მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    კონკურსები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საიტის ინტერნეტში განთავსება/მართვა, დეტალური განხილვა...
da_ta
პოსტი Aug 5 2007, 11:44 PM
პოსტი #1


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



ესეიგი საიტის გათავსება ინტერნეტში და მერე მისი მართვა და ასე შემდეგ... როგორ ხდება საერთოდ გარტყმაში არა ვარ...
გულის ოპერაციას უფრო გავაკეთებ ვიდრე მაგას...

და თუ არ დაგეზარებათ დეტალურად ამიხსენით საერთოდ რა როგორ ხდება... მოკლედ იმდენიც არ ვიცი რომ ბევრი კიტხვები დავსვა...

ან რამე ლინკი დადეთ მაგრამ არამგონია მე რო მინდა ისე დეტალურად იყოს სადმე ახსნილი...

P.S: ამას ვკითხულობ არა იმიტომ, რომ ჩემი საიტის შექმნა მომინდა უეცრად არამედ იმიტომ რომ აზრზე მინდა მოვიდე ამ საკითხებში... აბა თქვენი იმედი მაქ ...

P.P.S:და მგონი თემა იქ გავხსენი სადაც საჭიროა... თუ არადა გადაიტანთ და ეგ არის...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
გიგა
პოსტი Aug 6 2007, 09:00 AM
პოსტი #2


ტექნო მანიაკი
******

ჯგუფი: გადამდგარი მოდერი
პოსტები: 1.126
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: Saxli
წევრი №: 7



ეძებ ჰოსტინგს და კითხულობ მანდ რა და როგორ გააკეთო.
საიტზე ექნებათ.


--------------------

Если не стоит, то и не стоит.
Слабый пол сильнее сильного лишь в силу слабости сильного к слабому...
Работа с красивыми женщинами теоретически возможна, а на практике - все время стоит...




Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Aug 6 2007, 10:31 AM
პოსტი #3


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



ციტატა
ეძებ ჰოსტინგს და კითხულობ მანდ რა და როგორ გააკეთო.
საიტზე ექნებათ.


არა კონკრეტულად რომელიმე ჰოსტინგპროვაიდერზე არ მაქ ლაპარაკი ზოგადი განხლივა მინდა რა რიგირ ხდება...

დავუშვათ გააკეთე რაღაც მოსაიტო ელემენტი HTML-თი(ან ნებისმიერი) და გინდა მისი განთავსება და შემდეგ მისი მართვა...

მოკლედ ჩათვალეთ რომ აზრზე არა ვარ ამ საკითხების... კაი იქნება თუ მაგალითს მოიყვანთ რამეს:

დავუშვთ გვაქვს რაღაც საიტი, შემდეგ მივდივართ აქ, ვაკეთებთ ამას, ვაყენებთ იმას, ამას იმიტომ რომ, იმას ამისთვის........ და ასე შემდეგ...

მგონი მიხვდით რა მინდა... შეიძლება ითქვას ტყემალზე ვზივარ და კონდესატორებს ვისვრი...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Aug 6 2007, 11:16 AM
პოსტი #4





