თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ საიტზე გამოქვეყნებული მასალების შესახებ _ იდეა!

პოსტის ავტორი: Giena Sep 28 2008, 07:15 AM

გაუმარჯოს ბიჭებს!
ერთი იდეა დამებადა, ნუ ეგ სათაურიდანაც ჩანს, მაგრამ რა შუაშია ქვესათაური "პატარა თავი და დიდი თვალები" ეგ ჯერ მეც არ ვიცი biggrin.gif მოკლედ, როგორც ყოველთვის დავყიალობდი ინტერნეტში და ვეძებდი რეკლამების და Pop-Up-ების მბლოკავ პროგრამებს, უცებ აღმოვაჩინეე საინტერესო საიტი, სადაც განხილულია სხვადასხვა მწარმოებლის ბლოკერი და ძალიან მშრალი მაგრამ ვრცელი, ინფორმაციით გვატყობინებენ თუ რომელ მათგანს რა შესაძლებლობები აქვს! ძალიან დამაინტერესა და დავიწყე საიტის დათვალიერება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არამარტო ბლოკერების შესახებ არამედ ცეცხლოვან კედლებზე, ანტივირუსებზე (აქ დომენი და გიორგიუსი ხოცავენ ერთმანეთს biggrin.gif biggrin.gif) და სხვა საჭირო პროგრამების განხილვა არის...

ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ, მაგალითად 10 ბლოკერი და სათითაოდ შევაფასოთ მათი შესაძლებლობები, ჩამოვწეროთ უპირატესობები და მათი მინუსები, ოღონდ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთის დამოუკიდებლად (რადგან გიორგიუსმა რომ დაწეროს მაგალითად ანტივირუსების განხილვა Kaspersky უფრო კაი აღმოჩნდება, მერე დომენი მისცემს 100% ვორნს და მოკლედ ბევრი პრობლემა შეიქმნება biggrin.gif biggrin.gif), შემდეგ ჩამოვწერთ ამ შესაძლებლობებს და მინუსებს ცალცალკე, შევაჯამებთ და შევადგენთ ისეთ მოკლე, მაგრამ სრულფასოვან ინფორმაციას, როგორიც შეგიძლიათ ნახოთ ამ http://personal-firewall-software-review.toptenreviews.com/, გავაკეთოთ ასეთი ცხირლი და შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ აირჩიოს რომელიც მოუნდება, ასევე როგორც ზემოთხსენებულ საიტზეა აღნიშნული პირველი სამი პროდუქტის შეფასება "Gold", "Silver" და "Bronze" მივანიჭოთ რომელიმე სამ პროდუქტს რა თქმა უნდა ამ ეგრეთწოდებ დაჯილდოვებაში უნდა მიიღოს ყოველმა ჩვენთაგანმა მონაწილეობა ჟიურის სახით!

აი ახლა კი მივხვდი რა შუაშია "პატარა თავი და დიდი თვალები" biggrin.gif საქმე იმაშია, რომ გამოუცდელი მომხმარებელი (პატარა თავი) ენდობა გამოცდილი ადამიანების შეფასებას (დიდი თვალები) და ამასობაში თუ იქნება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც შეფასება ამა თუ იმ პროდუქტ(ებ)ის, ეცოდინება, თუ რომელია უკეთესი და რომელს შეიძლება უფრო ენდოს...

ველი თქვენს გამოხმაურებას (ჩემი თხოვნა იქნება ჯერ "ბლოკერები განვიხილოთ" biggrin.gif)!


P.S. შეიძლება გაჩნდეს იდეა, რომ პირდაპირ ზემოთხსენებული საიტიდან დაგვეკოპირებინა და გაგვექართულებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სანდოა თუ არა ეს წყარო, ამიტომ საკუთარ შეფასებას არაფერი ჯობია!

P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება"

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 28 2008, 08:23 AM

კარგი იდეაა, თან გავერთობით smile.gif

ციტატა
P.P.S თუ ეს იდეა განხორციელდა, მაშინ სტატიებში დასამატებელი იქნება კიდევ ერთი კატეგორია "ტესტები" ან "ტესტირება"

არა, და აი რატომ:
სრულფასოვანი მენიუ რომ გავაკეთე ახალ საიტზე და რომ დამიწუნეთ tongue.gif ტესტლაბისთვის გავაკეთე ეგ smile.gif
ანუ სტატიებიც და ტესტირებებიც მიდის შესაბამის განყოფილებებში. შედეგად, სიტყვაზე, ბლოკერების განხილვა წავა "პროგრამებში". smile.gif

ახალ საიტზე ტესტლაბის გამოცოცხლება ერთ-ერთი მთავარი იდეაა smile.gif

პოსტის ავტორი: domen Sep 28 2008, 09:37 AM

Giena
წინა ზაფხულს ვაპირებდი ზუსტად ეგეთ რაღაცას :-) ის კი არა, თითქმის ყველა კატეგორიაში პირველი სამი პროგრამი სიები შევადგინე, რამდენიმე ეგეთი საიტიდან (სხვათა შორის, იდეის სულისჩამდგმელი ზუსტად იგივე საიტი იყო, რაც შენთან :-))ამოვიწერე განხილვები, ჩემი შთაბეჭდილებები წავამატე, ბოლო ვერსიები ვიშოვე თავის კრეკებთან ერთად (ზოგიერთი უკრეკოდ :-)), დავალაგე და ჯაჯას თანხმობაღა მინდოდა, რომ სერვერზე განგვეთავსებინა, მაგრამ ისევ ეს მოუცლელობა sad.gif

არადა "დიდი გეგმები" მქონდა, ვარეზში მხოლოდ ამ რჩეულ პროგრამებს განვაახლებდით, ახალს და უკეთესს წამოვწევდით წინ და მომხმარებელი ნიუსერის ხელში მოხვედრილ ნებისმიერი ჯურის და დანიშნულების პროგრამას უაზროდ აღარ გადმოწერდა, რაღაც აზრი მიეცემოდა მთელ ამ ქაოსს ..

