მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
gearge
პოსტი Jul 11 2009, 02:16 PM
პოსტი #101


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



მინდა დავიწყო ღრმად პატივცემული პიროვნების, ექსპერტის ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), სამართლისა და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრის (პარიზი) პროფესორ ბიძინა (გურჯი) სავანელის მიმართვით ქართველი ხალხისა და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების დიპ. კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. მიმართვა შედგენილია ღია წერილის სახით, დაგზავნილია სრულიად დიპლომატიური კორპუსისათვის და გამოქვეყნებულია გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში (№ 26 (771) 29 ივნ. - 5 ივლისი).

ტექსტი მოკლეა, დაწერილი მისაღებ ფორმაში, ლაკონურად, ამიტომ ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას. პირადად ერთი სუნთქვით ჩავიკითხე. მომიტევეთ შეცდომები, ხელით გადმოვბეჭდე.

საგანგებო მიმართვა
საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების
დიპლომატიური კორპუსის მეთაურებს

ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანიული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:

1.საქართველოში, ფაქტობრივად, აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშიც გახლავთ: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის* დასკვნებით;

2.ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული ”მოქალაქეთა კავშირი” - ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული - არის ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის თვრამეტკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება;

3.
თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, ”ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად აღიარა თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე იურე პრეზიდენტი;

4.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები;

5.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით
ხალხი არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვით პროფკავშირებისა და სასამართლოსგან, ხოლო უმუშევარი ხალხი ბედის ანაბარა დარჩა და ტოვებს სამშობლოს;

6.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთო-ს და სახალხო დამცველის დასკვნებით და რის გამო საქართველო პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება;

7.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოს მთელი სატელევიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” საზოგადოებას, ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე და სხვა მედიასაშუალებების ჯურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა.

8.საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა საკანონმდებლო ხელისუფლების სრული უზურპაცია, რითაც ხალხს მოესპო საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ხოლო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისში აღმოჩნდა;

9.მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში;

10.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას;

11.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევს;

12.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით
ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედია ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია.

ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან სახეზეა ტირანია და ჩაგვრა, რამაც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შეიძლება სახალხო აჯანყება** გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. [უცხოელ დიპლომატებს] მოგიწოდებთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი საქართველოს ხალხსა და კვაზი-ხელისუფლებას შორის, ადეკვატურად შეაფასოთ საქართველოში და მის გარეთ მიმდინარე პროცესები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის ხარჯზე დიქტატურის დამყარებისკენ სააკაშვილის და მისი გუნდის სწრაფვის თანამონაწილე არ გახდეთ.

2. გთხოვთ [უცხოელ დიპლომატებს], საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოთხოვნას უშუალოდ გაერო-ს და ეუთო-ს მიერ ვადამდელი თავისუფალი და გაუყალბებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

// პასუხი კითხვაზე ”ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?”. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული (ანუ კანონმდებლობაში ჩადებული) გზა არის არასანდო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის განსამუხტად!

ქართველ ხალხს ვაბრთხილებ: რუსეთი გააგრძელებს, ზოგიერთი მეზობელი კი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ დაპყრობას, ხოლო სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთისგან დევნილობის მოტივით დატოვებენ საქართველოს, მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს უცხოეთში და დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონებიან.

ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო,
ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ
შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო!

ღრმა პატივისცემით,
პროფესორი ბიძინა სავანელი”

ინფორმაციისთვის: ბატონი ბიძინა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ორგანიზაციას და არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას.

ეს მიმართვა ლოგიკური გაგრძელებაა 2009 წლის 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ მიტინგზე** წარმოთქმული სიტყვისა:

ბიძინა სავანელი: რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი?

რატომ და იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა:

  • მოკლა დედა-შვილი ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი
  • მოკლა ვაზაგაშვილი და რობაქიძე, ამოხოცა პატიმრები საკნებში და ახალგაზრდები კორტებთან
  • მოკლა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება
  • მოკლა ქართველი ერის საკუთრების უფლება მისთვის საარსებო და სტრატეგიულ ობიექტებზე
  • მოკლა ეროვნული წარმოება, საშუალო და მსხვილი ბიზნესი
  • მოკლა ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა
  • მოკლა მოქალაქეთა პირადი საკუთრების უფლება
  • მოკლა ქართული მეცნიერება, ხელოვნება და განათლება
  • მოკლა აზრის გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი ტელესივრცე
  • მოკლა ხალხის უფლება გაუყალბებელ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე
  • მოკლა სხვა ერებთან და ეროვნებებთან მშვიდობიანი ქართველი ხალხის თანაარსებობის უფლება
  • მოკლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წამოიწყო ომი და სასიკვდილოდ გასწირა ქართველი მეომრები

ამრიგად, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა ქართველი ერის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვითმყოფობა, რის გამოც ქართველი ერი უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებისგან.

© გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"

ეს 12 პუნქტი მინდა გახდეს ჩონჩხი რომელზეც შევძლებთ გავრცობას. არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ? ჩემი მხრიდან წინასწარ ვაცხადებ რომ ბატონ ბიძინას ყველა პუნქტში ვითანხმები და აუცილებლად გავცემ პასუხს კითხვას ”რატომ?”, საუბრი განმავლობაში. თემა ღიაა, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას!

როგორც კენედიმ თქვა: ”არ იკითხოთ რა შეუძლია ქვეყანას გააკეთოს თქვენთვის - იკითხეთ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ქვეყნისთვის”! მე მაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ თქმასაც თავისი დრო აქვს. რა არის ჩემი საბოლოო მიზანი? მინდა ყველა(!) თქვენგანში გაიღვიძოს ილია ჭავჭავაძემ!

ილიას უკვდავი ”ელეგია”, თქმული 1859 წელს, ზუსტად საუკუნე-ნახევრის წინ და დღემდე აქტუალური:

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართველის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.


P.S. აუცილებელია დაიწეროს გუშინ გამოცხადებულ ახალ, მძლავრ არაპოლიტიკურ(!) ორგანიზაციაზე სახელწოდებით ”დაიცავი საქართველო”, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის საპატიო თავმჯდომარეობით. მანამ კი, თქვენს რეაქციას ველოდები!

*საზოგადო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი (საზოგადო დამცველი): სოზარ სუბარი.
**დიახ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხალხს აქვს აჯანყების უფლება ხელისუფლების მხრიდან ტირანიისა და ჩაგვრის შემთხვევაში!
***ინიციატორთა გადაწყვეტილებით 15 მარტს აქცია იყო ზეპოლიტიკური, მასში არ ფიგურირებდა პოლიტიკური პარტიები და არ იყო გამოყენებული პოლიტიკური სიმბოლიკა. შეკრების ინიციატორი იყო 22 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილის ”კანონი ხალხისათვის”, თანასწორობის ინსტიტუტი, ქართული აკადემია, მოძრაობა 7 ნოემბერი - ჯაბა ჯიშკარიანი, ჟურნალისტები მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია ”მაესტრო”) და ალეკო ელისაშვილი (ტელეკომპანია ”კავკასია”), აქაციას ასევე შემოუერთდა,,გურამ შარაძის საზოგადოებაც’’. შეკრების სლოგანი იყო: ,,მიშა, წადი - მომავალო გაფრთხილდი!”. აქციის რამდენიმე სურათი:

(IMG:http://img102.imageshack.us/img102/5180/a902145db6d3.th.jpg) | (IMG:http://img268.imageshack.us/img268/5594/c78660f5d008.th.jpg) | (IMG:http://img30.imageshack.us/img30/2558/37ffa042a691.th.jpg)
წყარო: forum.ge