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




da_ta
პირველ რიგში უნდა აირჩიო ჰოსტერი მარტივი ადმინ პანელით მაგალითად როგორცაა http://www.freehostia.com, თავიდან გამოგადგება სასწავლოდ მარა 1 წელიწადში საიტს დაგიკეტავს (IMG:style_emoticons/default/sad.gif) , ჩავთვალოთ რომ უკვე მზა საიტი გაქ, საიტის ყველა ფაილი ამ დროს უნდა ატვირთო ჩერეზ ftp-თი, ხოლო შენი მნახველები დაინახავენ საიტზე შესვლისას index.html/index.htm ან index.php-ს რომელზეც გარკვეული ინფო გექნება და სხვა ფაილებზე ლინკები. შეგიძლია გამოიყენო სტატიკური html, მარა ამ შემთხვევაში ინფოს როცა შეცვლი საიტი თავიდან უნდა აქაჩო, თუ ეს ვარიანტი გაწყობს მთავარი საიტის Downloads-ს განყოფილებაში ნახე domen-ის "html-სახელმძღვანელო ქართულად". სხვა შემთხვევაში უნდა გამოიყენო დინამიური საიტი ისეთი როგორიცაა ეს საიტი და სხვა საიტების დიდი უმრავლესობა, ანუ ერთხელ აქაჩავ და მერე შედიხარ ესეთ ადგილას yoursaite/admin.php; yoursite/admin; და ამატებ ინფოს ავსებ სხვადასხვა რამეებით მარა შენით ეს რო გააკეთო php და mySQl-ის პროგრამირების ცოდნა გინდა. ამიტომ აირჩიე ერთერთი მზა ძრავა, რომელსაც აქაჩავ საიტზე და დააინსტალებ ყველა დინამიური მონაცემი შეინახება MySQl-ში, რომელიც არის მონაცემთა ბაზა და შიგნით აქ ცხრილები MS Acess-ის პონტში. MySQl-ის ბაზას შექმნი შენი ჰოსტის ადმინ პანელიდან და freehostia-ს შემხთხვევაში შექმნის მერე ბაზის სახელი და პაროლი ფოსტაზე მოგივა, მერე ძრავაში შეიძლება მოგიწიოს ერთი ფაილს შეცვლა სადაც უნდა ჩაუწერო შენი MySQl-ის სახელი, პაროლი, ჰოსტის მისამართი და პრეფიქსი მაგ spaiz-nuke. ან არც მოგიწიოს და ჯერ შკრიპტი აქაჩო და მერე ჩაუწერო ისტალის დროს მაგ ipb-ს ფორუმი. ეხლა რაც შეეხება პრეფიქს ეს არის უბრალოდ ბაზაში ცხრილის სახელის დასაწყისი ანუ მაგ: პრეფიქსი_ბაზის სახელი, ანუ ბაზაში სხვადასხვა რამის ცხრილები რო არ აირიოს მაგისთვისაა ანუ ჩაწერ საიტის ბირთვსაც და ფორუსაც ერთ ბაზაში.
http://spaiz-nuke.net.ru/files/sPaiz-Nuke_....1_Lite_Rus.rar სპაიზას დვიჟოკი
მოკლედ ამის ინსტალის დროს აკეთებ ახალ MySQL-ის ბაზას, მერე ამოააარქივე ამის შიგთავსი და Files-ს პაპკის შიგთავსში ნახე ფაილი mysql_config.php-რომელშიც შესწორებებს გააკეთებ (შეიყვან სახელს პაროლ და ა. შ.), მერე files-პაპკის შიგთავს აქაჩავ სერვერზე და გახსნი yoursite/setup/install.php-ს მიყვები და როცა გეტყვის დავაინსტალეო შედი შენ ftp-ზე და Setup-პაპკა წაშალე, დალშე შედი yourtiste/admin.php და შეავსე ყველა ველი ამის მერე შეიქმნება მთავარი ამინი და როცა შეხვალ yourtiste/admin.php-ზე შეგეძლება საიტისთვის რამის დამატება მოკლება. მარა გაითვალისწინე თუ freehostia-ზე დარეგიტრირდები და ftp-ში შეხვალ დაგხვდება ორი პაპკა ან ერთი. რომელსაც შენი საიტის სახელი ექნება გახსენი და იქ ატვირთე ეს files-ს შიგთავსი.
ვსიო სულ ეს იყო, თუ ამას გააკეთებ ჩათვალე რომ ძრავების მორჯულება იცი და ipb-ს ინსტალაციაც ჩაარიკინებ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) .
P.S.
რაც შეეხება ftp-ი კლიენტს შეგიძლია ie გამოიყენო მარა ჯობია სხვა გამოიყენო პროტა სიჩქარეც დაბალი ექნება და გაგაწამებს, თუ გინდა კარგ ftp-ი კლიენტს აგიქაჩავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Aug 6 2007, 06:34 PM
პოსტი #5


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



ციტატა
თუ გინდა კარგ ftp-ი კლიენტს აგიქაჩავ.


