თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამული უზრუნველყოფა _ Rip DVD Video

პოსტის ავტორი: akooo May 12 2011, 09:27 AM

ბიჭებო DVD Video-ს პროფესიონალურ რიპინგში თუ ერკვევით ვინმე იქნებ დამეხმაროთ დამუღამება მინდა და რა პროგრამა უნდა გამოვიყენო ხომ ვერ მირჩევთ? წინასწარ მადლობა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 12 2011, 10:01 AM

ციტატა(akooo @ May 12 2011, 12:27 PM) *
ბიჭებო DVD Video-ს პროფესიონალურ რიპინგში თუ ერკვევით ვინმე იქნებ დამეხმაროთ დამუღამება მინდა და რა პროგრამა უნდა გამოვიყენო ხომ ვერ მირჩევთ? წინასწარ მადლობა rolleyes.gif

აი, გადახედე მშვენიერი ტუტორიალია:
http://www.patheticcockroach.com/mpam4/index.php?p=37

პოსტის ავტორი: akooo May 12 2011, 10:33 AM

ამითი ვაკეთებდი ერთხელ და არ გამომივიდა 2 700მბიანი ფაილი გამიკეთა

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 12 2011, 11:00 AM

ციტატა(akooo @ May 12 2011, 01:33 PM) *
ამითი ვაკეთებდი ერთხელ და არ გამომივიდა 2 700მბიანი ფაილი გამიკეთა


კომპრესია არ გქონდა სწორად მითითებული ალბათ

მანდ ბევი პარამეტრია რომლებსაც უნდა მიაქციო ყურადღება, შესაძლოა პირველ ცდაზე არ გამოგივიდეს
თვითონ DVD-ს დარიპვა (დაცულის) სხვა პროგრამიტაც შეგიძლია, მაგალითად, AnyDVD (სხვათა შორის ეგ პროგი BD დისკებსაც რიპავს და შემდეგ მათი კონვერტაციაც შეიძლება MKV-ში: http://forum.videohelp.com/threads/296167-How-to-backup-and-convert-Blu-ray-to-MP4-HD-or-MKV-HD), მთავარია შემდგომი შეკუმშვა ისე, რომ ხარისხის დანაკარგი იყოს მინიმალური, ხოლო ზომა მისაღები...

პროფესიონალური გზა ეგაა, თორემ ისე უამრავი პროგრამა, რომლებიც რიპავენ DVD-ს, მაგალითად http://www.formatoz.com/

პოსტის ავტორი: akooo May 12 2011, 11:45 AM

გაიხარე ვცდი აბა კიდე smile.gif

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 12 2011, 01:35 PM

ახლა გავაკეთე მეც ახლობლის ქორწილის DVD-დან MKV
4,5gb-იანი DVD 2.45GB MKV-თ გადააკეთა და ჩვენება იმაზე უკეთესიც იყო, ვიდრე ორიგინალში smile.gif

პოსტის ავტორი: zaza.r May 12 2011, 07:12 PM

ციტატა(gi0_kiborg @ May 12 2011, 02:35 PM) *
ახლა გავაკეთე მეც ახლობლის ქორწილის DVD-დან MKV
4,5gb-იანი DVD 2.45GB MKV-თ გადააკეთა და ჩვენება იმაზე უკეთესიც იყო, ვიდრე ორიგინალში smile.gif



მაინცდამაინც MKV რატომ? ყველაზე უკეთესი ხარისხია?

პოსტის ავტორი: gi0_kiborg May 13 2011, 10:47 PM

ახსნილია გუიდში რატო:
MKV-ს არა აქვს არანაირი შეზღუდვა ვიდეო და აუდიო კოდეკების კომბინაციისას, მაგალითად AVI ფაილს თუ გააკეთებ და ვიდეოს DivX ან XVid-ს მიუთითებ, ხოლო აუდიოს AAC-ს ან ogg-ს, ვერ დაუკრავს, ან ხმა არ ექნება და ა.შ
შეზღუდული ფორმატია რა, ძირითადად შეიქმნა Windows-ისთვის: VideoForWindows
ასევე, MKV-ში შესაძლებელია ნებისმიერი ფორმატის სუბტიტრების შეტანა, ფაქტიურად არაა შეღუდვა აუდიო არხებზე, შესაძლოა ასევე DVD Cover-ების შეტანაც ფაილში მაგალითად (სურათის ფორმატში) და ა.შ

ამ ბოლოს,ფაქტიურამ მხოლოდ MKV-ს ხმარობენ HD და BD ვიდეოდისკების რიპისათვის, 720p და 1080p (ან i) გარჩევადობით ,ვიდეო კოდეკად იყენებენ X264-ს H264-ის უფასო ანალოგია, აქვს შეკუმშვის მაღალი უნარი ხარისხის გაუფუჭებლად, ასევე აპარატურული აჩქარება(GPU არენდერებს მაგ ვიდეოს, რაც გაცილებით კარგ ჩვენებას იძლევა) აუდიო კი შეიძლება იყოს AC3, DTS, ან სხვა ფორმატი (თუ მაღალი ხარისხის აუდიო გინდა)
მოკლედ, ამ მხრივ უნივერსალური კონტეინერია რა
კომპზე დაკვრის პრობლემა არაა, აი პლეერებზე კი იშვიათად აქვთ MKV-ს მხარდაჭერა, თუმცა, თანდათან მათი რიცხვი იზრდება...