ყველაზე სატირული ამ ამბავში კი ისაა, რომ მთელი ეს კოლექცია (1.1 GB - ზომა დამამახსოვრდა, დიდ, უსარგებლო ფაილებს ვიშორებდი :-)) ზუსტად სამი დღის წინ წავშალე, არაფერში მადგება-მეთქი! biggrin.gif

(ახლა ვცდი აღდგენას, თუმცა მეეჭვება დარჩენილი იყოს, იმის მერე ის Partition რამდენჯერმე ბოლომდე გაივსო და კიდევ რაღაცები წავშალე)

მოკლედ, ასეთ საქმეს თავიდან დიდი ენთუზიაზმი აქვს და უცებ იცის მოყირჭება, პირველი ორი კატეგორიის მერე სუფთა რუტინაა. ასე რომ, გართობა გამორიცხეთ, რამე სხვა მიზნისთვის უნდა ვიმუშავოთ.

(თუნდაც იგივე Compinfo PC მახსენდება, ნელ-ნელა ვხვდები, სხვანაირად არ გამოვა)

პოსტის ავტორი: Giena Sep 28 2008, 09:58 AM

Power_VANO

ციტატა
ანუ სტატიებიც და ტესტირებებიც მიდის შესაბამის განყოფილებებში. შედეგად, სიტყვაზე, ბლოკერების განხილვა წავა "პროგრამებში".

შენ ვერ გამიგე მგონი, იქ საიტზე ნახე ცხრილი? ანუ აქ ცალკეული პროგრამების განხილვა კი არ აიქნება, არამედ უკვე შეჯამებული პლიუსები და მინუსები ყველა პროგრამის ერთად, უბრალოდ ცხრილი იქნება, მაგრამ ჩვენ თავზე გამოცდილი და არა სხვა საიტიდან გადმოღებული (გადმოკოპირებული) ინფორმაცია.

Gi0rgius
ციტატა
მე პას,სხვებზე გაერთეთ tongue.gif

რატო კაცო biggrin.gif აქტიური მომხმარებელი ფორმუზე ნამეტანი ცოტა ვართ 5-10 (მაქსიმუმ) ასე რომ თუ ათამდე გვინდა მივაღწიოთ თვითოეულ ჩვენთაგანს მოგვიწევს ერთ საკითხზე 1-2 პროგრამის მინუსების და პლიუსების დადგენა, შემდეგ ამ მინუსებს და პლიუსებს საერთო ჯამში შევადარებთ და გამოგვივა მშვენიერი ცხრილი...

ციტატა
რაც შეეხება პოპაპების ბლოკირებას შემიძლია http://www.admuncher.com/ ეს გირჩიო

ჩემი მეგობარია tongue.gif

ციტატა
სამწუხაროდ ფასიანია

ფასს მნიშვნელობა არ აქვს biggrin.gif

domen
ციტატა
მოკლედ, ასეთ საქმეს თავიდან დიდი ენთუზიაზმი აქვს და უცებ იცის მოყირჭება, პირველი ორი კატეგორიის მერე სუფთა რუტინაა. ასე რომ, გართობა გამორიცხეთ, რამე სხვა მიზნისთვის უნდა ვიმუშავოთ.

იმიტომაც, გამიჩნდა აზრი, რომ თითო თითო პროგრამა გაგვეკეთებინა თითოეულ ჩვენთაგანს, ერთი პროგრამა არც ისე ბევრია, რომ ენთუზიაზმი ჩაქრეს, აი როცა ბევრს ეჭიდები ერთად უკვე ნელნელა ეცემა ეს ენთუზმიაზმი რაშიც 100% გეთანხმები...

პოსტის ავტორი: otosaxela Sep 28 2008, 11:43 AM

Giena
მშვენიერი იდეაა smile.gif, მე მაგალითად შემიძლია კასპერის და ავირას სკანირების ძრავების შედარება, და ერთი რამე საერთOდ ნებისმიერ soft-ზე შეიძლება მსგავსი რამეს გაკეთება, ვთქვათ ბრაუზერებზე, მეილ კლიეტებზე და ისეთ soft-ზე რომელიც "ყოველდღიურია", მე უფრო ასეთI soft-ის შედარება მომწონს ვიდრე ანტივირების, იმიტომ რომ "antivirus sucks" © Power_VANO smile.gif, და ამიტომაც წავშლე კასპერა smile.gif, (domen ვორნს ვეღარ ამკიდებ tongue.gif), ახლა მიყენია ერთი პატარა ანტივირი, მარა კარგი ბაზებით smile.gif, ასვე ერთი ბრაუმანდირი, რომლის კონფიგიც ცოტა დამეზარა და ყველაფერი ჩავაკეტინე და ნერვებს მიშლის tongue.gif

