თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ კომპიუტერული თავგადასავლები _ თქვენი პირველი კომპიუტერი

პოსტის ავტორი: M.W.S. Jun 22 2006, 02:32 PM

აბა დაწერეთ რა ასაკში და როდის გაიცანით კომპიუტერი (biggrin.gif) და რანაირი იყო ის

პოსტის ავტორი: domen Jun 22 2006, 03:27 PM

მე ერთი წლისამ და 11 წლამდე ვიცნობდი. მონაცემები აღარ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს, რომ 75$-ში გაიყიდა

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 22 2006, 03:35 PM

მე პირველად 9 წლისამ გავიცანი (6 წლის წინ) სელერონ 1700 იყო... მერე დედაპლატა დაეწვა მაგრამ დანარჩენი ყველა ნაწილი იმისა დღესაც მუშაა და შენახული მაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: M.W.S. Jun 22 2006, 03:51 PM

მგონი 6-7 – ის ვიყავი. მოკლედ, სუპერკომპიუტერი იყო რაა:
მეხსიერება და ეგეთები არ ვიცი, მაგრამ იყო შავ–თეთრი, არ ჭირდებოდა ვინდოუსი, არ ქონდა მაუსი, ჰქონდა მხოლოდ ერთი საბეჭდი პროგრამა, სადაც 5 ფონტი იყო. მანდ ვბეჭდავდი და მიხაროდა(biggrin.gif) მერე კი, "ახალი" IBM ვიყიდე, რომელსაც 700mb მეხსიერება ქონდა. რო ჩართავდი Norton Comander - ი ირთვებოდა. მერე უნდა აგეკრიფა win და ვინდოუს 3.1 - ში (თუ არ ვცდები) შედიოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Reechard Jun 22 2006, 04:28 PM

სულ პირველად როდის დავინახე არ მახსოვს.
სადღაც მეხუთე კლასიდან დავძმაკაცდით. მაშინ გადავწყვიტე რომ ხაკერი გამოვსულიყავი smile.gif

პოსტის ავტორი: domen Jun 22 2006, 04:47 PM

M.W.S
გაგიკვირდება და ეგეთებზე ახლაც ვმუშაობ ინფორმატიკის კურსებზე biggrin.gif პასკალს მეტი არც უნდა, მაგრამ ყველა რომ მიდის, ერთი კაი კომპიუტერი აქვთ და იმაზე ვჯდები ხოლმე

Power_VANO
რა ექვსი წლის წინ, სახლში სელერონ 1700 ცოტა ხნის წინ გამოვცვალე smile.gif

პოსტის ავტორი: რჩეულა Jun 22 2006, 04:56 PM

მე გავეცანი 13-14 წლისა. ინტერნეტ კაფეში რომ დავრბოდი და საკუთარი პენტიუმ 4, 2,4 გიგაჰერცით, ასუსის p4p800 მაზერბორდით, ენვიდიას 256 მბ 5600 კარტით, 160 ვინჩესტერით და ერთი გიგა ოპერატიულით 15 წლისას მეღირსა, რამაც ძალიან გამახარაbiggrin.gif ე.ი. 1 წელია რაც საკუთარი კომპი მაქ იეეეეს....!!!!

პოსტის ავტორი: გიგა Jun 22 2006, 05:31 PM

ყველაზე მოკრძალებული მე ვარ კომპიუტერი ვიყიდე 2004 წლის 18 სექტემბერს მაშინ დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება smile.gif
ესეიგი წელიწად ნახევარზე მეტი
პირველად ვნახე მე რა ვიცი მარა როცა ვიყიდე არაფრის აზრზე არ ვიყავი მაშინ გაძლო ვინდოუსმა რეკორდული დრო 1 თვე smile.gif
ერთი თვის მერე საერთოდ არ იტვირთებოდა რაც ვიცი ეხლა მაგის მერე ვისწავლე
კომპი ვიყიდე prescott 2.4 (1mb l2) 256 ოპერატიული(ეხლა 512), 80g ვინჩესტერი, ვიდეოკარტა geforce2 mx400(ეხლა FX5500 256)

პოსტის ავტორი: Reechard Jun 22 2006, 06:01 PM

ჰაჰა თქვენ მაგრები ხართ მე კიდე ...

