![]() |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
მინდა დავიწყო ღრმად პატივცემული პიროვნების, ექსპერტის ადამიანის უფლებათა განათლების დარგში (ჟენევა), სამართლისა და საზოგადოების ევროპული ასოციაციის წევრის (პარიზი) პროფესორ ბიძინა (გურჯი) სავანელის მიმართვით ქართველი ხალხისა და საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების დიპ. კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. მიმართვა შედგენილია ღია წერილის სახით, დაგზავნილია სრულიად დიპლომატიური კორპუსისათვის და გამოქვეყნებულია გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში (№ 26 (771) 29 ივნ. - 5 ივლისი).
ტექსტი მოკლეა, დაწერილი მისაღებ ფორმაში, ლაკონურად, ამიტომ ნუ დაიზარებთ ბოლომდე წაკითხვას. პირადად ერთი სუნთქვით ჩავიკითხე. მომიტევეთ შეცდომები, ხელით გადმოვბეჭდე. საგანგებო მიმართვა ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ხელისუფლებაში ძალით მოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ქვეყანაში ტირანიული და მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, კერძოდ:საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის მეთაურებს 1.საქართველოში, ფაქტობრივად, აღდგენილია სიკვდილით დასჯა პოლიტიკური და სხვა მოტივებით, რისი ნიმუშიც გახლავთ: პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, აკადემიკოსის მკვლელობა, ახალგაზრდების მკვლელობათა მთელი სერია და სხვა მრავალი მკვლელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს ომბუდსმენის* დასკვნებით; 2.ევროპულ ენებზე ნაციონალურ პარტიად სახელგადაკეთებული ”მოქალაქეთა კავშირი” - ევროკავშირის მიერ დაგმობილი საომარი რიტორიკით დაწყებული და ცხინვალის რაიონში სამხედრო პროვოკაციით დამთავრებული - არის ომის პარტია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაზე გათვლილ დანაშაულებრივ ქმედებებს შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი მეომრების სიცოცხლე და რის გამოც მივიღეთ იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დე იურედ ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რასაც დაემატა მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი, რუსეთისთვის თვრამეტკილომეტრიანი ზოლის და სტრატეგიული მწვერვალების მოღალატური ჩაბარება; 3.თვით საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ და ევროკავშირის ბევრმა მთავრობამ დაგმო 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილე ხალხის პარლამენტთან დარბევა, მშვიდობიანი მომიტინგე ხალხის დარბევა რიყეზე, ”ტელეიმედის” თანამშრომელთა და შენობის დარბევა, რის გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც მან ევენტუალურად აღიარა თავისი დანაშაულებრივი ბრალი ერთა თანამეგობრობისა და თავისი ხალხის წინაშე და რის გამოც სააკაშვილი აღარ არის საქართველოს დე იურე პრეზიდენტი; 4.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის უხეში დარღვევით ხალხის დაუკითხავად უცხოელებზე გაიყიდა და იყიდება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები; 5.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხი არ არის უზრუნველყოფილი შრომითი უფლებების დაცვით პროფკავშირებისა და სასამართლოსგან, ხოლო უმუშევარი ხალხი ბედის ანაბარა დარჩა და ტოვებს სამშობლოს; 6.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხალხს მრავალგზის წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს გაუყალბებელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში, რაც არაერთხელ დადასტურდა ეუთო-ს და სახალხო დამცველის დასკვნებით და რის გამო საქართველო პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება; 7.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით ხელისუფლებამ საქართველოს მთელი სატელევიზიო სივრცე თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” საზოგადოებას, ანუ ხალხს წაართვა; გრძელდება ტელე და სხვა მედიასაშუალებების ჯურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ცემა, აპარატურის მსხვრევა და წართმევა. 8.საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დარღვევით და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაგმობილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა მოახდინა საკანონმდებლო ხელისუფლების სრული უზურპაცია, რითაც ხალხს მოესპო საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, ხოლო საქართველო პერმანენტულ სახელმწიფოებრივ კრიზისში აღმოჩნდა; 9.მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვითარების პროცესი დაიბლოკა ხელისუფლების მხრიდან ამ დარგების პირდაპირი მართვის უფლების მისაკუთრებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის უხეში დარღვევით მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასიან სწავლებაზე გადაყვანა, რითაც ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერ და კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს შესაძლებლობა მოესპოთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და თავისი უნიკალური წვლილი შეიტანონ თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში; 10.საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევით ადგილი აქვს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და სათანადო ანაზღაურების გარეშე ხალხის პირადი საკუთრების სასამართლოს გვერდის ავლით ძალადობრივ ჩამორთმევას და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ შესაბამისი ობიექტების ფარულ მითვისებას; 11.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება ხელს უშლის ეროვნული მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, დაკავებულია მონოპოლიური საქმიანობით, პრივილეგიურ მდგომარეობაში ამყოფებს უცხოურ ბიზნესს და მათთან კორუფციულ და პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწევს; 12.საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხელისუფლება არ ზრუნავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; მაღალმთიანეთში, განსაკუთრებით კავკასიონის ქედის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებნი მიტოვებული არიან ბედია ანაბარად, სოფლის მეურნეობა კვდება და საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია. ამრიგად, ხელისუფლების მხრიდან სახეზეა ტირანია და ჩაგვრა, რამაც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შეიძლება სახალხო აჯანყება** გამოიწვიოს, ხოლო მთლიანად კავკასიაში - სრული ქაოსი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 1. [უცხოელ დიპლომატებს] მოგიწოდებთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი საქართველოს ხალხსა და კვაზი-ხელისუფლებას შორის, ადეკვატურად შეაფასოთ საქართველოში და მის გარეთ მიმდინარე პროცესები, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნგრევის ხარჯზე დიქტატურის დამყარებისკენ სააკაშვილის და მისი გუნდის სწრაფვის თანამონაწილე არ გახდეთ. 2. გთხოვთ [უცხოელ დიპლომატებს], საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის, უშიშროების და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციების დონეზე მხარი დაუჭიროთ ჩვენს მოთხოვნას უშუალოდ გაერო-ს და ეუთო-ს მიერ ვადამდელი თავისუფალი და გაუყალბებელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. // პასუხი კითხვაზე ”ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები?”. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული (ანუ კანონმდებლობაში ჩადებული) გზა არის არასანდო არჩევნებით გამოწვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის განსამუხტად! ”ქართველ ხალხს ვაბრთხილებ: რუსეთი გააგრძელებს, ზოგიერთი მეზობელი კი დაიწყებს (თუ უკვე არ დაიწყო) საქართველოს ტერიტორიების მცოცავ დაპყრობას, ხოლო სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთისგან დევნილობის მოტივით დატოვებენ საქართველოს, მოითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს უცხოეთში და დანაშაულებრივად მიტაცებულ რამდენიმე მილიარდს სამუდამოდ დაეპატრონებიან. ქალბატონებო და ბატონებო, რიგოსანნო და არარიგოსანნო, ერის არსებობა, როგორც არასდროს, დიდი საბრთხის წინაშეა! ამიტომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სასწრაფოდ მოვიშოროთ შინაური მტერი, გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სამშობლო! ღრმა პატივისცემით, პროფესორი ბიძინა სავანელი” ინფორმაციისთვის: ბატონი ბიძინა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ორგანიზაციას და არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას. ეს მიმართვა ლოგიკური გაგრძელებაა 2009 წლის 15 მარტს რუსთაველის ძეგლთან საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ მიტინგზე** წარმოთქმული სიტყვისა: ბიძინა სავანელი: რატომ უნდა წავიდეს სააკაშვილი? რატომ და იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა:
