![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
მინდა დავიწყო ღრმად პატივცემული პიროვნების, ექსპერტის ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), სამართლისა და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრის (პარიზი) პროფესორ ბიძინა (გურჯი) სავანელის მიმართვით ქართველი ხალხისა და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების დიპ. კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. მიმართვა შედგენილია ღია წერილის სახით, დაგზავნილია სრულიად დიპლომატიური კორპუსისათვის და გამოქვეყნებულია გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში (№ 26 (771) 29 ივნ. - 5 ივლისი).
ტექსტი მოკლეა, დაწერილი მისაღებ ფორმაში, ლაკონურად, ამიტომ ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას. პირადად ერთი სუნთქვით ჩავიკითხე. მომიტევეთ შეცდომები, ხელით გადმოვბეჭდე. საგანგებო მიმართვა ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანიული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის მეთაურებს 1.საქართველოში, ფაქტობრივად, აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშიც გახლავთ: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის* დასკვნებით; 2.ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული ”მოქალაქეთა კავშირი” - ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული - არის ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის თვრამეტკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება; 3.თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, ”ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად აღიარა თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე იურე პრეზიდენტი; 4.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები; 5.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხი არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვით პროფკავშირებისა და სასამართლოსგან, ხოლო უმუშევარი ხალხი ბედის ანაბარა დარჩა და ტოვებს სამშობლოს; 6.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთო-ს და სახალხო დამცველის დასკვნებით და რის გამო საქართველო პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება; 7.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოს მთელი სატელევიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” საზოგადოებას, ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე და სხვა მედიასაშუალებების ჯურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა. 8.საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა საკანონმდებლო ხელისუფლების სრული უზურპაცია, რითაც ხალხს მოესპო საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ხოლო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისში აღმოჩნდა; 9.მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში; 10.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას; 11.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევს; 12.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედია ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია. ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან სახეზეა ტირანია და ჩაგვრა, რამაც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შეიძლება სახალხო აჯანყება** გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 1. [უცხოელ დიპლომატებს] მოგიწოდებთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი საქართველოს ხალხსა და კვაზი-ხელისუფლებას შორის, ადეკვატურად შეაფასოთ საქართველოში და მის გარეთ მიმდინარე პროცესები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის ხარჯზე დიქტატურის დამყარებისკენ სააკაშვილის და მისი გუნდის სწრაფვის თანამონაწილე არ გახდეთ. 2. გთხოვთ [უცხოელ დიპლომატებს], საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოთხოვნას უშუალოდ გაერო-ს და ეუთო-ს მიერ ვადამდელი თავისუფალი და გაუყალბებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. // პასუხი კითხვაზე ”ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?”. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული (ანუ კანონმდებლობაში ჩადებული) გზა არის არასანდო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის განსამუხტად! ”ქართველ ხალხს ვაბრთხილებ: რუსეთი გააგრძელებს, ზოგიერთი მეზობელი კი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ დაპყრობას, ხოლო სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთისგან დევნილობის მოტივით დატოვებენ საქართველოს, მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს უცხოეთში და დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონებიან. ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო, ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო! ღრმა პატივისცემით, პროფესორი ბიძინა სავანელი” ინფორმაციისთვის: ბატონი ბიძინა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ორგანიზაციას და არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას. ეს მიმართვა ლოგიკური გაგრძელებაა 2009 წლის 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ მიტინგზე** წარმოთქმული სიტყვისა: ბიძინა სავანელი: რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი? რატომ და იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა:
ამრიგად, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა ქართველი ერის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვითმყოფობა, რის გამოც ქართველი ერი უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებისგან. © გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ეს 12 პუნქტი მინდა გახდეს ჩონჩხი რომელზეც შევძლებთ გავრცობას. არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ? ჩემი მხრიდან წინასწარ ვაცხადებ რომ ბატონ ბიძინას ყველა პუნქტში ვითანხმები და აუცილებლად გავცემ პასუხს კითხვას ”რატომ?”, საუბრი განმავლობაში. თემა ღიაა, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას! როგორც კენედიმ თქვა: ”არ იკითხოთ რა შეუძლია ქვეყანას გააკეთოს თქვენთვის - იკითხეთ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ქვეყნისთვის”! მე მაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ თქმასაც თავისი დრო აქვს. რა არის ჩემი საბოლოო მიზანი? მინდა ყველა(!) თქვენგანში გაიღვიძოს ილია ჭავჭავაძემ! ილიას უკვდავი ”ელეგია”, თქმული 1859 წელს, ზუსტად საუკუნე-ნახევრის წინ და დღემდე აქტუალური: მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა. არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არრას მეტყოდა, ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი ქართველის ძილშია კვნესა ისმოდა! ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება... ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!. P.S. აუცილებელია დაიწეროს გუშინ გამოცხადებულ ახალ, მძლავრ არაპოლიტიკურ(!) ორგანიზაციაზე სახელწოდებით ”დაიცავი საქართველო”, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის საპატიო თავმჯდომარეობით. მანამ კი, თქვენს რეაქციას ველოდები! *საზოგადო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი (საზოგადო დამცველი): სოზარ სუბარი. **დიახ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხალხს აქვს აჯანყების უფლება ხელისუფლების მხრიდან ტირანიისა და ჩაგვრის შემთხვევაში! ***ინიციატორთა გადაწყვეტილებით 15 მარტს აქცია იყო ზეპოლიტიკური, მასში არ ფიგურირებდა პოლიტიკური პარტიები და არ იყო გამოყენებული პოლიტიკური სიმბოლიკა. შეკრების ინიციატორი იყო 22 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილის ”კანონი ხალხისათვის”, თანასწორობის ინსტიტუტი, ქართული აკადემია, მოძრაობა 7 ნოემბერი - ჯაბა ჯიშკარიანი, ჟურნალისტები მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია ”მაესტრო”) და ალეკო ელისაშვილი (ტელეკომპანია ”კავკასია”), აქაციას ასევე შემოუერთდა,,გურამ შარაძის საზოგადოებაც’’. შეკრების სლოგანი იყო: ,,მიშა, წადი - მომავალო გაფრთხილდი!”. აქციის რამდენიმე სურათი: (IMG:http://img102.imageshack.us/img102/5180/a902145db6d3.th.jpg) | (IMG:http://img268.imageshack.us/img268/5594/c78660f5d008.th.jpg) | (IMG:http://img30.imageshack.us/img30/2558/37ffa042a691.th.jpg) წყარო: forum.ge -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#221
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
gearge
საქართველოს მოქალაქეებო, რატომ არ გაინტერესებთ სად წავიდა ეს ფული? სად წავიდა? გითხრა? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) იმ დაწოლილ ინდაურზე ხიდს რომ ეძახიან, პრომეთეს ძეგლში, რომელიც სად გადაათრიეს კაცმა არ იცის (არც ქალმა) ათას შადრევანზე (შემოაჯდნენ და ჩაიბანონ), პრეზიდენტის რეზიდენციაზე (მიშას სანუკვარი ოცნება არ უნდა აგვესრულებინა?) და ნუ ერთი 20% ჯიბეში და კიდევ ათას სისულელეში... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#222
