მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> დღევანდელი პოლიტიკა, ხვალინდელი დღის გარანტი
gearge
პოსტი Jul 11 2009, 02:16 PM
პოსტი #1


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



მინდა დავიწყო ღრმად პატივცემული პიროვნების, ექსპერტის ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), სამართლისა და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრის (პარიზი) პროფესორ ბიძინა (გურჯი) სავანელის მიმართვით ქართველი ხალხისა და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების დიპ. კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. მიმართვა შედგენილია ღია წერილის სახით, დაგზავნილია სრულიად დიპლომატიური კორპუსისათვის და გამოქვეყნებულია გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში (№ 26 (771) 29 ივნ. - 5 ივლისი).

ტექსტი მოკლეა, დაწერილი მისაღებ ფორმაში, ლაკონურად, ამიტომ ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას. პირადად ერთი სუნთქვით ჩავიკითხე. მომიტევეთ შეცდომები, ხელით გადმოვბეჭდე.

საგანგებო მიმართვა
საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების
დიპლომატიური კორპუსის მეთაურებს

ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანიული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:

1.საქართველოში, ფაქტობრივად, აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშიც გახლავთ: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის* დასკვნებით;

2.ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული ”მოქალაქეთა კავშირი” - ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული - არის ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის თვრამეტკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება;

3.
თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, ”ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად აღიარა თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე იურე პრეზიდენტი;

4.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები;

5.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით
ხალხი არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვით პროფკავშირებისა და სასამართლოსგან, ხოლო უმუშევარი ხალხი ბედის ანაბარა დარჩა და ტოვებს სამშობლოს;

6.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთო-ს და სახალხო დამცველის დასკვნებით და რის გამო საქართველო პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება;

7.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოს მთელი სატელევიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” საზოგადოებას, ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე და სხვა მედიასაშუალებების ჯურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა.

8.საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა საკანონმდებლო ხელისუფლების სრული უზურპაცია, რითაც ხალხს მოესპო საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ხოლო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისში აღმოჩნდა;

9.მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში;

10.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას;

11.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევს;

12.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით
ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედია ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია.

ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან სახეზეა ტირანია და ჩაგვრა, რამაც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შეიძლება სახალხო აჯანყება** გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. [უცხოელ დიპლომატებს] მოგიწოდებთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი საქართველოს ხალხსა და კვაზი-ხელისუფლებას შორის, ადეკვატურად შეაფასოთ საქართველოში და მის გარეთ მიმდინარე პროცესები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის ხარჯზე დიქტატურის დამყარებისკენ სააკაშვილის და მისი გუნდის სწრაფვის თანამონაწილე არ გახდეთ.

2. გთხოვთ [უცხოელ დიპლომატებს], საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოთხოვნას უშუალოდ გაერო-ს და ეუთო-ს მიერ ვადამდელი თავისუფალი და გაუყალბებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

// პასუხი კითხვაზე ”ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?”. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული (ანუ კანონმდებლობაში ჩადებული) გზა არის არასანდო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის განსამუხტად!

ქართველ ხალხს ვაბრთხილებ: რუსეთი გააგრძელებს, ზოგიერთი მეზობელი კი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ დაპყრობას, ხოლო სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთისგან დევნილობის მოტივით დატოვებენ საქართველოს, მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს უცხოეთში და დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონებიან.

ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო,
ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ
შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო!

ღრმა პატივისცემით,
პროფესორი ბიძინა სავანელი”

ინფორმაციისთვის: ბატონი ბიძინა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ორგანიზაციას და არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას.

ეს მიმართვა ლოგიკური გაგრძელებაა 2009 წლის 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ მიტინგზე** წარმოთქმული სიტყვისა:

ბიძინა სავანელი: რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი?