ამრიგად, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა ქართველი ერის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თვითმყოფობა, რის გამოც ქართველი ერი უნდა განთავისუფლდეს სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებისგან. © გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ეს 12 პუნქტი მინდა გახდეს ჩონჩხი რომელზეც შევძლებთ გავრცობას. არ მინდა ჩვენი ხელისუფალის მსგავსად მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში საუბარი, შემიძლია და მინდა მოგისმინოთ! ამიტომ გთხოვთ თქვენც (”კომპინფოელებმა”) მიიღოთ მონაწილეობა, თუგინდ ერთი რეპლიკით, შემოთავაზებით ან კომენტარით. ამ 12 პუნქტიდან რომლებს ეწინააღმდეგებით და/ან ეთანხმებით და რაც მთავარია, რატომ? ჩემი მხრიდან წინასწარ ვაცხადებ რომ ბატონ ბიძინას ყველა პუნქტში ვითანხმები და აუცილებლად გავცემ პასუხს კითხვას ”რატომ?”, საუბრი განმავლობაში. თემა ღიაა, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას! როგორც კენედიმ თქვა: ”არ იკითხოთ რა შეუძლია ქვეყანას გააკეთოს თქვენთვის - იკითხეთ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ქვეყნისთვის”! მე მაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ თქმასაც თავისი დრო აქვს. რა არის ჩემი საბოლოო მიზანი? მინდა ყველა(!) თქვენგანში გაიღვიძოს ილია ჭავჭავაძემ! ილიას უკვდავი ”ელეგია”, თქმული 1859 წელს, ზუსტად საუკუნე-ნახევრის წინ და დღემდე აქტუალური: მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა. არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არრას მეტყოდა, ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი ქართველის ძილშია კვნესა ისმოდა! ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება... ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!. P.S. აუცილებელია დაიწეროს გუშინ გამოცხადებულ ახალ, მძლავრ არაპოლიტიკურ(!) ორგანიზაციაზე სახელწოდებით ”დაიცავი საქართველო”, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის საპატიო თავმჯდომარეობით. მანამ კი, თქვენს რეაქციას ველოდები! *საზოგადო დამცველის აპარატი. ომბუდსმენი (საზოგადო დამცველი): სოზარ სუბარი. **დიახ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხალხს აქვს აჯანყების უფლება ხელისუფლების მხრიდან ტირანიისა და ჩაგვრის შემთხვევაში! ***ინიციატორთა გადაწყვეტილებით 15 მარტს აქცია იყო ზეპოლიტიკური, მასში არ ფიგურირებდა პოლიტიკური პარტიები და არ იყო გამოყენებული პოლიტიკური სიმბოლიკა. შეკრების ინიციატორი იყო 22 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის ზაქარია ქუცნაშვილის ”კანონი ხალხისათვის”, თანასწორობის ინსტიტუტი, ქართული აკადემია, მოძრაობა 7 ნოემბერი - ჯაბა ჯიშკარიანი, ჟურნალისტები მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია ”მაესტრო”) და ალეკო ელისაშვილი (ტელეკომპანია ”კავკასია”), აქაციას ასევე შემოუერთდა,,გურამ შარაძის საზოგადოებაც’’. შეკრების სლოგანი იყო: ,,მიშა, წადი - მომავალო გაფრთხილდი!”. აქციის რამდენიმე სურათი: (IMG:http://img102.imageshack.us/img102/5180/a902145db6d3.th.jpg) | (IMG:http://img268.imageshack.us/img268/5594/c78660f5d008.th.jpg) | (IMG:http://img30.imageshack.us/img30/2558/37ffa042a691.th.jpg) წყარო: forum.ge -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#301
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
Power_VANO
ხო მაგრამ კონსტიტუციაში თვეები და რიცხვები როდის აქეთ იწერებოდა? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) თან წინა არჩევნებიც უბრალოდ 1 წლით ადრე ჩატარდა კერძოდ 5 იანვარს... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 5 2010, 03:23 PM -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#302
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
Giena
აი არ ვიცი სიმართლე გითხრა, ეს პირველი არჩევნები იყო, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იქამდე თარიღებით არც დავინეტერებულვარ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- I do it from behind...
|
|
|
![]()
პოსტი
#303
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
-------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#304
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
-------------------- I do it from behind...
|
|
|
![]()
პოსტი
#305
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
ჰეჰე (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მაგარი კაცია! მაგის გიფიც რულავს
(IMG:http://b.pix.ge/c/4wqaq.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]()
პოსტი
#306
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
ნეტავ რა გაცინებთ?!
http://www.livegeorgia.ge/en/gori-live/central-square.html რას ფიქრობთ, რა აკლია ამ სცენას? პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jun 25 2010, 10:31 AM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#307
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
ჰოო, მაგ სცენაზე სააკაშვილის სისხლისმსმელმა ხელისუფლებამ © წარმატებული იერიში განახორციელა რუსეთზე და რუსეთუმეებზე და სტალინის ძეგლი აიღო...