მოდი ჯერ ამიქაჩე, და კითხვებს მერე დავყრი...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Aug 6 2007, 09:28 PM
პოსტი #6





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




da_ta
ციტატა
მოდი ჯერ ამიქაჩე, და კითხვებს მერე დავყრი...

http://www.link.ge/file/163576/FTP-VOYAGER...-0-0-0.rar.html
აბა რა კითხვებია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Aug 8 2007, 02:48 PM
პოსტი #7


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



da_ta
შევეცდები ზოგადად აგიხსნა.

დავიწყოთ იქიდან, რომ გინდა საიტის განთავსება ინტერნეტში(ჯერ დინამიურობა/სტატიკურობას, თემატიკას და ეგეთებს არ ვაქცევთ ყურადღებას). შესაბამისად, გჭირდება კომპი, რომელიც დაკავშირებულია ინტერნერტთან და დაკონფიგურირებულია ისე, რომ მომხმარებლის მიღება შეუძლია(ანუ არაა ჩაკეტილი FireWall-ით). ამის მერე რაიმე პროგრამა (VertrigoServ, Xampp ..) ან სერვისების ნაკრები (Apache+PHP+MySQL, IIS+ASP+MSSQL ..), რომლებიც მოემსახურებიან მომხმარებლებს ისე, რომ მათ ამ კომპისგან ვებ-ინფორმაცია მიიღონ. ეს ნიშნავს შემდეგს: როცა მომხმარებელი აკრიფავს "http://შენი IP", ბრაუზერი მოვა შენს კომპზე, ეტყვის მას, რომ სჭირდება ინფორმაცია ვებ-სერვერისგან (ამას წინ მიწერილი პროტოკოლის სახელი "http" აღნიშნავს), შენი კომპი კი ინსტალირებული პროგრამების/სერვისების მეშვეობით გასცემს მას პასუხს.

მაგალითი თვალსაჩინოებისთვის: მე შევასრულე ყველა ის მოქმედება, რომლის შემდეგად ჩემი კომპი ვებ-სერვერობას თავს გაართმევს*, ვებ-სერვერის საქაღალდედ ჩემს კომპზე ავიღე საქაღალდე "c:\www" და მოგეცი შენ ჩემი IP. დავუშვათ, ჩემი IP-ია 127.0.0.1**. შენ კრეფ ბრაუზერში "http://127.0.0.1" და ხვდები ჩემს კომპზე საქაღალდეში "C:/www". თუ შენ აკრეფ მისამართს "http://127.0.0.1/maputu", მაშინ მოხვდები ჩემს კომპში მისამართზე "C:/www/maputu". თუ ასეთი საქაღალდე ჩემს კომპში არ არსებობს, მაშინ შესაბამის შეცდომის ფანჯარას დაინახავ.

ზუსტად ამავეს აკეთებენ ფასიანი ჰოსტერები, უბრალოდ, ისინი ამ ყველაფერზე თვითონ წვალობენ, შენ კი ამის მაგივრად ფულს იხდი და გამზადებულ სერვერს იღებ.

იმედია, გასაგებად ავხსენი. შეკითხვები თუ გექნა, დაწერე..

დანარჩენი შემდეგ პოსტში :-)

---
* ამისთვის საჭიროა კომპი((IMG:style_emoticons/default/smile.gif) ), კავშირი ინტერნეტთან, პორტების გადამისამართება და კონფიგურირებული პროგრამა ან სერვისების ნაკრები, რომლებიც კომპზე ამუშავებენ ვებ-სერვერს.