რატომ და იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა:

  • მოკლა დედა-შვილი ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი
  • მოკლა ვაზაგაშვილი და რობაქიძე, ამოხოცა პატიმრები საკნებში და ახალგაზრდები კორტებთან
  • მოკლა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება
  • მოკლა ქართველი ერის საკუთრების უფლება მისთვის საარსებო და სტრატეგიულ ობიექტებზე
  • მოკლა ეროვნული წარმოება, საშუალო და მსხვილი ბიზნესი
  • მოკლა ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა
  • მოკლა მოქალაქეთა პირადი საკუთრების უფლება
  • მოკლა ქართული მეცნიერება, ხელოვნება და განათლება
  • მოკლა აზრის გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი ტელესივრცე
  • მოკლა ხალხის უფლება გაუყალბებელ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე
  • მოკლა სხვა ერებთან და ეროვნებებთან მშვიდობიანი ქართველი ხალხის თანაარსებობის უფლება
  • მოკლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წამოიწყო ომი და სასიკვდილოდ გასწირა ქართველი მეომრები

ამრიგად, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა ქართველი ერის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვითმყოფობა, რის გამოც ქართველი ერი უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებისგან.

© გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"

ეს 12 პუნქტი მინდა გახდეს ჩონჩხი რომელზეც შევძლებთ გავრცობას. არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ? ჩემი მხრიდან წინასწარ ვაცხადებ რომ ბატონ ბიძინას ყველა პუნქტში ვითანხმები და აუცილებლად გავცემ პასუხს კითხვას ”რატომ?”, საუბრი განმავლობაში. თემა ღიაა, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას!

როგორც კენედიმ თქვა: ”არ იკითხოთ რა შეუძლია ქვეყანას გააკეთოს თქვენთვის - იკითხეთ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ქვეყნისთვის”! მე მაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ თქმასაც თავისი დრო აქვს. რა არის ჩემი საბოლოო მიზანი? მინდა ყველა(!) თქვენგანში გაიღვიძოს ილია ჭავჭავაძემ!

ილიას უკვდავი ”ელეგია”, თქმული 1859 წელს, ზუსტად საუკუნე-ნახევრის წინ და დღემდე აქტუალური:

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართველის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.


P.S. აუცილებელია დაიწეროს გუშინ გამოცხადებულ ახალ, მძლავრ არაპოლიტიკურ(!) ორგანიზაციაზე სახელწოდებით ”დაიცავი საქართველო”, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის საპატიო თავმჯდომარეობით. მანამ კი, თქვენს რეაქციას ველოდები!

*საზოგადო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი (საზოგადო დამცველი): სოზარ სუბარი.
**დიახ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხალხს აქვს აჯანყების უფლება ხელისუფლების მხრიდან ტირანიისა და ჩაგვრის შემთხვევაში!
***ინიციატორთა გადაწყვეტილებით 15 მარტს აქცია იყო ზეპოლიტიკური, მასში არ ფიგურირებდა პოლიტიკური პარტიები და არ იყო გამოყენებული პოლიტიკური სიმბოლიკა. შეკრების ინიციატორი იყო 22 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილის ”კანონი ხალხისათვის”, თანასწორობის ინსტიტუტი, ქართული აკადემია, მოძრაობა 7 ნოემბერი - ჯაბა ჯიშკარიანი, ჟურნალისტები მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია ”მაესტრო”) და ალეკო ელისაშვილი (ტელეკომპანია ”კავკასია”), აქაციას ასევე შემოუერთდა,,გურამ შარაძის საზოგადოებაც’’. შეკრების სლოგანი იყო: ,,მიშა, წადი - მომავალო გაფრთხილდი!”. აქციის რამდენიმე სურათი:

(IMG:http://img102.imageshack.us/img102/5180/a902145db6d3.th.jpg) | (IMG:http://img268.imageshack.us/img268/5594/c78660f5d008.th.jpg) | (IMG:http://img30.imageshack.us/img30/2558/37ffa042a691.th.jpg)
წყარო: forum.ge


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
16 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 >  
Start new topic
გამოხმაურებები (260 - 279)
gearge
პოსტი May 11 2010, 08:56 PM
პოსტი #261


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Classical @ May 11 2010, 09:44 PM) *
gearge

კითხვებზე პასუხების გაცემა არ გიყვარს, როგორც ვხედავ.

