თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ დედა დაფები, ვიდეო დაფები და სხვა _ ქულერის პრობლემა

პოსტის ავტორი: system32 Dec 12 2010, 05:54 PM

მოკლედ, კომპიუტერს რომ ვრთავ პოსტის რეჟიმს გადის ჩვეულებრივ ანუ ერთ მოკლედ წრიპინს იძლევა რომ ყველაფერი წესრიგშიაო და მერე დოსის რეჟიმში მიგდებს ასეთ რაღაცას CPU Fan Error მერე გაიწრიპინებს 5-ჯერ მოკლედ და მიწერს F1-ს დააჭირე რომ გაგრძელდესოდა რო ვაჭერ ეშვება ვინდოუსი მაგრამ რისი ბრალია ვერ გავუგე იქნებ ვინმემ მირჩიოთ რა ვქნა არადა ქულერი ტრიალებს ჩვეულებრივ, ბიოსი გავანულე, ქულერი თავიდან შევაერთე, მაგრამ შედეგი იგივეა :S

პოსტის ავტორი: zaza.r Dec 12 2010, 09:47 PM

პროცის გარშემო დააკვირდი მაზერს, კიდევ ერთი ქულერის შესაერთებელი უნდა იყოს ,წვრილად ეწერება cpu და იქ ჩაარჭე.

პოსტის ავტორი: system32 Dec 13 2010, 04:06 PM

არა აღარ აქვს და არამგონია მაგის ბრალი იყოს იმიტომ რომ ქულერს რომ შეხედო ჩვეულებრივ მუშაობს და სადაც აქამდე იყო ჩარჭობილი ისევ იქაა.

არა აღარ აქვს და არამგონია მაგის ბრალი იყოს იმიტომ რომ ქულერს რომ შეხედო ჩვეულებრივ მუშაობს და სადაც აქამდე იყო ჩარჭობილი ისევ იქაა.

პოსტის ავტორი: smart22 Dec 14 2010, 12:44 AM

ბიოსის და ჩიპსეტის განახლება გეცადა... ქულერს ვერ ხედავს კომპი და დარდობს smile.gif

ბიოსში უმეტესობა მაზერს აქვს მაგ განგაშის იგნორირება... ნახე

პოსტის ავტორი: system32 Dec 14 2010, 09:31 AM

ანუ ჩართვისას ქულერის გადამოწმება გავუთიშო?

პოსტის ავტორი: smart22 Dec 14 2010, 01:34 PM

ზოგან წერია disable fan error ზოგან სხვანაირად, ტემპერატურები და ქულერის რეგულირება სადაცაა იქ ნახე რა. ისე ნახე ნაღდად CPU-ს ქულერის კვებაზეა შეერთებული? თუ სხვაგანაა გონია რომ არ აქვს ქულერი


ანუ ჩართვისას ქულერის გადამოწმება გავუთიშო?


ჰო