![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#121
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
აბა შენ იცი მე მგონია, რომ ვერაფერს გახდები, საერთოდ ვერაფერს. დამიჯერე ძალიან ბევრი ასაყოლი ადამიანი მყავს, თუ რამეა მოვახერხებ რამეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#122
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
Giena
(IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#123
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
დღეს შევამჩნიე მხოლოდ:
(IMG:http://img37.imageshack.us/img37/460/20090721111949.png) არ ვიცი რა რეაქცია მქონდეს ... ეს ფორუმელების თავისებური გზა იყო 7 ნოემბრის მოვლენების "აღნიშნვისა" თუ ... რატომ 7-ში, რატომ მაინც და მაინც 2007 წლის ნოემბრის ტრაგედიის წლისთავზე, ვერ ვხვდები! პირადად მახსოვს ამ დღეს სრულიად ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მასიურ მიტინგზე ვიყავი პარლამენტის წინ, ფორუმელებმა კი როგორც ჩანს "დოს" შეტევის განხორციელება გადაწყვიტეს ფორუმზე?! ირონიულია (IMG:style_emoticons/default/sad.gif) დღეს, 2009 წლის 22 ივლისს, საღამოს 7 საათზე, პარლამენტის წინ იმართება სახელმწიფოს მომავლისთვის მნიშვნელოვანი აქცია ჯო ბაიდენის (აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის) ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აქცია ორგანიზებულია არა-საპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ და არ იქნება საპროტესტო ხასიათის! მესიჯები (სლოგანები, მოწოდებები) იქნება "ჩვენც გვინდა ცვლილება" და "ჩვენ (ხალხი) ვართ ქვეყნის პატრონები და არა მიხეილ სააკაშვილი". ეს სლოგანები მოწოდებულია ობამას ადმინისტრაციის მიმართ, რომელიც ზუსტად ცვლილების (Change) თემაზე მოვიდა მთავრობაში, რომელსაც არაერთგზის განუცხადებია რომ ძალაუფლება ხალხის ხელშია, რომ ისინი "ერებს უჭერენ მხარს და არა მათ ლიდერებს". მნიშვნელოვანია ამ ხალხისგან დაცლილ თბილისისში დარჩენილი მოსახლეობის სოლიდური ნაწილის ორგანიზება, ამიტომ ყველა ვისთვისაც გადარდებთ ქვეყანა, ვისაც არ გსურთ სიცრუისა და სიყალბეში ცხოვრება, შემოგვიერთდით დღეს 7 საათზე, პარლამენტის წინ. აქცია ტრადიციულად მშვიდობიანი იქნება და მხოლოდ ერთ საათი გაგრძელდება. გელოდებით! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#124
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 830 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.656 ![]() |
სანამ ფორუმელებშI გადმოვიდოდი აქ ვერ ვპოსტავდი და მაგრად ჩამოვრჩი და სხვა რამე არ იფიქროთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) :D:D
|
|
|
![]()
პოსტი
#125
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
Chacha
შეგიძლია ეხლა გაგვცე პასუხი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) (ან დაგვეთანხმო რა თქმა უნდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ) -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#126
|
|
![]() Computer Addict ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 771 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 5.653 ![]() |
ვახ ბიჯო ეს რა ნახა ჩემა თვალება. რა გეპოლიტიკებათ რა ამ ტექნიკურ ფორუმზე ის არ მეყოფა ავტობუსში, უბანში, სახლში მეტროში და ყველგან რო სააკაშვილზე და ოპოზიციაზე ლაპარაკობენ. (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) დაიკიდეთ და მოგეშვებათ რა. მე მაგალითად სულ არ ვუყურებ ტელევიზორს ხანდახან თვეში ერთხელ თუ ჩავრთავ და ისიც ქართულ არხებს არა. ჯობია არ მესომდეს საერთოდ რა ხდება. ოპოზიციაც და მთავრობაც ერთმანეთზე უარესი ნაგავია. ესე რომ დაიკიდეთ მოგეშვებათ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Classical: Jul 26 2009, 05:53 PM |
|
|
![]()
პოსტი
#127
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 830 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.656 ![]() |
Giena
ეხლა მეზარება, მერე გადავხედავ ძველ პოსტებს, ბევრია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) Classical ვერ დაგეთენხმები, მაგის დაკიდება ხო მაგრამ ქვეყანას ხო არ დავიკიდებ?! მე მაგალიათად მაგრად მევასება ტელევიზორის ყურება(საინფორმაციო გადაცემების) (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაინც უნდა იცოდე რა ხდება ქვეყანაში |
|
|
![]()
პოსტი
#128
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
gearge
8 ნოემბერია ეგ, საათია შენთან არეული (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#129
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
domen