ჩემი პირველი კომპი ისაა რომელიც ეხლა მაქვს და ვიყიდე გასული წლის დეკემბერში ...

რაც ვიცი თუ რამე ვიცი ნასწავლი მაქვს ინტერნეტკაფეებში თრევით. ყველაფერში ჩემით გავერკვიე არც არცერთი ახლობელი არც რომელიმე ძმაკაცი/დაქალი ამ სფეროში ოდნავაც გარკვეული არ მყოლია არასოდეს. არც კი ვიცი რატომ მაგრამ პირველად სადღაც შემთხვევით ვნახე კომპი და შემიყვარდა smile.gif ჯერ ახლობლის სამსახურში ვნახე სხვისი კომპიუტერი. იმდენი ვქენი ახლობელს თავი მივათრევინე (98 წელი იქნებოდა). იქ დავდიოდი ცოტა ხანი. მერე ხან სად ხან სად... მერე სკოლაშიც გაეძრო რაღაც კომპიუტერები, მემგონი "რობოტრონები" ერქვათ (ეგეთი ვაბშე გაგიგიათ?) ტექსტური რეჟიმი მხოლოდ. პირველი პენტიუმი რომ შემოიტანეს იმ წელს გადავედი იმ სკოლიდან sad.gif მერე ინტერნეტკაფე აღმოვაჩინე. მაშინ არ იყო იმდენი ინტერნეტკაფე რამდენიც ეხლაა. როცა ჩემი ტოლები თამაშების სათამაშოდ მიდიოდნენ მე რაღაცას ან ინტერნეტში ვიბურდებოდი ან ვინდს ვჩიჩქნიდი. ცხოვრებაში სამჯერ თუ ვიქნები ჩატში შესული.
ინფორმატიკაზე რომ გადავწყვიტე ჩაბარება სახლში არ მელაპარაკებოდნენ! შენც ალბათ გინდა თვალები დაიელამო და აჩკარიკა ინტერნეტკაფის ოპერატორი გამოხვიდეო მეუბნებოდნენ. ბოლოს ჩემი გავიტანე. ლომაიას "რეფორმირებული" გამოცდების პირველი ტალპა ვიყავი. აუ რა მითები დადიოდა. გამოცდაზე ხალხს გული მისდიოდა და რამე. საერთო სიაში მეიმდენე ვიყავი რეიტინგით მერამდენე სკოლაც დავამთავრე (ხომ მისტიკურია smile.gif ). ხოდა გამოცდების კარგად ჩაბარებისათვის მეექვსე კლასიდან ნაოცნებარი კომპი მიყიდეს smile.gif
ასეთია ჩემი ისტორია, მააშ

პოსტის ავტორი: Baal Jun 22 2006, 06:48 PM

ჩეჰმი პირველი კომპიუტერი კი საცოდავი P166 MMX იყო RAM 32 ჰქონდა და 2გბ ვინჩესტერი და საცოდავი 14იანი მონიტორი ჰქონდა. smile.gif ეგ 1996 წელს მოხდა და რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. smile.gif

პოსტის ავტორი: nikolausi Jun 22 2006, 07:48 PM

მემგონი ყველაზე ახალბედა მე ვარ აქ biggrin.gif
კომპი ვიყიდე 2005 წლის სექტემბერში.
პირველად არ მახსოვს სად ვნახე, მარა პირველი შეხება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოხდა smile.gif მას შემდეგ მაგრა შემიყვარდა ეს ოხერი smile.gif მას მერე მგონი ცოტა აზრზე მოვედი რა ხდებაsmile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 22 2006, 08:12 PM

აბა მე რა ვთქვა ბაბუა ვყოფილვარ biggrin.gif
აბა დაწექით ჩემს მემუარებზე

პირველი კომპი იყო საბჭოთა "ისკრა 1026" ეგ იყო კლასით 286-ზე დაბალი მეხსიერება მხონდა ძალიან ბევრი მთელი 512 კილობაიტი, 640 კილობაიტიანი ვერ ჩავიგდე ხელში (მამაჩემმა თქვა შენ გიჟი ხომ არა ხარ ეგ 500 მანეთი ღირსო biggrin.gif), ვინჩესტერი საერთოდ არ ჰქონდა :-) რომელ მაუსზე და სოუნდ კარტაზე მელაპარაკებით, ვიდეო ხომ ვაბშე ვიდეო არ იყო, მონოქრომატული კაიფი იყო biggrin.gif ანუ CGA, მონიტორი მქონდა მაგრი უკან გადასართავი ჰქონდა და შეიძლებოდა ნაცრისფერის მაგივრად, ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე და ლურჯი ნათების მიცემა. ოპერაციული სისტემა იყო რუსული DOS 3.0-ი ეგ იყო პირველი ოპერაციული სისტემა რომელიც საბჭოთა კავშირმა იყიდა MS-ისგან :-)

