თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ SE ანუ SonyEricsson _ "ახალ კიდობანში ყალბი სონი ერიქსონები იყიდება"

პოსტის ავტორი: 80080 Jun 11 2009, 10:17 AM

რისი თქმა მინდა:

კიდობანში ვიყავი, მინდოდა ც905 მეყიდა.
ბაზრობაზე როცა ყიდულობ ტელეფონს, კარგა ხანი უნდა იარო იმისთვის, რომ მიაგნო სასურველ მოდელს იაფად. ერთიდაიგივე მოდელზე, სხვადასხვა მაღაზიებში დაახლოებით 20 ლარამდეა სხვაობა.
... შევედი ერთ მაღაზიაში, მოვითხოვე ც905 და... მაჩვენეს რაღაც შავი ტელეფონი, რომელიც ღირდა 495 ლარი ("ც905" 900 ლარზე მეტი ღირს თბილისში), 5 მეგაპიქსელიანი კამერით ("ც905"-ს 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს). კორპუსი სხვანაირი, მაგრამ კარგი დიზაინით.
მინდოდა ტელეფონის პასპორტში ჩამეხედა დეტალების გასარკვევად და რა მიპასუხეს იცით? - პასპორტებს დუბაიში ვყრითო და დისკზე მოყვება ინსტრუქციაო smile.gif
მეორე მაღაზიაშიც იგივე განმეორდა, ოღონდ აქ ფასი 800 ლარამდე მითხრეს და სულ სხვა დიზაინის აპარატი მაჩვენეს. ტექსტი - იგივე.
მესამეშიც ასევე...
მოკლედ დავრწმუნდი, რომ კიდობანში ჩამოტანილი საქონელი არაა ის, რადაც ასაღებენ და ღმერთმა იცის ვისი აწყობილია და როგორ იმუშავებს. გარე ბაზრობა მიაქვს ჩინურ უსახელო აპარატებს (ძირითადად ორ სიმბარათიანებს ტელევიზორით, მოლაპარაკე უნიტაზით და ათასი ნავაროტკებით smile.gif ). ეს აპარატები ნამეტანი ახალი პროდუქტია და ბევრი ნედარაბოტკა აქვს....
მე მქონდა ადრე მასეთი უსახელო ორსიმიანი ტელეფონი, რომელიც იდეაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ აკუმულატორი ერთ დღესაც ვერ ქაჩავდა, რის გამოც მეორეც მოყვა და დღეში ერთხელ მაინც აკუმულატორს ვუცვლიდი. აკუმულატორების ცვლის გამო, ერთ კვირაში (ეს აპარატები სამსახურში მოიტანეს ჩვენთან და რამდენიმემ ავიღეთ ხოდა ყველას იგივე დაემართა) კონტაქტი აძვრა პლატაზე და მერეც ხშირად ძვრებოდა. ზუსტად ერთ თვეში დაეწყო დინამიკს პრობლემები, მერე კიდევ სხვადასხვა პრობლემებმაც იჩინა თავი და ბოლოს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მივალეწე კედელს და ვიყიდე სონი ერიქსონი "w880"...

ასე რომ სანამ ბაზრობაზე რომელიმე ტელეფონის ყიდვის სურვილი გაგიჩნდებათ მაღაზიაზე იაფად, ჯერ ინტერნეტში ნახეთ ეგ მოდელი როგორია და რა მახასიათებლები აქვს და ისე მიდით, თორემ დიდი შანსია რაღაც ნაგავი შემოგტენონ მშვენიერი დიზაინით და დაბალი ფასით...

(მე გადამარჩინა იმან, რომ მოდელს ვიზუალურად და რაღაც მახასიათებლებით მაინც ვიცნობდი)

პოსტის ავტორი: domen Jun 11 2009, 10:44 AM

80080
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

ჩემს ერთ ნაცნობს აქვს ეგეთი ტელევიზორიანი მობილი, კი დავცინეთ, რომ იყიდა (ერთი 4 თვის წინ), მაგრამ ახლაც მუშაობს და ქართულ არხებს იჭერს მშვენივრად :-) გამართლებაზეა, მოკლედ, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება - არა. ნაგავი რომაა, მაგას რა ლაპარაკი უნდა.

პოსტის ავტორი: achiko Jun 11 2009, 11:23 AM

მაგათი...