სტალინის ძეგლი აიღეს, გორი თავისუფალია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ძეგლების სიარულის ეპოქაში ვცხოვრობთ! პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Sh@ko: Jun 25 2010, 12:16 PM -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]()
პოსტი
#308
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
Sh@ko
აუუუ... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) კარგი იყო! ვაი... ჩაგეთვალა!! ეჰ... სიცილ-კისკისსა და "ღადაობაში" სამშობლო შემოგვეცალა!!! -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#309
|
|
![]() I do it from behind... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ მოდერი პოსტები: 4.283 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 44 ![]() |
ვაა სად გადაიტანეს ძეგლი?
-------------------- I do it from behind...
|
|
|
![]()
პოსტი
#310
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 ![]() |
სტალინის სახლ-მუზეუმში გადაიტანესო.
სტალინის ძეგლის აღებით არაფერი გვაკლდება, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მაგის მეტ პრობლემას ვერ ხედავს ხელისუფლება. მ.მ. ფორუმ.გეზე ახალი ხუმრობა გაჩნდა: -ეკონომიკის მინისტრის სახელს ვერ გათქმევინებ? - ვერა! (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ვერა ქობალია დანიშნეს მინისტრად, აი, ის, კანადაში ქართული პურის ბიზნესი რომ აქვს და ყველა ტევეში გამოაჭენეს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
![]()
პოსტი
#311
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
პირადად სტალინის ძეგლის აღების მომხრე ვიყავი იმ დროიდანბ, როდესაც გავიგე რეალურად ვინ იყო სტალინი, მაგრამ ერთი რაღაც მაშფოთებს და არ შემიძლია არ ვიკითხო: ვინ გადაწყვიტა ამ ძეგლის აღება? რატომ არ გააგებინეს არავის? რატომ დამალეს და ღამე რატომ გადაიტანეს? იქნებ რაც რესპუბლიკის მოედანზე მოხდა იგივე მოყვეს ამ გადატანასაც (ვგულისხმობ რესპუბლიკის მოეწდნის ტერიტორიის გაყიდვას). მოკლედ კითხვები ჩნდება მიშა პასუხობს "ქვეყანაში სადაც არის ოკუპაციის მუზეუმი არ უნდა იდგეს ამ მანქანის შემქმნელის ძეგლი" (ვუტრირებ). ანუ მიშას მოსაზრება გაითვალისწინეს?
პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jun 25 2010, 02:17 PM -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#312
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
გუშინ ველაპარაკე ერთ გორელ მეგობარს, რომელიც იმ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობს სადაც მიდიოდა სტალინის ძეგლის დემონტაჟი (ანუ ცენტრში). დეტალურად გამოვკითხე იმ ღამის ამბები, და მომიყვა ასეთი რამ: დაახლოვებით 10-11 საათზე გორში შემოვიდა 10-11 ჯარისკაცებით და პოლიციელებით დატვირთული მანქანა (ჯარისკაცების გადამყვანი მანქანა სადაც საშუალოდ 10-15 კაცი ეტევა) მობილიზებული იყო მთელი გორის საპატრულო დანაყოფიო, ჩაკეტილი იყო ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა და ხალხს ძეგლთან არ აკარებდნენო, ბევრმა გორელმა (ასე 50-100) რომ გაიგო ძეგლის აღების შესახებ ამბავი წავიდნენ იქითო (დასაცავად) და ამტყდარა ერთი ცემა ტყეპა ამ ადამიანების, რომელსაც თავისმხრივ მოყვა ჟურნალისტების ცემა და მასალის ჩამორთმევა (იმ მასალის სადაც ეს ცემატყეპაც იყო გადაღებული.), ამასთან თურმე კამერაზე სადაც ჩანს ეს მოედანი გადაუფარებიათ ნაჭერი, რომ ლაივში არ ენახა ხალხს ამ მოედანზე მომხდარი ამბავი. მოკლედ შარში ვართ სტალინი ებრძვის სტალინს თუ სტალინმა მოუგო სტალინს ან სტალინს ეშინია სტალინის, მოკლედ რაღაც უბედურებები ხდება.