პოსტის ავტორი: Giena Sep 28 2008, 11:45 AM

otosaxela

ციტატა
და ერთი რამე საერთOდ ნებისმიერ soft-ზე შეიძლება მსგავსი რამეს გაკეთება, ვთქვათ ბრაუზერებზე, მეილ კლიეტებზე და ისეთ soft-ზე რომელიც "ყოველდღიურია"

ა კაცი biggrin.gif (არ იფიქროთ, რომ დანარჩენები ქალებად ჩაგთვალეთ biggrin.gif biggrin.gif)

პოსტის ავტორი: otosaxela Sep 28 2008, 11:52 AM

Giena
ისე ანტირუსებზე რაც არ დავჭამეთ ერთმანეთი მგონი ბრაუზერებზე დავჭამთ tongue.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 28 2008, 12:05 PM

otosaxela

ციტატა
ისე ანტირუსებზე რაც არ დავჭამეთ ერთმანეთი მგონი ბრაუზერებზე დავჭამთ

მანდ მე და დომენი ვერ ვთანხმდებით ხოლმე ხანდახან, სუბიექტურ-ობიექტური მიზეზებით tongue.gif უფრო ხშირად სუბიექტური მიზეზებით biggrin.gif

Gi0rgius
ციტატა
2)მაინც

მე ხომ იცი რა გულკეთილი ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giena Sep 28 2008, 12:09 PM

Gi0rgius

ციტატა
მე არ ანტივირუსი მაქვს და არც ფაერვოლი
თუმცა რამოდენიმე ადამიანს ვისაც ვიცნობ ორივე აქვს +რაღაც ანტაისპაივერეაბი,ხოდა კომპი მაინც ვირუსებითაა სავსე.
ეხლა მივხვდი რომ ანტივირუსებში ფულს აღარ გადავიხდი

მახსოვს ვიღაცას შვიდი ანტივირუსი, 4 ფაირვოლი, 2 შეიარაღებული მუტრუკი, და კაცმა არ იცის რამდენნაირი ბლოკერი, Add Remover-ი, Spyware Remover-ი და კცმა არ იცის კიდე რა ეყენა ერთდროულად tongue.gif და ამასობაში დღეში სამჯერ Windows აყენებდა biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
1)მეზარება
2)მაინც დავივორნები
3)არანაირი საიტის დათვალიერება არ მჭირდება,რადგან მთელი დროს ისედაც სხვადასხვა სოფტის ტესტირებაში ვხარჯავდი.

1. თუ გეზარება შენი ნებაა wink.gif
2-3. საიტის დათვალიერებაზე აქ ლაპარაკი რომ არ ყოფილიყო იმიტომ ვთქვი ჩვენ გავტესტოთ და დავასახელოთ მათი პლიუსები და მინუსები, და ეს პლიუსები და მინუსები სულაც არ არის მხოლოდ ის, რომ კარგად იჭერს ვირუსს თუ ცუდათ ანტი ვირუსში, პლიუსში ისიც ითვლება თუ რამდენად მოხერხებული ნავიგაცია და ინტერფეისი აქვს, ან თუნდაც რამდენად სწრაფად ამთავრებს სკანირებას უმაღლესი ანალიზის შემთხვევაში, რამდენად ხშირია ბაზების განახლება, რამდენად შესაძლებელია კონკრეტულ ადამიანზე მორგება თავისი სურვილის მიხედვით და ასე შემდეგ... აქ არ არის ძრავებზე ლაპარაკი თუ ვინ ვის რა მიყიდა და ვინ ვის ძრავას იყენებს აქ არის ლაპარაკი სუფთა სამომხმარებლო დონეზე... (რა თქმა უნდა შენთვის გეცოდინება, რომ უკეთესი სკანირების მეთოდები აქვს)! ისიც აუცილებლად დასადგენია კონკრეტულ განხრას პროგრამებისა (ანტივირუსებს, ბლოკერებს, ფაერვოლებს, მედიაფლეიერებს, დისკის ჩამწერებს და სხვ.) შეფასების რა კრიტერიუმები უნდა ქონდეს, მაგრამ მაგას ერთი კაცი ვერ განსაზღვრავს, სათითაოდ განხილულს კიდევ ის პლიუსი ექნება, რომ შენ თუ რამეს ახალს შემოიტან (მაგალითად ისეთ დადებით თვისებას, რომელიც იმ პროგრამას აქვს და სხვას არა) ეგეც დაემატება პლიუსებს და ასე შემდეგ smile.gif


P.S. თუ იქნება სურვილი იმისა, რომ გაკეთდეს ზემოთხსენებული ცხრილები, მე შემოგთავაზებთ 2-3 ან უფრო მეტი ბლოკერის შესაძლებლობებს, რომლებიც აშკარად გამოვიყენე biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Sep 28 2008, 12:10 PM

Gi0rgius

ციტატა
მე არ ანტივირუსი მაქვს და არც ფაერვოლი

tongue.gif
ციტატა
მახსოვს ვიღაცას შვიდი ანტივირუსი, 4 ფაირვოლი, 2 შეიარაღებული მუტრუკი, და კაცმა არ იცის რამდენნაირი ბლოკერი, Add Remover-ი, Spyware Remover-ი და კცმა არ იცის კიდე რა ეყენა ერთდროულად და ამასობაში დღეში სამჯერ Windows აყენებდა

biggrin.gif
Power_VANO
ციტატა
მანდ მე და დომენი ვერ ვთანხმდებით ხოლმე ხანდახან, სუბიექტურ-ობიექტური მიზეზებით უფრო ხშირად სუბიექტური მიზეზებით

