მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

16 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
Giena
პოსტი Jan 14 2010, 12:00 PM
პოსტი #201


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Sh@ko
(IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jan 14 2010, 06:57 PM
პოსტი #202


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



Sh@ko
ეგ სასწავლად წასვლა გაშვებას ნიშნავს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ოქრუაშვილიც ეგრე არ წავიდა "სასწავლად"? (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 14 2010, 10:48 PM
პოსტი #203


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Sh@ko @ 14th January 2010 - 03:58 PM) *
განათლების მინისტრი რომ სასწავლებლად გერმანიაში "მიდის" ეს უზენაესი მოვლენაა, საერთოდ, მიშას მმართველობის ისტორიაში...

განათლების მინისტრად [ყოფილი] "ციხეების მინისტრი" რომ დაგვინიშნეს, ყოველგვარი განათლების გარეშე ამ სფეროში, გამოგრჩათ?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jan 14 2010, 10:51 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Jan 15 2010, 08:03 AM
პოსტი #204


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



gearge
ეგ ჩვენთან მეორეხარისხოვანია, ჩვენთან შსს-ს მინისტრს სოფლის მეურნეობაზე ზრუნვაც შეუძლია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jan 15 2010, 09:55 AM
პოსტი #205


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Power_VANO
ხო, უნივერსალური ჯარისკაცები გვყავს (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Jan 21 2010, 02:23 PM
პოსტი #206


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უკრაინის არჩევნებში ჩარევის თემაზე: ლევან ბერძენიშვილი, კავკასია, "სტუდია სპექტრი" - 20-01-2010.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jan 21 2010, 02:24 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Feb 19 2010, 06:57 PM
პოსტი #207


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



(IMG:http://img341.imageshack.us/img341/1457/magicalsnap201002152307.png)

ვებსაიტ "myvideo.ge"-დან ტელეკომპანია "კავკასიის" ბმული გაქრა ...

ტელეკომპანიის გადაცემების პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება, ინტერნეტ მომხმარებლებს "myvideo.ge"-ს "Live" განყოფილების საშუალებით ჰქონდათ.

მომხდარი არ გაჰკვირვებია ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორს ნინო ჯანგირაშვილს. თუმცა, ჯანგირაშვილმა ვერც მომხდარის მიზეზები გაარკვია, რადგან ვიდეოპორტალ "myvideo.ge"-ს ადმინისტრაციის ვინაობის ვერც გარკვევა ხერხდება და შესაბამისად, ვერც მათთან დაკავშირება.

როგორც ჯანგირაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის ამ ვებსაიტიდან ტელეკომპანია "კავკასიის" გაქრობის მიზეზები სრულიად გასაგებია, თუნდაც მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ "მაივიდეო.ჯი"-ზე ძველებურად ხელმისაწვდომია "რეალთივი".

"InterPressNews"

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Feb 19 2010, 08:21 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Feb 20 2010, 12:24 PM
პოსტი #208


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



gearge
გიკვირს? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მე არაფერი აღარ მიკვირს ამ მონებისგან, ეგ კი არადა აქამდე, რომ იდო კავკასიის ბმული ის უფრო მიკვირდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Feb 20 2010, 06:56 PM
პოსტი #209


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ციტატა(gearge @ 19th February 2010 - 09:57 PM) *
თუმცა, ჯანგირაშვილმა ვერც მომხდარის მიზეზები გაარკვია, რადგან ვიდეოპორტალ "myvideo.ge"-ს ადმინისტრაციის ვინაობის ვერც გარკვევა ხერხდება და შესაბამისად, ვერც მათთან დაკავშირება.

ITDC-სია კაცო მაივიდეო, როგორ არ შეიძლება იმათთან დაკავშირება.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Feb 26 2010, 03:39 PM
პოსტი #210


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Power_VANO @ 20th February 2010 - 10:56 PM) *
ITDC-სია კაცო მაივიდეო, როგორ არ შეიძლება იმათთან დაკავშირება.

წინა პოსტში IPN-ის ნიუსი დავდე + ცოტა რედაქტირებაც გავუკეთე: "ვებ-გვერდი" ვებსაიტით ჩავანაცვლე, როგორც შინაარსი მოითხოვდა და სხვა წვრილმანი შესწორებებიც შევიტანე. დიახ, საკონტაქტო ინფო აქაც წერია, მაგრამ ელემენტარულად არ უპასუხებდნენ - კომპანია როგორ აღიარებს, რომ ხელისუფლების წნეხით შეწყვიტა პუპულარული და თავისუფალი, ქართული ტელეარხის ინტერნეტ ტრანსლაცია?!

გრძელდება "ძალიან, ძალიან მტრული ტელეარხების" წინააღმდეგ ბრძოლა, TVali.ge-ს მაგალითზე:

(IMG:http://img708.imageshack.us/img708/155/002l.png)

აღმაშფოთებელია, მაგრამ არა გასაკვირი, ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის გამორჩეული ყურადღება კონკრეტულად ამ ორი საიტის მიმართ: (1) ორივე ანალოგური ტელევიზიის ინტერნეტით გადაცემის უფასო სერვისს გვთაბვაზობენ და (2) ორივე ყველაზე პოპულარული (შესული მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით) ქართული საიტების პირველ სამეულში შედიან!

(IMG:http://img525.imageshack.us/img525/4912/magicalsnap201002261959.png)

ციტატა(gearge @ 12th July 2009 - 11:31 PM) *
ეხლა არ აღიარებულ ავტორიტარულ წყობაში ვართ. ავტორიტარული წყობისას დიდი ყურადღება ეთმობა ხელისუფლების ძალაუფლებას სახელმწიფოში. ეს არის პოლიტიკური სისტემა კონტროლირებული არ არჩეული მმართველების მიერ, მაგრამ რომლის დროს დაშვებულია გარკვეული ინდივიდუალური თავისუფლება. ხომ არ გეცნობათ? მოდით მიგანიშნებთ: ძალაუფლება კონცენტრირებული მმართველ "ელიტაზე", პოლიციური რეჟიმი, გალაყლბებული არჩევნებით მოსული, ერთპარტიული ხელისუფლება და შეზღუდული სიტყვის თავისუფლება!

ავტორიტარული წყობა მოიცავს თავისუფალი აზრის ცენზურას, ყველა მის გამოვლინებაში. ასეთი წყობისთვის აუცილებელია უმრავლესობის აზროვნების მმართველი "ელიტისთვის" ხელსაყრელ კალაპოტში მოთავსება, მოაზროვნე და არა მორჩილი ერთეულების ნებისმიერი გზით გაჩუმება/განადგურება! ამისთვის აუცილებელია ყველა მას. მედია წყაროზე სრული კონტროლი, იქნება ეს ანალოგური ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები თუ ნებისმიერი სახის ინტერნეტ მედია - თანამედროვე რეალობაში. ფსევდო პოლიტიკურ ნიჰილიზმს ამოფარებულ, დაშინებულ საქართველოს თუ გავითვალისწინებთ, მიხაილ ნიკალაევიჩის რეჟიმმა წარმატებით მიაღწია სასურველ შედეგს! ნაცების ხელში აქანდაზებად ქცეული, გაჩუმებული და შეგუებული მოსახლეობის უმრავლესობის შემხედვარე ... დიახ, მიშა განასახიერებს საქართველოს! არ შევეგუები!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Feb 26 2010, 06:13 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Mar 7 2010, 10:42 PM
პოსტი #211


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



პატარა ექსპერიმენტი, რომელიც გამიზნულად ჩავატარე ...