ამას გულისხმობ, ალბათ:
ციტატა(classical @ 10th May 2010 - 12:25 PM) *
ციტატა
სამშობლოს პატრიოტებო, როგორ აპირებთ შეეწინააღმდეგოთ სააკაშვილის რეჟიმს იმაში, რომ კიდევ მეტი საქართველოს ტერიტორია არ დაიკარგოს?


იქნებ ჯერ შენ გვითხრა, ასეთი პათოსით რომ შემართულხარ, რითი აპირებ შეეწინააღმდეგო?

Classical, როგორ გავცე პასუხი შენს რიტორიკულ კითხვას - რომლის პასუხი წინასწარ იცი?!

თუ მართლა გაინტერესებს:

რადგან მოაზროვნეების მიერ უკეთესი გზა ჯერ ვერ მოფიქრებულა, ვაპირებ შევეწინააღმდეგო სამშობლოს მტერ რეჟიმს ისე, როგორც აქამდე - მშვიდობიან საპროტესტო აქციებში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეძლებისდაგვარად აქტიური მონაწილეობით - მოქალაქეობრივი ვალის შესრულებით!

თემატური ციტატები:

"Freedom is never voluntarily given by the oppressor; it must be demanded by the oppressed."
Martin Luther King, Jr.

"You may either win your peace or buy it: win it, by resistance to evil; buy it, by compromise with evil"
John Ruskin

შენ რას მთავაზობ?

P.S. "ბოლოს ჩვენ გვამახსოვრდება არა მტრების სიტყვები, არამედ ამხანაგების სიჩუმე". მარტინ ლუთერ კინგი (უმცროსი)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 11 2010, 11:40 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 11 2010, 11:18 PM
პოსტი #262


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(fashisti @ 11th May 2010 - 09:41 PM) *
ხო, რავიცი აბა... ასეა თუ ისე, ალასანიამ დანარჩენ გიჟებს რომ გაუსწროს, ძალიან სასიამოვნო იქნება. ნუ, უგულავა კი მაინც გახდება მერი (გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ), მაგრამ მეორე ადგილზე გასვლასაც აქვს მნიშვნელობა და სასურველია, რომ ვინმე გიჟი არ იყოს მეორე ადგილზე...

ხელისუფლება უხვად აჯილდოვებს კარგად ჩატარებული გამოკითხვა/ეგზიტპოლებისთვის - იაკობაშვილისა და ნოდიას მაგალითებზე. შენი პრობლემაა, თუ კიდევ გჯერა რუსთავი 2-სა და მისნაირების.

fashisti, ხომ ვერ მეტყვი: რატომ არის ძიძიგური, დავითაშვილი ან თოფაძე "გიჟი"?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 11 2010, 11:50 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
otosaxel
პოსტი May 12 2010, 01:54 PM
პოსტი #263


ერთი უსაქმური მეცნიერი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 3.477
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Socket LGA775
წევრი №: 3.255



gearge
ციტატა(gearge @ 11th May 2010 - 07:20 PM) *
გემი რომ იძირება, [ჰალსტუხიანი] ვირთხები გარბიან...

ნებისმიერ შემთხვევაში, სასიხარულოა ყველა ნაბიჯი, გადადგმული ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ - განსაკუთრებით ისეთი მედროვისგან, როგორც გია "პადოშა" თორთლაძეა!

მაგიტომ არ მომწონს ოპოზიცია, ვინმე გამოვარდება თუ არა და საააკაშვილის შეგინებს, ან ოპებს მხარს დაუჭერს უკვე აკრგი კაცია, თუნდაც გოგა ხაინდრავა (IMG:style_emoticons/default/dry.gif)

ანუ ხალხს იმითOმ არ აფასებთ როგორი ტიპია, რისი გაკეთება შუძლია იმით სააკაშვილს ვინ უფრო ხმამაღლა აგინებს (IMG:style_emoticons/default/dry.gif)


--------------------
"ბრძნად მეტყუელებაჲ ვერცხლი არს წმინდაჲ, ხოლო დუმილი - ოქროჲ რჩეული", ვითარცა თქუა სოლომონ.
არამედ აწ მე ნაკლუვანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 13 2010, 10:27 AM
პოსტი #264


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



gearge
ციტატა(gearge @ 11th May 2010 - 11:18 PM) *
ხომ ვერ მეტყვი: რატომ არის ძიძიგური, დავითაშვილი ან თოფაძე "გიჟი"?

