მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> .:: BIOS-ის ხმებით დიაგნოსტიკა ::., ბოისის მიერ გამოცემული ხმოვანი სიგნალების აღწერა
Davidus
პოსტი May 25 2006, 11:38 PM
პოსტი #1


In vitro member
****

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 545
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 11



BIOS (ბიოსი) ანუ Basic Input / Output System
ეს არის მცირე ზომის პროგრამული ნაკრები, რომლის ფუნქციაშიც შედის, მოწყობილობათა საწყისი ტესტირება (ჩატვირთვისას) და კომპის მოწყობილობების უერთიერთქმედებათა პროგრამული უზრუნველყოფა.
თითქმის ყველას შეუმჩნევია ალბათ, ჩატვირთვის დროს ხმების არსებობა, რომელსაც ბიოსი გამოსცემს, ამ ხმებით შეიძლება მივხვდეთ რაშია საქმე:

აქ მოვიყვან რამდენიმე ხმოვან სიგნალს რომელიც საერთოა AWARD BIOS-ის სერიებისთვის, აგრეთვე სხვა ბიოსებისთვისაც, თუ ძაან ძველი არ არის:

1. ხმოვანი სიგნალის არ არის:
შეიძლება პრობლემა ქონდეს კვების ბლოკს, არ იყოს მისი კვების "შნურები" კარგად შეერთებული სხვა კომპონენტებთან.
უნდა გავსინჯოთ:

1. ჩართულია თუ არა ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკი კვების ბლოკზე
2.მიერთებულია თუ არა სადენით კვების ბლოკი დედა პლატაზე
3. არის თუ არა სწორად მიერთებული POWER ღილაკის სადენები დედა დაფაზე, (პოლარობასაც მნიშვბელობა აქვს)
4. სწორად არის მიერთებულია თუ არა სისტემური დინამიკი (პიშალკა)

2. უწყვეტი სიგნალი (გაბმულად წივის):

სავარაუდოა რომ პრობლემები აქვს კვების ბლოკს, ან დიდი შანსია პრობლემები ქონდეს ერთ-ერთ მიერთებულ მოწყობილობას, მაგ. მყარ დისკს. სცადეთ ყველაფრის გამოერთება დედაპლატიდან გარდა პროცესორის, ქულერისა და კვების ბლოკისა, და შემდეგ ჩართეთ კომპი! (სავარაუდოდ შეიძლება კვების ბლოკს სიმძლავრეები არ ყოფნიდეს)

3. ერთი მოკლე სიგნალი:

ეს სიგნალი წესით ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს. (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ყოველი ჩართვისას, მაუწყებელია იმისა რომ კომპში ყველა კომპონენტი მუშაობს ნორმალურად

4. განმეორებადი მოკლე სიგნალი:

ოპერატიული მეხსიერების რეგენერაციისას მომხდარი შეცდომა, გამორთეთ კომპი და კარგად შემაოწმეთ ოპერატიული ზის თუ არა სათანადოდ ბანკში (სლოტში) ჯობია ამოიღოთ და ისევ ჩააჯინოთ, შეიძლება CMOS-მეხსიერებაში არაკორექტულად არის დაყენებული რაღაც-რაღაცეები, ამიტომ შეიძლება CMOS-მეხსიერების "განულებაც,"

5. ორი მოკლე სიგნალი

გამოიცემა იმ შემთვევაში როცა ჩატვირთვისთანავე აღმოჩენილია შეცდომა რომელიც შეიძლება იყოს მაგ, როცა სისტემა ვერ აღმოაჩენს CMOS-მეხსიერებაში მითითებულ რომელიმე დისკის წამკითხველ მოწყობილობას. როგორც წესი ამ დროს მონიტორზე გამოდის პროგრამა CMOS Setup Utility რათა შეცვლილ იქნას არასწორი მონაცემები, თუ ამან არ უშველა შესამოწმრბრლი შემაერთებელი კაბელების შეერთების სიწორე, მაინც ნა ვსიაკი პაჟარნი (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

6. სამი გრძელი სიგნალი:
კალვიატურის კონტროლერის ინიციალიზაციის დროს წარმოქმნილი შეცდომა, გადაარესტარტეთ კომპი, ან ცოტა ხნით გამორთეთ, თუ არ უშველა მაშინ სავარაუდოდ დედა დაფა იქნება გამოსაცვლელი! (მე მეტი შველა არ ვიცი ამის, ვინც რამე იცის დაწერეთ)