უკანასკნელი პოსტის დაწერიდან ამ თემამ ("დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი") 270 სტუმარი და 0 გამოხმაურება მიიღო. სიმფტომატურია, მაგრამ მადლობას გიხდით იმისთვის მაინც, რომ რამდენიმე წუთი დაუთმეთ საკითხს, რომელიც ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით, ყველას შეგვეხება! რათქმაუნდა გაგიგონიათ: სიჩუმე თანხმობის ნიშანია ... დღევანდელ სიტუაციაში უკვე ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ, თქვენი სიჩუმით, სრულ უინტერესობას ავლენთ იმაზე, თუ რას გვიკეთებს (ყველას!) ხელისუფლება; თქვენი ჩუმი თანხმობით, ხელს აწერთ ხელისუფლების ყოველ ქმედებას და ამით, მისი თანამონაწილე ხდებით!

სიახლეები ინტერნეტ ფრონტიდან:

17 დღიანი ბლოკადის შემდეგ ტელეკომპანია "კავკასიის" ბმული დაბრუნდა "მაივიდეო.ჯი"-ზე, მაგრამ "თვალი.ჯი" უცვლელად და სრულიად ოკუპირებულია ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის მიერ.

(IMG:http://img169.imageshack.us/img169/4098/magicalsnap201003071723.png)

(IMG:http://img693.imageshack.us/img693/2995/magicalsnap201003071813.png)

კლასიკური ცენზურის მაგალითი, თუ ტექნიკური ხარვეზი?! 3 საათიანი სიცარიელე ტელეკომპანია "იმედის" 6 მარტის ჩანაწერში (19:32:57 - 22:36:05):

(IMG:http://img221.imageshack.us/img221/5829/magicalsnap201003072333.png)

ალბათ მეც ტექნიკურ პრობლემას დავაბრალებდი, რომ არა ის ფაქტი, რომ ექვსშივე, "იმედის" გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" პირველი ნაწილის დასრულებისთანავე, უპრობლემოდ ვუყურე მას განმეორებით, MyVideo.ge-ს საშუალებით! იქნებ ამ გადაცემაში კობა დავითაშვილის გამოსვლა (20:40) არ მოეწონათ ცენზორებს, ან ძლევამოსილი "თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის" თავმჯდომარე გივი "ჩეგევარა" თარგამაძის გამოთქმულ სიბრძნეებში გაიპარა რამე, რაც არ უნდა გაგვეგო? მოუსმინეთ და თვით შეაფასეთ:

(IMG:http://img691.imageshack.us/img691/8931/magicalsnap201003080128.png)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Mar 7 2010, 10:56 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Mar 8 2010, 10:20 PM
პოსტი #212


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



დღეს (9 მარტს) 4 საათზე ყველა, ვისი უფლებებიც არის შელახული, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ. აქცია სანქციონირებულია - შესაბამისი განაცხადი შეტანილია მერიაში, კობა დავითაშვილის ხალხის პარტიის მიერ.

აქციის მოთხოვნებია: პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, საპენსიო ასაკის დაწევა, შეღავათები მცირე მეწარმეებისათვის და სამართლიანი საარჩევნო გარემო.

მცირეოდენი ისტორია

2009 წლის დეკემბერში, კობა დავითაშვილის "ხალხის პარტიამ" შეიტანა განაცხადი პარლამენტში, პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაზრდის, საპენსიო ასაკის დაწევის, შეღავათების დაწესების მცირე მეწარმეებისათვის და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, ოთხი კანონპროექტის შეტანის შესახებ. კანონმდებლობით, "ხალხის პარტიას" (როგორც ნებისმიერ არასაპარლამენტო სუბიექტს) აქვს საშუალება შეიტანოს კანონპროექტი პარლამენტის განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენს ამ კანონპროექტის მხარდამჭერი არა ნაკლებ 30 000 მოქალაქის ხელმოწერას. (დიახ, ამდენი ადამიანის სახელით საქმიანობს ყოველი პარლამენტში შემძვრალი ვირთხა). დეკემბრის ბოლოს შესაბამისი ბლანკები გადაეცა პარტიას, საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შესაგროვებლად. დაახლოებით ორ თვიან პერიოდში, მიუხედავად ადამიანური რესურსის უაღრესი სიმცირისა, უმრავლესად კარ-და-კარ პრინციპით შეგროვდა 31 ათასზე მეტი ხელმოწერა, საჭიროზე მეტი კანონპროექტის შესატანად. მაგრამ წარმოიშვა ახალი პრობლემა, გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებასთან, რომელიც ყოველი ასეთი ბლანკის ნოტარიულად დამოწმებს მოითხოვდა. ნოტარიულად დამოწმების გაზრდილი საფასურის გათვალისწინებით, ოთხი კანონპროექტისთვის შეგროვილი ხელმოწერების დამოწმება 30 000 ლარამდე ჯდებოდა, რის რესურსიც პარტიას ნამდვილად არ ჰქონდა. (კიდევ ერთხელ, ხელისუფლების მორიგი ნაბიჯი დემოკრატიის წასახალისებლად). პრობლემის დაძლევაში კობას "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" დაეხმარა, რომელმაც თავისი სახელით შეიტანა ეს კანონპროექტები პარლამენტში. უღრმეს მადლობას ვუხდი მათ ამ კეთილი საქმისთვის! შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, ფორმალურად წარმოდგენილია პარლამენტში.

დღეს იწყება სასესიო კვირა. საკომიტეტო განხილვით უნდა გადაწყდეს ამ კანონპროექტების საპარლამენტო მოსმენებზე გატანა ან არ გტანის საკითხი. (ასეა, ჩვენმა ძვირფასმა პარლამენტარებმა ჯერ უნდა გადაწყვიტონ უღირთ თუ არა ამ საკითხებზე შეწუხება). მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში და ხალხმრავლად შეიძლება მივაღწიოთ შედეგს!

ოთხი კანონპროექტის დეტალები

საპენსიო ასაკის შემცირება ქალბატონებისთვის 55 წლამდე და მამაკაცებისთვის 60 წლამდე. არაფერ ახალი, ასე იყო სააკაშვილის მოსვლამდე. ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონის და ჯანდაცვის მიუწვდომლობის გამო, ბევრი ადამიანი ვერ ახწევს საპენსიო ასაკს. ამიტომ საპენსიო ასაკი უნდა შემცირდეს. ამავდროულად, უნდა გაუქმდეს ნორმა, რომელიც დამქირავებელს აძლევს უფლებას, საპენსიო ასაკის მიღწევის მოტივით გაანთავისუფლოს მუშაკი. სხვათაშორის, დღევანდელ შრომის კოდექსში ეს ნორმა რუდიმენტია; იმდენად საშინელი კოდექსია, რომ დამქირავებელს ნებისმიერი მოტივით შეუძლია მუშაკის განთავისუფლება.