ხომ, როგრც ჩანს! 15-ს მაგივრად 03 საათს მიჩვენებს (12 საათიანი ნახტომი, "უკან მომავალში"?!-) მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი! მინდა წინა პოსტში ნათქვამს მივუბრუნდე: domen შენ კი გეშველა, მაგრამ რაჭას რა ეშველება ...?! (IMG:style_emoticons/default/sad.gif) რადგან დაბრუნდი დომენ, დროა განვმარტო რას ვგულისხმობდი: "უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიქცია მთავრობის გადაწყვეტილებებმა ონში ჰესების კასკადის მშენებლობისა და ხე–ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზიების გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადების თაობაზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ახალი არაა: საქართველოს ხელისუფლება რაჭის ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებად აირჩია ბუნებრივი რესურსების ფართო მასშტაბიანი ექსპლუატაცია: ტყის სამრეწველო ჭრა, წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროენერგორესურსების ათვისება. რაჭის უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ნამდვილად არ შეესაბამება მდგრადი განვითარების თანამედროვე პრინციპებს: დიდი ჰესები, ხე–ტყის სამრეწველო ჭრა და სამთო–მოპოვებითი მრეწველობა გარემოს დეგრადაციის განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რასაც ხშირად სტიქიური პროცესების გააქტიურება და მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ახლავს. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებას ამ საკითხებისადმი ჯეროვანი ყურადღება არ გამოუჩენია. რაჭაში გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ის იგეგმება ონის რაიონში, მდინარე რიონზე სოფელ ჭიორასთან. გეგმის მიხედვით, ჰესის წყალსაცავის სავარაუდო მოცულობა იქნება 210 მილიონი მ3, დადგმული სიმძლავრე - 272 მეგავატი. წყალსაცავი დაიკავებს ტერიტორიას სოფელ ჭიორადან სოფელ გლოლამდე. თავის დროზე ამ ინფორმაციამ არ მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება, რაშიც გარკვეული როლი რუსეთის სამხედრო აგრესიამ ითამაშა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგივე რუსული აგრესიის პირობებში, 2008 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ გადაწყვეტილია ონის კასკადის მშენებლობა, რომლის ტენდერში რუსული კომპანია მიიღებდა მონაწილეობას." 18 ივნისი, 2009 © ორჰუსის ცენტრი საქართველოში (IMG:http://img31.imageshack.us/img31/9703/snapshot1j.png) ოფიციალური ტენდერის განცხადება დეტალები დახურულია, მონაწილეები დაუზუსტებელი და გამარჯვებული (თუ იყო) უცნობი. ის კი წინასწარ ვიცოდით რომ .. "რაჭაში ჰესების მშენებლობით კომპანია "თელასი" დაინტერესდა - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა." “თელასის" მიერ ჰესის მშენებლობას საქართველოს მთავრობასა და “რაო ეეს”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. სექტემბრის ბოლოს გამოცხადდება კონკურსი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, რომელშიც “თელასს” მონაწილეობის მიღება შეეძლება. 06.09.2008 http://www.tavisupleba.org/ საქართველოს მოღალატე ხელისუფლებამ რიონის ექსპლუატაციის რამდენიმე საფეხურიანი გეგმა შეიმუშავა- ნამახვანის, ჟონეთის, ტვიშის კაშხლების იმერეთში, ხოლო რაჭაში, ონის ჰესების კასკადის აშენება ახალი ჰესების მშენებლობაზე ინფორმია ჯერკიდევ 2008 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. "ამ ეტაპზე სამინისტროში უკვე განიხილება წინადადებები 11 ახალი ჰესის მშენებლობაზე, საერთო სიმძლავრით 300 მეგავატი", - აღნიშნული იყო პროგრამაში. ენერგეტიკის სამინისტროს [2008 წლის] ცნობით, ქვეყანაში 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის "გარდაბანი-500 - ახალციხე-ზესტაფონისა" და 400-კილოვოლტიანი ხაზის "ახალციხე-ბორჩხას" მშენებლობა იგეგმებოდა. ელექტროგადამცემი ხაზით "გარდაბანი-500-ახალციხე-ზესტაფონი" ერთმანეთს უნდა დაკავშირებოდნენ 500-კილოვოლტიანი ქვესადგურები - "გარდაბანი-500", "ახალციხე" და "დიდი ზესტაფონი". ახალციხეში უნდა მოწყობილიყო 500-400-220 კვ ქვესადგური 1000 მვა ავტოტრანსფორმატორით და 500 კვ შესაბამისი სიმძლავრის მაშუნტირებელი რეაქტორებით. ქვესადგურ "ახალციხეში" 400 კვ-ზე უნდა მოწყობილიყო შესაბამისი სიმძლავრის მუდმივი დენის ჩანართი. ქვესადგურ "გარდაბანი-500" და "დიდ ზესტაფონში" კი - ზემოაღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის გამომყვანი უჯრედების. იგეგმებოდა ახალციხის ქვესადგურიდან 400 კვტ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა "ბორჩხას" მიმართულებით საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. შარშანდელი ინფორმაციით ჰესების მშენებლობის სურვილი კომპანია "მულტიპლექსმა" გამოხატა. კომპანიამ, რომელსაც 2007 წლის ნოემბერში, პრეზიდენტმა მიხაილ ნიკოლაევიჩმა "ჟინვალჰესი", თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემები გადადგომიდან ერთი დღით ადრე მიჰყიდა { ახალი მძლავრი ჰესები - ახალი მაღალგამტარუნარიანი ხაზები - თურქეთი } ხელისუფლების პირადი ინტერესები. დააკვირდით ამ ლოგიკას, კიდევ შეგვახსენებს თავს! მაგრამ წარმავალი ხელისუფლების გაუმაძღრობას საზღვარი მართლაც არ აქვს. დღევანდელი ცნობებით, ჰესების კასკადი, რომელიც ონის ჩრდილოეთით, კურორტ უწერასთან ახლოს, რიონისა და ჭანჭახის შესართავთან იგეგმება, 3’500 ჰა მიწის ფართობს დატბორავს. პროექტში მონაწილეობის შეთავაზება პრემიერმა ნიკა გილაურმა გაავრცელა. ეს დოკუმენტი ‘’ახალი მემარჯვენეების’’ წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ კავკასიაზე, "სტუდია სპექტრის" პირდაპირ ეთერში წარმოგვიდგინა. ოფიციალური დოკუმენტი, გილაურის ხელმოწერით (ფაქსიმილიით), ეჭვი არ შეგეპაროთ! ასევე გვაჩვენა რამდენიმე ობიექტის გეგმა-ნახაზები, არ მახსოვს კონკრეტულად რომელი. ‘’ასეთი გიგანტური პროექტები საზოგადოების აქტიური განხილვის შემდეგ იწყება. საზოგადეობას და ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა იგულისხმება ამ პროექტში’’ - განაცხადა საგანელიძემ. მისივე თქმით, მემარჯვენეებმა "რამდენჯერმე მივმართეთ ენერგეტიკის სამინისტროს, სახელმწიფო კანცელარიას, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებს, საკრებულოს და ა.