOM player, total commander, vmware, avira, ACDSee და კიდევ ათასი სხვა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ეხლა ყველა არ მოხსოვს, linux-ზე ვარ უკვე რამდენიმე ხანია (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ისე linux, soft არა?! (IMG:style_emoticons/default/cool.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Mar 23 2009, 04:46 PM
პოსტი #24


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



domen
ბრაუზერები: IE, Opera
ოფისი MS Office, Adobe Reader
გრაფიკა Adobe Photoshop, Google Picasa, Paint (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
მესენჯერები: Skype, Skype and Skype
სხვადასხვა: vertrigo, unlocker, nero (8 მიყენია და მგონი მუშაობს), winrar, phpdesigner, gom player, vmware, filezilla, utorrent, alcohol 120%, Teamviewer, Internet Download Manager.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
CHABA
პოსტი Mar 23 2009, 06:19 PM
პოსტი #25


ზარმაცი
****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 21



ციტატა(domen @ Mar 23 2009, 07:58 PM) *
gi0_kiborg
Sh@ko
ერთი კარგი იდეა მაქვს - ვიწყებ ახლა დახარისხებას და სტატიის სახით დავდებ ამ პროგრამების ნაკრებს, ცალ-ცალკე და ერთად გადმოსაწერად, ჩვენს სერვერზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ ჩვენთან არ მოხერხდა, სადმე, ქართულ ამტვირთავზე გავუშვებ.

ვისაც გაქვთ რამე კიდეა კიდევ, იჩქარეთ :-) ყველა აქტიურ წევრს გთხოვთ, ხშირად გამოყენებული პროგრამების თქვენ-თქვენი სია ჩამომიწერეთ, ძალიან დამეხმარებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მაქსიმუმ ხვალ უკვე იქნება სტატია.

მაგარი აზრია!
მე ადრეც ვთქვი მაგრა გამიხარდებოდა კომპინფოს filehippo-ს (მე ხშირად შევდივარ ხოლმე) მსგავსი პატარა გვერდი რო ქონდეს ყველა ბევრისთვის სასარგებლო პროგრამებით რომელიც ქართულ სერვერზე იქნება და განახლდება ახალი ვერსიის ხამოსვლისთანავე


--------------------
ჩაბარუხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 24 2009, 06:40 AM
პოსტი #26


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Windows Internet Explorer 8.0 + Windows Media Player 11 (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

სისტემის ოპტიმიზატორები გვინდა? თუ კი, ვისტასთვის - Vista Manager v2.0.6 და XP-სთვის WinXP Manager v6.0.3 (http://www.yamicsoft.com/) შეირვეირებია, მაგრამ მე მაგათ პირველად ვიყენებ ხოლმე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) დაკრეკვა სულაც არაა საჭირო. ერთხელ გაუკეთებ სისტემას ოპტიმიზირებას და მორჩა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 25 2009, 06:28 PM
პოსტი #27


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ესე იგი, შევადგინე შემდეგი სია:

ინტერნეტი: Opera, FireFox, Skype, Digsby, Pidgin, µTorrent, filezilla, Teamviewer, FDM.

მულტიმედია: KMPlayer, VLC, Winamp, Picasa, VirtualDub, Paint.Net.

სისტემური პროგრამები: Unlocker, Free Hide Folders, Process Explorer NT, Advanced Systemcare Free, CCleaner, HashTab.

დაცვა: Avira Antivirus personal free, COMODO Firewall Pro.

ოფისი: Foxit Reader, Adobe Reader, Open Office v3.0.1.

სხვა: MyPhoneExplorer, 7zip, Daemon Tools Lite, InfraRecorder, worldweb, VertrigoServ, Notepad++, Screen Print & Capture.

------------------------

ორი ნიშნით შევარჩიე - ყველა უფასოა და საუკეთესო თავის ოჯახში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუ ვინმეს რამე დამატება გინდათ, არ დამიმალოთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) იმას ვფიქრობ კიდევ, Foxit და Adobe Reader ორივე იყოს თუ რომელიმე ამოვიღო?