მე ოპერას ვუჭერ მხარს ანუ გამოდის რომ domen-ს, ვინც გამოეხმაურა ამ თემას მგონი ესეთი სიტუაციაა:
IE:
Giena
Power_VANO

Opera:
domen
otosaxel
Gi0rgius

3-2, გოოლ! tongue.gif, ველოდებით სხვების პოსტებს smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Sep 28 2008, 12:34 PM

მე მგონი ვერავინ ვერ გამიგო რა მინდა biggrin.gif აი გავაკეთებ მე ერთ ნაკრებს და რომ გადახედავთ მიხვდებით ალბათ biggrin.gif
რა შუაშია ხალხო კამათი? საერთოდ არ იქნება კამათი, რადგან არავის არ ეცოდინება ვინ რას წერს უბრალოდ ბოლოს შევადარებთ, რა თქმა უნდა მიკერძოება და მინუსების დამალვა არ უნდა მოხდეს...
აი მაგალითად:
Super Ad Blocker
+ ბლოკავს ფლეშ რეკლამებს
- ვერ ბლოკავს, ისეთ პოპაპებს, რომლებიც გვერდის დახურვისას ეშვება
რა არის აქ რთული? მოდით და შემეკამათეთ ეხლა biggrin.gif სულ იქნება ასეთი ვარიაციები სადაც კამათი უბრალოდ წარმოუდგენელია (ენთუზიასტები თუ არ გამოჩნდნენ biggrin.gif)

პოსტის ავტორი: Giena Sep 28 2008, 12:38 PM

Gi0rgius
ნუ ხარ შენ პროვოკატორი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Sep 28 2008, 12:50 PM

Giena
ოფდება უკვე თემა ნელ-ნელა. უკვე ის დროა (თუ რამეს ვაპირებთ), ჩამოაყალიბო კატეგორიები, გაწერო სამუშაო და ვისაც ენდომება, თავის წვლილს შეიტანს :-)

Gi0rgius

ციტატა
ყოველშემთხვევაში პრაოგრმის განხილვისათვის ადამიანს ვორნს არ მისცემ

ციტატა
2)რომ დავწერო და წარმოიდგინე ბუა მოდერატორი მოდის და მთელ ნაწერს გინადგურებს შენიშვნებით,არა ეს ასე არაა,ეს ისეა.როგორია?

ციტატა
მაისურზე აწერია: ფრთხილად ვორნს ვიძლევი

ამოვიდა ყელში.

თუ ხუმრობაა, ცუდი ხუმრობაა, თუ არა, ან იჩივლე არგუმენტებით შესაბამის თემაში ან გაჩუმდი მაინც !!

AV-Comparatives-ის თემაში მეგონა მიგახვედრე, რომ უაზრო მოსაზრებას იცავდი. მართლა ვერაფერს მიხვდი?!

პოსტის ავტორი: otosaxela Sep 28 2008, 12:53 PM

Giena
მეც თუ მოვახერხე მსგავს გავაკეთებ რამდენიმე მეილ კლინტზე smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Sep 28 2008, 02:38 PM

წინა ზაფხულის მსგავსი "პროექტიდან" კატეგორიების სიაც კი მაქვს შემონახული (აქვე კაბინეტში მქონდა ჩაკოპირებული:-) სკაიპ კონფერენციებში ჩამოყალიბდა, სხვათაშორის დომენის მიერ და http://www.toptenreviews.com/ ბაზაზე wink.gif
--------------------------
1. მულტიმედია
1.1. აუდიო
1.2. ვიდეო
1.3. დიზაინი
1.4. გაფორმებები, დეკორაციები ..
1.5. თამაშები

2. ინტერნეტი
2.1 ბროუზერები
2.2 მესინჯერები
2.3 ჩამოტვირთვების მენეჯერები
2.4 ელ. ფოსტის კლიენტები
2.5 სიახლეთა არხის (RSS) კლიენტები
2.6 ანონიმურობა
2.7 ვებ-მასტერებისთვის
2.8 სხვადასხვა

3. სისტემის მოვლა
3.1 დაცვა და კრიპტირება
3.2 რეზერვირება
3.3 ფაილების/დისკების მენეჯმენტი
3.4 კომპრესირება
3.5 ქსელის მონიტორინგი
3.6 დიაგნოსტიკა/ოპტიმიზაცია
3.7 სისტემური ხელსაწყოები
3.8 დეინსტალატორები

4. ორგანიზება და სწავლა
4.1 კალენდარები და დამგეგმავები
4.2 ელექტრონული ლიტერატურა
4.3 უცხო ენების საწავლო პროგრამები, ლექსიკონები ...
4.4 სხვადასხვა
-------------------------
აშკარად გამოგადგებათ თუ დაიქოქა ყყველაქფერი biggrin.gif ხომ, პატარა შენიშვნა: მოეშვით ვარეზ პროგრამების განხილვას, ყველას გესმით რა კურსი აქვს აღებულ კომპინფოს! ბევრი უფასო და არა უარესი (თუ არა უკეთესი) ალტერნატივაა. smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Sep 28 2008, 05:52 PM

დღეს სასწაულად მეძინება ბიჭებო და ხვალ შემოგთავაზებთ რამდენიმე ბლოკერის გარჩევას ცხრილებით, ნუ მე ახლავე შემიძლია 3-ის შემოგთავაზოთ, მაგრამ საჭიროა მინიმუმ 10, რომ ჩამოყალიბდეს საერთო აზრი, შემდეგ ამ 10-დან ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, თუ რომელია პირველი სამი ადგილის მფლობელი...