შ. გვპარუსობენ, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება და აგორებულ თემას პოლიტიკური ძალები "ქულების დასაწერად" იყენებენ. საინტერესოა რომ რამდენიმე დღეში ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებით, "ონის კასკადის მშენებლობა ნამდვილად იგეგმება, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა და არც გარემოზე ზემოქმედების კვლევები ჩატარებულა. ამ ეტაპზე გამოცხადებულია მხოლოდ ინტერესთა გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც ჯერ არც ერთი ინვესტორის წინადადება არ მიგვიღია". რომ არა ოპოზიციონერებისა და არასამთავრობოების ჩარევა, ამ ყველაფერს ალბათ კიდევ დიდ ხანს დაგვიმალავდნენ, მაგრამ მეშინია რომ არც გაინტერესებთ! “მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, რომ პროექტის შესახებ სტამბულში გამართულ ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე შეიტყო. - "ერთ-ერთი თურქული კომპანიისგან შევიტყვე, რომ არსებობდა შეთავაზება საქართველოს პრემიერის სახელით, რომლითაც ქართული მხარე ონის რაიონში კაშხლის ასაშენებლად ინვესტორებს ეპატიჟებოდა" - აღნიშნა ჩხობაძემ. მწვანეთა მოძრაობის ინფორმაციით, დაინტერესება უკვე გამოხატეს თურქმა ინვესტორებმა. "ამ პროექტის მიხედვით, მთელი რიონის ტერიტორიაზე 76 ელექტროსადგური უნდა აშენდეს და გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი თურქეთში უნდა გაიტანონ. იგეგმება სოფელ გლოლასთან 115 მეტრის სიგრძისა და 1 კმ-ის სიგანის კაშხლის მშენებლობა, რომლის მიხედვითაც, დატბორვა უნდა მოხდეს სოფელ ჭიორამდე, შედეგად კი მოხდება 210 მლნ კუბური მეტრი წყლის დაგუბება", - განაცხადა ჩხობაძემ. ყოველივე ამის შედეგად რეგიონი მიიღებს უდიდეს სოციალურ და ეკოლოგიურ ზარალს. უახლოესი შედეგებით კი, შოვისა და უწერის ცნობილი კურორტები დაკარგავენ თავის ფუნქციას. ისედაც ხალხისაგან დაცლილ რაჭაში ახალი ეკომიგრანტები გაჩნდებიან. ხოლო ამ მასშტაბის მშენებლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების მოწყობა რიონის მთელ ხეობას შეუცვლის სახეს. ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება. - ”კარტოფილი მიწაში ლპება, ვაშლი - ხეზე, უნიკალური სვანური კოშკების კედლები ობმა და ხავსმა დაფარა. რევმატიზმებმა და ბავშვებში გულის დაავადებებმა კატასტროფულად იმატა. ენგური გუბედ გვიქციეთ. რატომ გვწირავთ ასე?!” - ჩიოდნენ თავის დროზე სვანები ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ხუდონჰესის, რომლის დაკონსერვებული პროექტის ლობირებასა და თანხების მოძიებაზე ზრუნვა საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო. ”კომუნისტური ნაფტალინიდან” ამოღებულია და თავის დროს ელოდება ტობარჰესისა და ნენსკრას ჰესების კასკადის პროექტები. ჯერი რაჭაზეა! - ”გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ ეს პროექტი რაჭის, ამ ულამაზესი რეგიონის განადგურების პროექტია. ამ ისედაც მცირემიწიან რეგიონში, იტბორება სავარგულები, უშუალოდ წყლით იფარება კავკასიონის ქედის მშვენება - წიწვოვანი ტყეები და მინერალური წყლების საბადოები. ხოლო რაც წყალსაცავში არ ხვდება, კლიმატურ ცვლილებებს ვერ გადაურჩება. მომატებული ტენიანობა მეწყერების და ღვარცოფების ისედაც დიდ რისკს, ერთი ორად გაზრდის” - ამბობს ნინო ჩხობაძე. რას ვიღებთ ეკოლოგიური ზარალის საპირწონედ? - ობიექტის სიმძლავრე 282 მეგავატით განისაზღვრება (შედარებისათვის, ხუდონჰესის 700 მეგავატია) და ბიუჯეტში მოგებას, მთავრობისავე ანგარიშით, აშენებიდან 11 წელში შემოიტანს. "მწვანეები კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ სამთავრობო პოლიტიკას. ჰიდრო-რესურსების ათვისება საქართველოსთვის საშურია, მაგრამ საშუალო და უფრო კი მცირე ჰესების საშუალებით, როგორებიცაა, ვარციხჰესი, ზაჰესი, ან თუნდაც იმავე რაჭაში - შაორჰესი. ასეთი პროექტები ეკოლოგიურ საფრთხეს მინიმალურად ქმნიან” - აცხადებს ჩხობაძე. მსოფლიო მტკნარი წყლის დეფიციტს განიცდის. კოფი ანანის განცხადებით, წყალი [სასმელი] სულ მალე ნავთობს ჩაანაცვლებს და პოლიტიკის განმსაზღვრელი და ომების მიზეზიც შეიძლება გახდეს. რაჭა, უნიკალური მინერალური და ზოგადად მტკნარი წყლებით უმდიდრესი მხარეა. მისი ბუნებრივი რესურსების გაუაზრებელი ხელყოფა პერსპექტივაში, ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფაა! ნინო ჩხობაძის აზრით, ენერგო დეფიციტი საქართველოში მითია - ”ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. ენერგო კრიზისი არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგი იყო. გენერაციის, ტრანსპორტირებისა და დისტრიბუციის მოწესრიგებული მუშაობა და სწორი მენეჯმენტი ქვეყნის საჭიროების ასპროცენტიანი დაკმაყოფილების გარანტიას იძლევა, ერთი-ორი ისეთი მცირე ჰესის ჩართვით, როგორიცაა ვთქვათ, ხადორი. მწვანეები კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ სამთავრობო პოლიტიკას. ჰიდრო-რესურსების ათვისება საქართველოსთვის საშურია, მაგრამ საშუალო და უფრო კი მცირე ჰესების საშუალებით, როგორებიცაა, ვარციხჰესი, ზაჰესი, ან თუნდაც იმავე რაჭაში - შაორჰესი. ასეთი პროექტები ეკოლოგიურ საფრთხეს მინიმალურად ქმნიან.” საქართველოში 26 ათასი დიდი და პატარა მდინარეა. ამდენად, ადგილობრივი საჭიროებისათვის მცირე ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობას თითქმის ყველა ექსპერტი აღიარებს! სრული დატვირთვით ჰესები მაისიდან ოქტომბრამდე სეზონში მუშაობენ და ახალი დიდი სიმძლავრეების ათვისებაც საქართველოსათვის მხოლოდ ზაფხულში სარფიანი ექსპორტითაა შესაძლებელი. ამისათვის კი გადამცემი ხაზებია საჭირო. რუსეთ-საქართველო-თურქეთის არსებული გადამცემი ხაზი დაბალი სიმძლავრისაა და მასზე ექსკლუზიური უფლება სხვა პრივილეგიებთან ერთად, ამერიკული AES-ისაგან მემკვიდრეობით რუსულ ”РАО ЕЭС”-ს გადაეცა. ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე ინფორმაციით, საქართველო თურქ "პარტნიორებთან" ერთად, 500/400 კვტ სიმძლავრის ახალი გადამცემი ხაზის აშენებას გეგმავს. ზევით ნახსენებმა ლოგიკამ შეგვახსენა თავი! "ჩვენი ექსპორტი, უპირველეს ყოვლისა, არის ენერგეტიკა, ახალი ჰიდრო ელექტროსადგურები. ნამახვანჰესის მშენებლობაზე, ყველა პროექტის გათვალისწინებით, 20-30 ათასი ადამიანი იქნება დასაქმებული; წელს იწყება ფარავან ჰესისა და მტკვარ ჰესის, ასევე რამდენიმე პატარა ჰესის მშენებლობა." "38 მეგავატიანი მტკვარი და 78 მეგავატიანი ფარავანჰესი მშენებლობა დაიწყება წელსვე და ამ მცირე ჰესების საშუალებით 128 მეგავატი შემოგვემატება, ხოლო ფარავან ჰესის აშენების შემდეგ 450 მაგავატი. საგულისხმოა, რომ ფარავნის შემთხვევაში არა მატო ჰესი, გვემატება, არამედ იცვლება მთელი ინფრასტრუქრურა." მიხეილ სააკაშვილი: ზემო იმერეთში სადაც დასაქმების პრობლემა თითქმის მოხსნილია. პრაქტიკულად, ტყიბული შეფობის ქვეშ მყავს აყვანილი. რამდენიმე წლის წინათ მთელ ტყიბულში 100 კაცი მუშაობდა, დღეს კი შახტებში 2000-მდე ადამიანია დასაქმებული. ახალი სამკერვალოს გახსნისთანავე, გვაქვს შანსი, რომ დამატებით დავასაქმოთ კიდევ 1000-მდე ადამიანი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეს შეეჭიდა და ძალიან კარგი ინვესტორია. ამას აუცილებლად მიყვება შაორის პროექტი. ტყიბულში მცხოვრები 10 ათასამდე ადამიანი, ასევე რაჭაში, ონსა და ამბროლაურში ხალხი დასაქმდება და მუშა ხელის დეფიქციტიც კი იქნება. ამ სამუშაოებს მიებმება წყალტუბო და ქუთაისი. ამას წინათ ქუთაისში ვიმყოფებოდი. ქუთაისელები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ქარხნების მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო ეგვიპტეში, საიდანაც მოაქვთ ქარხნები. ამის წაკითხვას ჯობია გაეცნოთ "ორჰუს ცენტრის" მიერ მომზადებულ დოკუმენტს (PDF): "რას უპირებს ხელისუფლება რაჭას?" რაჭას კატასტროფა ელოდება, თურქეთის ელ. მომარაგების უზრუნველსაყოფად! (IMG:http://img170.imageshack.us/img170/2300/83198790.jpg) (IMG:http://img248.imageshack.us/img248/9844/45866137.jpg) მხოლოდ სატანას მოციქული განწირავს ამ ბუნებას გასანადგურებლად (IMG:style_emoticons/default/sad.gif) ჯანსაღ ტყეებს გასაკაფად, ნოყიერ მიწას ტალახად საქცევად, სარწყავ წყალს დასატბორად ...! მოგვიანებით შევეხები გაყალბებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს; მამისონის უღელტეხილის მიმართულებით შექმნილ ვითარებას (ნიკოლოზის ხიდის აფეთქებას); პრეზიდენტის ფონდი ხარჯვის მიმართულებებს, ჭაბუა ამირეჯიბის 30 უმძიმეს ბრალდებას სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ (ამ კვირის "ასავალ-დასავალშია", თუ დაგაინტერესათ) და სხვა ქვეყნისთვის გადამწყვეტ მოვლენებს, რომლებიც თქვენს თვალთახედვაში არ/ვერ ხვდება! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#130
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
НОЛЬ ВНИМАНИЯ, <ФУНТ ПРЕЗРЕНИЯ>.
იმედი მაქვს ჭაბუა ამირეჯიბთან ინტერვიუ გამოგვაღვიძებს. რადგან PDF არ იძლევა კოპირების საშუალებას, ხელით გადმოვბეჭდე და მომიტევეთ შეცდომები. ტექსტი უცვლელად გადმოვიტანე - გამუქებებიც კი ორიგინალის შესაბამისადაა. კლასიკოსის სიტყვა ვესაუბრებით მწერალს, ქართული ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსს ჭაბუა ამირეჯიბს - ბატონო ჭაბუა, სანამ 9 აპრილის აქციები დაიწყებოდა, თქვენ მოუწოდეთ ყველა ქართველს - ”დაიცავი საქართველო”. სწორედ ეს სახელი შეერქვა 10 ივლისს დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელშიც ჩვენი ქვეყნის წარმატებული და სახელოვანი ადამიანები გაერთიანდნენ. რას გვეტყვით, რამდენად დროული და საჭირო იყო ამგვარი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება? - სამწუხაროა, რომ გონიერმა ქართველებმა მხოლოდ ახლაღა დააფუძნეს ეს საზოგადოებრივი მოძრაობა. ქართველ ხალხს არც წარსულ ძნელბედობაში აწყენდა ასეთი ღონისძიების გატარება. ნუ მალაპარაკებთ იმ თემაზე, თუ რა დღეში ვართ ქართველები დღეს! მგონია, რომ სრულიად კანონზომიერია ასეთი ადამიანების თავმოყრა-გაერთმთლიანება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, იმისთვის, რომ გამომუშავდეს ერის გადარჩენის და შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმა და ღონისძიებები. - ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საზოგადოებრივი მოძრაობის მიღმა რუსეთის კვალს და საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერესებს ხედავენ. ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი განაცხადა, ”დაიცავი საქართველოს” მიღმა სინამდვილეში ”დაიცავი კახა თარგამაძე” იგულისხმებაო. გრძნობთ თუ არა ამის გამო პირადად თქვენ თავს შეურაცხყოფილად და როგორ უპასუხებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს? - თქვენს მიერ მოყვანილ ”ხელისუფლების წარმომადგენლებსა” და შეკითხვას ”გრძნობთ თუ არა თავს შეურაცხყოფილად”, მინდა პასუხი ერთი ქართული ანდაზით გავცე. ეს ანდაზა თავდება სიტყვებით - ”...