თოფაძე არაა გიჟი თუმცა მისი დრო მემგონი წავიდა უკვე, დავითაშვილი მერობის კანდიდატი არაა როგორც ვიცი აი ძიძიგური კი მთლად რომ ვერაა თავის ჭკუაზე მაგას უნდა ატყობდე მემგონი, მოკლედ იმის მტკიცებას რომ ძიძიგური ძალიან არაადეკვატური, არაღირსეული და დაბალი დონის პოლიტიკოსია მემგონი აზრი არააქვს ამას თვითონ უნდა ამჩნევდეს ადამიანი....


პ.ს. ეს ვიდეოც იყოს ბარეღამ რადგან ძიძიგურზე ვლაპარაკობთ (IMG:style_emoticons/default/sleep.gif)



პ.პ.ს. იმასაც ავღნიშნავ რომ სამწუხაროდ დღეს ხელისუფლებას იმის ტრაკი არ გააჩნია რომ ძიძიგური დაიჭიროს, რაც ძალიან სამწუხაროა... ესეთი რამ არაპოლიტიკოს რომ ექნა დღეს უკვე ციხეში იქნებოდა თუმცა ოპოზიციამ მემგონი დააშინა ხელისუფლება რაც რათქმაუნდა ხელისუფლების არასწორი და უტვინო პოლიტიკის ბრალია... ეგენი ყოველთვის დემოკრატიულად რომ იქცეოდნენ და დღეს ძიძიგური რომ დაეჭირათ მემგონი ბევრ ადამიანს არ გაუჩნდებოდა იმის ეჭვი რომ ძიძიგური უსამართლოდაა დაჭერილი თუმცა ბევრი საეჭვო ქმედების შემდეგ დღეს ხელისუფლებას ოპოზიციაში სახელი მაგრად აქვს გატეხილი და სამართლიანი დაჭერის შემთხვევაშიც ნორმალური ოპოზიციონერების ნაწილს ეგონება რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო არის დაჭერილი ეს ადამიანი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sh@ko
პოსტი May 13 2010, 11:59 AM
პოსტი #265


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.933
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Music Box
წევრი №: 15



fashisti
დღეს ყველას უნდა აწყობდეს რომ ოპოზიცურმა ძალამ გაიმარჯვოს, რადგან თუ ახლა უგულავამ "მოიგო", მე იმედი დამეკარგება რომ არჩევნებით რამე შეიცვლება ქვეყანაში...

ვიდეოზე გამოსახულ ქალს კიდე სხვა გვარ-სახელი ეწერა სხვა ტელეკომპანიის სიუჟეტებში (IMG:style_emoticons/default/tongue.gif) ძიძიგური კი = 0-ს. მაგას არც აქვს შანსი გამარჯვების, ალასანიასგან განსხვავებით.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: May 13 2010, 11:59 AM


--------------------
ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 14 2010, 10:23 PM
პოსტი #266


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



fashisti
ზვიად ძიძიგურის განცხადება მის სახლთან მომხდარი ინცინდენტის შესახებ:



სანამ ენდობი Real TV-დ წოდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი "დონაძევიზიის" ერთ რეპორტაჟს მაინც, გაეცანი შემდეგს:

"შარშან საერთაშორისო ორგანიზაციამ, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგი, რომელშიც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველომ 54 პუნქტით უკან დაიხია. ქართული მედია ნაბიჯ-ნაბიჯ არათავისუფალი მედიის მქონე ქვეყნების სიას მიუახლოვდა მეორე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშებითაც. უკან დახევის პროცესი ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო და მედიის თითქმის ყველა საშუალება მოიცვა.