ყველა გადმოვწერე და გავამზადე, თუ მოვახერხე, ხვალ გავუკეთებ ანოტაციებს და ავტვირთავ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Mar 25 2009, 06:29 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 25 2009, 06:33 PM
პოსტი #28


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



domen
ციტატა(domen @ 25th March 2009 - 10:28 PM) *
ორი ნიშნით შევარჩიე - ყველა უფასოა და საუკეთესო თავის ოჯახში თუ ვინმეს რამე დამატება გინდათ, არ დამიმალოთ იმას ვფიქრობ კიდევ, Foxit და Adobe Reader ორივე იყოს თუ რომელიმე ამოვიღო?

ყველა გადმოვწერე და გავამზადე, თუ მოვახერხე, ხვალ გავუკეთებ ანოტაციებს და ავტვირთავ

მშვენიერია! ყოცაღ!
foxit-იც იყოს და adobe-ც, ერთი pdf-ს წარმოადგენს, მეორე მსუბუქია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ისე გრანდყოჩაღ!
:აპლოდისმენტის_სმაილიკი:

იმედია ხვალ მართლაც განხილვა უკვე გექნება, ველოდები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 25 2009, 07:40 PM
პოსტი #29


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



ინტერნეტში Orbitdownloader-ს დავამატებდი, მაგრამ სერვერზე რამდენად ღირს ატვირთვა არ ვიცი, ყოველ კვირაში ახლები გამოდის
მულტიმედიაში GOMPlayer-ს თავისი კოდეკებით (თუ გინდა მოგაწვდი) და K-lite-ს(სჭირდება virtualdub-ს) ხო კიდევ Last.FM-ის ვიჯეტიც (თუ რაც ქვია) შეიძლება, საჭირო რამეა, ასევე მე ვიყენებ PhotoFiltre Portable-ს, უფასოა, საკმაოდ ადვილი მოსახმარი, ინტერფეისით ჩამოგავს ფოტოშოპს და PSD ფაილებსაც ხსნის
სისტემურში TotalCommander-ს, ხომ ფაქტიურად უფასოა, თან lister-ებით და სხვადასხვა დამატებებით სავსე ვერსიებიც მოიძებნება, ასევე Smart Defrag
ხო, WinRAR გამოგრჩა? 3.80-ის კეიც კი შემიძლია გავჩითო, თუ მაინცდამაინც.. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
FlashPlayer-იც ხომ საჭიროა (ოპერასთვის და მელაკუდასთვისაც?)
კიდევ dxwebsetup ყოველი შემთხვევისთვის და Hamachi

domen
ისე თუ სერვერზე აპირებ დადებას, კარგი იქნება განახლებებიც გაუკეთო როცა შესაბამისი ახალი პროგი გამოვა


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Mar 25 2009, 07:54 PM
პოსტი #30


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



domen
კარგი ნაკრებია, ველოდებით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 25 2009, 08:43 PM
პოსტი #31


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



plastic
მემგონი, 6.XX-ია, softpedia-ზეცაა, მანდ კი ნაკლებად რომ "ცუდი" რამე იყოს


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 29 2009, 06:06 PM
პოსტი #32


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gi0_kiborg
დიდი მადლობა, კარგი რაღაცები გამახსენე :-) WinRar არ გამომრჩენია, ფასიანია ეგ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) სამაგიეროდ ჩავსვი 7Zip - უფასოა და .rar-საც ხსნის. ნუ, Free Download Manager გვაქვს უკვე და ღირს Orbit-ით ჩანაცვლება? GomPlayer არ გვინდა ალბათ, სადაც KMPlayer და VLC გვაქვს :-) K-Lite ჩავამატე და Last.FM-ზე არ გაგვიმართლა, ფასიანი გახდა დღეს დილით (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) TotalCommander ვითომ ყველას სჭირდება? FlashPlayer ჩავამატე, მადლობთ :-) Hamachi-ც და .Net-იც. აი, dxwebsetup მგონი DirectX-ია? გამომრჩა ეგ, მგონი :-) PhotoFiler არ ჩავამატე, მგონი Paint.Net-იც გაართმევს თავს, არა? თან ფასიანიაო ..