პოსტის ავტორი: oracle Jun 11 2009, 11:40 AM

აქვე ნახავთ ისეთ ტელეფონებს, რომელიც ჯერ არც კი გამოსულა (მაგალითად მე ვნახე შავი Nokia N97, თან ორ სიმიანი - ჯერ ოპფიციალურად ეს ტელეფონი არ გამოსულა) smile.gif და არამარტო ეს მოდელი. ძალიან ბევრი მოდელებია.
აქედან ყველა არის ჩინური ხლამი და ისე იაფია, რომ გაგიჯდები. ნახევარი და მესამედი ფასები აქვს.

200-250 ლარი ღირდა ზემოთაღნიშნული N97. როცა, მისი ფასი შეიძლება 2000 ლარი იყოს გამოსვლისას.

გავგიჯდი ეს ტელეფონები რომ ვნახე. მაგარი სისულელეა და მგონი ბევრი ადამიანიც ტკუვდება.

კრიზისია და ალბათ იმიტომ მოიკიდა ფეხი ბიზნესის ამ სახემ. იაფფასიანმა ტელეფონებმა.

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 11 2009, 02:43 PM

oracle
სერიალ გაქცევაში ლინკოლნი რომ ჩეკს მოთხოვს გამყიდველს, ტელეფონი უყიდიათ ვიღაცეებსო, 49.99 $ ეწერა ჩეკზე... biggrin.gif ანუ ფასშიც არაა საქმე.

ჩემმა ბიძაშვილმა იყიდა ჩინური N96 და აქვს ახლაც საკაიფოდ tongue.gif დუალ სიმ, დუალ ბლუთუზო ეწერა biggrin.gif

მარა ახლა მაგისმა ძმამ იყიდა M6 ჩინური ტელეფონი და არ ირთობა sad.gif 145 ლარი ღირდა... მე ვაყიდინე, 130 ლარად K800 მინდაო ნახმარიო და მეთქი მასე ნახმარის ყიდვას ბარემ ჩინური იყოდოო tongue.gif sad.gif 1 თვეც არ გასულა



ხო, იმის აღნიშვნა მინდა, რომ ორივემ იცოდა ჩინურს რომ ყიდულობდა. ეგრე თუ განაგლდნენ რომ "ტენიან" მაშინ საგანგაშოდაა საქმე

პოსტის ავტორი: oracle Jun 11 2009, 05:23 PM

ანუ ხლამია და ერთჯერადი ტელეფონებია. შეიძლება 49.99 $ ღირდეს და უფრო ნანლებიც.

პოსტის ავტორი: PITERSONA Jun 12 2009, 04:47 PM

ციტატა(domen @ Jun 11 2009, 11:44 AM) *
80080
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

ჩემს ერთ ნაცნობს აქვს ეგეთი ტელევიზორიანი მობილი, კი დავცინეთ, რომ იყიდა (ერთი 4 თვის წინ), მაგრამ ახლაც მუშაობს და ქართულ არხებს იჭერს მშვენივრად :-) გამართლებაზეა, მოკლედ, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება - არა. ნაგავი რომაა, მაგას რა ლაპარაკი უნდა.


ჩინურები რომ არის რაღაც იმაზე ამბობ? მაგარი ჯართია რა. ჯერ მენიუ ისეთი ფონტით არის გული შეგიღონდება სანამ მესიჯს წაიკითხავ. თუმცა ჩემ ერთ მეგობარს აქვს და შენი თქმის არ იყოს მუშაობს, არებსაც იჭერს და ბატარეაც ჯანზეა

პოსტის ავტორი: Sh@ko Jun 12 2009, 08:50 PM

არა, ისე ზოგი რამ მაგარი აქვს ამ ჩინურებს... მაგალითად Inbox-ზე პაროლის დადება... ტელევიზია...
კაროჩე თუ ყიდულობ, უნდა იცოდე რომ არ იქნება მუდმივი ტელი რა.

პოსტის ავტორი: Bekward Jun 13 2009, 07:46 AM

oracle

ციტატა(Irakli @ 11th June 2009 - 09:23 PM) *
ანუ ხლამია და ერთჯერადი ტელეფონებია. შეიძლება 49.99 $ ღირდეს და უფრო ნანლებიც.

ფასით არ უნდა იმსჯელო, ნოკიას 50 ლარიანი ტელეფონი გამძლეობით ბევრად ჯობია იმ თქვენს N97-საც კი, და sony ericsson რომელიც ვიყიდე 60 ლარად, მეშვიდე სართულიდან გადამივარდა, ბალკონიდან. მეთქი წაიღო ჩემი ჭირი, ამოვიტანე ავაწყვე და მუშაობს ვირივთ, ორი ნაკაწრი აქვს მარტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: oracle Jun 13 2009, 10:57 AM

ციტატა
ფასით არ უნდა იმსჯელო,

ფასით იმ მხრივ ვმსჯელობ, რომ 1500 ლარიანი ტელეფონი როგორ შეიძლება ღირდეს 200-250 ლარი თუ მართლა ხლამი არ არის.