კანონპროექტი მოითხოვს პენსიაზე დანამატს დაწესებას, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით: სტაჟის ყოველ წლისთვის მინიმუმ ერთი ლარის ოდენობით.

ასევე, მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადის არჩევანის მიცემა. დღევანდელი კანონმდებლობით მცირე საწარმოები - საცხობები, მცირე საამქროები, ჯიხურები, პატარა მაღაზიები და სხვა - ვალდებულნი არიან სალარო აპარატები გამოიყენონ. სალარო აპარატი, ხელისუფლების ბარბაროსული საგადასახადო პოლიტიკის გათვალისწინებით, მმართველი ელიტის მხრიდან შანტაჟის მექანიზმია. არ არის საიდუმლო, რომ ბიუჯეტი დიდწილად ჯარიმების საშუალებით ივსება, რომლებიც 1000 ლარიდან იწყება და 100 000 ლარსაც აღწევენ. სულ მცირე ჯარიმაც რომ იყოს, აყადაღებენ, ლუქავენ მთელს საწარმოს და სამი თვით აჩერებენ მეწარმეს. ეს უკვე აღარ არის გატყავება, ეს მცირე მეწარმეობის მოსპობაა. აქ ათეულ ათასობით ადამიანსა და ოჯახის ბედზეა საუბარ, მათ შორის შესაძლოა თქვენი!

დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დღე! თუ დღეს არ შევიკრიბეთ, მოხდება მცირე მეწარმეების, როგორც ფენის, თანმიმდევრული განადგურება. ყველაფერი აქეთკენ მიდის! რიგრიგობით დახურავენ საწარმოებს. ეს არ მოხდება მასიურად, რომ მცირე მასშტაბის, გათითოკაცებული, არა ორგანიზებული პროტესტი, ადვილად დასახშობი იყოს. ხელისუფლება იყენებს ქართულ ხასიათს, ქართველობისვე წინააღმდეგ. ეს არის კონკურენციის მოსპობის გეგმა, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები მხრიდან, რომლებიც სწრაფად იქმნება და რომელთა უკან ხელისულებაში მოყვანილი ოლიგარქები დგანან. ოლიგარქი ბიზნესმენს არ ნიშნავს, ოლიგარქია ნიშნავს ხელისუფლებასთან შერწყმულ ბიზნესს - როდესაც ხელისუფალი ბიზნესმენობს და ბიზნესმენი ხელისუფლობს ოლიგარქიამ გადაწყვიტა მცირე და სშუალო ბიზნესის მოსპობა, რათა საკუთარ ბიზნესს გაუხსნან ასპარეზი. როგორ ფიქრობთ, რატომ იზრდება ფასები?! შაქარი ორ ლარზე მეტი ღირს და მოსალოდნელი სამ ლარამდე გაძვირდეს სააღდგომოდ! მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ეცემა, ბენზინისა და დიზელის ფასები საქართველოში კი არ იაფდება, იმიტომ რომ ყველაფერი მონოპოლისტების ხელშია.

მინდა მოგმართოთ მკითხველებს, რომლებიც არც მცირე მეწარმეები და არც ბიზნესმენები ბრძანდებით, შესაძლოა საერთოდ სტუდენტები იყოთ: ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ, თქვენს ოჯახს ეხება! როდესაც თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრის მაღაზიებში გხვდებათ ყოველდღიურად გაძვირებადი საქონელი, ეს ხედება იმიტომ, რომ კონკურენცია მცირდება! როდესაც მცირე მეწარმეობას ებრძვიან და სპობენ, თქვენ გთავაზობენ იგივე საქნელს, უფრო ძვირად.

ბოლო საკითხი, დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი. საარჩევნო ადმინისტრაციას პარიტეტულ წესით დაკომპლექტება ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აღარ ეყოლება კომისიაში 7 წევრი, 6 ოპოზიციურის წინააღმდეგ (როგორც ეხლა არის), არამედ ყოველ პარტიას ეყოლება თითო წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში (როგორც სამართალი მოითხოვს). ეს იქნება გარანტია იმისა, რომ არჩევნები არ გაყალბდება! ასევე, 50%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა დაწესდეს როგორც მერის არჩევნებში, ასევე მაჟორიტარული კანდიდატების არჩევნებშიც. თბილისისა და სხვა დიდი ქალაქებში საკრებულოების არჩევნების შემთხვევაში, სადაც პროპორციული არჩევნებიცაა, საერთოდ არ უნდა იყოს ბარიერი და მოსახლეობის განწყობა ზუსტად აისახება იმაში, თუ ვინ რამენ პროცენტს მიიღებს. საარჩევო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაწერილია, ინიციირებულია პარლამენტში და სავარაუდოდ დღეს განიხილება.

ეს ის საკითხებია, რომლებიც ხალხმრავალი აქციებით წყდება ხოლმე! ხალხის თანადგომის გარეშე, მარტო პარტიები, თუგინდ ყველა ერთად შეკრებილი, ვერაფერს გახდებიან! აქციებით მივაღწიეთ წართმეული ხუთი ლარის დაბრუნებას პენსიონრებსთვის, ომის ვეტერანებისთვის და რეპრესირებულებისთვის; აქციებით განეიტრალდა (არჩევნებამდე მაინც) ზედნადების საკითხი! თუ ყოველი თქვენგანი არ მოვა დღეს, გამოვა სახელისუფლებო არხზე სააკაშვილი და იტყვის, რომ ერთი მუჭა ხალხი ითხოვს ამ ყველაფერს, რომ ხალხის მოთხოვნა ეს არ არის, ხალხი ითხოვს სხვა რამეს, არც დანამატი უნდათ პენსიებზე, არც ფიქსიირებული გდასახადი, ხალხს რაც უნდათ აგერ ვარო. როგორც სჩვევია ყოველი ადამიანის დათვლა.