ხურმა რა ხილიაო”. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ ახორციელებს რუსების და მათგან იაფად ნაყიდი თარგამაძეების დავალებებს (კახას და მათგვარებს ვგულისხმობ), ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. - 9 აპრილს დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, ფაქტობრივად, სული დალია. როგორ შეაფასებთ 9 აპრილიდან მოყოლებულ პერიოდს ვიდრე დღევანდლამდე? რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ, ხალხმა და რატომ არ იღო ხელისუფლებამ ყურად ერის ხმა? - კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება ამ აქციების წინააღმდეგ, ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში გამოვთქვი აზრი, რომ ხელისუფლება სისხლს არ დაღვრის, რადგან ასეთი რამ მათი მფარველისა და მსოფლიო საზოგადოების უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. მაგრამ ადვილი შესაძლებელია, სულაც არავითარი რეაქცია არ გამოამჟღავნოს-მეთქი. მართლაც ასე მოხდა, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ რეპრესიებს. თავი წაიყრუეს - ამასაც ქართული ანდაზა მოუხდება - ”ვისაც რა უნდა თქვასო, და ბურჭულამ კი ფქვასო”. შეცდომები კი ძირითადად იმაში უნდა ვეძებოთ, რომ ხელისუფლების ”წაყრუება” არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციის მიერ და მთავარი კი მაინც ის გახლდათ, რომ სანამ აქციებს დაიწყებდნენ, ევროპასა და მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება იყო საჭირო. არც ის იყო გათვალისწინებული, რომ ამერიკის პატრონაჟი რუსების მკვეთრ წინააღმდეგობას წააწყდა და ოპოზიციას კი მორალური და პოლიტიკური უფლება არ აქვს, რამენაირად გამოიყენოს რუსების ფაქტორი. - მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ბრძოლაში ხალხი და ოპოზიცია დამარცხდა, ხელისუფლებამ კი გაიმარჯვა? თქვენი ვარაუდით, რა მდინარებას მიიღებს ხალხში დაგროვილი პროტესტი და აქვს თუ არა ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების შანსი? - ხელისუფლებამ გაიმარჯვა იმდენად, რამდენადაც დიდი ხელფასები და სამსახურებრივი მდგომარეობით განპირობებული გავლენა შეინარჩუნა. ოპოზიცია დამარცხდა იმდენად, რამდენადაც სააკაშვილმა პრეზიდენტობა შეინარჩუნა და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ 2013 წლის არჩევნებში გამარჯვების იმედიც აქვს, რადგან შველის პოლიცია, ჯარი, ბიუროკრატია, მათი ოჯახის წევრები და თუ ხმები შემოაკლდა, გაყალბების მოშველიებაც აქვს განაღდებული. მოკლედ, ქართველი ერის ეს ”მონაპოვარი” მდგრადია, თუ ხალხმა, მასამ ჭეშმარიტებას არ მიაგნო - გზას, სავალს და ქმედების სახეს ვგულისხმობ. ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ძალაუფლება მოწინააღმდეგის ხელშია და არც სისხლისღვრით მოპოვებულ ხელისუფლებას სჩვევია ხანგრძლივი პარპაში. ამას ისტორია ადასტურებს. - ბატონო ჭაბუა, თქვენ მწერალთა კავშირის ყრილობისთვის გაგზავნილ წერილში წერთ: სააკაშვილს უცხოეთში გატარებულმა წლებმა საკუთარი ერის სიძულვილი გამოუმუშავაო. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვითხარით, რატომ სძულს სააკაშვილს ქართველი ერი და რაში გამოიხატება ეს სიძულვილი? - მართალი ბრძანდებით. მოვიყვან ჩემი მცირე რამ წერილიდან ამონარიდს, რომელიც ”მწერლის გაზეთში”, 2009 წლის 1 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა: ”როგორც ჩანს, ლიტერატურასა და მუსიკის მოძულეობა ნაწილობრივ ბუნებით დაჰყვა და ძირითადად კი, უცხოეთში გატარებულმა წლებმა საკუთარი ერის მიმართ სიძულვილი გამოუმუშავა...” ჯერ ამ გამონათქვამის არსს განვმარტავ და შემდეგ საკუთარი ერის მიმართ სიძულვილის დამამტკიცებელ საბუთებს მოვიყვან. უცხოეთში მრავალგზის ნამყოფობისას არაერთ ქართველს შევხვედრივარ, ვისაც იმ საზოგადოების ზნე-ჩვეულებები, ცხოვრების სახე, ენა და შეხედულებები სისხლსა, ხორცსა და გონებაში ისე აქვს გამჯდარი, რომ თავისი წარმომავლობა დავიწყებული კი არა, უარყოფილი აქვს, ანუ საკუთარი ერის მიმართ ცინიკური, სიძულვილით აღსავსე დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. დღევანდელ საქართველოში დაბრუნებული ასეთი ქართველის ნაკლებობა არ იგრძნობა. მრავლად არიან ასეთები, მათ შორის ჩვენი პრეზიდენტიც. ახლავე შეგეკითხებით და ბოლოშიც გავიმეორებ, - ვის შეუძლია საკუთარი ერის მიმართ ამდენი სისხლისა და სამოქალაქო სამართლის არაადამიანური დანაშაულის ჩადენა, თუ არა სიძულვილით მოქმედ პირს? აქვე გამოვაპირობებ, რომ მომყავს ჩემთან მოტანილი სიის 57 ბრალდებიდან ის ბრალდებები, რომლებსაც უყოყმანოდ ვეთანხმები. დავიწყებ ისე, როგორც იწყებოდა ბრალდებათა ის ჩამონათვალი: - ”ბატონო პრეზიდენტო, დაფიქრებულხართ თუ არა ბრალდებებზე, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულობებზე, რომელთა გამო სიცოცხლეშივე თუ სიკვდილის შემდეგაც მოგიწევთ პასუხისგება?” 1. 2003 წელს ”ნაცმოძრაობამ და ბურჯანაძე-დემოკრატებმა” ძალის გამოყენებით ჩაიგდეთ ხელში საქართველოს ხელისუფლება და ”ვარდების რევოლუცია” უწოდეთ! 2. ხელახალ არჩევნებში თქვენი დამარცხების მიუხედავად, აგრეთვე ძალის გამოყენებით მიითვისეთ გამარჯვებული პრეზიდენტის თანამდებობა! 3. უნივერსიტეტს წაართვით ავტონომია და გააძევეთ 60 წელს გადაცილებული პროფესურა! 4. მხცოვანი სწავლულები და ინტელიგენტები ”ჩარეცხილებად” გამოუცხადეთ ქართველებს! 5. მწერლებს ხოშტარიას ნაჩუქარი სასახლე და კომპოზიტორებს საკუთარი სახსრებით აშენებული აგარაკი ჩამოართვით! 