http://shokoladi.ge/node/526

ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტური გამოძიება ეხება 11 ტელევიზიის ისტორიას, რომელთა თავდაპირველ მფლობელებსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ენაცვლებოდნენ. ტელევიზიებმა, რომლებმაც მფლობელის შეცვლაზე უარი განაცხადეს, ლიცენზია დაკარგეს.
--------------------------------------------

სტატია მარტში გამოქვეყნდა, მაგრამ ეს თემა მარადიულია ვიდრე ეს მთავრობა სათავეში იქნება."
2009 წლის 27 ოქტომბერი, politforumi.com


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 14 2010, 10:24 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 15 2010, 11:00 AM
პოსტი #267


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



gearge
ნწ ნწ ნწ ნახე რა როგორ იტყუებიან ეს შუსუსუს აგენტები... ალბათ ძიძიგურის მეზობლები წინასწარ გააფრთხილეს რომ პროვოკაცია უნდა მოვაწყოთო და ღამე რომ გკითხავთ რა მოხდა ესა და ეს უნდა თქვათო...

ისა და რა მაინტერესებს ძიძიგური თუ მართლა არ ყოფილა დამნაშავე ღამე ესეთ ისტერიკებში რატომ იყო ჟურნალისტებთან? მემგონი მას რომ თავს დასხმოდნენ აღელვებული დაიწყებდა იმის მტკიცებას რომ პროვოკაცია მოუწყო ხელისუფლებამ და ასე შემდეგ...


მოკლედ არის მომენტები როცა ვერ დაამტკიცებ ვინაა მართალი და ვინ მტყუანო ხოლო ამ ორი ვიდეოდან გამომდინარე ცოტა ლოგიკურად რომ შეხედო აშკარად დაინახავ რაც მოხდა და ძიძიგური მაგრად რომ იტყუება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი May 15 2010, 11:46 AM
პოსტი #268


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



fashisti
რამოდენიმე "მეზობელი" რომელიც რუსთავზე ალაპარაკეს პირადად მყავს შემჩნეული თავისუფლების წინ საკნების აღებაში რომ მონაწილეოპბდნენ და გაჰკიოდნენ ხელს გვიშლისო, ანუ თავისუფლებაზეც ცხოვრობენ და სამგორშიც? ძალიან მაინტერესებს მართლა ეგეც არ იყოს:
ციტატა(Sh@ko @ 13th May 2010 - 03:59 PM) *
ვიდეოზე გამოსახულ ქალს კიდე სხვა გვარ-სახელი ეწერა სხვა ტელეკომპანიის სიუჟეტებში

ანუ დაჰყავთ აქტივისტები აქეთ-იქით...

რაც შეეხება ძიძიგურს დარწმუნებული ვარ ღამე 2 საათზე შენც რომ დაგდგომოდნენ სახლში ჟურნალისტები და მანამდე სასტავი იგივე რეაქცია გექნებოდა შეიძლება უარესიც (კიდევ კარგად მოითმინა მოუსვით აქედანო უთხრა ჩემთან რომ მოსულიყვნენ ამოვუტრიალებდი ცოცხალ მკვდარს) ... არ იფიქრო ძიძიგურს ვემხრობოდე ან რამენაირად მხარს ვუჭერდე უბრალოდ ამ შემთხვევაში 100% მართალი მგონია რადგან არაერთი მახსოვს ამ ხელისუფლებისგან მზგავსი პროვოკაცია...

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: May 15 2010, 11:48 AM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 16 2010, 03:51 PM
პოსტი #269


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



Giena
რა საინტერესო მოსაზრებები გაქვთ მიკვირს რა... და ძიძიგური ამხელა კაცი ვერ იტყვის მერე რომ ესენი ჩემი მეზობლები არ არიანო? მე რომ ვიღაცა რაღაცას მაბრალებდეს და უცბათ ვიღაც უცხო ხალხი ვნახო ჩემი მეზობლების როლში რომ გამოდიან და რაღაცას მაბრალებენ თუ გიჟი არავარ ან გონებრივი დაავადებები არ მაქ ვიტყვი რომ ეს ხალხი ჩემი მეზობლები არ არიან თქო და პირველად დავინახე თქო ეს ძალიან ლოგიკურია მემგონი...