პოსტის ავტორი: domen Sep 28 2008, 06:05 PM

Giena
მაგნიტური დღეა, მგონი, მეც იგივე მჭირს biggrin.gif

ამ ამბავს კი ერთი ცენტრალიზირებული ვიკი არ აწყენდა ნამდვილად, ხვალ დილით დაგხვდებათ :-)

(იმედია, ვიკიზე ამ პროექტის განხორცილების დეტალებზე გეარგე მოგვიყვება :-))

პოსტის ავტორი: Frrrredo Sep 29 2008, 08:23 AM

https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/433
https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/10
მოდულები FF თვის ჩემთან გადასარევად მუშაობს და არაფერიც არ მაქ გასარკვევი biggrin.gif

პოსტის ავტორი: gearge Sep 29 2008, 09:05 AM

https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/4364 - დანამატის დანამატი:-) - ნახვამდის გუგლის მომაბეზრებელო და საშიშო(!) http://www.siteadvisor.com/studies/search_safety_may2006.html http://www.siteadvisor.com/studies/search_safety_may2007 ტექსტურო რეკლამავ tongue.gif

https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/4042 - დაგეხმარებათ შეინახოთ ადბლოქერის კონფიგურაციები შორეულ FTP (HTTP, HTTPS) სერვერზე. გამოსადეგია თუ მბლოკავის გარკვეული დრო გამოყენების შემდეგ ხელით შედგენილი ფილტრების სარეზერვოდ შენახვას მოისურვებთ smile.gif 1000+ საკუთარი წკაპებით დაბლოკილი რეკლამის შემდეგ მოისურვებ რეზერვის გაკეთებას wink.gif პრინციპში შეგვიძლია ერთმანეთსაც გავუზიაროდ შემდეგ ეს ფილტრები (ელემენტარული ტექსტური ფაილებია), ვთქვათ დავარქვათ "კომპინფოს ფილტრი" biggrin.gif საქმე იმაშია რომ ადბლოქ პლიუსის საკუთარი ფილტრები ფარავენ მხოლოდ ამერიკულ საიტებს და ევროპული საიტების ნაწილს, ქართული საიტების "წმენდაში" ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ!

ექსკლუზიურად გუგლის რეკლამის დაბლოკვა https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/743-საც შესწევს! მოსახერხებელი დანამატია, უნდა ავღნიშნო!
-----------------------------------------------------------------------
Adblock (არ აგერიოთ ზემოთხსენებულ Adblock Plus-თან!) რომელიც 2007 წლის დეკემბრიდან არ განახლებულა და Adblock Filterset.G Updater გამიზნულად არ ვახსენე. უკანასკნელთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ http://adblockplus.org/en/faq_project#filterset.g ად ბლოქ პლიუსის ხ.დ.კ. განყოფილებაში!
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მხოლოდ გამოცდილი მომხმარებლების საყურადღებოდ! დაგაინტერესებთ https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/7037. აღწერას გაეცნობით შესაბამის გვერდზე. რადგან დანამატი ექსპერიმენტალურია, ჩამოსატვირთათ საჭოროა მოზილას საიტზე რეგისტრაცია!

ფაიერფოქსის მომხმარებლებო გაერთიანდით biggrin.gif აბა ოპერასა და IE-ს ფანები რას დაგვიპირისპირებთ? smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 29 2008, 01:58 PM

Gi0rgius

ციტატა
ერთს ვიტყვი
დიდი ძალა დიდი პასუხისმგებლობას მოითხოვს © სპაიდერმენის ბიძა
თქვენ მოდერატორები ჩვენგან იუზერებისგან განსხვავებით დიდი ძალაუფლებით ხართ აღჭურვილები,ჩვენ კი ფაქტიურად უსუსურები ვართ
მოდრები რადგან ხართ ძალა გაქვთ,მაგრამ შეეგუეთ რომ გაგაკრიტიკებენ ან გადადექით
ერთადერთი რაც შეგვიძლია სამართლიანი კრიტიკაა,წინააღმდეგ შემთხვევაში გეგონებათ რომ იდეალურები ხართ
წესით ჩემი ხუმრობა არ უნდა გეწყინოს,რადგან არცაა საწყენი.
რადგან ვცდილობით ხუმრობით მიგახვედრო რაღაცას
ზოგ რაღაცაში მართლა მიკერძოებული ხარ ,თან ამას მარტო მე კიარა სხვებიც აღნიშნავენ სხვა თემებშიც,თუნდაც ეს თემა ავიღოთ


გიორგიუს, ძალიან გთხოვ, ამ საკითხე ამ თემაში ერთი სიტყვაც აღარ თქვათ. მოდერების თემა გაქვთ და იქ წერეთ რაც გინდათ, აქ არა.

დომენ, შენც ნუ დაწერ აქ პასუხს ამ საკითხზე, გთხოვ.

-------------------
ვორნების გარჩევა თუ გინდათ ვინმეს, დაწერეთ შესაბამის თემაში და იქ განვიხილოთ. შეგნებულად არ ვწერ არ არაფერს ვორნებზე მე.

პოსტის ავტორი: Giena Sep 30 2008, 11:50 PM

აბა მოვიდა პირველი პროგრამა tongue.gif ჩათვალეთ, რომ აქ ჩემთვის ვლაპარაკობდი biggrin.gif რაღაცეები ჩასასწორებელი იქნება და საბოლოო ანგარიში როდესაც შედგება ეს ყველაფერი კატეგორიებათ გახდება დასაყოფი რაშიც თქვენი დახმარება დამჭირდება აუცილებლად!