ამიტომ დღეს, 9 მარტს, 4 საათზე გელოდებით ყველას, მცირე მეწარმეებს, მეანაბრეებს და მათი ოჯახის წევრებს; პენსიონრების შვილებს და შვილის შვილებს; ყველა ფენის წარმომადგენლებს. არ არის აუცილებელი ყველა საკითხზე შემოგვიერთდეთ, მესმის რომ ზოგი მემარცხენე ბრძანდებით, ზოგი მემარჯვენე, ზოგი ცენტრისტი, ბევრი საერთოდ "პოხუისტი" (მომიტევეთ). თუ ასეა, თქვენი მშობლების, ბაბუის, პაპის გულისთვის გამოდით. ნუ მოტყუვდებით და ნუ ჩათვლით რომ ეს ისეაც მოვა, თავისით არაფერი გამოვა, სხვა თქვენს საქმეს არ/ვერ გააკეთებს! რამდენი ადამიანიც მოვა დღეს აქციაზე, იმდენი იქნება ალბათობ ამ კანონპროექტების მიღებისა! თუ ეს არჩევნებამდე არ მოხდა, თუ ფიქსირებული გადასახადი არ დაწესდა, დღევანდელი წნეხის შემცირება არ გადავიყვანეთ კანონპროექტში და სამუდამოდ არ გავანთავისუფლეთ მცირე მეწარმე დაჯარიმებით შანტაჟისგან, მერე გვიან იქნება! არჩევნების შემდეგ ხალხი დავიწყებული რჩება, არაერთ დაპირებასთან ერთად.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Mar 8 2010, 10:24 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Mar 10 2010, 08:08 PM
პოსტი #213


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ყველაფერი, რაც ბოროტების აღზევებისთვისაა საჭირო, არის კარგი ადამიანების უმოქმედება!
(All that is needed for evil to flourish is for good men to do nothing!)

გამოთქმა საყოველთაო საკუთრებაშია (Public Domain),
მაგრამ მიეწერება როგორც ე. ბიორკს (Edmund Burke), ასევე ნიცშეს (Friedrich Nietzsche).

რადგან მკვლევარებმა ვერ მოიძიეს ზუსტი ციტატა, გამოიყენება მისი მრავალი ვერსია და მე თითოეულ მათგანს გაგაცნობთ/შეგახსენებთ, ჩემს ყოველ პოსტისტში!


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Mar 10 2010, 08:28 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Apr 2 2010, 09:12 PM
პოსტი #214


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ისმინეთ ქართველებო, მიუხედავად თქვენი წარმოშობისა, დღევანდელი მდგომარეობისა, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, ყოველივე ეს გარდაუვლად შეგეხებათ თქვენც! მიიღეთ ეს ინფორმაცია როგორც გაფრთხილება.

ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის ახალი დეტალები

ექვსწლიანი ბრძოლის შედეგად მოპოვებულა ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული ახალი, შემზარავი ფაქტები - კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა არაადამიანური ხელისუფლება ჰყავს საქართველოს.

GNS - 2010 წლის 28 მარტი - ნაწილი I

რეპორტაჟის სრული პირველი ნაწილი, myVideo.ge-ზე


იგივე რეპორტაჟი დაყოფილი ორ სექციად, YouTube-ზე ატვირთული ვიდეოების ხანგრძლივობაზე დაწესებული შეზღუდვის გამო


„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს წამების იარაღების შესყიდვაში ამხელს

„ჩეხეთიდან საქართველო ყიდულობდა ბორკილებს, ელექტროშოკის იარაღებსა და ქიმიურ შესასხურებლებს... დადასტურებულია ელექტროშოკების აპარატურის უკანონო გადაზიდვები გერმანიიდან საქართველოში“. - იტყობინება ადამიანის უფლებათა ცენტრი www.humanrights.ge

GNS - 2010 წლის 28 მარტი - ნაწილი II

რეპორტაჟის სრული მეორე ნაწილი, myVideo.ge-ზე


იგივე რეპორტაჟი დაყოფილი ორ სექციად, YouTube-ზე ატვირთული ვიდეოების ხანგრძლივობაზე დაწესებული შეზღუდვის გამო


FROM WORDS TO DEEDS (.PDF) - "საერთაშორისო ამნისტიის" უკანასკნელი დასკვნა.

ყველაფერი, რაც ბოროტების აღზევებისთვისაა საჭირო, არის კარგი ადამიანების უმოქმედება!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 6 2010, 08:07 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Apr 6 2010, 09:07 PM
პოსტი #215


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



დიახ ყიდულობენ ამ იარაღს, მერე რა? ყველა ყიდულობს, ჩვენ რატომ არა?! ელექტროშოკის ყიდვა მეც შემიძლია, სრულიად ლეგალურად! - უკვე მესმის ასეთი კომენტარები. ყველას, ვისაც გებადებათ ასეთი აზრები და ყველას, ვისაც კიდევ შეგთკივათ გული ამ ქვეყნისთვის, გთხოვთ გაეცნოთ ამ სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტებს - ეს ყველას გვეხება!

სასტიკი წამებისგან გარდაცვლილი ეჭვმიტანილი

GNS - 2010 წლის 7 მარტი - ნაწილი II

(რეპორტაჟის მეორე ნაწილი ატვირთული myVideo.ge-ზე)


(იგივე რეპორტაჟი განთავსებული YouTube-ზე)


ანონიმური ჯარისკაცი ყვება პირადად ახალაიას მიერ ჯარისკაცების წამების შესახებ

GNS - 2010 წლის 7 მარტი - ნაწილი I

(რეპორტაჟის სრული პირველი ნაწილი, myVideo.ge-ზე)


(იგივე რეპორტაჟი დაყოფილი ორ სექციად, YouTube-ზე ატვირთული ვიდეოების ხანგრძლივობაზე დაწესებული შეზღუდვის გამო)


ასე მივადექით საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართული ჯარის გამიზნული "დაჩმორებისა" და შემდგომი განადგურების საკითხს, რომელიც უფრო ვრცელ განხილვას საჭიროებს.

All that is needed for evil to flourish is for good men to do nothing!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 6 2010, 11:27 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Apr 8 2010, 09:11 AM
პოსტი #216


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



გუშინ ერთი ამბავი ამტყდარა მერაბიშვილის ინტერვიუზე. ახლა წავიკითხე ძალიან მაინტერესებდა რა ილაპარაკა ასეთითქო, ციტირებასაც მოვახდენ რამდენიმე პასუხზე ამ კრეტინის:
ციტატა
в августе 2008-го предложил российским военным $50 тыс. за то, чтобы они разрушили памятник Сталину в Гори. Тогда ведь контакты неофициальные были, и за деньги можно было выкупить что-то у русских. Вот и решили выменять на деньги возможность избавиться от Сталина

არ მესმის, ან მესმის და არ მინდა გავიგო, რას ნიშნავს ეს? ფულს აქეთ ვუხდიდით თურმე დაგვბომბეთო?
ციტატა
У нас перестали воровать даже мобильные телефоны, потому что за кражу мобильного сажают на пять лет.

პასუხი თემაზე დემოკრატია გვაქვს თუ არა ქვეყანაში, აქ ალბათ ყველა ფეხზე უნდა წამოვხტეთ და ტაში დავუკრათ? მიაღწია ტიპმა რომ მობილურებს აღარ ვიპარავთ და ?

და კიდევ ერთი:
ციტატა
— Вы как будто разочарованы в ваших западных партнерах?

— Почему же? Умный Запад нас любит. Просто мы принимаем решения сами. Мы никого не слушаем. Вы были на нашей базе спецназа в Каралети? Там наш спецназ лоб в лоб стоит с вашими военными. Мы закупили бронированные машины "Кобра" для нашего спецназа, хотя европейцы были против — мол, зачем провоцируете русских. Но мы не послушали европейцев, и у нас нет больше убитых в этой зоне.

