მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სერვერი ფანჯრებიანი სახლისთვის, ანუ Windows Home Server
domen
პოსტი Sep 21 2009, 05:29 PM
პოსტი #1


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



პრობლემა


როგორც უკვე დავწერე, სულ ცოტა ხნის წინ აღმოვჩნდი 5-6 წლის ნაგროვები ფაილების დაკარგვის საშიშროების წინაშე და ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი ადგილის ქონა, სადაც რამდენიმე ხანში ერთხელ მოხდება მთელი მყარი დისკის ან რაღაც ნაწილის დარეზერვება, ყოველი შემთხვევისთვის. ამასობაში დიდი ხანია ვფიქრობ, ჩემი ძველი კომპი გადავაკეთო პატარა მედია სერვერად, რომელზეც შეინახება გაზიარებული ფაილები, ფილმები, მუსიკა და ფოტოები და მათთან წვდომა და სტრიმინგი ყოველთვის იქნება შესაძლებელი. ბოლო-ბოლო, მალე მე-6 კომპი შემოგვემატება და ხანდახან ძნელია გაიხსენო, როდის სად რა შეინახე :-)

გადაწყვეტის გზები : თეორია


აქამდე ვფიქრობდი, როგორმე Windows 7 დამეყენებინა იმ კომპზე და HomeGroup-ის საშუალებით მომეგვარებინა ეს ამბავი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გადავაწყდი ძალიან საინტერესო რამეს: MS-ის ხედვას მომავალ "ციფრულ სახლთან" დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ხანია, MS უშვებს Windows Home Server-ს (WHS), Windows Server 2003-ზე დაფუძნებულ სისტემას.

იდეა შემდეგია: სახლში იდგმება ერთი პატარა, არც ისე მძლავრი და მცირე ენერგიის მომხმარებელი კომპიუტერი (არ საჭიროებს კლავიატურას, თაგვს და მონიტორს), ერთდება ქსელში და ზედ დგება Windows Home Server. შემდეგ ის ერთდება ყველა დანარჩენ კომპიუტერთან და აწარმოებს მათ ყოველდღიურ დარეზერვებას. დარეზერვება სრულია - საჭიროების შემთხვევაში Home Server-ს შეუძლია აღადგინოს კომპიუტერის სისტემური განყოფილებაც კი.

თუმცა დარეზერვებით არ მთავრდება შესაძლებლობები: Home Server-ზე შესაძლებელია გაკეთდეს გაზიარებული საქაღალდეები, რომლებზე წვდომაც ექნება ყველას, სახლშიც და ინტერნეტის გავლითაც, მხარდაჭერილია სტრიმინგი XBOX-ზე, Zune-ზე და სხვა თავსებად ("თავსებადი" რომლებია, არ ვიცი) მოწყობილობებზე. Home Server-ის გავლით შესაძლებელია ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპის სრული კონტროლი ქსელის გარედან - პროგრამების გაშვებაც კი შეიძლება :-)

რადგანაც Home Server-ში ერთიანდება მთელი სახლის ვინჩოები, შესაძლებელია ერთიანი ძიების ინდექსის შექმნაც, რომელიც საშუალებას იძლევა, ფაილები ეძებოთ სახლის ყველა კომპზე ერთდროულად.

იმისთვის, რაც უკვე ჩაშენებული არაა WHS-სში, არსებობს გაფართოებების (Add-In) საცავი, ვთქვათ, ჩამოტვირთვების ან ტორენტის მენეჯერი, რომლებიც ხსნიან მთავარი, მძლავრი და ზუზუნა კომპის ჩართულად დატოვების აუცილებლობას. ან კიდევ გაფართოება, რომელიც საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ბრაუზერის გამოყენებით მიწვდეთ Home Server-ში შენახულ ფაილებს. შესაძლებელია გაფართოებების სახით Home Server-ზე დააყენოთ PHP და MySQL და გამოიყენოთ ის ჩვეულებრივ სერვერად. და ასე შემდეგ.

რამოდენიმე საინტერესო თემატური რესურსი:

Windows Home Server @ Microsoft.com

Windows Home Server Demo @ Microsoft.com

Windows Home Server @ Wikipedia

Windows Home Server - Get Started @ We Got Served



მოკლედ, WHS ნამდვილად უნივერსალური და არსებულთაგან ყველაზე სერიოზული გადაწყვეტაა, მეც გადავწყვიტე, ის გამოვიყენო.