7.ერთი დიდი სიგნალი + ერთი მოკლე სიგნალი:
ოპერატიული მეხსიერების ინიციალიზაციის დროს წარმოქმნილი შეცდომა, ცადეთ 4 პუნქტში განხილული მეთოდი ( ხშირ შემთხვევაში ამართლებს)

8. ერთი დიდი სიგნალი + ორი მოკლე სიგნალი:

ვიდეოდაფის ინიციალიზაციისას მომხდარი შეცდომა. ნახეთ კარგად ზის თუ არა ვიდეოდაფა თავის სლოტში (განსაკუთრებით AGP) აგრეთვე მონიტორის კაბელის შეერთების ადგილიც შეამოწმეთ, თუ ამან არ უშველა სავარაუდოთ ვიდეოდაფა გამოსაცვლელია, თუ ინტეგრირებული მაშინ დედა პლატა იქნება გამოსაცვლელი ან უარეს შემთხვევაში მოგვიწევს მოძველებული PCI ინტერფეისის გამოყენება!

9. ერთი გრძელი სიგნალი + სამი მოკლე სიგანლი

კლავიატურის კონტროლერის ინიციალიზაციისას მოხდა ისევ შეცდომა. მოიძიეთ მიერთებულია თუ არა კლავიატურა, ან ხომ არ არის მისი კაბელი დაზიანებული, ცადეთ ის კლავიატურა რომელიც სხვა კომპზე მუშაობდა, თუ პრობლემა არ მოგვარდა დედაპლატის ბრალია და საცარაუდოდ მისი გამოცვლა მოგვიწევს

10. გრძელი განმეორებადი სიგნალი

ისევ ოპერატიული მეხსიერებასთან დაკავშირებული შეცდომებია, გააკეთეტ ჯერ რესტარტი, შემდეგ ზემოტ განხილული მოქმედებები, აგრეთვე შეიძლება CMOS-მეხსიერების "განულება" რადგან შეიძლება დაუშვებელი პარამეტრები იყოს მაგ. სისტემური სალტეს სიხშირე იყოს მომატებული მნიშვნელოვნად.

11. მოკლე განმეორებადი

აღმოჩენილია რაღაც შეცდომები კვების ბლოკთან დაკავშირებით, კერძოდ ერთ-ერთი გამომავალი ძაბვის ვოლტაჟის სიდიდე არ შეესაბამება სტანდარტებს ან საერთოდ არ არის, მიზეზი შეიძლება იყოს მტვერიც, აგრეთვე ერთი სადენის დაზიანება, გაწმინდეთ კვების ბლოკი მტვრისგან და შეამოწმეთ გამომავალი სადენების მთლიანობა!


P.S. ეს მოკლედ მინდოდა მეთქვა და რამხელა გამოვიდა, მოკლედ თუ ვინმეს აქვს დასამატებელი რამე დაუმატეთ, ან თუ კიდევ გაგიგიათ რაიმე ხმები სადიაგნოსტიკო-რამის მაფიქრებელი ეგეც დაწერეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
SiD
პოსტი May 26 2006, 07:34 AM
პოსტი #2


ახალბედა
*

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 7
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: TBILISI
წევრი №: 17



ძაან სასარგებლო და საინტერესო ინფოა, დიდიიიი მადლობა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Bekward
პოსტი May 26 2006, 09:09 AM
პოსტი #3


ცოლიანი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 2.684
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: თეთრი პლასტმასის სკამი

წევრი №: 23



დიდი მადლობა, მართლაც სასარგებლო ინფორმაციაა, 3 პუნქტის გარდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) არცერთის მნიშვნელობა არ ვიცოდი.


--------------------
წაგვლეკეს ჩინელებმა, ძალიან ცუდადაა საქმე, დროა რაღაც მოვიფიქროთ ხალხო თორე მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ჩვენსავე ქვეყანაში!!!!!!!

"როცა სიყვარულის ძალა დაძლევს ძალის სიყვარულს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს." - ჯიმი ჰენდრიქსი

რუსთავის ფორუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reechard
პოსტი May 26 2006, 09:33 AM
პოსტი #4


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 291
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 24



მე რომ ვრთავ კომპს იძლევა ტრადიციულ 1 მოკლე სიგნალს, და მერე ზედ POST-ის დასრულების შემდეგ იძლევა ერთ მოკლე სიგნალს და მიწერს : 3rd Master Hard Disk: S.M.A.R.T. Status BAD, Backup and Replace. მაგარია არა, Replace ადვილი სათქმელია 160 დოლარიან ვინტზე!