აქვე შემოგთავაზებთ მორის ფოცხიშვილის ერთ ძალიან კარგ ლექსს "თვითგვემა" ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! - თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გახმება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. დავას როგორ დაგიწყებენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, - დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. ვიცი, კვლავაც გააჩუქებ - სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდევ სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო, - რატომ გიკვირს, ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს, თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო, - ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, ხომ არ გავიწყდება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო, - ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო! -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#313
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
რუსეთუმეები - 8% "ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ნორმალიზაციაზე, რაც გულისხმობს 500 ათასამდე დევნილის - ეთნიკურად ქართველების, ეთნიკურად აფხაზების, ეთნიკურად ებრაელებისა და ბერძნების, უკრაინელების, ესტონელებისა და სხვათა დაბრუნებას მათ მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ უერთიერთობებს", - განაცხადა სააკაშვილმა. "მიუხედავად ამისა, ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკებათა პარტნიორს; მათთან გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იქნება აღიარებული, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს იყოს რუსეთის პარტნიორი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. "რუსეთუმე" ოპოები, ხომ?!... არავითარი მოლაპარაკებები "წინაპირობის გარეშე" - გახსენდებათ ეს სიტყვები (იგივე წყაროდან)?!... "მოღალატეები", "სუსტები", "ჟოპოზიცია", "აგენტები"... არა?! ვაჟკაცებო, საინტერესოა რას გაბედავთ უწოდოთ სააკაშვილს! სამწუხაროდ, #297 პოსტს თქვენგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია! --- სიახლე/გაგრძელება! მაგისტრალურ გაზსადენს გასაყიდად ამზადებენ - კანონპროექტში იმ ობიექტების ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, გაზის მაგისტრალური მილსადენი ამოღებულია! "პარლამენტი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვისთვის ემზადება - ასე ხსნიან ექსპერტები პარლამენტის იმ ინიციატივას, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის იმ ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს, რომელთა პრივატიზებაც არ შეიძლება. მთავრობამ კი ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცის. საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტი ამას "ტექნიკურ პრობლემად აფასებს". ცოტა ძნელი გასარკვევია, პარლამენტს "ტექნიკურ პრობლემად" თავად კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები მიაჩნია თუ ამ ცვლილებების შინაარსი, მაგრამ ფაქტია, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ამ ნუსხიდან მაგისტრალური გაზსადენის ამოღებაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მაგისტრალური გაზსადენის გასაყიდად კანონს ცვლიან". "ამ ინიციატივის თანახმად, მიღებული უნდა იქნას სრულიად ახალი კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ", რომელიც ერთად მოუყრის თავს ყველა იმ ნორმას, რომელიც სახელმწიფო ქონების მართვას შეეხება. მართალია, კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ფაქტობრივად არსებული ნორმების ერთად თავმოყრა ხდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არსებულ ნორმებში რამდენიმე ისეთი ცვლილებაც არის შესული თუ შეპარული, რომელიც დღეს არსებულ რეალობას საკმაოდ რადიკალურად ცვლის. ერთ-ერთი მთავარი თემა კი ის არის, რომ ამ კანონპროექტში იმ ობიექტების ნუსხიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, გაზის მაგისტრალური მილსადენი ამოღებულია. თუკი პრივატიზების შესაძლებლობის აკრძალვა ამ მაგისტრალს არ შეეხება, ის ნიშნავს, რომ პრივატიზება კანონით იქნება დაშვებული და მისი გასხვისება ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ პირსა თუ კომპანიაზე იქნება შესაძლებელი", - აღნიშნავს გამოცემა. "რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიზანდასახულად კეთდება. მას შემდეგ. რაც ქვეყანაში გვყოლია მდგრადი განვითარების სამინისტრო და ამ სამინისტრომ რაღაც უნდა გაყიდოს, მე ეს აღარ მიკვირს. ეკონომიკის სამინისტრო სააკაშვილის ხელში ხომ გაყიდვის კანტორად გადაიქცა და პრობლემა ის არის, რომ გასაყიდი აღარც არაფერია და როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტრო ახლა სწორედ გაზსადენების გაყიდვას დაიწყებს. გამოაცხადებენ ე.