გადაწყვეტის გზები : პრაქტიკა


პრაქტიკულად საჭიროა ან შევიძინოთ ბრენდ სერვერი, რომელიც ლამაზადაც გამოიყურება და სერვერის ლიცენზირებული ვერსიაც მოჰყვება, ან ჩვენი ხელით ავაწყოთ რამე შესაფერისი კომპი და ზედ გატეხილი სერვერი დავაყენოთ (ყიდვა რომც გინდოდეთ, ჩვენთან შანსი არაა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ).

ბერნდ სერვერი და კარგი ცხოვრება ნამდვილად კარგია, მაგრამ ეს სიამოვნება ადგილზე ასე $400-დან $700-მდე ჯდება, ტრანსპორტირების და განბაჟების მერე ალბათ $700-დან $1000-მდე, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეგ არ მაწყობს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ასე რომ, ან ძველი კომპი უნდა გამოვიყენო, ან ახალი ავაწყო. ძველის გამოყენებას აზრი არ აქვს, SATA პინები არ აქვს მაზერს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) თუმცა რაღაც ხეირი არის - კეისს დავიტოვებ.

სერვერის აწყობა, უხეშად დავთვალე, სადღაც $250-დან $300-მდე დაჯდება (1 TB მეხსიერებით). აქ მჭირდება დახმარება: ავაწყოთ კომპი, რომელიც გამოდგება სერვერად, მოიხმარს მინიმალურ ენერგიას და ექნება მინიმალური ფასი (სასურველია $200-ს ძალიან არ ასცდეს). მერე ამ ყველაფრის კარგ სტატიაში მოქცევაც შეიძლება.

საჭიროა შემდეგი კომპონენტები:
  • დედა დაფა (ინტეგრირებული ქსელი, ხმა და ვიდეო)
  • პროცესორი
  • რამი (2 GB, ალბათ)
  • HDD (სავარაუდოდ ორი, 500 GB ან 1 TB)

კეისი მაქვს (ძველს გამოვიყენებ), მონიტორი, კლავა და თაგვი არ დამჭირდება. DVD-ROM-საც (WHS-ის ინსტალაციისასაა საჭირო) ძველს გამოვიყენებ.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ საჭირო თანხა ამწუთას არ მაქვს, ნელ-ნელა მომიწევს შეგროვება :-) თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია - "ხვალ" არ ვყიდულობ ამ კომპს, დრო არის. თუ რამე ახალი და ამ მხრივ საინტერესო გამოდის მალე, არ დამიმალოთ :-)

მოკლედ, სულ ეს იყო, დღეიდან ვიწყებ შესაფერისი ნაწილების ძებნას, თუ რამე საინტერესოს წააწყდებით და არ დაგეზარებათ, მაცნობეთ ხოლმე. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 გვერდი V  < 1 2  
Start new topic
გამოხმაურებები (20 - 27)
Power_VANO
პოსტი Sep 25 2009, 07:26 AM
პოსტი #21


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ციტატა(otosaxel @ 24th September 2009 - 10:57 PM) *
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=4733
ამაზე რა იქნებოდა

ვუიმე, ვუიმე, რისთვის სდომებია თურმე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

თავიდან ზედაპირულად გადავხედე თემას და ვერ ჩავწვდი იდეას ბოლომდე. აი მერე ხელმეორედ რომ გადავიკითხე... მომეწონა უკვე (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

თან ფინანსებიც ბევრი არაფერი უნდა... ამ ატომ 330-ზე მშვენიერი პატარა სახლის კომპის აწყობაც კი შეიძლება, ნეტში სერფინგისა და ყოველდღიური წვრილმანი საქმიანობისთვის. 2 ბირთვი აქვს, 1.6 გჰც + Hyper-Threading.
თან ძალიან, ძალიან ეკონომიურია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Sep 25 2009, 07:29 AM
პოსტი #22


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



otosaxel
შე კაცო, აქვს ორივეს ეს გიგაბაიტიანი, თუ დამჭირდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) არ დამჭირდება მგონი, ვანოს პოსტსაც თუ გავითვალისწინებთ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

სატა თეორიულად რას ითხოვს, ერთია და რამდენია პრაქტიკული მაქსიმუმი - ეგ მეორე. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა(otosaxel @ 25th September 2009 - 12:06 AM) *
ანუ ამით იმას გეუბენები რომ ჯობია RAID ანდო intel ICH 7 ვიდრე ჭიჭიკო SIS-ს

იმ მაზერს რაც შეეხება, აგერ მისი მხარდამჭერი სისტემების სია, არაა WHS. გასარკვევია, მოკლედ, ჯერ სადაა საერთოდ.