ნოკიას 50 ლარიანი ტელეფონი სხვაა და ერთიდაიგივე მოდელი, ფასთა ასეთი სხვაობით - კიდევ სხვა

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 1 2009, 08:10 AM

ჰოო, ე.ი. ჩინელებს SE-ზეც დაუწყიათ მუშაობა smile.gif

პოსტის ავტორი: 80080 Jul 6 2009, 02:05 PM

გუშინ ვიყავი ბაზრობაზე და ახალი იქსპერია ვნახე 890 ლარად... smile.gif და სხვა სონი ერიქსონებიც ვნახე მაგ მაღაზიაში ბაზრობაზე, სხვა მაღაზიებთან შედარებით იაფად, მაგრამ კორპუსები ცოტა უცნაურად გამოიყურება.
მაგალითად:
ყავისფერი k770 კია ყავისფერი, მაგრამ პრიალა კი არა, მატოვი კორპუსი აქვს და კორპუსის და კლავიშების ხარისხი ის არაა, რაც უნდა იყოს, ცოტა უცნაურია და მგონი გაშკურკვაც დაავიწყდათ (ნაწიბურები აქვს კორპუსზე) smile.gif
უცნაური ფერის c905 ვნახე, მაგარი უცნაური ფერის...
ხო, გარდა ამისა ვიყავი "მობში" პეკინის ქუჩაზე და "ტელეფონში" ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირდაპირ, ხოდა საინტერესოა, რომ "ტელეფონში" k770 329 ლარი ღირს, მობში კი 299 ლარი.
c 902 "ტელეფონში" 555 ლარი ღირს, "მობში" 575...
მობს "htc"-ებზე დიდი ფასდაკლება აქვს ეხლა, 890 ლარიანი მოდელი ოთხას რაღაცა ლარად დევს...
იქსპერია უმეტესობა მაღაზიებში ათას ორას ლარზე მეტი ღირს, "ელიტ ელექტრონიქსს" ათას ლარად აქვს...

ჩინელებს რაც შეეხება, სონი ერიქსონებს დიდი ხანია აწარმოებენ და ხარისხსაც არ ვუჩივი (წელიწადზე მეტია მშვენივრად მუშაობს ჩემი w880), მაგრამ სადღაც პატარა ცეხებში გაკეთებულ ტელეფობენს კორპუსის ხარისხზეც ეტყობა რა ნაგავიცაა.

მოკლედ, სანამ ტელეფონს იყიდი, მანამდე კარგად უნდა შეისწავლო ტექნიკური მახასიათებლებიც, ფასიც და ისიც თუ რა ფერებში გამოდის ესა თუ ის მოდელი...

ისე, სამკუნგები, ნოლკები, და მსგავსნი ვედრა მანეთად ყრია smile.gif

პოსტის ავტორი: Sitchi Jan 28 2010, 08:29 PM

biggrin.gif ნოკიას ანალოგებია: ნოკლა, ნცკიაsmile.gif მემგონი sony ericssony ერთი "S"ითაც არის ანუ sony ericson. მარტო სახელებით მიხვდები "ვისი ნაჩალიჩარია" biggrin.gif მე თუ მკითხავთ, ჯობია გადაიხადო ძვირი და ხარისხიანი იყიდო. საერთო ჯამში იმაზე მეტი დაიხარჯება "ეკონომიით" ვიდრე ძვირადღირებულში უნდა დახარჯულიყო. smile.gif

პოსტის ავტორი: davizo70 Jan 29 2010, 05:24 AM

biggrin.gif ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ჩინური მობილურები ხარისხით ძალიან შორსაა რეალური მწარმოებლების შექმნილისაგან და ვერ დააკმაყოფილებს მობილური ტელეფონების გემოვნებიანი შემფასებლების მოთხოვნებს, მაგრამ აბსოლუტირად საკმარისი ფუნქციები აქვთ სტანდარტული მომხმარებლების დასაკმაყოფილებლად... მე მე-5 თვეა მაქვს 138 ლარად შეძენილი ასეთი ორბარათიანი აპარატი და პრობლემა არ შემქმნია, ელემენტიც 3 დღეს ძლებს. ფასების ნაკლებობა ყველაზე მეტად დაბალფასიანი მუშახელით არის გამოწვეული. ისე, მგონია, რომ ესენი შეიძლება ძალიან წინ წავიდნენ მობილურების წარმოებაში: არ გახსოვთ ერიქსონის პირველი მობილურების სატარებლად ცალკე გრუზავიკი რომ იყო საჭირო? smile.gif ვაცალოთ ბატონო, ახალი დაწყებული აქვთ საქმე

