თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ პროგრამული უზრუნველყოფა _ Firefox 4

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jul 1 2010, 09:27 PM

გამოვიდა მე-4 ვერსიის პირველი ბეტა, მაგრამ არც http://www.mozilla.com/en-US/firefox/all-beta.html-ზე დევს, არც სხვა საიტზე სადმე...
ერთადერთი პატარა ინფო http://blog.mozilla.com/blog/2010/05/10/firefox-4-vision-fast-powerful-and-empowering/-ზე ვნახე, როგორც ჩანს, გადმოსაწერი ბმულები ამოიღეს (ვერ მივხვდი რატომ, მშვენივრად მუშაობს), თუმცა მაინც მივაგენი ftp://ftp.mozilla.org/pub/mozilla.org/firefox/nightly/4.0b1-candidates/build1/win32/en-US/-ზე და აი, პირდაპირი ოფიციალური ჩამოსატვირთი ბმული:

ftp://ftp.mozilla.org/pub/mozilla.org/firefox/nightly/4.0b1-candidates/build1/win32/en-US/Firefox%20Setup%204.0%20Beta%201.exe

თვალი გადავავლე და კმაყოფილი დავრჩი, ფაქტიურად ყველა ტესტში აჯობა თავის "ფინალურ" თანამოძმეს 3.6.6 ვერსიას:

Peacekeeper:



HTML 5:


Acid3 JavaScript-ში ბეტამ 97 აიღო, 3.6.6-მა კი 94

ახლა, თვითონ პროგრამას რაც შეეხება...
ბეტას კვალობაზე მუშაობს სტაბილურად, გლუკები არ შემიმჩნვია, გაცილებით სწრაფია მუშაობაში 3.6.6-თან შედარებით, ასევე შესამჩნევად სწრაფია უშუალოდ ბრაუზინგშიც,
GUI დახვეწილია, ჩემი აზრით მკვეთრად გაუმჯობესებული, მომრგვალებული კუთხეებით და დამალული მენიუთი (Seven-ზე ყოველ შემთხვევაში) დაემგვანა Opera-ს,რის გამოც მერევა ხოლმე ერთმანეთში smile.gif იყენებს Aero ეფექტებს და სისტემურ (თემის) ფერებს
გაუმჯობესებულია თვითონ მენიუები და სხვა განყოფილებებიც



მუშაობს ყველა პლაგინი(flash, shockwave, Java, Silverlight) სამწუხაროდ რასაც ვერ ვიტყვით Add-in-ებზე, თუმცა რამდენიმეს ამუშავება მაინც მოვახერხე, რომელზეც ეწერა არათავსებადიაო....
მოკლედ, ცოტა წვალების შემდეგ მივაგენი ხერხს, ავამუშაო ძველი "არათავსებადი" ედონები
თავიდან ვცადე ოფიციალური მეთოდი: http://kb.mozillazine.org/Updating_extensions მაგრამ, მერე ვნახე, რომ 3.7 ვერსიიდან არ მუშაობს ეს ხერხი sad.gif
შემდეგ კი სხვა ხრიკსაც მივაგენი ერთ-ერთ ბლოგზე: http://ffextensionguru.wordpress.com/2010/06/28/manually-updating-add-ons-to-work/
და ავამუშავე შემდეგი ედონები:

პროგრამული კოდი
AdblockPlus{1.2}
DownloadManagerTweak{0.9.2}
IETab2FF3.6+{2.5.10.1}
Russianspellcheckingdictionary{0.4.3}
SecureLogin{0.9.3}
SkipScreen{0.4.7amo}
SpeedDial{0.9.5}
SpellBound{4.0.0}
URLFixer{1.6}

http://alldrives.ge/main/linkform.php?f=b2c5516b3120b2e8

ერთი კარგი ედონია: https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/15003/, როგორც ხვდებით, ეს ედონი საშუალებას გაძლევთ დაარეპორტოთ "არათავსებადი" ედონი მუშაობს თუ არა სინამდვილეში, რითაც დავეხმარებით დეველოპერებს

არ იმუშავა ჩემმა ფავორიტმა ედონმა Download Helper-მა, თუმცა მოვძებნე შემცვლელი https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/11869/
თუმცა, იმუშავა Orbitdownloader-ის GetiT ღილაკმა

სამწუხაროდ, ნორმალურად არ იმუშავა FEBE-მ, რომელიც პარამეტრების და ედონების იმპორტ/ექსპორტს აკეთებს (OSIE-ს მსგავსად)

ხოლო, თუკი მოდიფიცება გეზარებათ, ჯერ დააყენეთ 3.6.6 ვერსია, დააყენეთ სასურველი ედონები და მერე იგივე პაპკაში 4.0b1 ვერსია (ბეტა დეფაულტად სხვაგან ყენდება)

პოსტის ავტორი: Giga1 Jul 2 2010, 08:24 AM

gi0_kiborg
დავაყენე უკვე smile.gif

ციტატა
დაემგვანა Opera-ს

+1

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Jul 2 2010, 10:53 AM

http://ftp.mozilla.org/pub/mozilla.org/firefox/nightly/latest-trunk/firefox-4.0b2pre.en-US.win32.installer.exe-ც გამოუშვეს, ძირითადი ცვლილება WebM ვიდეოს მხარდაჭერაა
(ანუ HTML5 ვიდეოსი: ვიდეო ნაკადი, რომელსაც ბრაუზერი ამუშავებს საკუთარი ძალებით დამატებითი პლაგინების გარეშე)

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 10 2011, 07:26 PM

გამოვიდა RC1 ვერსიაც
ბევრად გაუმჯობესებული და დახვეწილი,
ზოგიერთი ადონი არც აქ მუშაობს, თუმცა რამდენიმე დღეში მოგვარდება ალბათ

რაც შეეხება ამ ვერსიას, წინებისგან განსხვავებით, მკვეთრად გაუმჯობესებულია HTML5 მხარდაჭერა:
255/400-აიღო, რითაც მკვეთრად უსწრებს Opera, IE9-ს (სხვა ბრაუზერი არ მიყენია რომ შემედარებნა)
მხარდაჭერილია WebM, CSS3, GPU აქსელერაცია, დახვეწილია ინტერფეისი
ACID3 ტეტსში 97/100 აჩვენებს
ვერსია სტაბილურია და უსაფრთხო, ასე, რომ სიახლის მოყვარულები ვსინჯავთ
http://www.mozilla.com/en-US/firefox/RC/

პოსტის ავტორი: gi0_kiborg Mar 21 2011, 09:57 AM

გამოვიდა ფინალური ვერსიაც:
ftp://ftp.mozilla.org/pub/mozilla.org/firefox/releases/4.0/win32/en-US/Firefox%20Setup%204.0.exe

საიტზე არ დევს ჯერ, მაგრამ მალე იქნება

ზოგი ადონი ჯერაც არ მუშაობს, იმედია მალე განაახლებენ....