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
gearge სად წავიდა? გითხრა? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) იმ დაწოლილ ინდაურზე ხიდს რომ ეძახიან, პრომეთეს ძეგლში, რომელიც სად გადაათრიეს კაცმა არ იცის (არც ქალმა) ათას შადრევანზე (შემოაჯდნენ და ჩაიბანონ), პრეზიდენტის რეზიდენციაზე (მიშას სანუკვარი ოცნება არ უნდა აგვესრულებინა?) და ნუ ერთი 20% ჯიბეში და კიდევ ათას სისულელეში... ის მაკვირვებს... არა, გაკვირვების სტადიას უკვე გავცდი... ის აღმაშფოთებს, რომ თუგინდ ამ ფორუმზე, ერთი ხელის თითები ეყოფა იმათ დასათვლელად, ვინც ეს ადარდებს! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#223
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
gearge
ის მაკვირვებს... არა, გაკვირვების სტადიას უკვე გავცდი... ის აღმაშფოთებს, რომ თუგინდ ამ ფორუმზე, ერთი ხელის თითები ეყოფა იმათ დასათვლელად, ვინც ეს ადარდებს! პირადად მადარდებს კი არა ცოფებს ვყრი ყოველდღე, მაგრამ ამით რა? ხალხი ვართ რეალურად გასაწყვეტი და დავისვენებთ ყველა... ელემენტარული 13 მარტის შემდეგ იმედი, რომ გვაქვს ჩართული და ვუყურებთ მაგითი იწყება ჩვენი უკუსვლა, თუმცა ვის რა ვუთხრა სახლში ვერ "გადავაგდებინე" იმედი (არხი!) ოჯახის წევრებს... და უამრავი ისეთი ფაქტორია, წვრილი, მაგრამ უმსხვილესი რომელსაც ბევრი არ უფიქრდება... თუ იქნება დაინტერესება შემიძლია გავაგრძელო ეს მიმდევრობა (რატომ უნდა გაწყდეს ქართველი ერი) უსასრულოდ! რაც შეეხება მთავრობას, რასაც ვიმსახურებთ ის გვყავს, მეტი არ გვეკუთვნის ჩვენ რა ნაძირლებიც ვართ ის ნაძირალა მთავრობა გვყავს... მთავრობის გადადგომა არაფერს შეცვლის, უბრალოდ მოვა სხვა მთავრობა. ჩვენ ვართ გასაწმენდები... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Apr 10 2010, 10:30 PM -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#224
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
იმ დაწოლილ ინდაურზე ხიდს რომ ეძახიან მე დინოზავრს უფრო მივამსგავსე ეგ ხიდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) პრომეთეს ძეგლში, რომელიც სად გადაათრიეს კაცმა არ იცის (არც ქალმა) პრომეთეს ძეგლი კაი ხანია ბორჯომის პარკში დგას. როცა თვალში მომაკლდა ეგ ძეგლი, სადღაც 1 თვეში ბორჯომის პარკში მოვხვდი და იქ იყო პრომეთე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ევროკავშირი (50 მილიონი დოლარი). აქ ან ეგ წყარო ცდება და არასწორი ინფო აქვს, ან ევროკავშირმა ოხრად ფული, რაც ადრე ვალად ითვლებოდა, ჩამოგვაწერა ან გვაჩუქა (IMG:style_emoticons/default/smile.gif) + ისიც ნათქვამია კაი ხნის წინ, რომ ყველა ხალხს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს, რაც გიენამაც თქვა. თუ სააკაშვილი გვყავს ხელისუფლად, ე.ი. ვიმსახურებთ, მიუხედავად იმისა, ცუდია თუ კარგია. თუ ცუდია და ვერ ვიშორებთ, ე.ი. ტ***ი არ გვაქვს და იმიტომ. თუ ტ***ი გვაქვს და არ ვუშვებთ, ე.ი. კარგია და ა.შ. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]()
პოსტი
#225
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
აი, ჩემი აზრით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის ნდობაც შეიძლება, ადამიანები რომელტაც არცერთ მძ...ში ფეხი არ ჩაუდგამთ, თუ ვცდები გამახსენეთ... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#226
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
ხვალ (15 აპრილს) 3 საათზე, პარლამენტის წინ, ჩატარდება მიტინგი, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური პატიმრების და ჩვეულებრივი პატიმრების უფლებათა დასაცავად. ყველა ადამიანს, ვისაც გეძვირფასებათ საქართველოს მომავალი და ვინც აღშოფითებული ხართ იმ უბდურებით, რაც საქართველოში პატიმრებთან მიმართებაში ხდება, ყველას, ვისაც ღირსების ოდნავი შეგრძნება მაინც დაგრჩათ, გელოდებით პარლამენტის წინ, ხუთშაბათს, 15 საათზე.
აქციაში მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი (მათ შორის "ლეიბორისტული პარტია" და "ეროვნული ფორუმი"), ასევე ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. 15 აპრილს, 15 საათზე გაირკვევა ვინ ვართ! საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მემორანდუმი, პოლიტიკური პატიმრების და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების შესახებ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები საქართველოში (pdf) პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 14 2010, 03:48 PM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#227