— То есть европейцев не всегда надо слушать?
— Я бы сказал, почти никогда.

იმიტომაც ვართ აშენებულები ბატონო ვანო!

ვაააახ...


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Apr 8 2010, 10:30 PM
პოსტი #217


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



სპექტრი - 2010 წლის 7 აპრილი - III ბლოკი - სექცია 1-ელი

სპექტრი - 2010 წლის 7 აპრილი - III ბლოკი - სექცია მე-2

სპექტრი - 2010 წლის 7 აპრილი - III ბლოკი - სექცია მე-3


სრულიად ვეთანხმები ქალბატონ ნინოს პათოსს!

რადგან ყველას არ გაქვთ საშუალება გაეცნოთ ამ სტატიას ორიგინალში (რუსულ ენაზე) და ინტერვიუს მნიშვნელობა არ იძლევა მისი იგნორირების საშუალებას, გადავწყვიტე მეთარგმნა ის თქვენთვის. მაპატიეთ შეცდომები - არ ვარ სპეციალისტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ გაზეთ "კომერსანტთან" - 07.04.2010


- მოსალოდნელი მუნიციპალური არჩევნები შესაძლოა გახდეს სიურპრიზი ხელისუფლებისთვის?

- არა მგონია. რადგან ჩვენ მაღალი რეიტინგი გვაქვს - ნახევარზე მეტი. თბილისშიც კი ჩვენ ამ დროისთვის 64% გვაქვს. ცოტაა მსოფლიოში ისეთი სახელმწიფო, სადაც მმართველ პარტიას დედაქალაქში 64% აქვს. ეს არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ კარგები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიციამ აჩვენა რას წარმოადგენს. და ეს მაღალი რეიტინგები არ არის კარგი ჩვენთვის.

- რატომ?

- მოგვიწევს არჩევნებზე დავწიოთ (იცინის). ვხუმრობ.

- ხომ არ იცით, რაშია ხელისუფლების ასეთი რეიტინგის მიზეზი?

- წარმატებულ რეფორმებში, პირველ რიგში.

- საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი რომელიმე ოპოზიციური ლიდერი რომ გახდეს, მაგალითად ირაკლი ალასანია, რეფორმების კურსი შეიცვლება?

- ალასანია ვერ გახდება პრეზიდენტი. მას არ აქვს შანსები. ალასანია შევარდნაძის რევანშისტია.

- ვინ გახდება?

- დრო აჩვენებს.

- თბილისის მერის არჩევნებსაც წააგებს ოპოზიცია?

- გიგი უგულავას რეიტინგი 64%-ია. მეორე კანდიდატს, ალასანიას - 9%, მესამე თოფაძეს - 6%, გაჩეჩილაძეს - 2.6%.

- ოპოზიციას სხვა ციფრები აქვს.

- დიახ რათქმაუნდა.

- მაგრამ გაჩეჩილაძემ დაამარცხა სააკაშვილი თბილისში, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

- ყველაფერი ხდება. იუშენკომ მტკიცე გამარჯვებიდან ხუთი წლის შემდეგ მხოლოდ 5% დააროვა.

- "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მოსკოვში ნინო ბურჯანაძე გაემგზავრა და მასთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა დაასახელა ამ გამშვები პუნქტის გახსნა როგორც მაგალითი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესაძლო განვითარებისა. ბევრს საქართველოში ეს არ მოეწონა, ხალხმა ჩათვალა, რომ თქვენ დაუთმეთ რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც ჯერკიდევ არ უშვებს თავისთან საქართველოს მოქალაქეებს.

- რატომ არ უნდა გაგვეხსნა ეს პუნქტი? ჩვენ ღია ვართ. ჩვენც არ გავცემთ იქ ვიზებს (უფრო ზუსტად კი, მხოლოდ მძღოლებს ვაძლევთ ვიზებს), მაგრამ ეს იმიტომ, რომ რუსეთი არ აძლევს ვიზებს ჩვენს მოქალაქეებს. მეტიც, რუსეთის მხარე არ ატარებს ამ პუნქტზე არა დსთ-ს მოქალაქეებს.

- თქვენ რა მოიგეთ? ამ პუნქტის გახსნით ხომ მხოლოდ სომხეთი იგებს.

- უბრალოდ ჩვენ კარგი მეზობლები ვართ.

- რა დამოკიდებულება გაქვთ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის მიმართ?

- აბა რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს? ჯერ იყო გიორგაძე, შემდეგ ებრალიძე, შემდეგ ნოღაიდელი. ეხლა ბურჯანაძე. მოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებელი პრიმაკოვი გახადეს. და ამის შემდეგ უმალ შეიქმნა საქართველოს მეფის პრიექტი, ბაგრატიონების გვარიდან. შთამომავალი სასწრაფოდ დააქორწინეს გვარის მეორე შტოს წარმომადგენელზე, თან ქალი ამის გულსთვის ქმარსაც გაყარეს. მერე რა? პროექტი ჩაიშალა ქორწინებასთან ერთად. მოსკოვში გამუდმებით ეძებენ საქართველოში დასაყრდენს. მაგრამ ეს უპერსპექტივო ძიებაა. თქვენ დააკვირდით ამ ხალხის რეიტინგს საქართველოში და ყველაფერი აშკარა გახდება.

- ბოლო დროს მოსკოვსა და თბილისს შორის გაწყდა ყველა კონტაქტები, ეკლესიური ხაზის გამონაკლისით. მე გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებით არ მოსწონს პირდაპირი კავშირები ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის.

- უკომენტაროდ.

- მაგრამ ეს მხოლოდ ეკლესიური კავშირებია?

- არ არსებობს "მარტო".

- "პირველი კავკასიური არხი" ბევრს თქვენ პროექტად მიაჩნია. რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ეს არხი?

- ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. ერთმა ჩეჩენმა, მოსკოვის ოლიგარქმა, ერთხელ ჩემ ნაცნობთან საუბარში დაიწყო ჩეჩნეთის ხელისუფლების ლანძღვა და კითხვაზე "როდის დამთავრდება ყველაფერი ეს ჩეჩნეთში?" უპასუხა: "როგორ დამთავრდება, თუ ქართველებიც კი გვეხმარებიან". ქართველები წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ მათთვის, ვინც რუსეთში ვერ გრძნობს თავს დაცულად.

- თქვენ შურს იძიებთ რუსეთზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის?

- უბრალოდ ომი ჯერ არ დასრულებულა.

- სამხედრო თუ პოლიტიკური განხრით?