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 29 2010, 07:15 AM

Sitchi

ციტატა(sitchi @ 28th January 2010 - 08:29 PM) *
biggrin.gif ნოკიას ანალოგებია: ნოკლა, ნცკიაsmile.gif მემგონი sony ericssony ერთი "S"ითაც არის ანუ sony ericson. მარტო სახელებით მიხვდები "ვისი ნაჩალიჩარია" biggrin.gif მე თუ მკითხავთ, ჯობია გადაიხადო ძვირი და ხარისხიანი იყიდო. საერთო ჯამში იმაზე მეტი დაიხარჯება "ეკონომიით" ვიდრე ძვირადღირებულში უნდა დახარჯულიყო. smile.gif

გეთანხმები biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 29 2010, 07:55 AM

ჩინურზე გამახსენდა და ამასწინათ ვნახე პანდაში NOKIA N97 - 200 ლარად, სენსორული ეკრანითა და გვერდზე სლაიდერი კლავიატურით tongue.gif

ისე "განაგლდნენ ეს ჩინელები, პირდაპირ NOKIA აწერია smile.gif

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 29 2010, 08:01 AM

Sh@ko

ციტატა(Sh@ko @ 29th January 2010 - 07:55 AM) *
ჩინურზე გამახსენდა და ამასწინათ ვნახე პანდაში NOKIA N97 - 200 ლარად, სენსორული ეკრანითა და გვერდზე სლაიდერი კლავიატურით tongue.gif

ისე "განაგლდნენ ეს ჩინელები, პირდაპირ NOKIA აწერია smile.gif

ვა,შაკო შენც? biggrin.gif
ჩემს კლასელს შეაპარეს ზუსტად ეგეთი ისიც 200 ლარად 1 თვის წინ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Chacha Jan 29 2010, 09:54 AM

ბარემ აქ ვიკითხავ რა, იცით რა მაინტერესებს, 2 წლის წინ დინამოზე ვიყიდე SE K550i, ხოდა ამას წინათ დავშალე ტელეფონი და შემთხვევით მოვკარი თვალი, რომ ელემენტის ქვემოთ(ანუ სადაც ის იდება) ეწერა made in china, ესეიგი ორიგინალი არაა ხო?

პოსტის ავტორი: Sh@ko Jan 29 2010, 10:05 AM

Chacha, ეგრე ნუ განსჯი! ცნობილი ფირმები ცდილობენ ჩინეთში ააწყონ დეტალები, რადგან იაფი გამოდის უფრო.


ეგრე ასუსსაც აწერია მეიდ ინ ჩინა... ჰოლოგრამა და სხვა დამცავი ნიშნებუ თუ აქვს, მაგით უნდა მიხვდე.



ციტატა
ჩემს კლასელს შეაპარეს ზუსტად ეგეთი ისიც 200 ლარად 1 თვის წინ

გიგა, მოიცა და იმას ეგონა ორიგინალს ყიდულობდა? არ მჯერა რომ "შეაპარეს". მე ტელეფონის სახელს არ ვუყურებ - ძლიერი მონაცემების ტელი იაფი როა, ეგრევე ვხვდები, რომ ჩაინა ურევია მაგ ამბავში tongue.gif მით უმეტეს, 2 სიმბარათიან ტელეფონები უმეტესობა ჩინურებია (ამ დროს ბრენდებს ჭურშ სძინავთ ნეტა? გააკეთონ მათაც tongue.gif)

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 29 2010, 10:11 AM

Sh@ko

ციტატა(Sh@ko @ 29th January 2010 - 10:05 AM) *
გიგა, მოიცა და იმას ეგონა ორიგინალს ყიდულობდა? არ მჯერა რომ "შეაპარეს". მე ტელეფონის სახელს არ ვუყურებ - ძლიერი მონაცემების ტელი იაფი როა, ეგრევე ვხვდები, რომ ჩაინა ურევია მაგ ამბავში tongue.gif მით უმეტეს, 2 სიმბარათიან ტელეფონები უმეტესობა ჩინურებია (ამ დროს ბრენდებს ჭურშ სძინავთ ნეტა? გააკეთონ მათაც tongue.gif)

შეაპარეს თუ არ ჯდება მაშინ "დებილია" biggrin.gif ეს უფრო მოერგება