6. მეცნიერებათა აკადემია გაანადგურეთ, რითიც ხელი შეუშალეთ ქართული მეცნიერების განვითარებას! 7. საზოგადო მოღვაწეებს ჩამოართვით მათთვის მშენებარე საცხოვრებელი სახლი! 8. 7 ნოემბერს დაარბიეთ უიარაღო მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით და აკრძალული აკუსტიკური იარაღით! 9. მერაბიშვილის უწყების მიერ მოკლული ადამიანების სისხლის სამართლის საქმეები დღემდე გამოუძიებელია! 10. მერაბიშვილის უწყებამ დაარბია დმანისის დედათა მონასტერი და მრევლი! 11. საქართველოს მოსახლეობისთვის არავითარი ანგარიში არ წარგიდგენიათ იმაზე, თუ რა თანხებია და სად სად არის გახარჯული უცხოეთიდან გადმორიცხული დახმარებები თუ მომავალში ქართველთა მიერ გადასახდელი კრედიტები! 12. გაყიდეთ მიწები, ტყეები, სტრატეგიული ობიექტები, ოქროს, მარგანეცის საბადოები, სასმელი წყალი. უმრავლესობა მათგანი მიჰყიდეთ ჩვენს მტერს - რუსეთს! 13. მოამრავლეთ ქართული სიმდიდრეების ჩინელი და არაბი მფლობელები! 14. არაბებს და თურქებს მიჰყიდეთ წავკისი და ყაზახებს ლიკანი მიდამოებითურთ! 15. მიითვისეთ პატარკაციშვილის ქონება და ვინ იცის, რამდენჯერ და ვის მიჰყიდეთ! 16. ცხინვალში უგუნურად აჰყევით რუსების პროვოკაციას, რის შედეგადაც გამოუსწორებელი მარცხი განვიცადეთ - რუსები ჩვენს მიწაწყალზე დააფუძნეთ! 17. დაპირების საწინააღმდეგოდ დაკარგეთ ქართული მიწების მეხუთედი! 18. კოდორისა და დალის ხეობები ზემო აფხაზეთად მონათლეთ და აფხაზებს ჩააბარეთ! 19. ინვალიდებსა და ონკოავადმყოფებს გაუუქმეთ მანამდე არსებული დახმარება! 20. დაუშვით სამშობიარო მომსახურების გაძვირება! 21. არავითარი ზომები არ მიიღეთ შობადობის აღდგენისთვის! 22. დამბეზღებლობა ეროვნულ თვისებად აქციეთ! 23. არ ზრუნავთ ახალგაზრდობის ზნეობრივ აღზრდაზე! 24. წიგნის მაღაზიების ტრადიციული სადგომებიდან გასახლებაც თქვენი დასტურით განხორციელდა! 25. ქართული ენის პალატის გაუქმება თქვენი ბრძანებით მოხდა! 26. მკაცრი პოლიტიკური კონტროლი დაუწესეთ მედიას! 27. სასამართლო პროკურატურის დანამატად აქციეთ! 28. მოახერხეთ საკუთარი სამშობლოს სიღარიბისა და უმუშევრობის ქვეყნად გადაქცევა! 29. ქართველების მესამედი ემიგრანტებად აქციეთ! 30. არ უზრუნველყავით საქართველოში ხალხის ნების - დემოკრატიის დამკვიდრება, და ა.შ.! ვიმეორებ, შეიძლება, ადამიანმა საკუთარ ერისა და სამშობლოს ამდენი სისაძაგლე უბოძოს? მე მხოლოდ ნაწილი მოვიყვანე იმ სიიდან. ვიმედოვნებ, ჩვენი სახელოვანი პრეზიდენტი სულ ახლო მომავალში ამ სიას ასამდე არ გაზრდის. - თქვენი აზრით, როგორ უნდა შეძლოს ქართველმა ხალხმა არასასურველი ხელისუფლების შეცვლა? მიგაჩნიათ, რომ ეს მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი? - ძნელი სათქმელია, რადგან სააკაშვილი, სწორედ იმიტომ, რომ ამდენი დანაშაული მიუძღვის საკუთარი ერის მიმართ, ნებაყოფლობით არ წავა, რადგან წასვლა სასამართლოს წინაში დადგომის საშიშროებასა და მკაცრი განაჩენის მოსმენას ნიშნავს!!! მეორე მხრივ, ძალის გამოყენება გამორიცხულია. ერთი რამ კი ხდება ისტორიაში - ხალხის ერთდროული აფეთქება, მაგრამ არც ეს წაიყვანს ”პრეზიდენტს” ამერიკაში. სისტემა სისხლში ჩაახრჩობს ყოველგვარ გაერთიანებულ წინააღმდეგობას. ერთადერთი გზა სააკაშვილის თავიდან მოშორებისა ის არის, თუ ოპოზიცია როგორმე შეძლებს მისი მფარველის დარწმუნებას, რომ დაკისრებული მისიის აღსრულებას სხვაც შეძლებს, მაგრამ აქ დასაფიქრებელია ისიც, თუ ჭეშმარიტად რა სურს აშშ?! - ბატონო ჭაბუა, სხვა ინტერვიუებში და სტატიებშიც გაქვთ ნათქვამი, რუსეთი ახალი იმპერიის შენებაზე მუშაობს და მისი სამხრეთული ექსპანსია კვლავაც მოსალოდნელიაო. თქვენი აზრით, რა უნდა იღონოს ქართველმა ერმა, რომ კაციჭამიების კბილებს გადაურჩეს? - ამის პასუხიც რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი. უნდა შევქმნათ ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ისეთი თავდაცვითი სისტემები, რომელთა შიშით რუსი ათჯერ დაფიქრდება, თუ რად დაუჯდება ომი ჩვენს წინააღმდეგ - დანაკარგების ღირებულებას ვგულისხმობ, და თუ მაინც კაციჭამიობამ სძლია, სახელდობრ, ჩვენთან პირისპირობაში წაუხდეს მადა და ახალი იმპერიის შექმნის წყურვილი. ამისთვის ახალი და მიზნით განპირობებული თავდაცვის შექმნაა საჭირო, რაც ერთობ დიდ, ჩვენთვის მიუწვდომელ თანხებსა და რესურსებს მოითხოვს. ასე თუ ისე, ახალი თავდაცვითი სისტემის მეტი ჩვენს ეროვნულ-ისტორიულ არსებობას სხვა ვერაფერი გადაარჩენს. ასეთია ჩემი შეხედულება და თვალსაზრისი! ესაუბრა ლიდა წერეთელი ასავალ-დასავალი 2009 წლის 27 ივლისი - 2 აგვისტო # 30 (775) თუ იმას, რაზეც ჭაბუა ლაპარაკობს ”პოლიტიკას” უწოდებთ, კიდევ ერთხელ მითხარით რომ ”პატრიოტების ადგილი არაა პოლიტიკაში” და ”დაიკიდეთ და მოგეშვებათ”! ველოდები გამოხმაურებებს, პირველ რიგში gi0_kiborg, domen და Classical-სგან. გმადლობთ! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#131
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
gearge
ბოდიში, დღეს ვეღარ ვასწრებ, ხვალ აუცილებლად გიპასუხებ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#132
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
ესსე იგგი, ჩემი და მხოლოდ ჩემი აზრი შემდეგია:
რაჭის ამბავზე ვერაფერს ვიტყვი, არც გამიგია (აქ გეარგე თავს დააქნევს - აბა მე რას გეუბნებოდითო? :-)), მაგრამ არ გამოვრიცხავ, ესეც უბრალო აჟიოტაჟი იყოს. მით უმეტეს, რომ პროცესში, როგორც მივხვდი, რამდენიმე სოფელი საერთოდ უნდა აიღონ და ამ ამბავს თავისი წილი ყურადღება ზუსტად მაგ დროს დაეთმობა. რაც შეეხება ბატონი ჭაბუას ინტერვიუს, უმეტეს წილად ვეთანხმები, მაგრამ ისევ იგივე აზრზე ვარ - ოპოზიცია უბრალოდ არაა ხელისუფლების დონის, ამწამს ოპოზიციაში არ არსებობს "გადამტრიალებელი" ძალა. ვთქვათ რატომ, მოვიშველიოთ თვითონ ინტერვიუ. სააკაშვილს აქვს 57 მძიმე, აქიდან 30 უმძიმესი ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია უბრალოდ ვერ იყენებს. იწყებდა რა "საბოლოო" ბრძოლას, ოპოზიციამ ვერ გაითვალისწინა ის უმარტივესი აზრი, რომ ხელისუფლება უბრალოდ გაჩუმდებოდა (სხვათა შორის, ეგ აზრი ჩემთან აქციების დაწყებამდე იყო, რამდენიმე გონიერი ადამიანის მოსმენის ფუფუნება მქონდა), წყალში გადაყარა უზარმაზარი თანხა (იქნებ ვინმემ ისიც მითხრათ, აქციებს დაფინანსება არ სჭირდებოდაო) და მიიღო უარესი შედეგი, ვიდრე ჰქონდა - ხალხის მოზრდილმა ნაწილმა ზურგი აქცია. ფაქტია, რომ "კოალიციური" ოპოზიცია უბრალოდ ჩაფლავდა. სანამ დაიწყებდა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კამპანიას, მოსამზადებელი სამუშაოებიც კი არ ჩაუტარებია, ეს მაგალითიც იკმარებს: ახლა რომ გარბიან რეგიონებში, გაეთვალისწინებინათ ძველი გამოცდილება და თავიდან მოეგროვებინათ ასე საჭირო "კრიტიკული მასა". ან იმ უცხოურ მხარდაჭერაზე რაღა ვთქვათ, ინტერვიუში კრიტიკული მნიშვნელობისად რომაა მოხსენიებული? ფაქტია, რომ ასეთი "პიირსისხლიანი" მმართველი, "მიხაილ ნიკოლაევიჩი" (ძალიან არ მომწონს ამ გაზეთის მიერ პრიმიტიულად შერქმეული სახელები და უფრო ის არ მომწონს, რომ ასეთ გაზეთს კითხულობს ძალიან ბევრი) ძალიან უბრალოდ, ყველანაირი მოქმედების გარეშე უძლებს ჩვენი ოპოზიციის დარტყმებს (იქნებ ბრჭყალებშიც უნდა ჩამესვა ეს სიტყვა), რატომ უნდა ჩავდო მე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი - ის სამი თუ ხუთი საათი - ასეთ ოპოზიციასთან გვერდით დგომაში, როცა ისინი შედეგებს არ აჩვენებენ? და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, ხალხის რაოდენობის კლება აქციებზე ზუსტად ამას აჩვენებდა, ეგრე მგონია. ბოლოს ისევ გავიმეორებ: სანამ ბოლომდე არ გავერკვევი სიტუაციის არსში (რომელიც ისე მარტივი ნამდვილად არაა, როგორც აქციაზე მდგომ ოპოებს და მიშას გამოსვლაზე აცრემლებულ ბებოებს ჰგონიათ) და ბოლომდე ნდობა არ მექნება ლიდერების, არ ვაპირებ ამხელა დრო დავაბანდო საქმეში, რომლის შედეგიც შეიძლება ძალიან არ მომეწონოს. ზუსტად ისე, როგორც ვარდების რევოლუციის მონაწილეების უმრავლესობა ახლა მიშას აგინებს. და, რა თქმა უნდა, არ დავდგები არც ხელისუფლების მხარეს. ბოდიში არეული ნაწერისთვის (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#133
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
domen
ღირსეული გამოხმაურებაა ... კარგია, ძალიან კარგი! კონკრეტული ოპოზიციონერების დაუსაბუთებელი კრიტიკიდან, ოპოზიციური სპექტრის ქმედებების შეფასებაზე გადახვედი, რაც მხოლოდ მისასალმებელია! კარგია რომ გავცდით ისეთ კლიშედ ქცეულ სლოგან-გამონათქვამებს, როგორიცაა: "ყველაფერი ეს ბინძური თამაშია", "პოლიტიკა არის დიდი სიბინძურე", "გული მერევა ყველაზე გამონაკლისების გარეშე", "შორს ჩემგან პოლიტიკა", "რა გეპოლიტიკებათ", "ოპოზიციაც და მთავრობაც ერთმანეთზე უარესი ნაგავია" და ა.შ. მივცესალმები ნებისმიერ მეტ-ნაკლებად არგუმენტორებულ გამონათქვამს! ციტატა რაჭის ამბავზე ვერაფერს ვიტყვი, არც გამიგია (აქ გეარგე თავს დააქნევს - აბა მე რას გეუბნებოდითო? :-)), მაგრამ არ გამოვრიცხავ, ესეც უბრალო აჟიოტაჟი იყოს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , მაგრამ სამწუხაროდ სასაცილო არაფერია! მანამ ყველაფერზე თანმიმდევრულად გიპასუხებ, ერთი მითხარი: რა იცი მაგალითად მამისონის უღელტეხილთან შექმნილ ვითარებაზე (ნიკოლოზის დროინდელი ხიდის აფეთქებაზე და არა მარტო ...)? ეს კითხვა ყველა "კომპინფოელს" ეხება, ვისაც კი გამოუთქვამს თავისი აზრი ამ თემაში! რა იცით მამისონის უღელტეხილთან შექმნილ ვითარებაზე? დომენი ხვდება რაზე ვაპირებ გავამახვილო ყურადღება, რადგან საკმარისი გვისაუბრია ამ თემაზე. პრობლემა კი იმაშია, რომ ის აშკარა დასკვნა, რომლიც საკმაო ხანია გამოვიტანე და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რა არის, არა მარტო დომენს ეხება, არამედ თითქმის ყველა თქვენგანს! შეეცადეთ უპასუხოთ ჩემს დასმულ კითხვას, შემდეგ ცოტა მაინც ინფორმაცია მოიძიეთ ამ თემაზე და არა მარტო მიხვდებით რის თქმას ვაპირებ, არამედ (ნამდვილად იმედი მაქვს) აგეხსნებათ თვალი მრავალ შავბნელ საკითხზეც! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#134
|
|
![]() ცოლიანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 2.684 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი წევრი №: 23 ![]() |
gearge
აღარ ვაპირებდი ამ თემაში დაპოსტვას, მაგრამ მაინტერესებს შენგან, შენ რა ინფორმაციას ფლობ და რაც მთავარია რომელი წყაროდან? (მოდი იმას ნუ ვიტყვით რომ რახან "სამთავრობო არხი" არაა, სანდოა. რადგან სწორედ არასამთავრობო არხებს და ოპოზიციონერებს აწყობთ ეხლა რომ ხალხი მთავრობის წინააღმდეგ იყოს, ამ დროს სულაც არ იყოს ხელისუფლების ბრალი, საქართველოში არის ტენდენცია რომ რაც ცუდი ხდება ყველაფერი მთავრობის ბრალია, იქნებ ქარი და წვიმაც მთავრობას დააბრალონ მალე). P.S. ქედს ვიხრი დომენის ბრწყინვალე პოსტის წინაშე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!