ერთი ამიხსენი, შენი სიიდან რომელი შეესაბამება ამ შემთხვევას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Davidus
პოსტი May 26 2006, 11:41 AM
პოსტი #5


In vitro member
****

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 545
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 11



რომელი ბიოსი გაქვს ???
Go to the top of the page
 
+Quote Post
ja_ja
პოსტი May 26 2006, 12:03 PM
პოსტი #6


Administrator
******

ჯგუფი: ადმინი ძირეული
პოსტები: 903
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 1



Reechard
ციტატა
მაგარია არა, Replace ადვილი სათქმელია 160 დოლარიან ვინტზე!

არ გაარეპლეისებ და მერე ინფოს დაკარგვის შემთხვევაში ტირილი მოგიწევს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reechard
პოსტი May 26 2006, 02:38 PM
პოსტი #7


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 291
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 24



ციტატა(Datuna @ May 26 2006, 02:41 PM) [snapback]67[/snapback]

რომელი ბიოსი გაქვს ???



AMI
Go to the top of the page
 
+Quote Post
Baal
პოსტი May 26 2006, 04:04 PM
პოსტი #8


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 103
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: სახლი
წევრი №: 5



ციტატა(Reechard @ May 26 2006, 01:33 PM) [snapback]46[/snapback]

ერთი ამიხსენი, შენი სიიდან რომელი შეესაბამება ამ შემთხვევას?

Reechard ყველა აქ ჩამოთვლი ბიოსს(AWARD, AMI, PHOENIX ......) თავისი ხმოვანი სიგნალები აქვს და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. (IMG:style_emoticons/default/cool.gif)


ისე შენს ვინჩესტერს დარხევია. (IMG:style_emoticons/default/dry.gif)

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Baal: May 26 2006, 04:07 PM
Go to the top of the page
 
+Quote Post
Reechard
პოსტი May 26 2006, 04:08 PM
პოსტი #9


აქტიური წევრი
***

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 291
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 24



მაგრამ შენ ხომ თქვი: "აქ მოვიყვან რამდენიმე ხმოვან სიგნალს რომელიც საერთოა AWARD BIOS-ის სერიებისთვის, აგრეთვე სხვა ბიოსებისთვისაც, თუ ძაან ძველი არ არის"

კარგი, დავიკიდოთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )))))))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Davidus
პოსტი May 26 2006, 05:35 PM
პოსტი #10


In vitro member
****

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 545
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 11



არა, დაკიდება ამ შემთხვევაში არ გამოვა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) AWARD-ის ბიოსები და PHOENIX-ი ჩემი ყურით მაქვს რამოდენიმე ხმიანობა მოსმენილი და თავს დავდებ რომ ეგრეა, სხვა ბიოსებზე კი ნამდვილად ვერ გავახურებ, უბრალოდ ახალი სტანდარტით მიღებულია რომ ძირითადი სადიაგნოსტიკო ხმიანობა ერთი უნდა იყოს ყველასთვის, ისე შენ არ თქვი ერთი მოკლე სიგნალი აქვსო ჩატვირთვისას (ე.ი. აპარატურული შეუთავსებლობა არ არის), ახლა POST-ის მერე თუ გამოაქვს კიდევ, ეგ უკვე სხვა ბიოსებისგან განმასხვავებელი ინდივიდუალური სიგნალია ალბათ, ისე ეგ ჩამოთვლილი სიგნალები (ყველას უნდა ქონდეს, როგორც ძირითადი, და მნიშვნელოვანი ალბათ), როგორც ვთქვი, მაგრამ დამატებითს და ინდივიდუალურს რა დალევს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ასე მგონია მე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
khakikrack
პოსტი Dec 31 2007, 08:25 PM
პოსტი #11


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 67
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 616



BIOS (Basic Input Output System). BIOS რეალურად არის შუამავალი აპარატურასა და ოპერაციულ სისტემას შორის, ოპერაციული სისტემა როცა ირთვება მაგ: Windows XP ჯერ მიდის BIOS-თან და ეკითხება ყველაფერი რიგზეა თუ არა, რომელი აპარატურა მუშაობს კორეკტულად და ასე შემდეგ