|
|
![]() ზარმაცი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 21 ![]() |
ხვალ (15 აპრილს) 3 საათზე, პარლამენტის წინ, ჩატარდება მიტინგი, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური პატიმრების და ჩვეულებრივი პატიმრების უფლებათა დასაცავად. ყველა ადამიანს, ვისაც გეძვირფასებათ საქართველოს მომავალი და ვინც აღშოფითებული ხართ იმ უბდურებით, რაც საქართველოში პატიმრებთან მიმართებაში ხდება, ყველას, ვისაც ღირსების ოდნავი შეგრძნება მაინც დაგრჩათ, გელოდებით პარლამენტის წინ, ხუთშაბათს, 15 საათზე. აქციაში მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი (მათ შორის "ლეიბორისტული პარტია" და "ეროვნული ფორუმი"), ასევე ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. 15 აპრილს, 15 საათზე გაირკვევა ვინ ვართ! საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მემორანდუმი, პოლიტიკური პატიმრების და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების შესახებ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები საქართველოში (pdf) რა ნაწერია ეხლა ეს (შენი დაწერილია ეს თუ დააკოპირე საიდანმე) მიდიხარ სადმე წადი რა ღმერთმა ხელი მოგიმართოს სხვის ღირსებასთან რა ხელი გაქ . თუ რაღაც პოზიცია გაქ შენი პოზიცია დააფიქსირე. და თუ გინდა შენ გვერდზე სხვაც იდგეს რჩევა არ ჯობია მიცე? ვის რათ უნდა ესეთი სიტყვების ბრახაბრუხი ეხლა გაახსენდათ პატიმრები კარგით რა. მაინდამაინც ეხლა გააქტიურდებიან არჩევნებისთვის და უბრალო დამთხვევა იქნბა მე ვერ ვხედავ დღეს მართლა პატრიოტულ პოლიტიკურ ძალას ან ისეთ პოლიტიკურ მოძრაობას რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა და ეხლა მე რო პოლიტ პატიმრების სახელიზე მივიდე დაიწყებენ ოპოზიციონტები პირში მიკროფონის ჩადებას და პოლიტ პატიმრების ახლობლები სუ დაავიწყდებათ. ჩემი ახლობლებიც არიან დაჭერლები ვითომ სამხედრო შეთქმულების გამო და ამდენი ხანი მიდიოდა სასამართო სად იყვნენ ეს პარტიები -------------------- ჩაბარუხელი
|
|
|
![]()
პოსტი
#228
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
CHABA
ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ მეორე ნაწილში რომ ეხლა გაახსენდათ არანაირად, რადგან არაერთი აქცია გამართულა არჩევნებამდე ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით. ღირსებას რაც შეეხება ნაწილობრივ gearge მართალია, რადგან ღირსეულია ის საქციელი, რომელიც უსამართლო პატიმრების განთავისუფლებას მოითხოვს, თუ საქციელი ღირსეულია მაშინ გვერდზე უნდა დაუდგე თუ გვერდზე არ უდგები შესაბამისად ღირსებასაც გვერდს უვლი, მარტივი ლოგიკაა. ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ ჯგუფს და პოლიტიკურ მოძრაობებს ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა კერძოდ (აინშტეინმა თუ სწორად მახსოვს) "არ მოგწონს დღევანდელი მდგომარეობა? შეეცადე შეცვალო იგი" თუ შენ არ მოგწონს კონკრეტული პარტია ან მოძრაობის ლოზუნგი ჩამოაყალიბე შენი, და შექმენი რეალური მუხტი, არ შეგიძლია? არც მე... მაშინ მოდი ჩვენი გასაკეთებელი ვისაც შეუძლია იმის გვერდზე დადგომით მაინც გავაკეთოთ... ვიცი მეტყვი ეხლა ყველა თავისთავზე ფიქრობსო და ნაწილობრივ დაგეთანხმები, მაგრამ მეორე მხარეა ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ ანუ ვზივართ ჩუმათ და ვითმენთ ყოველგვარ საძაგლობას რასაც დღევანდელი "ბოროტი თესლები"* გვიკეთებენ. * "ბოროტი თესლები"* - ამით ყოვლადშემწყნარებალმა იესომ, ვითარცა მოყვარულმა მამამ, თავის სულიერ შვილებზე იზრუნა და გააფრთხილა ისინი, რათა წმიდა პეტრეს შეკითხვით გაცხადებული, თვითკმაყოფილებით ნასაზრდოები, ამპარტავნების ვნების მომტანი ბოროტი თესლი ჩანასახშივე ჩაეხშო. წყარო -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#229
|
|
![]() ზარმაცი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 21 ![]() |
Giena
