რა არის ჰარდი?, ჰარდის განმარტება |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
რა არის ჰარდი?, ჰარდის განმარტება |
May 21 2009, 09:03 AM
პოსტი
#1
|
|
გიგაბაიტი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 1.405 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ფორუმი წევრი №: 8.660 |
მხოლოდ ერთი.დეტალურად ამიხსენით რა არის ჰარდი ( როგორც მე ვიცი თვითონ პროცესორის შედგენილობა ) და რა ვქნა რომ კარგ მდგომარეობაში იყოს? (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
|
|
|
May 21 2009, 09:27 AM
პოსტი
#2
|
|
Computer Addict ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 771 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 5.653 |
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=129454 ნახე. დიდი ვერაფერია მარა ზოგადი წარმოდგენა გექნება შეგიძლია სხვა ვიდეოებიც ნახო თუ გაინტერსებს (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
|
|
|
May 21 2009, 11:43 AM
პოსტი
#3
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
Giga1, Hardware არის ყველაფერი, რაც კომპში ერთდება. Software არის პროგრამული უზრუნლველყოფა. (შემოკლებით უძახიან ეგრე)
ახლა მოვლა... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ჰარდი უცხოპლანეტელის მოწყობილობა კი არააა... ჰარდი შეიძლება იყოს ყავის ელექტრო მადუღარაც და როგორ ვუვლით ყავის მადუღარას? (IMG:style_emoticons/default/smile.gif) ვწმინდავთ და ძირს არ ვაგდებთ... (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) ასევე დენის თამაშის დროს არ ვრთავთ.... ხოდა იგივე წესები დაიცავი -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
May 21 2009, 07:51 PM
პოსტი
#4
|
|
გიგაბაიტი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 1.405 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ფორუმი წევრი №: 8.660 |
Sh@ko,
რა უცნაური ახსნის მეთოდები გაქვს რა ბრატ (IMG:style_emoticons/default/biggrin.gif) |
|
|
May 21 2009, 09:37 PM
პოსტი
#5
|
|
ინფო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 725 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ზნეობრივი საკანი წევრი №: 148 |
Giga1
"ჰარდი" კომპიუტერულ სლენგში (ანუ ხელოვნურად დამახინჯებულ ენაზე:-) შეიძლება ნიშნავდეს ორ რამეს: 1) როგორც შაკომ ტრადიციული იუმორით აღნიშნა: აპარატურას (ინგლისური სიტყვიდან Hardware - ჰარდვეარ). ანუ ყველაფერს დაწყებული მონიტორით, კლავიატურით, ვიდეო კარტით და დედა დაფით ("მაზერბორდით"), დამთავრებული პაპას მექანიკური საათით (IMG:style_emoticons/default/smile.gif) . Software, ანუ პროგრამულ უზრუნველყოფა (Windows, Office, WinRAR ...) კომპიუტერის ნაწილია, მაგრამ "ჰარდისგან" განსხვავებით მას ფიზიკურად ვერ შეეხები, ხელში ვერ დაიჭერ (IMG:style_emoticons/default/smile.gif) მოვლასთან დაკავშირებით მიჰყევი შაკოს ინსტრუქციებს (IMG:style_emoticons/default/wink.gif) 2) ჰარდს ზოგჯერ ეძახიან კომპიუტერის კონკრეტულ ნაწილს: ვინჩესტერს (იგივე "ვინჩოს":-). მოდის ინგლისური სახელწოდებიდან Hard Disk (ჰარდ დისკი) - მყარი დისკი. (IMG:http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/b/b0/Hdd.jpg) მგონი შენ ზუსტად ამას გულისხმობდი კითხვაში. მოვლის მხრივ: სასურველია არ ამყოფო