ბიოსის წუილ-ყმუილი რაღაცით ძია მორზეს ანბანს ჰგავს, გრძელი სიგნალი, მოკლე სიგნალი და ასე მიმდევრობით, ისინი ძირითადათ იმას გვატყობინებენ რომ სადღაც რაღაც შეცდომაა, სადღაც რაღაც პრობლემაა დაფიქსირებული. ეს ენა მანქანური კოდის მსგავსია 0 და 1, ოღონდ BIOS-ის ენა ”აუდიო ალტერნატივაა” 0-ისა და 1-ის. მოკლედ აუდიო ორობითი სისტემაა. გვაქვს ენის ორი სახეობა: ენა AWARD BIOS-ისთვის და ენა AMI BIOS-ისთვის (რაღაცით ციფრულ ბაბილონს წააგავს (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ) ამ ბიოსებს ერთი განსხვავებაა აქვთ ”სიტყვები” , დანარჩენი: ”ბგერები” და ”ასოები” ერთნაირი აქვთ. მათი დამწერლობა ორი ასობგერისაგან შედგება პირველი ასოა * და მას მოკლე სიგნალი შეესაბამება, მეორე ასო გახლავთ ეს - მას გრძელი სიგნალი შეესაბამება.

მაშ ასე:
ციტატა

* >>> ((( მოკლე სიგნალი )))
- >>> ((((( გრძელი სიგნალი ))))



ენა Award BIOS-ისათვის

ციტატა

- * აქაც კვების ბლოკის ბრობლემაა დაფიქსირებული
- - - კლავიატურის კონტროლერის შეცდომა
- * ოპერატიული მეხსიერების შეცდომა (RAM0
- * * ვიდეოდაფის შეცდომა
- * * * კლავიატურის გადამოწმებისას დაფიქისრებულია შეცდომა
- * * * * * * * * * მუდმივად დამახსოვრებადი მოდულის ტესტირებისას დაიქსირებულია შეცდომა
მეორდება მოკლე * სიგნალი კვების ბლოკს რაღაც პრობლემა აქვს

მეორდება გრძელი - სიგნალი. დაფიქსირებულია პრობლემა ოპერატიულ მეხსიერებაზე (შესაძლოა ამ დროს სისტემური ბლოკის Power ინდიკატორმა (პატარა მწვანე ნათურა კომპიუტერის ჩასართავ ღილაკთან) დაიწყოს ციმციმი ან წითლად აინთოს)
მუდმივი სიგნალი. ისევ კვები ბლოკის პრობლემებია


ენა AMI BIOS-ისათვის




ციტატა

- * აქაც კვების ბლოკის ბრობლემაა დაფიქსირებული

* * მეხსიერების პრობლემაა დაფიქსირებული

* * * ფიქსირდება შეცდომა მეხსიერების პირველ 64 კილობაიტში

* * * * სისტემური დრო გასამართია (ბიოსის მკვებავი ელემენტის ამოღების შემდეგ შეიძლება გამოავლინოს ასეთი სიმპტომი)

* * * * * ავისმომასწავებელი ნიშანი, თქვენს კომპიუტერს უბედურება დაატყდა თავს, თვით პროცესორს აქვს პრობლემა.

* * * * * * კლავიატურის კონტროლერის შეცდომა

* * * * * * * დედადაფას პრობლემები აქვს

* * * * * * * * ვიდეოდაფას პრობლემები გაქვთ

* * * * * * * * * არასწორია BIOS საკონტროლო ციფრის ჯამი

* * * * * * * * * * CMOS-ში ჩაწერისას შეცდომაა დაფიქსირებული

* * * * * * * * * * * პრობლემები აქვს სისტემურ პლატაზე განთავსებული ქეშ მეხსიერების

- * * ისევ ვიდეოდაფას პრობლემები გაქვთ

- * * * მგონი აქც ეგრეა, ვიდეოდაფას პრობლემები გაქვთ!

- * * * * * * * * მონიტორი ვერ იპოვნა (შეაერთეთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )


--------------------
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი


<?PHP
echo "\n";
echo "<head>\n";
echo "\n";
echo "<title>hacked</title>\n";
echo "<style type=\"text/css\">\n";
echo "<!--\n";
echo ".style1 {color: #00FF00}\n";
echo "-->\n";
echo "</style>\n";
echo "</head>\n";
echo "\n";
echo "<body bgcolor=\"#000000\">\n";
$GEORGIAN="<span class=\"style1\"><div align=\"center\"><b><h1>GEORGIAN HACKING TEAM</h1></b></div><br></span>\n";
$HACKING_TEAM="<div align=\"center\"><span class=\"style1\"><h3>WE ARE COMMING<h3></div></span>\n";
echo $GEORGIAN . " " . $HACKING_TEAM;
echo "</body>\n";
?>
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Jan 1 2008, 09:42 AM
პოსტი #12