** ეს IP დღევანდელ IP-ების სისტემაში(IPv4) გამოიყენება, როგორც აღნიშვნა. ვებ-სერვერისთვის ეს IP თავისივე თავს აღნიშნავს, შესაბამისად, ეს IP არავის ეკუთვნის.


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Oct 4 2009, 03:13 PM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Aug 8 2007, 07:55 PM
პოსტი #8


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



ახლა, როცა უკვე [წესით] გასაგებია, თუ როგორ მუშაობს სერვერი ზოგადად, გადავიდეთ იმ საშუალებებზე, რომლებიც ბრაუზერს აიძულებენ, გამოსახოს ტექსტი, სურათები, ბმულები და ა.შ. ჩვენთვის სასურველი განლაგებით.

ამ "საშუალებებს" ვებ-პროგრამირების* ენები ჰქვიათ და რამდენიმე ტიპად იყოფიან. ესენია user-side და server-side ენები. user-side ენები არ საჭიროებენ არანაირ დამატებით გარემოს გვერდის დასაგენერირებლად, მათ ბრაუზერი პირდაპირ იგებს. ასეთებია, მაგალითად, HTML და JavaScript. server-side ენები საჭიროებენ სპეციალურ გარემოს, რომელსაც სხვადასხვა პროგრამები და სერვისების ნაკრებები ქმნიან. მათ გარეშე სერვერზე არსებული ფაილებს ბრაუზერი კი არ გიჩვენებთ, არამედ მათ ჩამოტვირთვას შემოგთავაზებთ. ეს კი, რაღა თქმა უნდა, არაფერშია საჭირო.

თვითონ User-Side ენები მეტ-ნაკლებად სტატიკურები არიან - HTML ვერ მოქმედებს მომხმარებლის შესაბამისად, მთლიანად სტატიკურია და ყველას ერთსა და იმავე გვერდს უჩვენებს, JavaScript ცოტათი ახერხებს "გადინამიურებას", მაგრამ ეს გვერდისთვის მხოლოდ ანიმაციური ეფექტების(ცვალებადი ღილაკები, დამალული ტექსტის ცვლა და ა.შ. გვერდის გადაუტვირთავად) დამატების და ცოტა მეტის(მაგ. კალკულატორის გვერდზე დასმის, მომხმარებლის ბრაუზერის, OS-ის სახელის და ვერსიის გაგების) შესაძლებლობას იძლევა, JavaScript-ს მონაცემების დამახსოვრება(მაგ. რეგისტრაციისას) და სერვერთან ურთიერთობა არ შეუძლია.

Server-Side ენებს(მაგ. PHP, Asp) ბრაუზერთან პირდაპირ კომუნიკაცია არ შეუძლიათ - მათ კოდს ბრაუზერი ვერ იგებს. თუმცა, არსებობს შუამავალი ენაც - HTML. რეალურად, როცა ჩვენ მივმართავთ რაიმე გვერდს, დაწერილს Server-Side ენაზე, მის მიხედვით სერვერი აგენერირებს** HTML გვერდს და ბრაუზერიც ამ უკანასკნელის მიხედვით ქმნის გვერდს, რომელისაც შემდეგ ჩვენ ვხედავთ.

ასევე, ცოტა ხნის წინ აღიარეს AJAX(Asynchronous JavaScript and XML), პროგრამირების ენა, რომელიც, ფაქტობრივად, JavaScript-ის განვითარებულ ფორმას წარმოადგენს. მას შეუძლია სერვერთან კონტაქტის დამყარება და გვერდის შეცვლა განახლების გარეშე. ეს არის ის, რასაც ვებ-გვერდის ჩვეულებრივ პროგრამასთან მაქსიმალურად მიახლოება შეუძლია - მთელი მოქმედება მიმდინარეობს ერთ გვერდზე გადატვირთვის გარეშე. ასეთი საიტის მაგალითებია http://myvideo.ge და http://bude.ge . ისინი მთლიანად არიან გადასული AJAX ტექნოლოგიაზე, თუმცა ამასაც აქვს რამდენიმე ნაკლი(მაგ. არ მუშაობს Back და Forward ღილაკები), ამიტომ საიტების უმრავლესობა დღესაც მხოლოდ გაფორმების გასაუმჯობესებლად და გვერდის მცირე ნაწილების სამართავად იყენებს მას.