გვერდზე ვუდგევარ და გულახდილად ვიტყვი ალბათ უფრო იმიტორომ რომ ჩემი ახლობლებიც არიან მაგ უსამართლობაში მოყოლილები მე იმას ვხედავ რო ხალხი თანდათან ხვდება რომ არც მთავრობაა ნორმალური და არც ოპოზიციაა ანგელოზები და რო ცუდი მთავრობის დასამხობად მისი მოწინააღმდეგე ცუდი ოპოზიციის გვერდზე დგომით არაფერი სახეირო არ გამოვა არ შეილება ორ ცუდიში ერთერთი შედარებით კარგი აირჩიო როცა გაქვს მესამე ვარიანტი ორივეზე თქვა ცუდიაო შენ ზემოთ გეწერა ეროვნულ ფორუმზე რო არ არიან გასვრილები გეთანხმები და ძაან კარგია რო არ არიან გასვრილები, მარა ცუდი ისაა რო ეგენი მთავრობისკენ იშვერენ მარტო ხელს ეგ ძალიან არ მომწონს თუ ხელის გაშვერას დაიწყებ ყელა ცუდისკენ უნდა გაიშვირო ხელი. ეგენი ვაი ოპოზიციაზე არც კაის იძახიან არც ცუდს (საერთო ჯამში ესე გამოდის) და რატომ? ისეთი შთაბჭდილება ნუ დაგჩებათ ჩემზე რო ამას არაფერი არ მოწონსო (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ძაან ბევრი მინახავს და ბევრი ვიცითქო ვერ დავიკვეხნი მარა ჩემი აზრი მაქვს და ჩემი მოკლე ჭკუით ვანსხვავებ დადებითს და უარყოფითს. ნეტა ვცდებოდე და ან ამ მთავრობამ ან ამ ოპოზიციამ რამე კაი გააკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩემი აზრი წყალსაც წაუღია (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) -------------------- ჩაბარუხელი
|
|
|
![]()
პოსტი
#230
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
ჩემი ახლობლებიც არიან დაჭერილები ვითომ სამხედრო შეთქმულების გამო და ამდენი ხანი მიდიოდა სასამართლო სად იყვნენ ეს პარტიები მითუმეტეს, აუცილებელია მთელ ოჯახთან ერთად მოხვიდე ხვალ (უკვე დღეს) 3 საათზე, პარლამენტის წინ! ყველა მიზეზი გაქვს აღშოფითებული იყო "იმ უბდურებით, რაც საქართველოში პატიმრებთან მიმართებაში ხდება" (ჩემი ციტატის დასასრული). მეტიც, მას შემდეგ რაც CHABA-მ საკუთარ მაგალითზე დაგიდასტურათ, რომ შეთხზული შეთქმულების გამო უდანაშაულო ჯარისკაცებს სჯიან, ყველა თქვენგანის (შენი მკითხველო!) ღირსების საკითხია შეეწინააღმდეგოთ ამის ჩამდენ სააკაშვილი-მერაბიშვილი-ბოკერია-ახალაიას რეჟიმს! დიახ შენი ვალდებულებაა CHABA , თქვენიც Bekward, otosaxel, plastic, domen, Power_VANO, Chacha, gi0_kiborg, Classical და ყველას, "ვისაც ღირსების ოდნავი შეგრძნება მაინც დაგრჩათ". რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებდნენ "ესენი" (ოპოზიციონერები) აქამდე, გთხოვდი გაითვალისწინო, რომ კონსერვატიული პარტია, პრაიმერის ინიციატორ (იგივე "პრაიმერისტ") სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა (ზუსტად რამდენი ვერ გეტყვი, რადგან თვლა დავკარგე) ყოველ ხუთაშაბათ დღეს მართავს აქციებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ეს ხდება დანაშაულებრივი სისტემის ყველა ცხელ წერტილში, მათ შორის დარწმუნებული ვარ იმ სასამართლოს წინაც, რომელშიც შენ ახლობლებს ასამართლებდნენ. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: 25 მარტი - პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან 18 მარტი - მოდულის შენობასთან 25 თებერვალი - გენერალურ პროკურატურასთან 18 თებერვალი - საქალაქო სასამართლო 27 იანვარი - მანიფესტაცია ... დიახ, ამის შესახებ რუსთავი 1/2/3/4/... არ გაცნობებდნენ! ეხლა მითხარით, ვის დავაბრალო, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი ვიკრიბებით და მასების გულგრილობის გამო არანაირი ბერკეტი არ გვაქვს შევცვალოთ რამე? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 14 2010, 10:09 PM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#231
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
CHABA
მე იმას ვხედავ რო ხალხი თანდათან ხვდება რომ არც მთავრობაა ნორმალური და არც ოპოზიციაა ანგელოზები და რო ცუდი მთავრობის დასამხობად მისი მოწინააღმდეგე ცუდი ოპოზიციის გვერდზე დგომით არაფერი სახეირო არ გამოვა გეთანხმები, მაგრამ რაღაც, რომ უნდა ვქნათ ფაქტია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არ შეილება ორ ცუდიში ერთერთი შედარებით კარგი აირჩიო როცა გაქვს მესამე ვარიანტი ორივეზე თქვა ცუდიაო აი ეს კი ძალიან მართალია, მაგრად დამრალეს ამ ჩემისებმა ვისი ვისაშია ვეღარ გაიგებ საერთოდ, ერთი ერთს ყვირის მეორე სხვას, დღეს ერთი პარტია მოდის ხვალ მეორეში გადადის პირველი პარტიისწარმომადგენელი ზეგ კი ყველა ერთად მეორე თუ მესამე პარტიაში გადავა, ამის შემდეგ უნდა ამოვიღოთ ფესვი და მივიღებთ X * Y = კვადრატული ფესვი 0-დან... გაიგეთ რამე ჩემი ნაწერიდან? აი ეგრე ვერ გავიგე მეც რა ხდება ქვეყანაში! შენ ზემოთ გეწერა ეროვნულ ფორუმზე რო არ არიან გასვრილები გეთანხმები და ძაან კარგია რო არ არიან გასვრილები, მარა ცუდი ისაა რო ეგენი მთავრობისკენ იშვერენ მარტო ხელს ეგ ძალიან არ მომწონს თუ ხელის გაშვერას დაიწყებ ყელა ცუდისკენ უნდა გაიშვირო ხელი. ეგენი ვაი ოპოზიციაზე არც