და კარგი, SATA-300-ის მხარდამჭერი კონტროლერის შოვნა PCI-ზე არ გაჭირდება მგონი. დავძებნი დღეს.

Power_VANO
RAID-ს გამტარობისთვის არ ვაპირებ, RAID 1 მინდა დამატებითი უსაფრთხოებისთვის. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თუმცა გუშინ Drive Extender-ის Technical Brief წავიკითხე და გავერკვიე დეტალებში, მგონი არ დამჭირდება RAID საერთოდ.

ნუ, LAN-ს შევეგუები (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

პროცესორი რავი, მგონი უნდა ეყოს 230. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მასე შეიძლება $20-ის დამატებით C2D მოგივიდეს, მაგრამ არ იქნება საჭირო. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) გადავათვალიერებ კიდევ ტესტებს და განხილვებს. მოკლედ, მაქსიმუმ ეკონომიას ვცდილობ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

P.S. აგერ, თქვენც გირჩევთ, ვინც ნამდვილად აპირებთ WHS-ის გამოყენებას, გადაიკითხეთ: Windows Home Server Technical Brief for Drive Extender.


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Sep 25 2009, 10:21 AM
პოსტი #23


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



domen
სიგეიტები იყიდე კაცო, უკვდავი HDD-ებია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ძველ კომპზე 5 წელია 120-იანი სიგეიტი მუშაობს, ხარივითაა ისევ, ხმაურიც კი არ აქვს აკიდებული.

მაგ დრაივ იქსტენდერზეც ამოვბეჭდე და წავიკითხავ დღეს.

ისე, ძალიან მომწონს Acer-ის კომპი: http://www.wegotserved.com/2009/04/30/hand...re-home-server/
მაგრამ მარტო კეისი მინდა მაგისი. მარტო კეისს კი სად ვიშოვნი აბა (IMG:style_emoticons/default/sad.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Sep 25 2009, 10:58 AM
პოსტი #24


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



Power_VANO
ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა წავიკითხე გუშინ: "დროთა განმავლობაში ორი რაღაც აუცილებლად გაფუჭდება - ვენტილატორები და HDD-ები. იმიტომ, რომ მათ მოძრავი ნაწილები აქვთ". ვეთანხმები (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

უკვდავობას რაც შეეხება, NewEgg-ზე ნებისმიერ HDD-ზე დაძებნე - ისეთ ხალხსაც ნახავ, ვისაც მეორე დღეს გაუფუჭდა (თან არა ერთს!) და ისეთსაც, ვინც მესამე წელია ამუშავებს და კმაყოფილია. ლატარეაა HDD-ს ყიდვა - ან გაგიმართლებს, ან არა, პანაცეა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ არსებობს.

კეისს ზუსტად მაგას ალბათ ვერ იშოვნი, მაგრამ არანაკლებ მშვენიერი გადაწყვეტები შეგიძლია ნახო: ვთქვათ, ეს (მანდვე ძალიან ბევრი Mini-ATX კეისია).


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Sep 25 2009, 11:33 AM
პოსტი #25


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



მოკლედ ჩემ ჰარდსაც დავწერ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) , ოღონდ დომენის იდეისგან განსხვავებით სხვანაირი რამე მინდა (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

მაზერი ზუსტად იმ ჩიპსეტზე რის ვირტულიზაცისაც ახდენს vmware worckstation (დაგუგლეთ (IMG:style_emoticons/default/wink.gif) )
პროციკო:
266 მეგაგერციანი "პენწიუმ" 2 (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
რამი 32 მბ. (IMG:style_emoticons/default/sad.gif) (ესაა ბანძი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
ვიდეო S3 2 მბ. ინტეგრირებული (არა თანამედროვე გაგებით (IMG:style_emoticons/default/wink.gif) , ანუ რამს არ აჭრის რა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )
აქვს PCI 2.2 ანუ უნდა გამეძლიერებინა ოპერები და ზემოთ დადბული კარტა + ორი Seagate, რომლიც ჯერ უნდა კონტროლერზე დამეტესტა. ხო რა თქმა უნდა RAID JBOD (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)

რაც შეეხება OS ვაპირებდი, ჩამესხა, დაახ. LFS , პროსტა სხვა კომპონენტებით, მაგ busybox და ნუ X ვაპშე არა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

და ხო ფუნქციონირებით უნდა ყოფილიყო ეწ. პერსონალური მონა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

მაგრამ domen-ის იდეა მომეწონა!