თუმცაღა ინფორმაციის დამახსოვრება არც Server-Side პროგრამულ ენებს შეუძლიათ, მათ შეუძლიათ ამ დამმახსოვრებელთან(მონაცემთა ბაზასთან) ურთიერთობა. საჭირო შემთხვევაში ისინი აწვდიან ინფორმაციას მონაცემთა ბაზას, რომელსაც ეს უკანასკნელი იმახსოვრებს და შემდეგ საჭირო დროს უკან აბრუნებს კიდეც.

ახლა განვიხილოთ მაგალითი: ვიძახებთ გვერდს "http://maputu.ge/index.php". სერვერი მოთხოვნას მიიღებს, გამოიძახებს გვერდს index.php, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გარდაქმნის მას ბრაუზერისთვის გასაგებ HTML ფაილად და ამ HTML ფაილს(და არა PHP-ს!) დაუბრუნებს ჩვენს ბრაუზერს, რომელიც წაიკითხავს და გამოსახავს მას.

ამ პრინციპზეა აწყობილი დღევანდელი ვებ-გვერდები.

გაგრძელება იქნება.

---
* რამდენიმე წლის წინ ვებ-გვერდები ჩვეულებრივი პროგრამირების ენებზეც იწერებოდა, მაგრამ მათ არაპრაქტიკულობის გამო დღეს აღარავინ იყენებს.

** ანუ ქმნის HTML გვერდს მოცემული Server-Side ენაზე დაწერილი გვერდის მიხედვით.


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია domen: Aug 9 2007, 09:38 AM


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Aug 9 2007, 11:44 AM
პოსტი #9


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



otosaxel

ციტატა
აბა რა კითხვებია?

მოკლედ, მცირე ინციდენტი მოხდა, როუტერი გადაიწვა და შესაბამისად ინტერნეტი არ მქონდა, კავკასუსის ოპერატიულობა კი ყველას მოგეხსენებათ რა დონეზეა. ამიტომ ვერ ვიმუშავე მაგ საკითხზე სათანადოდ... ახლა შევუდგები და შესაბამისად კითხვებიც გაჩნდება (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

domen

კარგად ხსნი(ე.ი ყველაფერი გასაგებია (IMG:style_emoticons/default/smile.gif) )

ციტატა
გაგრძელება იქნება.

ეს მომწონს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Aug 9 2007, 11:57 AM
პოსტი #10


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



otosaxel
ესეც პირველი კითხვა...(IMG:style_emoticons/default/smile.gif)

ციტატა
Your website will be accessible here: http://data.domain.com
IMPORTANT!!!
Please change the DNS of your domain to the following and allow 24-48 hours for
the DNS update:
dns1.freehostia.com
dns2.freehostia.com


გამოგზავნილ მაილში ეწერა ესეთი რაღაცა, და ვერ მივხვდი რა უნდა შევცვალო...

კონტროლპანელში შევედი იქ ვნახე "Custom DNS Records ". აქ შევედი მარა რა უნდა შევცვალო ვერ მივხვდი...

და საერთოდ ეს DNS რა არის?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
domen
პოსტი Aug 9 2007, 12:45 PM
პოსტი #11


ფობოფობი
******

ჯგუფი: გლობალ მოდერი
პოსტები: 3.431
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: საქართველო: თბილისი კომპი
წევრი №: 26



da_ta
შენ ალბათ უფასო სივრცე აიღე, არა? მაშინ უბრალოდ დააცადე, სადღაც ერთ, მაქსიმუმ ორ დღეში მაგ ბმულით შეგეძლება შესვლა.