კაის იძახიან არც ცუდს (საერთო ჯამში ესე გამოდის) და რატომ? გეტყვი რატომ, პირველ რიგში ფორუმი ნელნელა ძლიერდება თან საკმაოდ, ეხლა რომ დაიწყოს ყვირილი დიპლომატიურად გაუმართლებელი იქნება რადგან ხალხი ისე გადამკვდარი ბურჯანაძე/ნოღაიდელის ტაშისკვრას, ვერ მიიღებს ფორუმს, ამიტომ ნელნელა ჯობია საქმის კეთება. რომ იყვიროს ბურჯანაძე ცუდია და გვერდზე არ დაუდგეთ ხალხნოო ხალხი აქეთ შეუბრუნდება (სამწუხაროდ). მოკლედ მოვლენ ძალიან მალე ფორუმელები (პარტია ფორუმი (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ) და გვეშველება ალბათ რამე, ოღონდ ჩვენი ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება საჭირო... P.S. ყველას ჰგონია, რომ ფორუმი არ აკეთებს არაფერს, ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ მათი საიტი დაწვრილებით საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა იმის შესახებ თუ რა მოხდა ქვეყანაში... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#232
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
გეტყვი რატომ, პირველ რიგში ფორუმი ნელნელა ძლიერდება თან საკმაოდ, ეხლა რომ დაიწყოს ყვირილი დიპლომატიურად გაუმართლებელი იქნება რადგან ხალხი ისე გადამკვდარი ბურჯანაძე/ნოღაიდელის ტაშისკვრას, ვერ მიიღებს ფორუმს, ამიტომ ნელნელა ჯობია საქმის კეთება. რომ იყვიროს ბურჯანაძე ცუდია და გვერდზე არ დაუდგეთ ხალხნოო ხალხი აქეთ შეუბრუნდება (სამწუხაროდ). მოკლედ მოვლენ ძალიან მალე ფორუმელები (პარტია ფორუმი ) და გვეშველება ალბათ რამე, ოღონდ ჩვენი ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება საჭირო... აი ეგ მაგიჟებს რა ბ***დ, ნოღაიდელს და ბურჯანაძეს ტაში როგორ უნდა დაუკრა... სულ ყველაფერს რომ დავანებოთ თავი.. მაგრამ აგერ მოვა არჩევნები და ნახავთ, რამდენი "გველი" გამოძვრება სოროდან "დიდი გველების" მხარდასაჭერად. მაგიტომაც არ ვერევი აქაურ პოლიტ. ცხოვრებაში. არც აქციაზე მივსულვარ არასდროს და არც მივალ. არ მინდა პასუხისმგებლობის წილი ავიღო ხელისუფლებაში XZ რა ადამიანების მოყვანის გამო. არ მინდა წამომაძახოს ვინმემ, როცა ესენი მოვლენ ხელისფლებაში, ოოო, ვანო, შენ ხომ ამათ უჭერდი მხარსო?! (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]()
პოსტი
#233
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
Giena
მე იმას ვხედავ, რომ ხალხი თანდათან ხვდება, რომ არც მთავრობაა ნორმალური და არც ოპოზიციაა ანგელოზები და რომ ცუდი მთავრობის დასამხობად მისი მოწინააღმდეგე ცუდი ოპოზიციის გვერდზე დგომით არაფერი სახეირო არ გამოვა არ შეილება ორ ცუდიში ერთ-ერთი შედარებით კარგი აირჩიო როცა გაქვს მესამე ვარიანტი - ორივეზე თქვა ცუდიაო. Giena, ეს "ძალიან მართალია"?! შენც ბრუტუს? ესეიგი პაკილო კუბლაშვილსა და კობა დავითაშვილს შორის განსხვავება არ არის? გოკა გაბაშვილი და აკო მინაშვილი ისევე "ცუდები" არიან როგორც ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა? ისევ ესენი იყვნენ, ვიდრე თუგინდ ბიძინა გუჯაბიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, დავით ბაციკაძე, გიორგი გუგავა, კახა ძაგანია, იოსებ შატბერაშვილი, ნესტან კირთაძე, პაატა ჯიბლაძე, ფიქრია ჩიხრაძე, დავით საგანელიძე, მამუკა კაციტაძე, მანანა ნაჭყებია, გიორგი მოსიძე, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, თინათინ ხიდაშელი, ირაკლი ბათიაშვილი, დავით ზურაბიშვილი და სხვა ღირსეული ადამიანები, არა? ზუსტად ამას გულისხმობდა ციტატის ავტორი. ის [ერთ მხარეს] თოფაძეს (მრეწველები), ნათელაშვილს (ლეიბორისტები), დავითაშვილს (ხალხის პარტია), ძიძიგურის (კონსერვატორები), უსუფაშვილს (რესპუბლიკელები), გამყრელიძეს (ახალი მემარჯვენეები), გაჩეჩილაძეს (მწვანეთა პარტია), ზურაბიშვილსა (საქართველოს გზა) და შაშიაშვილს (თეთრები), [მეორე მხარეს] სააკაშვილი-თარგამაძე-თორთლაძეს (ნაც. მოძრაობა) შორის განსხვავებას არ ხედავს! შენ ამას ეთანხმები? ნამეტანია... არ მინდა დავიჯერო! "ეროვნულ ფორუმს" ღრმა პატივსა ვცემ და მის სათავეში მყოფთა გონიერებაში და ეროვნულობაში ეჭვი არ მეპარება, ამიტომ მოუთმენლად ველი მათ სამოქმედო გეგმას, რომელიც მალე უნდა გამოქვეყნდეს. მანამ კი, რადგან მტერი არ ისვენებს, მძინარე მზეთუნახავის პოზიციას ვერ დავიკავებ და განვაგრძობ სისტემის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას! პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 16 2010, 08:34 PM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#234
