თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ქართული პროგრამები + გაქართულება _ UGLT

პოსტის ავტორი: Giena May 1 2011, 07:41 AM

მშვიდობა თქვენდა!

დიდი ხანია მოვწყდი ფორუმს რისთვისაც ბოდიშს გიხდით, საქმეებიო, ისაო-ესაო და დრო არარ მაქვს თითქმის, მაგრამ ხშირად ვიხედები ხოლმე + ერთ სტატიასაც ვამზადებ და ვნახოთ როგორი გამოვა (როდის დასრულდება ზუსტად არ ვიცი) :-)


ახლა კი საქმე!

არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია “იუ-ჯი-ელ-თი” ოფიციალურად დაარსდა 2010 წლის 19 ივლისს.

რომლის საქმიანობის მიზნებია:

- კომპიუტერულ სივრცეში არსებული სხვადასხვა სახის და დანიშნულების პროგრამული უზრუნველყოფის თარგმნა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მათი დახვეწა, განვითარება და გავრცელება;

- აგრეთვე ტექნიკური და კომპიუტერული ტერმინოლოგიის შექმნა;

- კომპიუტერული ლიტერატურის გაქართულება, აგრეთვე ქართულენოვანი პროგრამების შექმნა;

- სხვადასხვა ცნობადი საიტების გადაქართულება;

მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია:

- აწარმოებს ფართო მთარგმნელობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;

- ამყარებს კონტაქტებს, როგორც დამოუკიდებელ, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანებულ მთარგმნელებთან და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან;

- აქტიურად თანამშრომლობს ანალოგიური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

- ეწევა საგამომცემლო საქმიანობას;

„იუ-ჯი-ელ-თი“ წარმოადგენს ღია სახის არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის მასშტაბის თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ პირთან, რომელსაც სურს საკუთარი მცირე, თუ დიდი წვლილი შეიტანოს ზემოხსენებული მიზნების მიღწევაში.

რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ჩვენი საიტიც (http://uglt.org) სადაც შეძლებთ იხილოთ ჩვენი წესდება, ჩვენი ნათარგმნი პროექტები, პროექტები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს და სხვადასხვა სახის ინორმაცია ჩვენ და ჩვენი პარტნიორების შესახებ.

მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ოთხმა პროგრამის მწარმოებელმა კომპანიამ: Ashampoo, ScreenPresso, IObit და ObviousIdea-მ მოგვცა ექსკლუზიური უფლება ქართულად თარგმნაზე (Piriform-მა უარი გვითხრა, რაც ჩვენთვის ძალიან უცნაურია გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვთარგმნით მათ პროგრამებს - ადრე ამ კომპანიასთან ურთიეთობდა gio_kiborg-ი), იმედია მომავალში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნები ვებ-გვერდთან, ტერმინებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ნუ დაიზარებთ, მოგვწერეთ შენიშვნები, კითხვები და მიგვითითეთ თარგმანში დაშვებული შეცდომები. ასე, ჩვენ ერთად გავაქართულებთ მსოფლიოს!

მოგვწერეთ საიტზე კონტაქტის მეშვეობით, ან ელ.ფოსტაზე: info@uglt.org.


პატივისცემით,
UGLTeam

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 1 2011, 06:32 PM

სალამი გიო
აბა თქვენ იცით, წარმატებები!
Piriform-მა რა მინდაო? ვინ თარგმნის ახლა მაგათ პროდუქციას?

პოსტის ავტორი: Giena May 4 2011, 08:01 AM

gi0_kiborg

ციტატა(gi0_kiborg @ 1st May 2011 - 10:32 PM) *
აბა თქვენ იცით, წარმატებები!

გაიხარე გიო!

ციტატა(gi0_kiborg @ 1st May 2011 - 10:32 PM) *
Piriform-მა რა მინდაო? ვინ თარგმნის ახლა მაგათ პროდუქციას?

რა გვინდაო და თქვითო, რომ თქვენ თარგმნეთ პროგრამებიო, მაგრამ ექსკლუზივს არ გაძლევთო. ანუ გათარგმნინებთ და ეგეც იმყოფინეთო smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Jul 19 2011, 06:39 PM

ძვირფასო მომხმარებელო!

გილოცავთ! ჩვენ უკვე ერთი წლის ვართ!

ამ მცირე ხნის განმავლობაში გამქართულებელთა მცირე რიცხვოვანმა ჯგუფმა შევძელით, რომ დაგვესრულებინა და თქვენთვის მოგვეწოდებინა 36 სრულყოფილი პროექტი, რომელთა ჩამონათვალი შეიცავს კომპანია “აშამპუს” (Ashampoo) 22 პროდუქტს, კომპანია “პირიფორმის” (Piriform) 4 პროდუქტს[1], კომპანია “იობიტის” (IObit) 3 პროდუქტს, კომპანია“ობვიუსაიდეას” (ObviousIdea) 2 პროდუქტს, „ენთივინდის“ (NtWind) 2 პროდუქტს და ა.შ.

ამ ხნის მანძილზე შევძელით, რომ მოგვეპოვებინა 4 მწარმოებლის ნდობა და დაგვემყარებინა მათთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მომავალში უფრო გამყარდება და გაფართოვდება.

ამჟამად, ითარგმნება კიდევ ათეულობით კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ქართულენოვან მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციას ეზიაროს მის მშობლიურ ენაზე.

დასრულების ეტაპზე იმყოფება სამხედრო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი (დაახ. 6000 სიტყვა).

დამუშავების სტადიაშია მენეჯერული პროგრამა “1C: საწარმო. მცირე დაწესებულების მართვა”.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ 1 წლის წარმატებული შედეგი თქვენი დამსახურებაა. მომავალი ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია, არა მხოლოდ თქვენი კეთილგანწყობა, არამედ ძალისხმევა და მაქსიმალური ჩართულობა იმისთვის, რომ ერთად მივაღწიოთ სასურველ მიზანს და მშობლიურ ენაზე გამოვიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა. გვინდა გთხოვოთ, რომ მომავალ წელს უფრო ჩართულები და ინტეგრირებულები იყოთ ამ ეროვნული და ამავდროულად თანამედროვე საქმის კეთების პროცესში. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ თქვენი ნებისმიერი შენიშვნა, კომენტარი, წინადადება თუ სხვაგვარი შემოთავაზება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო გავაფართოოთ ჩვენი სამუშაო.

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შედეგი მიღწეულია მხოლოდ სამი ადამიანის მიერ და იქვე დაფიქრდით, თუ რამდენს მივაღწევდით ერთად დგომის შემთხვევაში.

შემოგვიერთდით, ერთად გავაქართულოთ მსოფლიო!

პოსტის ავტორი: Bekward Jul 31 2011, 11:56 AM

Giena
სად შეიძლება მაგ 36 ნათარგმნი პროგრამის ქართული ვერსიების მოპოვება და თუ შეგიძლია ჩამონათვალი რომ შემოგვთავაზო, ან საიტი თუა სადაც წერია.

პოსტის ავტორი: Giena Aug 16 2011, 07:49 PM

Bekward
საიტი წერია ზემოთ, პირველ პოსტში. UGLT.org