- ყველა განხრით. მაგრამ ჩვენ ვიმარჯვებთ იმ ფრონტზე, სადაც ძლიერები ვართ. სანამ რუსეთში ილაპარაკებენ, რომ საქართველოში კარგი რეფორმები ტარდება, ჩვენ გავიმარჯვებთ. იმიტომ, რომ რეფორმები და დემოკრატია ერთი და იგივეა. და იმიტომ, რომ ეს არ ხდება რუსეთში. და კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე განსხვავებული ღირებულებები გვაქვს. იცოდეთ, გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოში შესთავაზა რუს სამხედროებს 50 ათასი დოლარი იმისთვის, რომ მათ გაენადგურებინათ სტალინის მონუმენტი გორში. მაშინ ხომ კონტაქტები არაოფიციალური იყო და ფულის სანაცვლოდ შეიძლებოდა რამის გამოტყუება რუსებისგან. გადავწყვიტეთ ფულის სანაცვლოდ გვეყიდა საშუალება განვთავისუფლებულიყავით სტალინისგან. მათ ხომ დაბომბეს გორი, მაგრამ სტალინის მონუმენტისთვის ხელი არ უხლიათ.

- და რა უპასუხეს გივი თარგამაძეს?

- ისინი შეურაცხყოფილი იყვნენ. სხვა ყველაფერისთვის იყვნენ მზად ფული აეღოთ, მაგრამ არა ამისთვის.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის (совковые) ფასეულობები გვაქვს, თქვენ კი ევროპული?

- ეს თქვენ თვითონ თქვით. მე სხვანაირად ვიტყვი. მსოფლიოში არის მხოლოდ ორი გზა - მომავალი ან დასავლური კულტურისაკენ, ან არსად. ჩვენ პირველი გზით მივდივართ. თქვენ? ამ წლების განმავლობაში რა მოხდა კარგი თქვენს ქვეყანაში? თქვენ წაეჩხუბეთ მეზობლებს. თქვენი ეშინიათ. თქვენ ერთმანეთის გეშინიათ. თქვენთან საზოგადოება და მილიცია ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში არიან. რა აშენდა თქვენთან ბოლო ათი წლის განმავლობაში? ამიტომ ომში საქართველოსთან თქვენ ვერ გაიმარჯვებთ.

- ომის მოსაგებად არ არის აუცილებელი იცოდე აშენება.

- აუცილებელია. ბოლო ათი წლის განმავლობაში თქვენ მხოლოდ სოჭის პროექტი გაგიჩნდათ. ჩვენთან თავიდან აშენდა მთელი ქალაქები. არის სხვა მიზეზიც. თქვენ ჩინოსნებს ეშინიათ დასავლეთის. რადგან, როდესაც იზრდებოდნენ ეგონათ, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახური უფრო ძლიერი იყო ვიდრე საბჭოური. და იმიტომ, რომ დასავლეთის უნდა გეშინოდეს, თუ შენი ფული დასავლურ ბანკებშია.

- აი თქვენ იძახით, რომ აშენებთ. მაგრამ აფხაზეთში არა თქვენ აშენებთ, არამედ რუსი ინვესტორები. სამხრეთ ოსეთში აშენებენ რუსი სამხედროები და თქვენ იქ ასევე არ აშენებთ. მაშინ როგორ უნდა გაიმარჯვოთ იქ?

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედი წყდება არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ ადამიანების ტვინებში - ქართველების, რუსების. რაც უფრო წარმატებული რეფორმები გვექნება შსს-ში, ჯანდაცვაში, განათლებაში, მით უფრო ახლოს იქნება ცხინვალი თბილისთან. რადგან არ არის ქვეყანაზე პრეცენდენტი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამე შენდებოდეს. ეს იგივეა, რომ ქვიშაზე სახლი ააშენო. იქ შეიძლება ააშენო ყაზარმები, მაგრამ ინვესტიციები იქ არ შევა.

- მაგრამ აფხაზეთში სხვა სიტუაციაა. სოჭის ოლიმპიადა აფხაზეთისკენაც მიიპყრობს ყურადღებას.

- ოცნება არ არის საზიანო. იქ არ არის საზოგადოება. ბაღაფში გახდა პრეზიდენტი არა იმიტომ, რომ გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ შეუთანხმდა კრემლს. მითხარით აბა, რატომ არ ატარებს ბაღაფში რეფორმებს? იქ არ არის გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება. ისინი დამოკიდებული არიან კრემლზე. იქ არ არის დემოკრატია.

- საქართველოში არის დემოკრატია?

- თქვენ როგორ ფიქრობთ, არა?

- ჩემი აზრით, უკრაინაში არის დემოკრატია, მაგრამ საქართველოში არა.

- რატომ?

- თქვენ არ გაქვთ თავისუფალი ტელევიზია.

- ჩართეთ ტელევიზორი და თქვენ იხილავთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, რომელიც მოგწონთ.

- მაგრამ ეს ხელისუფლების კონტროლირებადი არხებია. უკრაინაში არის არხების მასა, რომლებიც არ ეკუთვნის ხელისუფლებას.

- ამიტომ იქ დემოკრატიაა? ეს რადემოკრატიაა, როდესაც იმარჯვებს კანდიდატი, რომელმაც 3%-ით მეტი დააგროვა და ეს 3% უზრუნველყოფილია იმით, რომ ერთ რაიონში ამომრჩევლების 97% მოვიდა საარჩევნო უბნებზე? ქვეყნის დასავლეთში მოვიდნენ ისინი, ვისაც უნდოდა მოსვლა, აღმოსავლეთ რაიონებში კი მოვიდა ყველა. ნამდვილი დემოკრატია - ეს არის როდესაც ხელისუფლება სამართლიანად ატარებს არჩვნებს. თქვენ გინახიათ საქართველოში რეგიონი, სადაც გამოცხადება 97% იქნებოდა?

უკრაინაში არის ასეთი კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ ავტო ინსპექორი აიღებს 200 გრივნაზე ნაკლებ ქრთამს, ის გადაიხდის შტრაფს 500 დოლარის ოდეობით და შეუძლია განაგრძოს მუშაობა. მე ვერ წარმომიდგენია ეს. ეს დემოკრატიაა? ჩვენთან ასე არ არის. ჩვენთან შეწყვიტეს მობილური ტელეფონების მოპარვაც კი, რადგან მობილურის მოპარვისთვის ხუთი წლით აჯენენ.

- თქვენ გინდათ სასტიკი მეთოდებით შემოიტანოთ კანონი და დემოკრატია? უკრაინაში ეს სხვანაირად ხდება

- უკრაინაში არ ხდება კანონის შემოტანა, ამიტომ აირს იქ პრობლემები კანონთან. დემოკრატიული უკრაინა - ეს კლიშეა. უბრალოდ ხუთოსნები არავის უყვარს. უყვართ სამოსნები. ამიტომ როდესაც იუშენკომ წააგო, ყველამ თქვა რომ ეს კარგია, ეს დემოკრატიაა. საქართველოში გაიმარჯვა სააკაშვილმა - და ყველამ თქვა, რომ არ არის დემოკრატია.

- დასავლეთს აქვს ასეთი კლიშე?

- ყველას

- იქნებ დასავლეთი ნაწილობრივ გახარებულია იუშენკოს დამარცხებით, რადგან კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე ამოწურულია? საქართველოსა და რუსეთს შორის - არა.