აი რა დერზკი კომპი იყო biggrin.gif
რომ მომკლად წელი არ მახსოვს, სადღაც წინა საუკუნის 80-იანები იყო.

მეორე უკვე ძერზკი კომპი მქონდა 80286-ი, 10 მეგაბაიტიანი ვინჩესტერით, ორნაირი დისკეტის ჩასადები 1.2 მეგაბაიტი და 1.44 მეგაბაიტი, 16 ფერაიანი ვიდეო და მონიტორით, ეგრეთწოდებული EGA მონიტორი. აუდიო მაშინაც არ მქონდა და ისევ საზიზღარი 512 კილობაიტი ოპერატიული მქონდა, ამის გამო არ შემეძლო DOS-ის სრული კაიფის გამოყენება, Windows 3.0-ს ვერ ვაინსტალირებდი და სადღაც 90-აინებში გამოჩენილი NU 8.0-ი ყველა პროგას არ მაშვებიდენდა.

დალშე იყო P1 100 მეგაჰერცი, 853 მეგაბაიტი ვინტით 1 მეგაბაიტიანი S3 Trio V64+ და სუპეერ პროგრესი 8 მეგაბაიტი ოპერატიული :-). დანარჩენში მერე ნორმალურად აეწყო ჩემი კომპ ცხოვრება, P2 მერე P3-ი და ახლა P4-ი, გამნოდის რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე AMD-ს არ გავკარებივარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ AMD-ს არ ვაღიარებ.

ბევრი მცოდნე გრეხად მითვლის რომ ჩემი კომპ ცხოვრება უფრო დაღუპული BK-თი არ დაიწყო :-) მე კი ვთვლი რომ გამიმართლა მაგ საშინელებასთან რომ არ მქონდა შეხება. მაგნიტაფონის კასეტები, ტელევოზორთან შეერთება და რაღაც გაუგებარი Yუთი, რომელიც "ელექტრონიკა"-ს მაგნიტაფონს უფრო გავდა ვიდრე კომპს და თამაშებიდან მხლოდ ტენისი იშვებოდა. თუმცა მაგას დღეს ტენისი არ ჰქვია, ერთი პიქსელი დარბოდა ეკრანზე, ეს იყო ბურთი და მარცხნივ/მარვნის თითო ვერტიკალური შტრიხი, ანუ ტენისის რაკეტკა მოთამაშეებისთვის biggrin.gif

პოსტის ავტორი: Reechard Jun 22 2006, 09:57 PM

ციტატა(ja_ja @ Jun 22 2006, 11:12 PM) [snapback]2284[/snapback]

ბევრი მცოდნე გრეხად მითვლის რომ ჩემი კომპ ცხოვრება უფრო დაღუპული BK-თი არ დაიწყო :-) მე კი ვთვლი რომ გამიმართლა მაგ საშინელებასთან რომ არ მქონდა შეხება. მაგნიტაფონის კასეტები, ტელევოზორთან შეერთება და რაღაც გაუგებარი Yუთი, რომელიც "ელექტრონიკა"-ს მაგნიტაფონს უფრო გავდა ვიდრე კომპს და თამაშებიდან მხლოდ ტენისი იშვებოდა. თუმცა მაგას დღეს ტენისი არ ჰქვია, ერთი პიქსელი დარბოდა ეკრანზე, ეს იყო ბურთი და მარცხნივ/მარჯვნის თითო ვერტიკალური შტრიხი, ანუ ტენისის რაკეტკა მოთამაშეებისთვის biggrin.gif


აი ეგ ტენისი მე მაქ ნათამაშები მაგაზე და მემგონი ბიძაჩემს კიდევ უნდა ჰქონდეს შენახული. პახოდუ პისტოლეტი მოყვებოდა არა ?