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
gearge
არა იულიუს არ მიღალატია და არასოდეს გიღალატებ. უბრალოდ დავფიქრდი იმზარე რაც ხდება ჩვენს გარშემო და მივხვდი ერთ რამეს, ამ ეტაპზე ყველა ვარიანატში ან ალასანია და ალიანსი ან თოფაძე. ეროვნული საბჭო უნდა დაწვა მთლიანად, იმ კაცთან ერთად ვინც 7 ნოემბრის ეროვნულ საბჭოს არბევდა და აპრავებდა პახოდუ, როგორ შევიდნენ? თან ისევ ეროვნული საბჭო დაარქვეს... მე პრინციპი მაქვს ადამიანი გუშინ რომ მირტყავდა და ნაწილებად მშლიდა დღეს ტაშს არ დავუკრავ, ეგენი (ბურჯანაძე/ნოღაიდელი) უნდა გაყარო ნორმალურმა ადამიანმა ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ ხომ ნორმალურები არ ვართ, ოღონდ ტაში გვაკვრევინა ვინმეზე მეტი არაფერი არ გვინდა. ჩემი ღრმა რწმენით ჯობს ეგეთი ბოროტი თესლები თავიდანვე მოვიშოროთ თავიდან და მინიმუმ გვერდზე მაინც არ დავიყენოთ, თუმცა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამას არ ითვალისწინებს და არც კი ფიქრობს. ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ბურჯანაძე/ნოღაიდელზე იმიტომ მაქვს გართულება, რომ რუსეთში წავიდნენ, არცერთ შემთხვევაში! გართულება იმიტომ მაქვს, რომ სააკაშვილთან ერთად იდგნენ და მასთან ერთად მარბევდნენ, როდესაც პროტესტს გამოვთქვამდი, აქედან გამომდინარე არ მინდა მაგათ გვერდზე დგომა, თვარა რუსეთთან ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანის ხელში მოლაპარაკებები აუცილებელია ნამდვილად... Power_VANO არც აქციაზე მივსულვარ არასდროს და არც მივალ. არასოდეს თქვა არასოდეს, მითუმეტეს დღევანდელი მთავრობის ხელში (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არ მინდა პასუხისმგებლობის წილი ავიღო ხელისუფლებაში XZ რა ადამიანების მოყვანის გამო. არ მინდა წამომაძახოს ვინმემ, როცა ესენი მოვლენ ხელისფლებაში, ოოო, ვანო, შენ ხომ ამათ უჭერდი მხარსო?! ეგ მკლავს ამ მომენტში ზუსტად და ეგ მიღებს ბოლოს, რადგან სააკაშვილი რომ მოეთრეოდა გავკიოდი ბოლო ხმაზე მიშას... ერთერთი ადამიანი ვარ ვინც ეს ნაძირალა ქვეყანაში მოიყვანა, სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია... ახლა კი ვცდილობ აღვიდგინო ჩემი რეპუტაცია ჩემივე თავთან და არა სხვებთან... და ყელაზე დიდი უბედურება კი არის ის, რომ მაშინ 50 000 კაცი ვინც იქ იდგა და მიშას გაჰკიოდა 99% დღეს ისევ ქუჩაში დგას თავის რეპუტაციის აღსადგენად... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#235
|
|
![]() ზარმაცი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 577 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 21 ![]() |
გეტყვი რატომ, პირველ რიგში ფორუმი ნელნელა ძლიერდება თან საკმაოდ, ეხლა რომ დაიწყოს ყვირილი დიპლომატიურად გაუმართლებელი იქნება რადგან ხალხი ისე გადამკვდარი ბურჯანაძე/ნოღაიდელის ტაშისკვრას, ვერ მიიღებს ფორუმს, ამიტომ ნელნელა ჯობია საქმის კეთება. რომ იყვიროს ბურჯანაძე ცუდია და გვერდზე არ დაუდგეთ ხალხნოო ხალხი აქეთ შეუბრუნდება (სამწუხაროდ). მოკლედ მოვლენ ძალიან მალე ფორუმელები (პარტია ფორუმი ) და გვეშველება ალბათ რამე, ოღონდ ჩვენი ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება საჭირო... ხოდა მაგაშია საქმე რო არამბობენ ბურჯანაძე და ნოღაიდელს არ გაეკაროთო მაგიტო არ ვარ მაგათ გვერდში თორე ნაღდად ვიქნებოდი და ვისაც ბურჯანაძის ან ნოღაიდელის სართოდ რამე ჯერათ და იმედი აქთ უველას ტვინიც ვატირე ადამიანი ნამდვილი მებძოლი უნდა იყო თუ პოლიტიკაში მიდიხარ განა გაჩეჩილაძესნაირი უნდა იყო თფ ამის გული მერევა იმდენი გათახსირებული ადამიანია დღეს პოლიტიკაში -------------------- ჩაბარუხელი
|
|
|
![]()
პოსტი
#236
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
CHABA
ხოდა მაგაშია საქმე რო არამბობენ ბურჯანაძე და ნოღაიდელს არ გაეკაროთო მაგიტო არ ვარ მაგათ გვერდში თორე ნაღდად ვიქნებოდი ჯერ არ ამბობენთქვა, ისევ ხალხის გამო... ვისაც ბურჯანაძის ან ნოღაიდელის სართოდ რამე ჯერათ და იმედი აქთ უველას ტვინიც ვატირე + ადამიანი ნამდვილი მებძოლი უნდა იყო თუ პოლიტიკაში მიდიხარ განა გაჩეჩილაძესნაირი უნდა იყო გაჩეჩილაძეს კი დაანაბე ნამდვილად თავი, 100% დარწმუნებული ვარ მის პატიოსნებაში და + მადლიერი იმის გამო, რომ 26 მაისს არ მოხდა ის რაც ამ დღეებში მოხდა ბიშკეკში... -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#237
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
მადლობა Giena, ცოტა მომეშვა გულზე. მოგვიანებით შედარებით ვრცლად დავწერ - აქვე, ამ პოსტში.