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



khakikrack
http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=10 (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jan 4 2008, 05:56 PM
პოსტი #13


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



khakikrack

ციტატა
BIOS (Basic Input Output System). BIOS რეალურად არის შუამავალი აპარატურასა და ოპერაციულ სისტემას შორის, ოპერაციული სისტემა როცა ირთვება მაგ: Windows XP ჯერ მიდის BIOS-თან და ეკითხება ყველაფერი რიგზეა თუ არა, რომელი აპარატურა მუშაობს კორეკტულად და ასე შემდეგ


რაღაც ეს სიტყვები მეცნობა, თუ ვცდები?


--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
khakikrack
პოსტი Jan 8 2008, 11:50 AM
პოსტი #14


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 67
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 616



Giena
გიო ეს სტატია ჰაკინგ.გე ზეც მიწერია(IMG:style_emoticons/default/wink.gif)


--------------------
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი


<?PHP
echo "\n";
echo "<head>\n";
echo "\n";
echo "<title>hacked</title>\n";
echo "<style type=\"text/css\">\n";
echo "<!--\n";
echo ".style1 {color: #00FF00}\n";
echo "-->\n";
echo "</style>\n";
echo "</head>\n";
echo "\n";
echo "<body bgcolor=\"#000000\">\n";
$GEORGIAN="<span class=\"style1\"><div align=\"center\"><b><h1>GEORGIAN HACKING TEAM</h1></b></div><br></span>\n";
$HACKING_TEAM="<div align=\"center\"><span class=\"style1\"><h3>WE ARE COMMING<h3></div></span>\n";
echo $GEORGIAN . " " . $HACKING_TEAM;
echo "</body>\n";
?>
Go to the top of the page
 
+Quote Post
Giena
პოსტი Jan 8 2008, 06:38 PM
პოსტი #15


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.714
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: იქ სადაც დუმან პირამიდები...

წევრი №: 412



khakikrack
ეგ კი ვიცოდი მაგრამ ჩემი სიტყვებით[ თუ იწყებოდა შენი სტატია, ნაღდად არ ვიცოდი (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) (IMG:style_emoticons/default/smile.gif)



--------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
პოსტი Jan 9 2008, 02:55 PM
პოსტი #16


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 471
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 32



Giena
იმანაც დაწერა, შენც დაწერე და დაემთხვა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)



--------------------
I was born intelligent but education ruined me
Go to the top of the page
 
+Quote Post
Regedit
პოსტი Mar 27 2008, 08:43 AM
პოსტი #17


ახალბედა
*

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 9
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 2.196



Davidus
ძალიან საინტერესოა მართალია ვიცოდი მაგრამ მასეთი დაწვრილებით და კარგად ნამდვილად ვერ დავწერდი როგორც შენ.
ბევრს გამოადგება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zaza.r
პოსტი Mar 27 2008, 12:04 PM
პოსტი #18


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 385
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 812



როგორ უნდა გავარჩიო რომელი ბიოსია?AWARD, AMI თუ PHOENIX
Go to the top of the page
 
+Quote Post
Power_VANO
პოსტი Mar 27 2008, 03:17 PM
პოსტი #19


I do it from behind...
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 4.283
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 44



zaza.r
ციტატა
როგორ უნდა გავარჩიო რომელი ბიოსია?AWARD, AMI თუ PHOENIX

სისტემის ჩართვისას იწერება ხოლმე ზემოთ. ან BIOS Setup-ში შედი (უმეტესობა მაზერებზე DELETE-თი) და იქაც ეწერება.


--------------------
I do it from behind...
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Apr 6 2008, 12:00 PM
პოსტი #20


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



Gi0rgius
ციტატა
ერთი კითხვა მაქვს,კომპი ჩართვისას,როდესაც ჩემი იუზერის პაროლი უნდა ჩავწერო ,პატარა გაბმული წუილი ისმის და მერე აღაარაა

რისი ბრალია არ ვიცი მაგრამ ბიოსი რო არაფერ შუაშია მანდ მაგისთქმა შემიძლია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ..

ციტატა
ეს მას შემდეგ დაიწყო,რაც მამაჩემმა კომპის პირდაპირ შნურიდან გამორთვა(გამოძრობა) დაამუღამა

(IMG:style_emoticons/default/laugh.gif) (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:07 PM