- იანუკოვიჩი ექვს თვეში წაეჩხუბება მოსკოვს - როგორც კი საუბარი დაიწყება ფულისა და თანამდებობების განაწილებაზე. როდესაც პუტინი სთხოვს მას დანიშნოს რომელიმე თავისიანი ან გაყიდოს რომელიმეს ინტერესი, მთელი ამხანაგობა დასრულდება. ასე იყო ჩვენთან მიმართებაშიც.

- თითქოს იმედი აგიცრუვდათ თქვენს დასავლელ პარტნიორებში?

- რატომ? გონიერ დასავლეთს ვუყვარვართ. უბრალოდ გადაწყვეტილებებს თვითონ ვღებულობთ. არავის არ ვუსმენთ. თქვენ იყავით ჩვენ სპეცრაზმის ბაზაზე კარალეთში? იქ ჩვენი სპეცრაზმი თქვენ სამხედროებთან პირისპირ დგას. ჩვენ შევისყიდეთ ბრონირებული მანქანები "კობრა" ჩვენი სპეცრაზმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები წინააღმდეგები იყვნენ - თითქოს, რა საჭიროა რუსების პროვოცირებაო. მაგრამ ჩვენ არ მოვუსმინეთ ევროპელებს და აღარ გვყავს მოკლულები ამ ზონაში.

- ანუ, ევროპელებს ყოველთვის არ უნდა უსმინო?

- მე ვიტყოდი, თითქმის არასდროს.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 9 2010, 06:30 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Apr 10 2010, 12:46 AM
პოსტი #218


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



პირველ რიგში, პატივი ვცეთ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებულობისთვის დაღუპულ ადამიანებს და 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

რაც შეეხება მერაბიშვილის ინტერვიუს, შინაგან საქმეთა მინისტრი აღიარებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, გამალებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს ოკუპანტთან, სტალინის ძეგლის აფეთქების საქმის ჩასაწყობად! როდესაც ქართლი სისხლისგან იცლებოდა, საქართველოს ხელისუფლება აპირებდა გადაეხადა ჩვენი (ბიუჯეტის) "50 ათასი დოლარი იმისთვის, რომ მათ (ოკუპანტებს) გაენადგურებინათ სტალინის მონუმენტი გორში. მათ (ოკუპანტებმა) ხომ დაბომბეს გორი, მაგრამ სტალინის მონუმენტისთვის ხელი არ უხლიათ." - ვანო მერაბიშვილის ციტატის დასასრული.

ადვილი მისახვედრია რატომ არ აწყობს დღევანდელ ხელისუფლებას სტალინის მონუმენტი გორში და რატომ არ შესწევს ძალა საკუთარი რესურსებით გაანადგუროს ის, მაგრამ ფულის სანაცვლოდ სტალინისგან განთავისუფლების "გამოტყუება" რუსებისგან, სრულიად წარმოუდგენელია! სტალინის ძეგლთან საცხოვრებელი ბინებია! ტონიანმა და ტონანახევრიანმა ჭურვებმა არ იციან მიზანი, აფეთქების ძალა თანაბრად მოქმედებს შენობებზეც და ადამიანებზეც! ხელისუფლება აღიარებს, რომ არაფრად უღირს შენი ცხოვრება. დიახ, შენი ცხოვრება! ხელისუფლება მზად არის ნებისმიერ საფასურად დაიკმაყოფილოს ხუშტურები! არ დაგავიწყდეთ 2009 წლის 19 დეკემბერს ქუთაისში "დიდების მემორიალის" ნაჩქარევი აფეთქება და მას შეწირული დედა-შვილის სიცოცხლე! რისთვის მოხდა ეს, მემორიალის ადგილზე პარლამენტის ასაშენებლად?! შენ როგორ უნდა შეგეკითხოთ, შენ ხომ ფეხებზე გკიდია!

კიდევ ერთხელ იხილეთ დაბომბილი გორის ცენტრის კადრები



ვაგრძელებ მერაბიშვილის ინტერვიუს განხილვას და მოგახსენებთ, რომ "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი, რომელიც კარგი მეზობლობისთვის გაუხსნია ჩვენს ხელისუფლებს, ემსახურება ერთ მიზანს: სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში, რუსეთის 102 სამხედრო ბაზის მომარაგებას! ასევე აუცილებელია იცოდეთ, რომ ხდება რუსული სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა საქართველოს ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებს გარეთ - არა მარტო სადაზვერვო, არამედ სატვირთო და სხვა ტიპის თვითმფრინავების. დიახ, ვადანაშაულებ სააკაშვილი-მერაბიშვილის ხელისუფლებას რუსეთის მთავრობასთან საიდუმლო შეთანხმებაში!

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც წესით უნდა მიიპყროს თქვენი ყურადღება, არის მერაბიშვილის დამოკიდებულება ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კავშირის, ქართული ელკესიისა და პირადად საქართველოს ქათალიკოს-პატრიარქის მიმართ. შეგახსენებთ:
ციტატა
- რა დამოკიდებულება გაქვთ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის მიმართ?

- აბა რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს? ჯერ იყო გიორგაძე, შემდეგ ებრალიძე, შემდეგ ნოღაიდელი. ეხლა ბურჯანაძე. მოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებელი პრიმაკოვი გახადეს. და ამის შემდეგ უმალ შეიქმნა საქართველოს მეფის პრიექტი, ბაგრატიონების გვარიდან. შთამომავალი სასწრაფოდ დააქორწინეს გვარის მეორე შტოს წარმომადგენელზე, თან ქალი ამის გულსთვის ქმარსაც გაყარეს. მერე რა? პროექტი ჩაიშალა ქორწინებასთან ერთად. მოსკოვში გამუდმებით ეძებენ საქართველოში დასაყრდენს. მაგრამ ეს უპერსპექტივო ძიებაა. თქვენ დააკვირდით ამ ხალხის რეიტინგს საქართველოში და ყველაფერი აშკარა გახდება.

- ბოლო დროს მოსკოვსა და თბილისს შორის გაწყდა ყველა კონტაქტები, ეკლესიური ხაზის გამონაკლისით. მე გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებით არ მოსწონს პირდაპირი კავშირები ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის.

- უკომენტაროდ.

- მაგრამ ეს მხოლოდ ეკლესიური კავშირებია?

- არ არსებობს "მარტო".

ამ საკითხში ვერ გამოგადგებით, თქვენ უნდა ამოქმედდეთ! ბაგრატიონთა ქორწილი ყოფილა პრიმაკოვის პროექტი და ილია II, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა ეს ქორწინება, ჰმმ... პრიმაკოვის პროექტის ნაწილი და საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებელი? ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია იქნება ამაზე მართლმადიდებლურ საქართველოში! ჩვეულებრივ არ გავიწყდებათ შობისა და ახალი წლის მოლოცვა. დარწმუნებული ვარ პირჯვრსაც გადაიწერთ ხოლმე, როგორც წესი მოითხოვს და რელიგიურ დღესასწაულებსაც აღნიშნავთ, ტრადიციების შესაბამისობაში. ალბათ სახატე კუთხეც გაქვთ და რა თქმა უნდა ღრმა პატივს სცემთ კათალიკოსს. შსს-ს მინისტრმა შეურაცჰყოფა მიაყენა პატრიარქს პირადად და ეკლესიას მთლიანობაში, რა რეაქცია გექნებათ ამაზე?