Super Ad Blocker 4.5
დადებითი:
ინტერნეტ ექსპლორერში კონტექსტური მენიუ-ს დამატება, მარტივი ინსტალაციის პროცესი, მარტივი ინტერფეისი, ცხელი კლავიშების არსებობა (თუმცა გაუგებარია რა ცხელი კლავიშები აქვს, რადგან არ აქვს მენიუ სადაც შესაძლებელია ან მათი ნახვა ან რედაქტირება), ინტერნეტ ექსპლორერში თულბარის დამატება (თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით ეს დადებითი აშკარად არ არის!) პოპაპების მბლოკავი, ბლოკავს ფლეშ რეკლამებს, შეუძლია მფრინავი რეკლამების ბლოკვა (მეტი არაა ჩემი მტერი :-) , ბლოკავს მესენჯერის რეკლამებს, ბლოკავს საიტზე არსებულ შეტყობინების ფანჯრებს, გააჩნია შავი და თეთრი სია, აქვს ქუქისების, ბმულების ისტორიის, მოხმარებული ვებგვერდების ისტორიების, დროებითი ფაილების, ხშირად გახსნილი დოკუმენტების, RUN-ის ისტორიის, ძებნის ისტორიის და სანაგვე ყუთის წაშლის შესაძლებლობა, აგრეთვე აქვს შესაძლებლობა მონიშნული პუნქტები წაიშალოს ბროუზერის დახურვის დროს და მონიშნული პუნქტების წაშლა გვერდის შეცვლის (სხვა გვერდზე გადასვლის) დროს. საინტერესო ფაქტია ქუქისების არჩევის შესაძლებლობა ანუ რომელი გვინდა წავშალოთ და რომელი არა ძალიან კარგი ფუნქციაა მე თუ მკითხავთ! გვაძლევს შეტყობინებებს როდესაც დაბლოკავს რეკლამას (მაუსის კურსორის შეცვლა, შეტყობინების ფანჯრის ამოგდება, და ხმიანი შეტყობინება რეკლამის დაბლოკვის შემთხვევაში ამ პუნქტში შესაძლებელია სხვადასხვა ხმების არჩევა!) ასევე აქვს მთავარი გვერდის დაცვის შესაძლებლობა (რომ არ შეიცვალოს) და ორი ქვეპუნქტი 1. შეტყობინების გამოტანა თუ შეიცვალა მთავარი გვერდი და 2. დაცვა შეცვლისგან, ანუ ვერაფრით შევცვლით მთავარ გვერდს! შესაძლებელია შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაშივე არსებულ ველში ჩავწერთ ახალ მთავარ გვერდს! აქვს შესაძლებლობა დაბლოკილი რეკლამების და „შპიონების/აგენტების“ ჩანაწერების კეთების, ასევე სტატისტიკის მენიუ სადაც შეგვიძლია ვნახოთ თუ რამდენი ბანერი, რეკლამა, ფლეშ ბანერი თუ „აგენტი“ დაიბლოკა! აქვს დახმარების და მხარდაჭერის გვერდი და ბოლოს ავტომატური განახლებების შემოწმება და კომპიუტერის სკანირება აგენტურ და სარეკლამო მოდულებზე.

უარყოფითი:
არ აქვს პაროლის დადების შესაძლებლობა, არ აქვს საშუალება დაბლოკოს ცუდი სიტყვები, არ აქვს Tray Icon-ის დამალვის საშუალება (ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამდვილად!) საკმაოდ მწირი მენიუ აქვს (მაგრამ გასაგები ნამდვილად)


ეხლა ტესტები:
გავატარე ტესტები დაახლოვებით 100-მდე საიტზე სადაც რეკლამები და პოპუპები აშკარად მეგულებოდა, აქედან სადღაც 80% რეალურად დაბლოკა! დანარჩენში ჩაისვარა, გაიარა ყველა ტესტი საიტზე: http://www.popuptest.com (ისე სხვათაშორის ქართული ანალოგის გაკეთება არ იქნებოდა ურიგო, მითუმეტეს ძალიან მარტივი საქმეა ვისაც ჯავა სკრიპტი ესმის).

საბოლოო დასკვნა:
საკმაოდ ძლიერი პროგრამაა ერთი, ორი, სამი მინუსის გამოკლებით ჩემი შეფასება 10-დან 8 smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Oct 1 2008, 12:47 AM

მეორე პროგრამა:

AdsGone
შესაძლებლობები:
მარტივი ინსტალაციის პროცესი, მარტივი პროგრამის ინტერფეისი, შესაძლებელია კომპიუტერის სკანირება აგენტური და სარეკლამო მოდულების აღმოსაჩენად, აქვს შავი და თეთრი სიის შერჩევის საშუალება. აქვს ცხელი კლავიშების კონფიგურაციის საშუალება (სხვათაშორის საკმაოდ მოხერხებული, რომელიც 4 პუნქტით განისაზღვრება 1. პოპაპების ბლოკირების ჩართვა გამორთვა, 2. კონკრეტული დაბლოკილი საიტების დროებით დაშვება, რომ გაიხნას პოპაპი, 3. შესაძლებელია დაიბლოკოს პოპაპები მათი სახელის მიხედვით (შესაძლებელია ცვლილებების შეტანა) და 4. და ბოლო ყველა ინტერნეტ ექსპლორერის და ნეტსკეიპ ბროუზერის ფანჯრის დახურვა!), აქვს ფუნქცია ჩაირთოს მხოლოდ მაშინ როდესაც ჩაირთვება ინტერნეტ ექსპლორერი (მხოლოდ ინტერნეტ ექსპლორერზე მუშაობს), შესაძლებელია პროგრამის პარამეტრების ინტერნეტ ექსპლორერში ინტეგრირება ღილაკის სახით!, ავტომატურად გადაყავნს კარანტინში ნაპოვნი მოდულები, ავტომატურად ანახლებს ბაზებს, აქვს ავტომატური განახლება, აქვს ინტერნეტ ექსპლორერში პოპაპების დაბლოკვის საშუალება (tongue.gif) და მისი ქვე პუნქტი დაბლოკოს ყველა პოპაპი და რეკლამა! ასევე შესაძლებელია ცხელი სიის მითითება სადაც შევიტანთ სარეკლამო საიტების სიას და იმ სიის მიხედვით მიბლოკავს ყველაფერს (საკმაოდ მოხერხებულია!) , შეუძლია მესენჯერების სარეკლამო მოდულების დაბლოკვა, შეუძლია ფლეშ რეკლამების დაბლოკვა (არ მუშაობს აშკარად), ასევე მოძრავი ანიმაციების შეჩერება (არც ეს), აქვს პაროლით დაცვის საშუალება, და სტატისტიკების მენიუ, აქვს ასევე მცირე სტატისტიკების ფანჯრის გამოტანის შესაძლებლობა.

უარყოფითი:
არ აქვს ცუდი სიტყვების დაბლოკვის საშუალება, არ აქვს Tray Icon-ის დამალვის საშუალება (ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამდვილად!), რაც მენიუში აქვს თითქმის არაფერი მუშაობს გარდა „დაბლოკოს ყველა პოპაპი და რეკლამა!“ საკმაოდ ძლიერად, ახალ ფანჯარას არ მახსნევინებდა smile.gif არ შეუძლია მუსიკისა და ვიდეოს დაბლოკვა, აქვს საშინელი ხმა როცა ბლოკავს რაიმეს (მაგრამ აქვს ხმების შეცვლის საშუალება), არ აქვს სიტყვების ჩანაცვლების შესაძლებლობა! არ აქვს მთავარი გვერდის დაცვის შესაძლებლობა!

ტესტირება:
გავატარე ტესტირება 100-მდე საიტზე და აქედან 20%-ს გაართვა მხოლოდ თავი მაქსმიალურად დაცვის დროს, ასევე გავატარე http://www.popuptest.com/-ზე და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს უმეტესობა ტესტებში ჩაფლავდა smile.gif

საბოლოო შეფასება:
ჩემი პირადი შეფასებით 10-დან 5 (ესეც მაქსიმუმ)

პოსტის ავტორი: domen Oct 1 2008, 02:02 PM

Giena
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/Super_Ad_Blocker
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/Adsgone

როგორც იქნა, ამუშავდა biggrin.gif მალე შესაბამის სამუშაო სივრცეებს დავამატებთ და დავიწყოთ :-)

P.S. შენთან ქართულადაა ძრავი?

პოსტის ავტორი: gearge Oct 1 2008, 09:21 PM

Giena და ყველა

სამუშაო სივრცე:

http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_10

კატეგორიზაცია შორსაა სრულყოფილისგან და ყველა ვიზრუნებთ გაუმჯობესებაზე, მაგრამ არსებულიდან გამომდინარე რეკლამების მბლოკავები ჯდება კატეგორიაში: http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_-_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_-_%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98 > http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_-_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_-_%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90_%28%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%29 > ინტერნეტ რეკლამის მბლოკავი. დმენის მიერ ვიკიზე გადატანილი პოსტები შესაბამისად დალინკულია http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_-_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_-_%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90_%28%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%29 გვერდზე! ვიკიზე ყოველი ახალი რეკლამის მბლოკავის (ან ნებისმიერი სხვა პროგრამის!) განხილვის განსათავსებლად გთხოვთ გახსნათ ახალი გვერდი სათაურით "განხილვა:პროგრამისახელი" (ვერსიის ან სხვა დამატებითი ინფოს გარეშე).

ვიკიზე ახალი გვერდის შექმნის ყველაზე მარტივი და სწორი(!) გზაა ჩაწეროთ სასურველი სათაური (ჩვენს შემთხვევაში განხილვა:რამეპროგრამისახელი) ძებნაში. თუ ძებნამ ვერ იპოვა ასეთი სათაურის გვერდი, ის შემოგთავაზებთ შექმნათ ეს გვერდი. ასეც მოიქეცით smile.gif. განხილვის განთავსების შემდეგ გთხოვთ მასზე ლინკი განათავსთ შესაბამის შესაბამის ქვეკატეგორიაში (ახალი რეკლამების მბლოკავებისთვის ეს არის "http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_-_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_-_%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90_%28%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%29"), ფორმატით [[განხილვისათაური]] . ამ გზით ავტომატურად იქმნება ვიკის შიგნითა ბმული

მოგვიანებით შემოგთავაზებთ მეტ ინფორმაციას ვიკიზე ტექსტის განთავსება/რედაქტირების შესახებ!