"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი რუსთავის ფორუმი |
|
|
![]()
პოსტი
#135
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
Bekward
ამ შემთხვევაში მე გეკითხები(თ), რა იცით მამისონის უღელტეხილთან შექმნილ ვითარებაზე? ნიშნის მოგებით არ ვიძახი, უბრალოდ მომავალი იდეის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე თქვენ რა იცით ამაზე! რაც შეეხება ინფორმაციის წყაროს, კიდევ ერთხელ დააკვირდი ყველაფერს რაც აქამდე დამიწერია! არა-სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აღიარებული ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები, აქამდე უმრავლესად ზუსტად მათ სიტყვებს ვეყრდნობოდი და მათ ვციტირებდი. -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#136
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
gearge
ამ კონკრეტულ ოპოზიციონერში გრეჩიხას ვგულისხმობთ? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) Ok, არ ვკამათობ მაგ თემაზე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მამისონთან შექმნილ ვითარებაზე თითქმის არაფერი ვიცი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#137
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
პიესის სახით, გრეჩიხა (პრეზიდენტობის ერთადერთი რეალური კანდიდატი მიშას მერე) მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესახებ:
ან რაზე უნდა იკამათო ამ ადამიანთან დაკავშირებით. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) --------------- ამასაც არა უშავს: -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#138
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
ამ კონკრეტულ ოპოზიციონერში გრეჩიხას ვგულისხმობთ? Ok, არ ვკამათობ მაგ თემაზე თუგინდ ”გრეჩიხას” (IMG:style_emoticons/default/smile.gif) იმ ”გრეჩიხას”, რომელიც ძმასთან ერთად "დაიცავი საქართველოს" დამაარსებელთა შორის არის! იმ "დაიცავი საქართველოს", რომლის საპატიო თავმჯდომარეს წარმოადგენს ჭაბუა ამირეჯიბი და რომლზეც საუბრობდა ის ზევით! შეგახსენებ(თ): ჟურნალისტი: 10 ივლისს დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელშიც ჩვენი ქვეყნის წარმატებული და სახელოვანი ადამიანები გაერთიანდნენ. რას გვეტყვით, რამდენად დროული და საჭირო იყო ამგვარი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება? ჭაბუა: სამწუხაროა, რომ გონიერმა ქართველებმა მხოლოდ ახლაღა დააფუძნეს ეს საზოგადოებრივი მოძრაობა. ქართველ ხალხს არც წარსულ ძნელბედობაში აწყენდა ასეთი ღონისძიების გატარება. ნუ მალაპარაკებთ იმ თემაზე, თუ რა დღეში ვართ ქართველები დღეს! მგონია, რომ სრულიად კანონზომიერია ასეთი ადამიანების თავმოყრა-გაერთმთლიანება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, იმისთვის, რომ გამომუშავდეს ერის გადარჩენის და შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმა და ღონისძიებები. ამ არა-პოლიტიკური მოძრაობის დამაარსებელთა შორის ასევე არიან: ”რეჟისორები რობერტ სტურუა, რეზო ჩხეიძე და რეზო ესაძე; პოეტი დავით მაღრაძე, პოლიტიკოსი გოგა ხაინდრავა; თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გია ყარყარაშვილი; კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე; მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი; ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, სპორტსმენი ბიძინა გეგიძე; მსახიობები ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა პაპუაშვილი, ნატო მურვანიძე და სხვა არა ნაკლებ ძვირფასი ადამიანები.” რაც შეეხება კონკრეტული პოლიტიკოსების თემაზე კამათს, წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ჯერ არ გიპასუხია კითხვაზე: რომელი ოპოზიციის ლიდერთაგანი "უიმასშვებოდა" ქუჩაში ხალხს და როგორია "გრეჩიხისტული გაგების დემოკრატია"? კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა: აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის საბადოებზე გამოცხადებულ ტენდერზე თუ გაგიგონია(თ)? -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#139
|
|
![]() ფობოფობი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 3.431 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი წევრი №: 26 ![]() |
gearge
ბრიყვი მოკავშირე მტერზე უარესია და თუ ჭაბუა გრეჩიხაზე ამბობდა, "გონიერი ქართველიო", ბევრი არ მცოდნია მასზე. პოეტებმა, რეჟისორებმა, მოჭადრაკეებმა, სპორტსმენებმა და მომღერლებმა აკეთონ თავიანთი საქმე, ჩვენ მათ ამისთვის ვცემთ პატივს. პოლიტიკაში მათი ფასი ნულია, რატომღაც არ გესმის შენ ეგ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არა, მაგ ტენდერებზე არ გამიგია არაფერი. P.S. წინა კლიპებმა არაფერი გითხრა? თუ იქნებ გრეჩიხაზე იმითაც არ უნდა ვიმსჯელოთ, რომ აქციას და აქციის ფასს ვერ არჩევს, რომ ან ეკონომიკა გვერდით მაღაზიაში საპნის შედარებით იაფად ყიდვა გონია და ან უბრალო ხალხს ძალიან სულელურად და თავხედურად ატყუებს, რომ "ჩემი დედა" მენტალიტეტის კაცია, რომ ... P.P.S. ის კითხვა მე არა, პლასტიკურს უნდა დაუსვა :-) -------------------- უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
Wir müssen wissen — wir werden wissen! "და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო." ... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ... |
|
|
![]()
პოსტი
#140
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
gearge
კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა: აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის საბადოებზე გამოცხადებულ ტენდერზე თუ გაგიგონია(თ)? ამაზე კინაღამ გული გამისკდა სერიოზულად!!! domen ფაქტია, რომ "კოალიციური" ოპოზიცია უბრალოდ ჩაფლავდა. სანამ დაიწყებდა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კამპანიას, მოსამზადებელი სამუშაოებიც კი არ ჩაუტარებია, ეს მაგალითიც იკმარებს: ახლა რომ გარბიან რეგიონებში, გაეთვალისწინებინათ ძველი გამოცდილება და თავიდან მოეგროვებინათ ასე საჭირო "კრიტიკული მასა". ან იმ უცხოურ მხარდაჭერაზე რაღა ვთქვათ, ინტერვიუში კრიტიკული მნიშვნელობისად რომაა მოხსენიებული? რაღაც არ გეწყინოს მაგრამ ნოდარ ლადარიას სიტყვებს მაგონებს შენი წარმონათქვამი... რაც შეეხება მამისონის უღეტეხილს, ძალიან ბევრი რამ ვიცი, მაგალითად, რომ წავიდნენ მთავრობის წარმომადგენელები (მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ატეხა პანიკა!) და განაცხადეს, რომ ხიდი იყო დაზიანებული (როდესაც ის განადგურებულია) და ასევე ის, რომარაფერი არ დაგვიკარგავს და ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია, თუმცა!!! პირველ რიგში ხიდის არ არსებობა ხელს უშლის მეორე მხარეს ჩვენი 17 კილომეტრიანი პერიმეტრის კონტროლირებას!!! ვერცერტმა ტელეარხმა ვერ აჩვენა მამისონის უღელტეხილთან მდებარე ჰიდროელეკტრო სადგური, რომელიც ჩვენს მხარეს არის, მაგრამ იქამდე ვერ მიდის ვერავინ... აქედან გამომდინარე ეჭვი მიჩნდება, რომ არაფერსაც არ ვაკონტროლებთ... და ბოლოს ჟირინოვსკის სიტყვები მახსენდება: Я уже давно говорил о том, что если и дальше будет такой политический режим, то от Грузии останутся Тбилиси, Кутаиси и Поти. (თვენ გიჟი ეძახეთ და კი მართლდება ნელნელა მისი სიტყვები!)... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:22 PM |