და კარვებს რაც შეეხება იმ ხალხმა ძალიან კარგად უთმინა ამ რადიკალებს ჩემი სახლის წინ ვიღაც დაქირავებული ბომჟი მათხოვრები რომ მოვიდნენ კარვები გაშალოდ და სახლის წინ მოფსმა მოჯმა დამიწყონ თან გზები გადაკეტონ და ტრანსპორტით ვეღარ ვისარგებლო ალბათ ერთ ორ კბილს მაინც დავაკარგინებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი May 16 2010, 06:12 PM
პოსტი #270


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



fashisti
ციტატა(fashisti @ 16th May 2010 - 07:51 PM) *
რა საინტერესო მოსაზრებები გაქვთ მიკვირს რა... და ძიძიგური ამხელა კაცი ვერ იტყვის მერე რომ ესენი ჩემი მეზობლები არ არიანო? მე რომ ვიღაცა რაღაცას მაბრალებდეს და უცბათ ვიღაც უცხო ხალხი ვნახო ჩემი მეზობლების როლში რომ გამოდიან და რაღაცას მაბრალებენ თუ გიჟი არავარ ან გონებრივი დაავადებები არ მაქ ვიტყვი რომ ეს ხალხი ჩემი მეზობლები არ არიან თქო და პირველად დავინახე თქო ეს ძალიან ლოგიკურია მემგონი...

შენ წარმოიდგინე თქვა, მაგრამ ჩვენ ძიძიგურის ხომ არ გვჯერა?

ციტატა(fashisti @ 16th May 2010 - 07:51 PM) *
და კარვებს რაც შეეხება იმ ხალხმა ძალიან კარგად უთმინა ამ რადიკალებს ჩემი სახლის წინ ვიღაც დაქირავებული ბომჟი მათხოვრები რომ მოვიდნენ კარვები გაშალოდ და სახლის წინ მოფსმა მოჯმა დამიწყონ თან გზები გადაკეტონ და ტრანსპორტით ვეღარ ვისარგებლო ალბათ ერთ ორ კბილს მაინც დავაკარგინებ

კარვებს რაც შეეხება გეტყვი ორ რამეს და ძალიან გთხოვ ამ თემაზე მეტი არ ილაპარაკო ასე,
1. დაქირავებული ბომჟები არ ყოფილან!
2. ეკოტუალეტები არ დადგეს (როდესაც იყო ამის საშუალება) არ დადგა ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც ეს ეკოტუალეტები იდგა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში უამრავი და ამის ფაქტებიც და მასალაც არსებობს.
3. მეზობლები ხმას არ იღებდნენ რეალურად, იმიტომ, რომ თვითონაც აპროტესტებენ და არ ემხრობიან, მაგრამ ვიღაცეები რომ მიყავთ გასაპროტსესტებლად ვითომ მეზობლები ფაქტია, ეგეც არ იყოს იმ კჯადრებს თუ შეხედავ და კარგად გაანალიზებ საუბარი არის ზუსტად იმ ქალებზე რომლებიც, გლდანშიც ცხოვრობენ (გლდანის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან, თავისუფლებაზეც და სოლოლაკშიც, მერე რა ხომ? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ეგეც არ იყოს გამოვიდნენ ძიძიგურის მეზობლები და თქვეს არ ვიცნობთ ამ ხალხსო, მე კი ვიცანი, იმიტომ, რომ ერთერთი მათგანი ძალიან კარგად მახსოვს აპრულის აქციების დროს გამოთქმული პროტესტის შემდეგ...
ციტატა(Sh@ko @ 13th May 2010 - 03:59 PM) *
ვიდეოზე გამოსახულ ქალს კიდე სხვა გვარ-სახელი ეწერა სხვა ტელეკომპანიის სიუჟეტებში

რაღაცეებს ნუ ახტები კიდე ...