პოსტის ავტორი: otosaxela Oct 3 2008, 06:31 PM

Giena
მაგრა გიწერია wink.gif

domen

ციტატა
GienaSuper Ad BlockerAdsgoneროგორც იქნა, ამუშავდა მალე შესაბამის სამუშაო სივრცეებს დავამატებთ და დავიწყოთ :-)P.S. შენთან ქართულადაა ძრავი?

არ შედის dry.gif

და OS-ების შედარებას ვინ შეეჭიდება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: gearge Oct 3 2008, 08:49 PM

otosaxela
კონფიგთან პრობლემა გვაქვს, დროებითი! გთხოვთ მოგვიტევოთ, ძალიან მალე ვიკი იმუშავებს და გარკვეულ სიურპრიზებსაც შემოგთავაზებთ! smile.gif აი ოპ. სისტემების შედარებას არც უნდა მოვკიდოთ ხელი biggrin.gif ნუ ინდივიდუალურად თუ სტატიის დაწერას გადაწყვეტთ გამოაქვეყნეთ ვიკიზე, რათქმაუნდა! მაგრამ "საუკეთესო 10"-ის ეგიდით ამის გაკეთება ნამდვილად ვერ გამოვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Oct 4 2008, 06:33 PM

gearge
კარგი რამეა ვიკი, რამდენიმე თემა პატარა ტექსტებით გავხსენი, მერე ვეცდები შევავსო smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Oct 4 2008, 07:00 PM

otosaxela
ძალიან კარგი, ერთადერთი: დააგდე ლინკები აქ კარგი? ეს დროებით მანამ მოწესრიგდება ყველაფერი, მერე უკვე უშუალოდ ვიკიზეც შეძლებთ smile.gif რაც შეეხება ზომას, მნიშვნელობა არ აქვს! ყველაფერს დასაწყისი სჭირდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxela Oct 4 2008, 08:18 PM

gearge
მაგ ეს:
http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/ინტერნეტი

პოსტის ავტორი: otosaxela Oct 9 2008, 01:29 PM

http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/windows

პოსტის ავტორი: gearge Oct 26 2008, 05:46 PM

otosaxel
დიდი მადლობა აქტიურობისთვის! მანამ განვაგრძობთ აუცილებელია დავაზუსტო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: კომპინფოს ვიკით არ ვცდილობთ ბორბლის თავიდან გამოგონებას, ანუ: არავითარ შემთხვევაში არ გაიაზროთ კომპინფოს ვიკი როგორც ქართულენოვანი ვიკიპედიას ანალოგი/კონკურენტი! ამ გზით წასვლა მხოლოდ ჩიხამდე მიგვიყვანს! ისეთი გვერდები როგორც http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98 ან http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki/index.php/windows უნდა ატარებდნენ მხოლოდ ზოგად საინფორმაციო, განმარტებით ხასიათს. ანუ იდოს მოკლე, ადვილად გასაგები ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე, ვრხელი ინფოსთვის კი ლინკი Wikipedia-ს შესაბამის ქართულენოვან გვერდზე (თუ არ არსებობს, ინგლისურენოვან + თხოვნით დაეხმარონ ქართულენოვანის შექმნაში - ხელი ხელს ბანს) კომპინფოს ტექნიკურ ფორუმზე ადგილი უმმთავრესად განხილვებისა და სტატიებსთვისაა! მაგრამ უდავოდ აუცილებელია ზოგად საინფორმაციო, განმარტებითი მოკლე სტატიები, ისეთები როგორც otosaxel-მა დადო! მათ ხარჯზე შესაძლებელი იქება სტატიების/განხილვების კომპაქტურ ზომამდე დაყვანა, დეტალური/დამატებითი განმარტებების ვიკის შესაბამის გვერდებზე ლინკებით ჩანაცვლებით!

პოსტის ავტორი: Giga1 May 24 2009, 05:27 PM

sleep.gif sleep.gif sleep.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jun 10 2009, 12:51 PM

კომპინფოს ფორუმზე იმდენი საჭირო ინფოა მიმოფანტული, ამ დროს რომ დაგჭირდეს შეიძლება ნაწილ-ნაწილ პოსტებიდან მოგიწიოს ამოწიწკნა, ვიკიზე კი ნორმალური ნავიგაციით უნდა გადასახლდეს კომპიუტერთან ურთიერთობას რაც ეხება ყველაფერი, რაც დაწერილა ფორუმზე შეკრულად და მაქსიმალურად გასაგებად, ეს იქნება სრულფასოვანი FAQ დამწყებებისთვის და არა მარტო, ბევრი რამ შეიძლება Advanced იუზერმაც არ იცოდეს და სხვას ეკითხებოდეს, ეს არის კიდეც ამ ფორუმის არსებობის მიზანი, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ვისწავლოთ ის რაც არ ვიცით smile.gif
მემგონი კარგი იდეაა, აბა ცარიელი ვიკი რად გვინდა biggrin.gif
თან ვიკის ფორმატი მემგონი ყველაზე კარგად იძლევა ზემოთთქმულის გაკეთების საშუალებას (ჩემი აზრით smile.gif )

პოსტის ავტორი: domen Jun 10 2009, 01:19 PM

Bekward
კი, სათქმელად მარტივია და ლამაზი, განხორციელებაა ძნელი :-)

აგერ, http://www.compinfo.ge/~power_vano/wiki, მაგრამ ავსებს ვინმე? smile.gif ეგ კი არა, http://compinfo.ge/forum/index.php?showtopic=1504, რა ვიკიზეა ლაპარაკი smile.gif