წ. გამჭვირვალე ტენდერს ფასთან დაკავშირებით, ყველამ იცის, ამ მიმართულებით რა მანკიერი პრაქტიკაც არის დანერგილი და ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ამის გაყიდვაზე არიან ორიენტირებულნი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გასაყიდი აღარაფერი აღარ დარჩა, რაც კი რამ ფასეული იყო, ფაქტობრივად ყველაფერი კაპიკებში ფარულად და მალულად არის გაყიდული და როგორც ჩანს, ახლა ჯერი სწორედ გაზსადენზე მიდგა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი. "თქვენ იცით, რომ ეს საკითხი რამდენჯერმე იყო გააქტიურებული, მათ შორის ჟვანიას მმართველობის პერიოდში, როდესაც ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი იყო და მაშინ ამას ძალიან ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა, სწორედ ოპოზიციისა და საზოგადოების წინააღმდეგობის გამო მაშინ ხელისუფღლებამ ამ მაგისტრალის გაყიდვა ვერ გაბედა და როგორც ჩანს, ახლა ამ თემას ისევ უბრუნდებიან. მე სხვა არგუმენტს ვერ ვხედავ ამ ცვლილებისთვის და სავარაუდოდ, ეს შეეხება სხვა სტრატეგიულ ობიექტებსაც და ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენი რკინიგზის გაყიდვაზე დავიწყებთ საუბარს. პორტები უკვე ამოღებულია ამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან და უკვე გაყიდულიც არის ფარულად საეჭვო წარმომავლობის კომპანიებზე. ასევე გაიყიდება აეროდრომები და ა.შ. ხელისუფლება, ალბათ, დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა. ინვესტიციები არ შემოდის და გინდა პურის მცხობელი იყავი, გინდა კანადიდან იყავი და გინდა გვატემალიდან, ამას არაფერი არ უშველის, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, არ შეიცვლება მიდგომები ბიზნესისადმი", - დასძენს გია ცაგარეიშვილი. "კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია კანოპროექტიდან ამ მუხლის ამოღებას საერთოდ უარყოფს. არადა, ფაქტია, რომ კანონპროექტში ეს მუხლი აღარ არის. შესაძლოა, სადმე სხვაგან იყოს გადატანილი და ამ მუხლში ამიტომაც ვერ ვნახეთ. თუმცა ეს არგუმენტი საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან კანონპროექტში "მუხლი. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება" მხოლოდ ერთ ადგილას არის და აქ არის თავმოყრილი ყველა ის ობიექტი, რომელიც პრივატიზაციას არ შეიძლება დაექვემდებაროს. თუკი იმ ვარიანტს დავუშვებთ, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა, მაშინ ნუმერაციას ერთი ნომერი უნდა აკლდეს. ეს კი ამ მუხლში არ არსებობს და "ძ"-მდე ქართული ანბანის ყველა ასოა გამოყენებული", - მიგვანიშნებს სტატიის ავტორი. რომელი ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია იყიდის ამ სტრატეგიულ ობიექტს?! დაუფიქრებლად შეგიძლიათ გასცეთ პასუხი... დიახ! ეს შენი დაკვეთით სრულდება, პოხუისტო მანქურთო! პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jun 30 2010, 10:13 AM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#314
|
|
![]() ტექნო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.714 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები... წევრი №: 412 ![]() |
რამდენიმე ხანია ჭორად დადის ინფორმაცია, რომ თეა თუთბერიძე არის სკოლის დირექტორების დირექტორი, ზოგისგან ამას თავდაცვითი რეაქცია მოჰყვა, ზოგისგან აღშფოთება, ზოგისგან აგრესია, რომ ნუ ვაბრალებდით თურმე, გამოვიდა განათლების მინისტრი და თქვა რომ "თეა თუთბერიძე არ მუშაობს განათლების სამინისტროს არცერთ სტრუქტურაში" და აი დღეს აღმოვაჩინე სკოლის დირექტორთა ასოციაციის საიტი რომელზეც თუ შეხვალთ და გადახვალთ კონტაქტებში ნახავთ აი ასეთ რამეს:
(IMG:http://img576.imageshack.us/img576/7227/2010070310h1127.png) ვაი ჩვენს პატრონს! პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Giena: Jul 3 2010, 06:14 AM -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი! |
|
|
![]()
პოსტი
#315
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
მადლობა Giena!