ვინც მიცნობს მე ძალიან კარგად იცის, რომ საკმაოდ ობიექტური ვარ ვინც საგინებელია ვაგინებ არ მერიდება ვინც საგინებელი არ არის არ ვაგინებ რამდენი კაიციც არ უნდა აგინებდეს, ძიძიგურის დედაც...., მაგრამ მაგ შემთხვევაში მართალი იყო 100%

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: May 16 2010, 06:15 PM


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 16 2010, 08:04 PM
პოსტი #271


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



ეეეჰ... შედეეგი გვააქვს უზარ'მაზარი... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი May 16 2010, 10:25 PM
პოსტი #272


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 17th May 2010 - 12:04 AM) *
ეეეჰ... შედეეგი გვააქვს უზარ'მაზარი...

ეგარის (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 17 2010, 09:52 AM
პოსტი #273


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



Giena
ანუ ძიძიგურმა თქვა რომ ეგენი ჩემი მეზობლები არ იყვნენო? და სად თქვა თუ საიდუმლო არაა? ოპოზიცია ხშირად გამოძიებებს ატარებს და მაგის დადგენა ის სამი ქალი ძიძიგურის სამეზობლოა თუ არა მემგონი ძალიან ადვილი იქნება

Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი May 17 2010, 03:18 PM
პოსტი #274


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



fashisti
მაესტროზე იყო... როდის და რომელ საათზე ნამდვილად არ მახსოვს. გამოძიებას რაც შეეხება აპრილის აქციების პერიოდში ის ქალები რომ გამოიყვანეს და პანიკა აატეხინეს, მაშინ დადეს კადრები ამ ქალების მონაწილეობით სხვადასხვა ნაციონალური აქციების, ერთერთი აღმოჩნდა გლდანის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, მაქედან დამამახსოვრდა თვარა სახეზე ნამდვილად ვერ დავიმახსოვრებდი, მაგ მხრივ ცუდი მეხსიერება მაქვს...


ძალიან გთხოვთ უყუროთ ამ გადაცემას
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ca...05-2010%2021:00

არავის არაფერს გაგონებთ? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 20 2010, 11:25 PM
პოსტი #275


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148





--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 25 2010, 03:58 PM
პოსტი #276


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148





"რა მიიღო რუსეთმა ამ ინტერვენციით? სულ რამდენიმე სოფელი!"

მკითხველო, ეს შენი სიტყვებია - მიშა შენ აზრებს ახმაურებს!

[რათქმაუნდა] "თქვენი დახმარების იმედი ყოველთვის გვექნება" (გიგი უგულავა - ნომერი 5)!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 25 2010, 04:01 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 28 2010, 12:36 PM
პოსტი #277


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148





პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: May 28 2010, 12:37 PM


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
fashisti
პოსტი May 29 2010, 06:30 PM
პოსტი #278


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: ფორუმელი
პოსტები: 130
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 8.960



gearge
აჰა ნომერ 25-ს არ შემოვხაზავთ ესეიგი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

ისა და რა უნდა მეკითხა ეგ #17 ედპ არჩევნებში მონაწილეობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი May 29 2010, 06:37 PM
პოსტი #279


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



fashisti
ეჰ, ვინ აღარ იღებს მონაწილეობას ნეტა... ერთი კომპინფოსღა დაგვრჩა კანდიდატურა დასაყენებელი არჩევნებზე (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)

თუმცა, წავალ ხვალ და აღვასრულებ მოქალაქეობრივ ვალს.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
gearge
პოსტი May 29 2010, 06:53 PM
პოსტი #280


ინფო მანიაკი
*****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 725
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: ზნეობრივი საკანი
წევრი №: 148



ციტატა(Power_VANO @ 29th May 2010 - 10:37 PM) *
თუმცა, წავალ ხვალ და აღვასრულებ მოქალაქეობრივ ვალს.

მადლობა ვანო! (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ"
რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა.
მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

16 გვერდი V  « < 12 13 14 15 16 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 06:41 PM