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
- gearge   დღევანდელი პოლიტიკა   Jul 11 2009, 02:16 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 15th Ju...   Jul 15 2009, 05:59 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 15th July 2...   Jul 15 2009, 07:06 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 15th Ju...   Jul 15 2009, 08:17 PM
- - Bekward   ისე ამდენი პარტიებ...   Jul 15 2009, 10:52 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 16th Ju...   Jul 16 2009, 05:51 AM
- - Bekward   ის ერთი პარტია გვჭ...   Jul 16 2009, 06:23 AM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 16th J...   Jul 16 2009, 07:01 AM
- - Bekward   ბოლო გამონაკლისი: Gi...   Jul 16 2009, 09:52 AM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 16th Ju...   Jul 16 2009, 09:59 AM
- - gi0_kiborg   წინასწარ ყველა პოს...   Jul 16 2009, 11:01 AM
- - domen   gi0_kiborg გაიხარე! გეთ...   Jul 16 2009, 11:19 AM
- - Giena   gi0_kiborg domen მალადეც და ...   Jul 16 2009, 11:50 AM
- - gi0_kiborg   Giena შენც მართალი ხა...   Jul 16 2009, 11:59 AM
- - domen   Giena და მერე ვაიდა რო...   Jul 16 2009, 12:12 PM
- - Giena   domen ციტატა(domen @ 16th July 2...   Jul 16 2009, 12:28 PM
- - domen   Giena გეარგესაც ვკითხ...   Jul 16 2009, 12:57 PM
- - Giena   gi0_kiborg ციტატა(gi0_kiborg @ 1...   Jul 16 2009, 01:03 PM
- - domen   Giena მორალი - მდუმარე...   Jul 16 2009, 01:06 PM
- - Giena   domen ციტატა(domen @ 16th July 2...   Jul 16 2009, 01:11 PM
- - domen   აბა შენ იცი მე მგონ...   Jul 16 2009, 01:12 PM
- - Giena   ციტატა(domen @ 16th July 2009 ...   Jul 16 2009, 01:16 PM
- - domen   Giena   Jul 16 2009, 01:17 PM
- - gearge   დღეს შევამჩნიე მხო...   Jul 21 2009, 08:37 PM
- - Chacha   სანამ ფორუმელებშI ...   Jul 25 2009, 10:13 PM
- - Giena   Chacha შეგიძლია ეხლა გ...   Jul 26 2009, 05:14 PM
- - Classical   ვახ ბიჯო ეს რა ნახა ...   Jul 26 2009, 05:51 PM
- - Chacha   Giena ეხლა მეზარება, მ...   Jul 26 2009, 05:58 PM
- - domen   gearge 8 ნოემბერია ეგ, ს...   Jul 27 2009, 06:34 AM
- - gearge   domen ხომ, როგრც ჩანს...   Jul 28 2009, 05:40 PM
- - gearge   НОЛЬ ВНИМАНИЯ, <ФУНТ ПРЕЗР...   Jul 29 2009, 12:27 PM
- - domen   gearge ბოდიში, დღეს ვეღ...   Jul 29 2009, 08:01 PM
- - domen   ესსე იგგი, ჩემი და მ...   Jul 30 2009, 10:44 AM
- - gearge   domen ღირსეული გამოხმ...   Jul 30 2009, 12:04 PM
- - Bekward   gearge აღარ ვაპირებდი ...   Jul 30 2009, 12:52 PM
- - gearge   Bekward ამ შემთხვევაში ...   Jul 30 2009, 01:34 PM
- - domen   gearge ამ კონკრეტულ ოპ...   Jul 30 2009, 02:52 PM
- - domen   პიესის სახით, გრეჩ...   Jul 30 2009, 04:28 PM
- - gearge   ციტატა(domen @ 30th July 2009 ...   Jul 30 2009, 04:52 PM
- - domen   gearge ბრიყვი მოკავშირ...   Jul 30 2009, 05:03 PM
- - Giena   gearge ციტატა(gearge @ 30th July...   Jul 30 2009, 05:21 PM
- - gearge   domen, Giena და ყველა ... საქ...   Jul 30 2009, 06:53 PM
- - Bekward   gearge ციტატა(gearge @ 30th July...   Jul 30 2009, 07:36 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 30th Ju...   Jul 30 2009, 07:38 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 30th July 2...   Jul 30 2009, 09:35 PM
- - gearge   Bekward ვიდეო რეპორტაჟ...   Jul 30 2009, 09:48 PM
- - gi0_kiborg   domen ნუ ხარ შენ პროვო...   Jul 31 2009, 06:16 AM
- - domen   gearge ვეღარ ვხვდები ნ...   Jul 31 2009, 07:23 AM
- - gearge   domen აფხაზეთის ტერიტ...   Jul 31 2009, 10:48 AM
- - gearge   Bekward შენ რა იდეასაც ...   Jul 31 2009, 11:34 AM
- - domen   gearge მაინც ვერ მივხვ...   Jul 31 2009, 12:35 PM