განახლებების გაკეთებას ვაპირებ, ვნახოთ, როგორ ავეწყობით (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მოკლედ, ძლივს დავჯექი და ტექსტი მოვამზადე, მაგრამ ანოტაციები ისევ გვერდით დამრჩა (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ხვალ მოვამთავრებ, ალბათ (ეს ხვალ არ გათავდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). აი ტექსტი:

ციტატა
სისტემის გადაყენება არავის გვსიამოვნებს, მაგრამ არა 20-30 წუთის ხანგრძლივობის ინსტალაციის გამო - ვისაც ეს პროცედურა ერთხელ მაინც გაუვლია, იცის, რომ ყველაზე ძნელი ყველა საჭირო პროგრამის მოძიება, ჩამოტვირთვა, დაყენება და დაკონფიგურირება გახლავთ. ამ პროცესს, როგორც წესი, 2-4 საათი მაინც სჭირდება.

კომპინფომ გადაწყვიტა, ცოტათი შეგიმსუბუქოთ ეს ტანჯვა და დღეიდან ჩვენ შემოგთავაზებთ Windows-ის გადაყენების შემდეგ საჭირო პროგრამების ნაკრებს. ნაკრები და მასში შემავალი პროგრამები რეგულარულად განახლდება (განახლების ინტერვალი ჯერჯერბით განსაზღვრული არ არის) და განთავსდება ჩვენს სერვერზე, რაც ნიშნავს, რომ სიჩქარესთან პრობლემები არ გექნებათ და არც CAPTCHA-ს შეყვანა და ლოდინი იქნება საჭირო.

ფორუმის წევრებთან ერთად მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ნაკრებში უნდა მოხვდნენ მხოლოდ უფასო პროგრამები, რადგანაც კომპინფო არ ავრცელებს ვარეზულ კონტენტს და უფასო პროგრამა უფრო ადვილი განსაახლებელია ახალბედებისთვის (განსაკუთრებით ეს ეხება ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას, საჭირო არ იქნება ყოველდღე ახალი ლიცენზიის ძებნა).

უფასოობა რომ ცუდ ხარისხს არ ნიშნავს, ეს დიდი ხანია ცნობილია, ასე რომ, ჩვენ მოგვეცა საშუალება აგვერჩია თავის კლასში საუკეთესო პროგრამები და ისინი მოგვეწოდებინა თქვენთვის. თითქმის არცერთ პროგრამას აკლია რაიმე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ მომენტის გამო; არიან გამონაკლისებიც, მაგრამ მათ ვერაფერს მოვუხერხებთ.

მაგალითად, ამ ნიშნით გამოვრიცხეთ Microsoft office 2007 და WinRar, თუმცა მათ მაგივრად ჩავსვით OpenOffice 3.0 და 7Zip - ზემოთაღნიშნულების უფასო ალტერნატივები, ორივე თითქმის საუკეთესოა თავის კლასში. მართალია, OO ახლოსაც ვერ მივა MS Office-თან გარკვეულ ასპექტებში, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ არ გვქონდა საშუალება გადაგვეხადა რამოდენიმე ასეული დოლარი ლიცენზიაში. თუმცა, რაც შეეხება 7Zip-ს, ის ნამდვილად ღირსეული შემცვლელია WinRar-ისა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნაკრებში შედის მხოლოდ ზოგადი გამოყენების პროგრამები, ანუ ისინი, რომლებიც ყველას შეიძლება დასჭირდეს, სპეციფიკური პროგრამები, როგორებიცაა, მაგალითად, GIMP (დიზაინერებისთვის) ან Eclipse (პროგრამისტებისთვის) ნაკრებში ვერ მოხვდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ჩამატება მომავალ ვერსიებში არ შეიძლება, ჩვენ დიდი მადლობით მივიღებთ თქვენს გამოხმაურებას, შენიშვნებს და სურვილებს, რომელთა საფუძველზეც პაკეტის შემადგენლობა თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს, მას თქვენ ქმნით.