ანუ შუშაბანდი და რამე (IMG:style_emoticons/default/wink.gif) და ITX მაზერი (IMG:style_emoticons/default/wink.gif) , პროსტა უფულობას რა ვუთხარი (IMG:style_emoticons/default/sad.gif) , ისე ნახე რა ფასი დაადეს http://www.alta.ge/geo/products.php?action...ls&id=27403 (IMG:style_emoticons/default/sad.gif)
ჩამოტანა ჯობია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

და ისე linux წავა ხომ მგონი ITX მაზერებზე?


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Sep 25 2009, 12:05 PM
პოსტი #26


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



otosaxel
ოთო, სახლის სერვერს რაც არ ეხება, სხვა თემაში განვიხილოთ, ჯობია. (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი Sep 25 2009, 12:08 PM
პოსტი #27


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



domen
ციტატა(domen @ 25th September 2009 - 03:05 PM) *
ოთო, სახლის სერვერს რაც არ ეხება, სხვა თემაში განვიხილოთ, ჯობია.

კარგი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) უბრალოდ ვთქვი, რომ ITX და წინდას დაყენების იდეა მეც მომეწონა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) , ანუ რომ შეუკვეთავთ, ლინკიც დადეთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jan 26 2010, 06:48 PM
პოსტი #28


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



მოკლედ, მეღირსა და ავაწყვე WHS (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

რკინეულობა:

დედა დაფა - Intel® Desktop Board D945GCLF2 (132 ლარი, ჩამოვიტანე Buy.com-იდან Amazon-ის გავლით), კინგსტონის აღნიშვნის უღირსი 1 გბ რამი (30 ლარი - მადლობა, სოსო :-)), 80 გბ IDE ვინჩო სისტემისთვის (მქონდა), Samsung-ის 750 გბ-იანი SATA ვინჩო დამატებით (154 ლარი), კეისი - ძველი.

ერთჯერადად, სისტემის და დრაივერების დასაყენებლად დამჭირდა DVD-ROM.

რაც შეეხება სოფტს, ამჯერად მომიწია პირატული ვერსიით სარგებლობა :-) ჩამოვტვირთე WHS PP1 რომელიღაც ტორენტიდან, მერე თავისით განიახლა თავი PP3-მდე.

სერვერი არ საჭიროებს კლავას, თაგვს, მონიტორს და სხვა გარე მოწყობილობებს. უბრალოდ შეერთებული უნდა იყოს ქსელში და ნებისმიერი კომპიდან Remote Desktop-ითაა მისაწვდომი. თითქმის არ აქვს ხმა (ჩემს შემთხვევაში ძველი კეისის ქულერი ხმაურობს ძირითადად, თუ ახალ mini-ATX-ს იყიდით, ხმა საერთოდ არ ექნება) და საერთოდ არ ცხელდება - კარგა დაძაბული მუშაობის შემდეგაც კი ტემპერატურა გრილს არ სცილდება. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასე რომ, ბლოკის დადგმა შეიძლება ნებისმიერ ადგილას, თუ ეს ადგილი ძალიან დახურული არ იქნა (მინიშნება: კარადის თავზე თავისუფალი ადგილი გაქვთ? :-)) მოკლედ, ძალიან პრაქტიკული რამეა.

რაც შეეხება ფუნქციონალობას, უბრალოდ მშვენიერია. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ავტომატურად აკეთებს ქსელში შეერთებული კომპების სარეზერვო ასლებს და Shared Folders-იც ძალიან მოსახერხებელია: მთელი მულტიმედია კოლექცია (ფოტოები, ფილმები, ვიდეოები, მუსიკა) მისაწვდომია ყველა კომპზე და დაყოვნებების გარეშე იკვრება. სპეციფიკური დამატებების საშუალებით შეიძლება ყველა კომპის ცენტრალიზებული მართვა და კიდევ ათასი რაღაც, რაც ახლა არ მახსენდება :-)

ჯერჯერობით არ მქონია საშუალება, მომესინჯა ყველა საინტერესო დამატება, ძალიან ბევრია.

ესეც სკრინი ჩემი WHS კონსოლიდან:


(IMG:http://img706.imageshack.us/img706/3838/whsconsole.png)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th September 2025 - 11:50 AM