ციტატა
და საერთოდ ეს DNS რა არის?

ეგ არ უნდა გამომრჩენოდა (IMG:style_emoticons/default/smile.gif)

მარტივად რომ ვთქვათ, DNS (Domain Name Server) შუამავალია ადამიანსა და კომპს შორის - ჩვეულებრივ მისამართებს(რომლებიც ჩვენთვის, ადამიანებისთვის უფრო მოხერხებულია) IP მისამართებად(რომლის გაგებაც კომპისთვის უფრო ადვილია) გარდაქმნის. მაგალითად, თუ შენ გაქვს საიტი დაჰოსტილი სერვერზე, რომლის IP მისამართია 127.0.0.1 და ზედ მიბმული გაქვს დომენი maputu.ge, მაშინ შენი ბრაუზერი ჯერ გაგზავნის მოთხოვნას სერვერთან, რომელიც ინახავს ინფორმაციას დომენებზე მიბმულ IP-ებზე და კითხავს, რომელი IP-ია მიბმული სახელზე maputu.ge, თუ ასეთი არსებობს(ჩვენს შემთხვევაში 127.0.0.1), სერვერი გამოგზავნის მისამართს და ბრაუზერიც იმ IP-ზე გავა. თუ არ არსებობს, მიიღებ სტანდარტულ შეცდომის ფანჯარას.

შეგიძლია გადაათვალიერო ეს თემა დამატებითი ინფორმაციისთვის


--------------------
უფალო, მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია; მომეცი მოთმინება, რომ ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია; და მომეცი სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.

Wir müssen wissen — wir werden wissen!

"და ერთმა ისიც კი თქვა, შაშია რანაირად დაწერდა პიესას, ყელი გადამწვარი აქვს და ხმა კიდევ ჩახლეჩილი და პიესაში ხომ სულ ხმამაღალი ლაპარაკიაო. მოკლედ, ვიკამათეთ ბევრი... აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო."

... მე ვიცნობდი ერთ ტეხასელ ბიჭს, ის მეთექვსმეტე სართულიდან გადმოხტა. მოფრინავდა და ყველა სართულზე იმეორებდა, ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავად მიდისო ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Aug 9 2007, 01:30 PM
პოსტი #12





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




da_ta
ციტატა
ესეც პირველი კითხვა...

ესეიგი რისი ბრალია შენ აიღე რომ დომეინი მითომ უკვე ნაყიდი გაქ უკვე გაქ, ეგ კი არ გამოვა. Domain Name: ში უნდა აგერჩია Use a subdomain, ეხლა შეგიძლია ახალი დაარეგისტრირო ოღონთ სხვა e-male-ით, ip-ზე კონტროლო არ აქთ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) , ან შეხვიდე კონტროლ პანელში რაც ლინკი ფოსტაში იქნება ანდა თუ ვერ პოულობ ალბათ იგივეა რაც ადრე და აქ შედი: http://cp.freehostia.com/members/login.php და შედი სუბდომეინების სეტინგში და დაამატე რამე.freehostia.com და ვსო პრობლემა მოგეხსნება ისე მე გირჩევ ახლი დაარეგისტრირო ოღონთ სხვა ფოსტა უნდა ქონდეს. (რამდენიმე წლის წინ მეც ეგრე მომივიდა (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ). ეხლა რაც შეეხება მაგ DNS-ებს domen-მა სრულად აგიხნა ამიტომ მე გეტყვი რატომ მოგივიდა, ვთქვათ შენ გაქ ნაყიდი დმომენი www.da_ta.ge რომლის მართვაც გინდა ამ freehostia-ა დან Domain Name:-ში ირჩევ Use my existing domain-ს და უწერ შენ დომეინს, ამავდროულად მიდიხარ ცაუცასუსუში (ge-დომეინს ეხლა ეგ ყიდის), და ეუბნები რომ დომეინი დაგირეგიტრიროს იმ DNS-ზე რაც ფოსტაში მოგივიდა, ამის მერე ფრეეჰოსტიაზე გადავა შენი დომეინს მართვა. ნორმალურ ქვეყანაში ეგ 24 საათში ხდება აქ კი შეიძლება 1 თვეც გასტანოს. ანუ ეგ წერილი იმიტომ მოგივიდა რომ რეგისტრაციის დროს არასწორი პარამეტრი აიღე ისე ესეთი მოდის
პროგრამული კოდი
Dear