გამომდინარე იქიდან, რომ ნაკრები პირველად იქმნება, დასაშვებია მასში ხარვეზების არსებობა. კიდევ ერთხელ - ჩვენ მადლობით მივიღებთ თქვენს შენიშვნებს და კრიტიკას.

ამრიგად, პაკეტი დაყოფილია რამოდენიმე კატეგორიად. ჯერჯერობით ესენია: ინტერნეტი, მულტიმედია, სისტემური უტილიტები, დაცვა, ოფისი, სხვა. მისაწვდომია როგორც მთელი პაკეტი ერთი არქივის სახით, ასევე ცალ-ცალკე კატეგორიები და პროგრამებიც კი.

გადავიდეთ უშუალოდ შემადგენლობაზე. მაშ ასე, კატეგორიების მიხედვით შემადგენლობა ასეთია:

• ინტერნეტი: Opera, FireFox, Skype, Digsby, Pidgin, µTorrent, filezilla, Teamviewer, FDM.
• მულტიმედია: KMPlayer, VLC, Winamp, Aimp, Youtube Downloader, Picasa, VirtualDub, Paint.Net.
• სისტემური პროგრამები: Unlocker, Free Hide Folders, Process Explorer NT, Advanced Systemcare Free, CCleaner, HashTab, DotNet Framework.
• დაცვა: Avira Antivirus Personal Free, COMODO Firewall Pro.
• ოფისი: Foxit Reader, Adobe Reader, DjVuLibre, Open Office v3.0.1.
• სხვა: MyPhoneExplorer, 7zip, Daemon Tools Lite, InfraRecorder, worldweb, VertrigoServ, Notepad++, Screen Print & Capture, Hamachi.


შეაფასეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Mar 29 2009, 09:26 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 29 2009, 06:13 PM
პოსტი #33


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



domen
ციტატა(domen @ 29th March 2009 - 10:06 PM) *
შეაფასეთ

უცებ გადავხედე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , დეტალურად ვერ ჩავუღრმავდი, ერთი თვალის გადავლებით კარგია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 29 2009, 10:15 PM
პოსტი #34


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



მშვენიერია, ტექსტიც და პროგრამებიც
ციტატა
Last.FM-ზე არ გაგვიმართლა, ფასიანი გახდა დღეს დილით

ეს მართლა ცუდი ამბავია, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეს საშინელი გლობალის გამო არაფერი მომისმენია....
ერთი შენიშვნა:WinRAR ფასიანია, მაგრამ მისი გამოყენება შეუზღუდავუ დროით შეიძლება სრული ფუნქციონალობით,("შეთანხმებით უფასო"-ს ეძახიან მგონი მასეთ პროგრამებს)თან 7-zip ვერ კუმშავს RAR ფორმატში (დიდი პრობლემა არაა, მაგრამ მაინც ორივე რომ იყოს არაუშავს)
dxwebsetup DirectX-ის ინსტალერია, რომელიც პირდაპირ განახლებებს იწერს და არა მთელ RuntimeRedistributed-ს
GOM Player-ს რაც შეეხება, ჩემი პირადი სიმპათიაა, ძალზე ადვილია მართვა (ისრებით) ასევე აუდიობილიკების და სუბტიტრების არჩევა(KMP-ში ეს ფუნქცია ნაკლებ მოსახერხებელია,VLC-ში კი არ ვიცი ნაღდად) მე ჩემით ასეთი კატეგორიზაცია გავაკეთე: GOM-ვიდეოსთვის, Winamp-აუდიოსთვის პრეტენზიულ(ჩემსავით) იუზერებს, KMP-აუდიო/ვიდეოსთვის იმათ, ვინც არ იყენებს Winamp-ს სრული შესაძლებლობებით, ანუ ნაკლებად მომთხოვნი იუზერებისთვის
K-lite გამოგრჩა?საბოლოო ჩამონათვალში არ ფიგურირებს , მაგის გარეშე კი VirtualDub არ იმუშავებს
ხო, კიდევ აუდიო/ვიდეო კოდერი გამახსენდა SUPER,უფასოა და უამრავი შესაძლებლობებით, მხარს უჭერს ჩემთვის ცნობილ ყველა ფორმატს(თვით VOB და MKV-ს)ერთი პრობლემაა, ოღონდ მაგის გადმოსაწერი ლინკის მიგნება მაგ საიტზე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თუ გინდა ავტვირთავ
უი, ვიპოვე: http://www.erightsoft.info/GetFile.php?SUPERsetup.exe