ეს იყო გაზეთ "კომერსანტიში" დაბეჭდილი ინტერვიუს განხილვა. მაგრამ არსებობს მერაბიშვილის მეორე, ნაკლებად გახმაურებული ინტერვიუ, მიცემული გამოცემა "კომერსანტ ვლასტისთვის", რომელშიც შსს-ს მინისტრი აღიარებს, რომ როდესაც გარკვეულ რეფორმებს ახორციელებს, უწევს ზოგიერთი არსებული კანონის საპირწონედ საკუთარი ბრძანებულებების გამოცემა. იქ სადაც ეს არ ჭრის, ის მზად არის კანონსაც კი გადააბიჯოს, თავისი საქმისა და შედეგისათვის.

ასე გვახსენებს ვანიჩკა, რომ ხელისუფლებას ის წარმოადგენს, ის ძლიერია და მისთვის ყველაფერი შეიძლება; ამიტომ უნდა გვეშინოდეს, ჩუმათ ვიჯდეთ და ყველაფერში ვემორჩილებოდეთ. მის სიტყვებში სატყუარებად შემოგდებულ აღმაშფოთებელ საკითხებზე თქვენი ურეაქციობით, ის კიდევ ერთხელ რწმუნდება სისტემის უძლეველობაში. ცინიკური ტონით მოსაუბრე ქვეყნის მმართველი, შეპყრობილი დაუსჯელობის სინდრომით, როგორც სურს ისე მანიპულირებს პოლიტიკოსების რეიტინგებით, რადგან აქვს სრული ადმინისტრაციული რესურსი და ხელოვნებამდე დაყვანილი გაყალბების მექანიზმები, რომელთა საშუალებით ნებისმიერ სასურველ შედეგს დადებს არჩევნებზე. თქვენ მას არ შეეწინააღმდეგებით ამაში და მეტიც, შესაძლოა დაეხმაროთ კიდეც, ელემენტარულად საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადებით! რა, ასე არ არის? ვანოს მიერ თქვენი, თქვენი ოჯახის, ქვეყნის და სულიერების შეურაცჰყოფას არ დაიკიდებთ? არ გაატარებთ მის აღიარებას, რომ სრულად აკონტროლებს ქართულ ტელე სივრცეს? არ ჩაყლაპავთ მის საუბარს მშენებლობებზე - მთელი ქალაქის თურმე - მაშინ, როდესაც მერაბიშვილი-სააკაშვილის მმართველობის ექვს წლიანი პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ სულ ორი მშენებლობა დააფინანსა: ვანოს გამჭვირვალე სამინისტროს და მიშას რეიხსტაგის. რათქმაუნდა, არ დაგვავიწყდეს შუშის ხიდი, რომელსაც ეხლა აშენებენ და გეტოები დევნილებისთვის. მაგრამ საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი?! 4 მილიარდიანი ვალიდან, რომელის დახარჯვა ხელისუფლებამ უკვე მოასწრო.

ქვეყნის საგარეო ვალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს! ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქის - პატარის და დიდის, ჩვილის და მოხუცის - მიერ 20 000 დოლარი უნდა იყოს გადახდილი! შენ, ჩემ და ყველას მიერ! პირველი ანგარიშსწორება ქვეყანას 2013 წლისთვის უწევს, 500 მილიონის ოდენობით, რაც ბიუჯეტის 20%-ს წარმოადგენსს და რის გადახდასაც ის ვერ გასწვდება, მაგრამ ვალდებულება აღებულია - კრიზისი! სააკაშვილის ხელისუფლებამ - რომელსაც თქვენ გამალებით ეპოტინებით - საკუთარი კეთილდღეობისთვის მონებად მიგვყიდა უცხოელებს!

ამის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრი აბუჩად გვიგდებს და წარმატებულ რეფორმებზე საუბრობს, დემოკრატიას გვასწავლის - ქვეყანაში, რომელშიც მოქალაქეს ხმის უფლება აქვს წართმეული და აღიარებული პოლიტპატიმრები გვყავს.

"ომი ჯერ არ დასრულებულა", "ჩვენ ვიმარჯვებთ", ჩვენ გავიმარჯვეთ - მიშა მაგარია!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 10 2010, 09:46 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Apr 10 2010, 02:18 PM
პოსტი #219


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ციტატა(gearge @ 10th April 2010 - 04:46 AM) *
ქვეყანას 8 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აქვს!

ცოტაა ეგ, მეტი გვაქვს, სამწუხაროდ.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი Apr 10 2010, 09:38 PM
პოსტი #220


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Power_VANO @ Apr 10 2010, 06:18 PM) *
ცოტაა ეგ, მეტი გვაქვს, სამწუხაროდ.

მეც ეგრე მგონია, მაგრამ ასეთია ოფიციალური ინფორმაცია:

დღეისთვის საქართველოს უდიდეს კრედიტორებად შეიძლება დავასახელოთ მსოფლიო ბანკი (1.2 მილიარდი დოლარი), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (848 მილიონი დოლარი), აზიის განვითარეის ბანკი (184 მილიონი) და ევროკავშირი (50 მილიონი დოლარი). თუ ვისაუბრებთ ქვეყნებზე, მაშინ საქართველოს უდიდესი ვალი აქვს არა აშშ-ს, არამედ... გერმანიის (196 მილიონი დოლარი, 2010 წლის იანვრის მონაცემებით), მის შემდეგ მოდიან რუსეთი (118 მილიონი დოლარი) და იაპონია (55 მილიონი დოლარი). ამერიკა მხოლოდ მეოთხე ადგილზეა საქართველოს კრედიტორებს შორის - 36.7 მილიონი დოლარის ვალი.

წყარო: სტატია «Грузия на грани дефолта» (vz.ru) - აუცილებლად გაეცანით მას!

საქართველოს მოქალაქეებო, რატომ არ გაინტერესებთ სად წავიდა ეს ფული? თქვენი ფული, რომელსაც დაუკითხავად გართმევენ და ხარჯავენ როგორც თვითონ სურთ! როგორ ითმენთ, რომ რამდენიმე ათასი მცირე საწარმო დალუქულია და ასეთივე ბედს ელოდება კიდევ ათაშობით სხვა? ნებისმიერი ზომის ობიექტები ილუქება, ფინანსური პოლიციის შესვლისთანავე, კვირების და თვეების გამნავლობაში, რაც მათ გაკოტრებას იწვევს. მიმდინარეობს ბიზნესის რეკეტი, "ნაციონალური მოძრაობის" და "ქრისტიან დემოკრატების" საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 10 2010, 09:45 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V  « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 12:56 PM