Thank you for choosing our services.
This email contains important data about your web hosting account for
-------------------------------------------------
Access the Control Panel here: http://cp.freehostia.com/members/

Login:
Password:
-------------------------------------------------
Your website will be accessible here:

-------------------------------------------------
EMAIL information:
To create emails please login to the Control Panel and click 'E-mail Manager'.

POP3 server:
SMTP server: If use the FREE hosting plan, than you can't use our SMTP server. If you use any of the paid plans - the SMTP server is

IMPORTANT - the SMTP server requires login and password. In Outlook select 'My server requires authentication'. In  other email clients this option has a different name.
-------------------------------------------------
FTP information:
FTP Host:
Login:
Password:
-------------------------------------------------
To use the Front Page extensions select 'Front Page extensions' from the Control Panel and manage the extensions.
-------------------------------------------------

Please take the time to read the beginner's guide in our support forum if you are using our services for the first time: http://forum.freehostia.com/

If you have any questions please login to the Control Panel and click Help Center (located under the 'Support' link). If you do not  find your answer there feel free to open a new ticket and our 24/7 support will answer you shortly.

Best Regards
Free Hostia Team

Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Aug 9 2007, 01:46 PM
პოსტი #13





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




ეხლა როცა დარეგისტრირდები შედი შენ ftp-ზე და ნახავ ერთ ან ორ პაპკას რომელსაც ექნება შენი დომეინის სახელი იქ ჩააგდე ფაილები, თავიდან ჩააგდე ერთი ფაილი რომელისაც ვთქვათ დაარქმვ test.php და შიგთავსი კი იქნბა:
HTML კოდი
<?php
phpinfo();
?>

მერე კი აკირიფავ http://შენი ქვედომენის სახელი.freehostia.com/test.php და ნახავ ასე პატარა ნაწერს რა შეუძლია (IMG:style_emoticons/default/wink.gif)
ხოლო თუ test.php-ს მაგივრად დაარქმევ index.php-მაშინ მაშინ მარტო http://შენი ქვედომენის სახელი.freehostia.com ამას აკრიფავ და მოხვდები ამ ფაილზე, ანუ როცა კრიფავ შენ საიტის სახელს ყველა ხვდება index.php index.html -ზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Aug 9 2007, 02:34 PM
პოსტი #14


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



domen
ციტატა
მარტივად რომ ვთქვათ, DNS(Domain Name Server) შუამავალია ადამიანსა და კომპს შორის - ჩვეულებრივ მისამართებს(რომლებიც ჩვენთვის, ადამიანებისთვის უფრო მოხერხებულია) IP მისამართებად(რომლის გაგებაც კომპისთვის უფრო ადვილია) გარდაქმნის. მაგალითად, თუ შენ გაქვს საიტი დაჰოსტილი სერვერზე, რომლის IP მისამართია 127.0.0.1 და ზედ მიბმული გაქვს დომენი maputu.ge, მაშინ შენი ბრაუზერი ჯერ გაგზავნის მოთხოვნას სერვერთან, რომელიც ინახავს ინფორმაციას დომენებზე მიბმულ IP-ებზე და კითხავს, რომელი IP-ია მიბმული სახელზე maputu.ge, თუ ასეთი არსებობს(ჩვენს შემთხვევაში 127.0.0.1), სერვერი გამოგზავნის მისამართს და ბრაუზერიც იმ IP-ზე გავა. თუ არ არსებობს, მიიღებ სტანდარტულ შეცდომის ფანჯარას.