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Mar 30 2009, 07:20 AM
პოსტი #35


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



domen
ციტატა(domen @ 29th March 2009 - 10:06 PM) *
შეაფასეთ

გადავიკითხე და ძალიან კარგია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ოღOნდ რომ გიწერია როგორც ცალეკეული პრგორამები, ასევე მთელი არქივი იქნება სერვერზეო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , ეგ სერვერზე ადგილის დახარჯვა არ იქნება, ანუ ხომ არ ჯობია, მარტო მთელი არქივი დაიდოს? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
ან FTP-ზე პაპაკების ვარიანში და ვისაც რა უნდა იმას დაქაცავს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი Mar 30 2009, 01:40 PM
პოსტი #36


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



მთლიანი არქივი არ იქნება გამართლებული, მაგალითად აზრზე არ ვარ მაგალითად ეს ორი პროგრამა: Digsby, Pidgin რისთვისაა და იქნებ არ მინდა.
თუნდაც მაგალითად კატასტროფულად მოუხერხებელი მეჩვენა OpenOffice და მირჩევნია დავაყენო Ashampoo Office ხუთიანზე მუშაობს, მეტყვით ეხლა უფასო არააო, მაგრამ უფასოთი შეცვლა წვალებას არ უნდა ნიშნავდეს (რავი მე ეგრე მომეჩვენა ოფენ ოფისი)


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 30 2009, 03:47 PM
პოსტი #37


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



OpenOffice-ს რაც შეეხება არის საკმაოდ კარგი ალტერნატივა, მაგალითად, მე არ შემხვედრია პრობლემა, რომელსაც OpenOffice ვერ გადამიწყვეტდა: საერთოდ საოფისე პროგრამებთან იშვიათად ვმუშაობ, პრეზენტაციების გამზადება მიწევს ხოლმე და განცხადებების ბეჭდვა, ან ექსელის ცხრილში მინაცემების შეყვანა, ამას ყველაფერს openoffice-ც გაართმევს თავს უპრობლემოდ თუმცა მაინც MS Office-ს ვიყენებ "ტრადიციის" გამო, სახლის პირობებში აბსოლიტურად გამართლებულია, ოფისშიც ალბათ EXCEL-ში თუ სადმე აკეთებენ ფირმის ბუღალტერიას შეიძლება მაგ შემთხვევაში მოიკოჭლოს, ანუ პროფესიულისთვის არც ისე კარგია(ალბათ)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
CHABA
პოსტი Mar 30 2009, 03:53 PM
პოსტი #38


ზარმაცი
****

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 577
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 21



ამ კაი ამბავს რო მორჩებით მერე მოდით ფასიანი საჭირო პროგრამები დავწეროთ და იქნებ რამე მაგაზეც მოვიფიქროთ (IMG:style_emoticons/default/rolleyes.gif) (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
ჩაბარუხელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Mar 30 2009, 03:54 PM
პოსტი #39


