მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
gearge
პოსტი Jun 16 2009, 08:44 PM
პოსტი #21


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



domen
დომენ, მივესალმები შენს მიდგომას (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მარტივად რომ ვთქვათ, "მომღერალი ჩიტუნა" ისეთივე რევოლუციაა კომპიუტერული მელომანებისთვის, როგორც "ცეცხლოვანი მელა" გახდა ინტერნეტოჰოლიკებისთვის. ამაზე ამაყად გვაცნობს პროგრამის საიტიც და მწარმოებელი კომპანიის სახელი "გარდაუვალის პიონერები" (Pioneers of the Inevitable) მსუბუქად ირონიულია, მაგრამ არა რეალობას მოცილებული (IMG:style_emoticons/default/smile.gif) რატომ რევოლუციური? მისი აგებულებიდან გამომდინარე! Songbird მთლიანად აწყობილია ყველაზე პოპულარული ბროუზერის, Firefox-ის ბაზაზე და აქედან გამომდინარე გენეტიკურად ღებულობს მშობლის ყველა დადებით (და ალბათ უარყოფით) თვისებებს. დიახ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის რასაც ეხლა ტესტავთ, რეალურად ფაიერფოქსია ოფტიმიზერებული, მეტიც გადაწყობილი მედია ფაილების დასაკრავად. რა დადებითი აქედან? ღია არქიტექტურა და გაფართოებადობა, ანუ: Plug-ins და Add-ons. რათქმაუნდა გაფართოებების არჩევანი ჯერ მწირია მაგრამ ისინიც კი რაც ამ მომენტისთვის გვაქვს, შთამბეჭდავია: საწყისი დანამატების სიაში უკვე გვაქვს ინტერნეტ რადიო და ვინამპის SHOUTcast გადაცემების მხადაჭერა, Last.fm-თან ინტეგრაცია, შემსრულებელზე ინფორმაციის ავტომატური მოძიების და სხვა შესაძლებლობები. დანარჩენი მწარმოებლის შესაბამის რესურსზე. არ დაგვავიწყდეს რომ მელაც მოკრძალებლურად იწყებდა მაგრამ დღეისთვის მეორეა მსოფლიო რეიტინგებში და გაფართოებების რაოდენობით უპირობო მონოპოლისტი. ანუ, თუ არსებობს ღია (და თუგინდ დახურული) სტანდარტი ან პროტოკოლი რომლითაც რაიმე სახით ხდება მედია ფაილების გადაცემა ქსელში, ის იქნება მხარდაჭერილი ამ დამკვრელ/ბროუზერის მიერაც. თუ არსებობს რაიმე ფუნქცია/შესაძლებლობა რეალიზებული ნებისმიერ სხვა დამკვრელში, რომელზეც არის მოთხოვნა, აუცილებლად გამოჩნდება ამ დამკვრელისთვისაც. ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები შეუზღუდავია და კიდევ მრავალ სიურპრიზს უნდა ველოდეთ, ბევრ ისეთს რის განხორციელება შეუძლებელი იყო სხვა დამკვრელებში მათი დახურულობის, სირთულის თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხდება არა მარტო მწარმოებლის რესურსით, რაც ბუნებრივად შეზღუდულია, არამედ პირველ რიგში ღია კოდის საზოდოების მიერ. ეს არის Firefox-ის განვითარების სქემა, რომელმაც აშკარად გაამართლა!

პროგრამას უკვე რამდენიმე თვეა ვიყენებ როგორც მარტოხალა დამკვრელს ლინუქსის ქვეშ და რამდენიმე სხვა სერიოზულ კონკურენტთან ერთად ვინდოუზში. მშობელი მელას მსგავსად, ჩიტუნაც მსუბუქი, მინიმალისტური და მარტივია გამოსაყენებლად. უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ რადგან არ უნდა იყოს საიდუმლო ჩემი მიკერძოებული დამოკიდებულება მოზილასა და ნებისმიერ მის შთამომავალს მიმართ, აქედან გამომდინარე ჩემი სიტყვები ზედმეტად მიკერძოებული, მეტიც ფანატური იქნება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

რათქმაუნდა ეს პატარა "ფრინველი" ჯერკიდევ ბარტყია, მაგრამ მიუხედაბვად ამისა უკვე გვთავაზობს ყველა იმ ფუნქციას თუ შესაძლებლობას რაც მომხმარებლების უმრავლესობას სრულად დააკმაყოფილებს. თუ ვთავაზობთ კომპინფოს სტუმრებს არჩევანს მელიასა და ოპერას შორის (მინიმალიზმი დაპირისპირებული კომბაინის მიდგომასთან), ასევე შევთავაზოთ Songbird (როგორც სიმარტივის განსახიერება) და Winamp (როგორც დახვეწილობის განსახიერება).


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 17 2009, 04:25 PM
პოსტი #22


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



gearge
კი, ვხედავ მოზილას მიდგომას და მაგის შედეგებსაც (Songbird-იდან Postbox-ამდე) და მომწონს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ჩანაცვლებით კი არ ჩავანაცვლებ ჯერჯერობით.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jun 22 2009, 06:53 PM
პოსტი #23


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ახალი ვერსია გამოვიდა - Songbird v1.2, iTunes-თან ორმხრივი სინქრონიზაცია, ბიბლიოთეკის ფაილურ დონეზე მენეჯმენტი (მაგალითად, მთელი ბიბლიოთეკის ერთ ცენტრალიზებულ ადგილას თავმოყრა) და ეკვალაიზერი :-) Last.FM-ის რადიოს მხარდაჭერა "გასრულყოფილდაო" უფრო, დეტალებში არ ჩამიხედავს.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th August 2025 - 06:49 PM