გასაგებია

ციტატა
შეგიძლია გადაათვალიერო ეს თემა დამატებითი ინფორმაციისთვის

ჩათვალე რო გადაკითხულია(IMG:style_emoticons/default/smile.gif)

otosaxel

ციტატა
ისე მე გირჩევ ახლი დაარეგისტრირო


ეგრე ვიზამ!

ციტატა
ოღონთ სხვა ფოსტა უნდა ქონდეს.


მიყრია ოხრად (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Aug 9 2007, 09:25 PM
პოსტი #15


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



მოკლედ მიხდება თბილისის სასწრაფოდ დატოვება, შესაბამისად ინტერნეტში ვერ შემოვალ ხოლმე.(რაც ძალიან არ მსიამოვნებს, მაგრამ ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ არ ხდება მოგეხსენებათ)...
ამას იმიტომ ვწერ რომ არ იფიქროთ გული ამივარდა ამ საკითხზე ან რამე ეგეთი(შესაბამისად ახსნის სურვილი გაგიქრებათ)...


ერთ თვეში ჩამოვალ ალბათ და დავუბრუნდები(თ) ამ საკითხის განხილვას...

აბა კარგ დასვენებას გისურვებთ ყველას!...

P.S: ვიცი რომ ოფტოპიკია, მაგრამ ბოლო პოსტია ამ სეზონში და უნდა შემინდოთ (IMG:style_emoticons/default/tongue.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
da_ta
პოსტი Sep 16 2007, 10:16 AM
პოსტი #16


კომპიუტერი ადამიანის მეგობარია...
******

ჯგუფი: კომპინფოელი
პოსტები: 1.128
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: tiplisi
წევრი №: 426



მოკლედ ცოტას დავლაგდები და რაც აქ გიწერიათ იმის მიხედვით გავაკეთებ რასაც შევძლებ და მერე ისევ თქვენ მოგაკითხავთ (IMG:style_emoticons/default/smile.gif)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
DriZ
პოსტი Oct 28 2007, 07:24 PM
პოსტი #17


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 44
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 494



ამის შესახებ მყწებ.გე-ს მაგილითზე რომ დაწეროთ არ შეგიძლიათ? :user: მანდ მინდა დომენის აღება და გარტყმაში არ ვარ
Go to the top of the page
 
+Quote Post
zaza.r
პოსტი Oct 29 2007, 10:18 AM
პოსტი #18


კიბერ ბაიტი
****

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 385
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
მდებარეობა: დედამიწა
წევრი №: 812



http://nic.net.ge/index.php?page=1&lang=geo
Go to the top of the page
 
+Quote Post
სტუმარი "otosaxel"
პოსტი Oct 29 2007, 07:14 PM
პოსტი #19





სტუმარი

ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა




DriZ
ციტატა
ამის შესახებ მყწებ.გე-ს მაგილითზე რომ დაწეროთ არ შეგიძლიათ? :user: მანდ მინდა დომენის აღება და გარტყმაში არ ვარ

ეხლა არ მცალია მოვიცლი თუ არა დეტალურად დავწერ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
DriZ
პოსტი Oct 30 2007, 07:23 PM
პოსტი #20


წევრი
**

ჯგუფი: რეგისტრირებული
პოსტები: 44
ნიკის ჩასმა
ციტატაში ჩასმა
წევრი №: 494



ციტატა(otosaxel @ Oct 29 2007, 10:14 PM) [snapback]15550[/snapback]

DriZ

ეხლა არ მცალია მოვიცლი თუ არა დეტალურად დავწერ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif)



ოკ დაგელოდები (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:24 AM