თეა თუთბერიძე – "თავისუფლების ინსტიტუტის" რეგიონალური კოორდინატორი და სკოლის დირექტორთა ასოციიაციის აღმასრულებელი დირექტორი. რა გვაძლევს ამის თქმის უფლებას?! "[სკოლის დირექტორთა] ასოციაციის დამფუძნებელმა საინიციატივო ჯგუფმა ჩამოაყალიბა ორგანიზაციის მიზნები და წესდების მონახაზი, რომლის საბოლოო სახის მიცემა ქალბატონ თეა თუთბერიძეს მიენდო. რატომ თეა თუთბერიძეს? 2005 წლიდან მოყოლებული თეა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა პროექტს, რომლის ფარგლებშიდაც 800-ზე მეტი სკოლის დირექტორის და ამავე რაოდენობის სამეურვეო საბჭოს ორ-ორი წარმომადგენლის ტრენინგები ჩატარდა ”თვითმმართველობის მექანიზმების დამკვიდრება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში”. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სკოლის მართვის სახელმძღვანელო, რომლის ერთ-ერთი ავტორიც თეა თუთბერიძე გახლავთ (http://principals.ge/11.htm)". მონაკვეთი ასოციაციის გამოხმაურებიდან წერილზე ”სკოლის დირექტორები ბუნტისთვის ემზადებიან?” არ გჯერათ რომ "იმ" თეაზეა საუბარი? დასამტკიცებლად Google-ს მივმართე, შევეცადე რა აქ ნახსენები "ვინმე" თეა თუთბერიძის პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი (teatutberidze@gmail.com) მის შესაძლო სამუშაო ელ. ფოსტის მისამართთან დამეკავშირებინა. მოსალოდნელ მტკიცებულებას მოულოდნელ ადგილას წავაწყდი - ვარეზ საიტზე, რომელზე გამოქვეყნებულმა ნააზრევებმა ინტერესი "თვით" თუთბერიძეშიც კი გამოიწვია. თავისუფლების ინსტიტუტი - თანამშრომლები: ლევან რამიშვილი - გამგეობის თავმჯდომარე levanrami@liberty.ge აკაკი მინაშვილი - აღმასრულებელი დირექტორი ako@liberty.ge გიორგი მელაძე - კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი giomeladze@liberty.ge ქეთი ჩაჩხიანი - განათლების პროგრამის დირექტორი keti@liberty.ge ქეთო კობიაშვილი - განათლების პროგრამის კოორდინატორი keto@liberty.ge თეა თუთბერიძე - რეგიონალური კოორდინატორი tea@liberty.ge (IMG:http://principals.ge/chxorocyu%20didi.jpg) თეას (კამერასთან ზურგით) შეხვედრა რეგიონების სკოლის დირექტორებთან - რადგან რუსთაველისა და სულხან-საბას სამშობლოში ყვავის დასამოძღვრი გავიხადეთ თავები მკითხველო, რატომ განწირე ამათ ხელებში ჩვენი... "liberty"? P.S. "თავისუფლების ინსტიტუტის" საიტის (liberty.ge) დასაწყისშივე "პროგრამების" განყოფილება ნათელი მაგალითია იმის, თუ რამდენად არ აინტერესებს ამ ორგანიზაციას ყველა იქ მოყვანილი თემა/საკითხი - "მოქალაქეობა და მრავალფეროვნება"; "მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება"; "კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" - დიახ, ჩემთანაც ცარიელი გვერდები იხსნება! პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Jul 3 2010, 03:51 PM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]()
პოსტი
#316
|
|
![]() ინფო მანიაკი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 ![]() |
პ.ს. მიშისტად ნუ მღებულობ, უბრალოდ ამ ოპოზიციას ისევ მიშა მირჩევნია და ახლიდან ნუ დავიწყებთ ლაპარაკს (IMG:http://img44.imageshack.us/img44/8875/signupj.jpg) თუ ამ გამორჩეული პატრიოტების ბრწყინვალე გონებებს და მათ ღირებულებებს "მიშა" გირჩევნიათ (IMG:http://img522.imageshack.us/img522/2209/saakashvili.jpg) დაე გყავდეთ, უკუნითი უკუნისამდე... რასაც 25 ნოემბრის ღონისძიებაზე თქვენი არდასწრებით განამტკიცებთ! პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია gearge: Nov 20 2010, 05:39 PM -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 08:56 AM |