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Bekward
ციტატა(beka_sh @ 30th March 2009 - 05:40 PM) *
მთლიანი არქივი არ იქნება გამართლებული, მაგალითად აზრზე არ ვარ მაგალითად ეს ორი პროგრამა: Digsby, Pidgin რისთვისაა და იქნებ არ მინდა.
თუნდაც მაგალითად კატასტროფულად მოუხერხებელი მეჩვენა OpenOffice და მირჩევნია დავაყენო Ashampoo Office ხუთიანზე მუშაობს, მეტყვით ეხლა უფასო არააო, მაგრამ უფასოთი შეცვლა წვალებას არ უნდა ნიშნავდეს (რავი მე ეგრე მომეჩვენა ოფენ ოფისი)

შენც წარმოდიგინე, რომ მთლიანი არქივი საერთოდ არ არსებობს და ცალ-ცალკე გადმოწერე :-) ვისაც მთლიანი უნდა, ის მთლიანს გადმოწერს.

otosaxel
ციტატა(otosaxel @ 30th March 2009 - 11:20 AM) *
ეგ სერვერზე ადგილის დახარჯვა არ იქნება, ანუ ხომ არ ჯობია, მარტო მთელი არქივი დაიდოს?

კერქი რა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) გამოყოფილი სერვერია და 200 მბ გინდა ქეთ ყოფილა და გინდა იქით, რა აზრი აქვს? ნუ, თუ არ გვეყოფა ადგილი, არ მოგვერიდება :-)

plastic
ციტატა(plastic @ 30th March 2009 - 05:49 PM) *
მთელ არქივს კი, ისევ ყველაფერი ცალკე ჯობს.

აი, ეგ არ მესმის, მთელი არქივის იდეა ასე მიუღებელი რატომ გამოდგა (IMG:style_emoticons/default/huh.gif) ვისაც არ უნდა, ნუ გადმოწერს მთლიანად, რა პრობლემაა :-)

---------------------

საერთოდ მეც ვფიქრობ კიდევ ერთი პაკეტის დამატებას, სადაც იქნება ყველაფერი გარდა OpenOffice-ისა (ბოლო-ბოლო, პაკეტის დანარჩენ ნაწილზე უფრო მძიმეა, მგონი), ეგ Suite კი ცალკე გავუშვათ. შეიძლება მთელი პაკეტი საერთოდ არც დავდოთ, OpenOffice ხომ არავის სჭირდება თითქმის ქართულ რეალობაში (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gi0_kiborg
პოსტი Mar 30 2009, 04:06 PM
პოსტი #40


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: მოდერი
პოსტები: 3.041
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თბილისი(ძირითადად)

წევრი №: 2.208



CHABA
ახალბედა იუზერისთვის პირველ ჯერზე რაც არის საკმარისია, მაგრამ თანდათან მოთხოვნილებები გაეზრდება, ხოდა ისევ ქართულ ვარეზს რომ არ მიაკითხოს, სადაც პროგრამის აღწერები დაგაბნევს კაცს უფრო ვიდრე გაგაგებინებს(ვერაფრით გავაგებინე ერთერთ ქართულ "დონე" ვარეზზე რომ winamp-ის autotag არის ტეგების ავტომატური ჩასმის ფუნქცია და არა პროგრამის კომპომემტების განახლების), აქაცაა მსგავსი რაღაც საჭირო, ზოგჯერ ფასიანი სოფტის გარეშე ფონს ვერ გავალთ, მაგალითად Drivermagician, Acronis, Nero(მე მე-9 სრულ ვერსიას ვხმარობ აქტიურად და კმაყოფილიც ვარ, ოღონდ ჩემთვის საჭირო კომპონენტები მაქვს დაყენებული მარტო)
მთლად ვარეზი ამათზე ერთი განყოფილება შეიძლება შეიქმნას, სადაც ოფიციალურ ლინკებს და გასაღებებს დავდებთ


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 გვერდი V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 06:37 PM