- - gearge   ყველა გირჩევდით კი...   Jul 31 2009, 01:33 PM
- - Bekward   gearge ციტატა(gearge @ 31st July...   Jul 31 2009, 01:57 PM
- - domen   gearge ციტატა(gearge @ 31st July ...   Jul 31 2009, 02:07 PM
- - Giena   Bekward კი, თუმცა თვითო...   Jul 31 2009, 03:29 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 31st July 2...   Jul 31 2009, 03:49 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 31st Ju...   Jul 31 2009, 04:07 PM
- - gearge   Bekward ვიდეო რეპორტაჟ...   Jul 31 2009, 04:42 PM
- - Giena   ეხლა ვუყურე გუშინდ...   Jul 31 2009, 05:19 PM
- - gearge   მეც, შევუერთდები Giena...   Jul 31 2009, 07:21 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 31st July 2...   Aug 1 2009, 07:59 AM
- - gearge   Bekward თუ ვერ უკრავდი, ...   Aug 1 2009, 11:22 AM
- - Bekward   gearge მადლობა ვნახავ ...   Aug 1 2009, 02:55 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 1st Aug...   Aug 1 2009, 07:02 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 1st August ...   Aug 1 2009, 07:49 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 1st Aug...   Aug 1 2009, 09:55 PM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 2nd August ...   Aug 2 2009, 06:58 AM
- - Giena   Bekward ხომ გითხარი ძმა...   Aug 2 2009, 07:48 AM
- - Bekward   Giena კაცო ხიდი ააფეთ...   Aug 2 2009, 08:18 AM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 2nd Aug...   Aug 2 2009, 08:21 AM
- - Bekward   Giena ციტატა(Giena @ 2nd August ...   Aug 2 2009, 06:56 PM
- - Giena   Bekward ციტატა(beka_sh @ 2nd Aug...   Aug 2 2009, 07:11 PM
- - Bekward   Giena ეს ის ვანო არაა, ...   Aug 3 2009, 06:02 AM
- - gearge   ნაციონალური "მიშ...   Aug 6 2009, 11:32 AM
- - gearge   ვაგრძელებ მტკივნე...   Aug 6 2009, 06:06 PM
- - gearge   დღეს ტრაგიკული დღე...   Aug 7 2009, 02:18 PM
- - Chacha   Giena როგორც ქინა თავ...   Aug 15 2009, 07:46 PM
- - Giena   Chacha ციტატა(Chacha @ 15th Augu...   Aug 15 2009, 08:35 PM
- - gearge   შენ პირს შაქარი და ...   Aug 15 2009, 10:34 PM
- - Chacha   Giena არ ვარ ეხლა თბილ...   Aug 22 2009, 08:34 PM
- - Giena   Chacha ციტატა(Chacha @ 22nd Augu...   Aug 24 2009, 08:19 PM
- - gearge   ნაციონალურმა ხელი...   Aug 27 2009, 04:04 PM
- - otosaxel   gearge ციტატა(gearge @ 27th Augu...   Aug 27 2009, 05:37 PM
- - gearge   otosaxel ციტატა(otosaxel @ 27th ...   Aug 28 2009, 07:04 PM
- - otosaxel   gearge ციტატა(gearge @ 28th Augu...   Aug 28 2009, 08:10 PM
- - gearge   otosaxel ციტატა(otosaxel @ 29th ...   Aug 29 2009, 06:45 AM
- - domen   gearge ჩემი პოზიცია ამ ...   Aug 29 2009, 07:59 AM
- - gi0_kiborg   domen ნუ ხარ შენ პროვო...   Aug 29 2009, 06:20 PM
- - Chacha   domen შენი არ იყოს, მეც...   Sep 2 2009, 11:29 AM
- - Power_VANO   Chacha ციტატა(Chacha @ 2nd Septe...   Sep 2 2009, 12:44 PM
- - gearge   domen შენი გამოხმაურე...   Sep 2 2009, 06:15 PM
- - Bekward   gearge ციტატა(gearge @ 28th Augu...   Sep 8 2009, 08:29 AM
- - Power_VANO   პარკირებას რაც შეე...   Sep 8 2009, 08:49 AM
- - gearge   Bekward ბმულად ქცეულ ტე...   Sep 11 2009, 04:12 PM
- - Bekward   აჰა შეცვალეს გადას...   Sep 14 2009, 12:00 PM
- - gearge   ისმინეთ ქართველებ...   Dec 31 2009, 08:00 PM
- - gearge   ჭაბუა ამირეჯიბი, მ...   Jan 1 2010, 11:10 PM
- - Giena   Chacha http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ru...   Jan 13 2010, 04:19 PM
- - Chacha   Giena, კაცო რამდენი ვი...   Jan 13 2010, 05:39 PM
- - Giena   Chacha შენ ის თქვი ლომ...   Jan 13 2010, 07:33 PM
- - Sh@ko   განათლების მინისტ...   Jan 14 2010, 11:58 AM
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 02:23 PM