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Apr 17 2010, 09:14 AM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#238
|
|
![]() ერთი უსაქმური მეცნიერი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 3.477 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Socket LGA775 წევრი №: 3.255 ![]() |
gearge
ყველას, "ვისაც ღირსების ოდნავი შეგრძნება მაინც დაგრჩათ". ამით რისი თქმა გინდა ბურჯანაძეს და ნოღაიდელის გვერძე ვინც არაა აქვს ღირსების გძნობა?! მე რაღაც მგონია რომ პირიქითაა (IMG:style_emoticons/default/wink.gif) ამ თემაში არ მინდა პოსტვა მაგრამ პირადად რა ღისებაზე მელაპარაკები. და ყოველთვის უნდა გააკეთო სწორე არჩევანი, ძიაზე კაი იყო სააკაშვილი ჯობს, ბურჯანაჯე-ნორაიდელი კიდევ საააკაშვილზე უარესია, ამიტომ იქმადე სანამ არ გამოჩნდება ვინმე უკეთესი! და ჰო ჯერ ხალხია შესაცვლელეი და არა პოლიტიკოსები! ტიპი მტელი დღე ზის ნარდს უბერევს და მაწამოს მთავრობამ იძახის იმას რომელიმე მთავრობა უშველის?! არის ერთი გამოსავალი ყველამ აკეთოს საკუტარი საქმე და ყვალერი დალაგდება, სახალხო დამცველი ფულის ხაფის მაგივრად საქმეს რომ მიხედავს, აღარ იქნება პატიმრების ასეთი ცუდი მგომარეობა. სის ადმინი სისტემას რომ აააგებს ინტერნეტ პრობლემები არ იქნება და ა. შ. მაგრამ აქ არავის უნდა მუსაობა ყვეალას უნდა პირღია ელოდოს "მესიას" რომელიც საჭმე-სასმელს გაუჩითავს! მოკლედ და კონკრეტულად ხალხშია პრობლემა და ხალხი რასაც იმსახურებს ისეთI მთავრობაც ყავს ვოტ! და ჰო ჩემს ღირსებას თვი დაანებე (IMG:style_emoticons/default/wink.gif) -------------------- "ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად |
|
|
![]()
პოსტი
#239
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
otosaxel
მას შემდეგ რაც CHABA-მ საკუთარ მაგალითზე დაგიდასტურათ, რომ შეთხზული შეთქმულების გამო უდანაშაულო ჯარისკაცებს სჯიან, ყველა თქვენგანის (შენი მკითხველო!) ღირსების საკითხია შეეწინააღმდეგოთ ამის ჩამდენ სააკაშვილი-მერაბიშვილი-ბოკერია-ახალაიას რეჟიმს! დიახ შენი ვალდებულებაა CHABA , თქვენიც Bekward, otosaxel, plastic, domen, Power_VANO, Chacha, gi0_kiborg, Classical და ყველას, "ვისაც ღირსების ოდნავი შეგრძნება მაინც დაგრჩათ". ნუთუ ამას რამის დამატება სჭირდება? -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#240
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
აგერ უკვე მეშვიდე თუ მერვე საათია ია ანთაძის ბლოგს ვკითხულობ, სტატიას სტატიაზე და ვერც ვჩერდები იმდენად მიზიდავს ამ ადამიანის აზროვნება და დღევანდელ ცხოვრებაზე დამოკიდებულება, აგრეთვე ანალიზი და წერტილოვანი დამოკიდებულება და მიდგომა დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების მიმართ. არ ვეცდები მოგახვიოთ თავზე ეს ჩემი შემართება და არ მოვითხოვ ყველასგან ამ ყველაფრის ისევე შეგრძნება, როგორც მე შევიგრძენი, უბრალოდ გადახედეთ თუ დრო გექნებათ რამოდენიმე სტატიას, დამიჯერეთ დიდ სიამოვნებას მოგგვრით...
-------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th July 2025 - 01:17 AM |