ძლიერი და გრძელვადიანი ვიბრაციის ქვეშ (ანუ არც ძველებურ ზილ მოსკოვის მაცივრებზე დადო და არც წიხლები ურტყა კომპიუტერს:-), გამოიყენე ეგრედწოდებული S.M.A.R.T მონიტორი (დამკვირვებელი) პროგრამები, რომლებიც რეგულარულად შეამოწმებენ ვინჩესტერის ჯანმრთელობას, გარკვეული სიხშირით მოახდინე პარტიშენების (დისკების C:\, D:\ ..) დეფრაგმენტაცია და ფაილური სისტემებს შეცდომებზე შემოწმება. ამ ბოლო ორი საქმისთვის ვინდოუზის ძალებიც გეყოფა. P.S. იმას რასაც პროცესორს ეძახი რეალურად სისტემური ბლოკი ჰქვია! აქ ფორუმზე თავის დროზე დავწერე მოკლე განმართება, იმედი მაქვს გამოგადგება: "სისტემური ბლოკი შედგება კორპუსისგან (ანუ მეტალის ყუთისგან) და მასში გარკვეული თანმიმდევრობით/წესით განთავსებული ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტებისგან (ნაწილებისგან). კორპუსები არსებობს მრავალი ზომის, ფორმის და ფორმატის. რაც შეეხება მის შიგნით განთავსებულ კომპონენტებს, ყველაზე მთავარი მათ შორის არიან: დედა დაფა, ცენტრალური პროცესორი(!) ანუ CPU, ოპერატიული მეხსიერება (RAM), მყარი დისკი (იგივე ვინჩესტერი) და კვებისბლოკი + გრაფიკული და ქსელის დაფები (თუ წინასწარ არ არიან ინტეგრირებული/ჩაშენებული დედა დაფაში). დანარჩენი ნაწილბი როგორიცაა: აუდიო დაფები, სატელევიზიო სიგნალის მიმღებები, ანალოგურ-ციფრული გადამყვანები, სხვადასხვა სახის ბარათერბის წამკითხავები ... დანამატებია, ანუ სისტემის განუყრელ ნაწილებს არ წარმოადგენენ! სამწუხაროდ ხალხი მთელ ამ სისტემას (ანუ კომპონენტთა ერთობლიობას) ერთი ცალკეული ნაწილის/კომპონენტის სხელს უწოდებს, რაც ბუნებრივია შეცდომაა!" -------------------- გასასვლელში ორ ახალგაზრდას ჩავუარე, ზონდერების ფორმა ეცვათ; ერთმა გაღიზიანებული ხმით მეორეს გადაულაპარაკა:
"მე ადამიანებს კი არ ვურტყავ, მე დედა*******ებს ვურტყავ" რასაც მეორის მხრიდან სრულიად უშინაარსო და ხელოვნური სიცილი მოჰყვა. მაისი, 2011 წელი (უკანასკნელი წინააღმდეგობის X დღე) |
|
|
May 22 2009, 08:22 AM
პოსტი
#6
|
|
გიგაბაიტი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 1.405 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ფორუმი წევრი №: 8.660 |
კარგი დიდი მადლობა
|
|
|
May 22 2009, 08:33 AM
პოსტი
#7
|
|
ტექნო მანიაკი ჯგუფი: კომპინფოელი პოსტები: 1.933 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: Music Box წევრი №: 15 |
ჰარდის მოვლასთან დაკავშირებით დავამატებდი (IMG:style_emoticons/default/smile.gif) არაა საჭირო რაიმე განსაკუთრებული მოვლა, ვენიშ ვარდისფერით ან სიფ-კრემით ხეხვა ყოველ კვირას და სხვა.
სასურველია, თვეში ერთხელ მტვერსასრუტით შევუბეროთ უკუღმა ნაკადით (ანუ გამომავალი) და ასე მოვაშოროთ მტვერი. თერმოპასტის ცვლა არაა საჭირო მალ-მალე. მაგნიტურ ველებს უნდა მოვარიდოთ მაქსიმალურად! მაგალითად, ერთ მაგიდაზე გვედგა 2 მონიტორი და კიდეში ტელევიზორი. ტელევიზორის მეზობელი მონიტორი ახლა დადღაბნილად აჩვენებს... -------------------- ასე დაწერილს ხელმოწერა აღარ სჭირდება!
|
|
|
May 25 2009, 02:55 PM
პოსტი
#8
|
|
გიგაბაიტი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 1.405 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: ფორუმი წევრი №: 8.660 |
კარგი შაკო,დიდი მადლობა!
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 08:59 AM |