პოსტის ავტორი: merabi Jun 22 2006, 10:14 PM

თქვენ მართლა კარგად გქონიათ საქმე, Reechard_ის არ იყოს ლომაიას ნაჩალიჩევი გამოცდების კარგად ჩაბარებისათვის ("რახან უფასოზე მოხვდიო") ძველი intel celeron_ი გამომიცვალეს... 4 წლის წინ ნაყიდი. ის იყო ჩემი

თქვენ მართლა კარგად გქონიათ საქმე, Reechard_ის არ იყოს ლომაიას ნაჩალიჩევი გამოცდების კარგად ჩაბარებისათვის ("რახან უფასოზე მოხვდიო") ძველი intel celeron_ი გამომიცვალეს... 4 წლის წინ ნაყიდი. ის იყო ჩემი პირველი კომპი... 677MHz, 16 MB ენვიდიას ვიდეოკარტა, 128 MB რამით, დედაპლატა ნაღდად არ ვიცი...
თავიდან მილენიუმი ეყენა(კომპი რა თქმა უნდა ნახმარი იყო) დანგრეული ძლივს იყო; ხოდა მეც კაი მცოდნესავით პირველივე კვირაში ვინდოუს98 ოთხჯერ ჩავწერე... (არადა პირველად დავჯექი საკუთარ კომპთან; აზრზე არ ვიყავი რას ვაკეთებდი, კომპიუტერულ ფირმაში მიტანა კი მიტყდებოდა) ჯერ თავიდან ვინდოუსიდან ვუშვებდი, და ორივე ოპ სისტემა მქონდა მილენიუმიც და 98იც მარა არც ერთი არ მუშაობდა, მერე გავიგე ჩამტვირთავი დისკის შესახებ (მეორე დღეს) მაგრამ ვერ გავუშვი: Setup.exe ვერ ავკრიბე, მერე ისეთი ვინდი ვიშოვე ჩატვირთვისას პირდაპირ იშვებოდა და არაფრის აკრება არ უნდოდა და იმას დავჯერდი...
იმ კომპზე დავხურე პირველი თამაში მაქს პეინი...
არც ისე გამიმართლა, უფრო ადრეც შეილებოდა ჩემი კომპთან დაძმაკაცება მარა რას იზამ... დავიწყე და არც ერთ მასწავლებელთან არ მივსულვარ, მარტო ვჩალიჩობდი, მოვაღწიე აქამდე და იმედია კიდე გავქაჩავ...
ახლა რა მიჭირს სამ გიგაჰერციანი "ატომური ბომბი" მაქ...

პოსტის ავტორი: bum Jun 23 2006, 07:19 AM

ლოლ პირველად კომპთან რომდავჯექი ვიყავი 5 წლის 97 წელი იყო მაშინ ვითამაშე ვინდოუსს რომ მოყვება რაღაც ბობბები რომაა და რომ უნდა გამოიცნო სადაა და რაღაც ხო აზზრზე ხართ და მერე 3 კლაში რომ ვიყავი კაფეში დავიწყე სიარული და ქაუნთერს ვუბერავდი მერე 4 კლასში მიყიდეს კომპი პ3 და იმის მერე 5 კომპი გამოვიცვალე

პოსტის ავტორი: რჩეულა Jun 24 2006, 05:08 AM

მეც რიჩარდივით თრევა თრევით ვისწავლე კომპი sad.gif

და წელს მიყიდეს მაგრამ ბევრ ისეთ ადამიანზე კარგად მესმის კომპი ვისაც იმენა წლებია აქვს biggrin.gif

ნუ რაც ვიცი ეს არაფერი არაა წინა მაქვს კიდე ბევრი რამე. რაც მეტს ვსწავლობ მით უფრო ვხვდები რომ არაფერი ამისა არ გამეგება biggrin.gif

არადა გამეგება, მაგრამ არ გამეგება. მოკლედ ჩვეულებრივ იუზერზე ცოოოოოტა მაღლა ვდგევარ რა smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 24 2006, 05:32 AM

რჩეულა
"მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი" ეგეთ პონტში ჰო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: რჩეულა Jun 24 2006, 07:34 AM

Power_VANO
ჰო, ზუსტად!

პოსტის ავტორი: Frrrredo Jun 24 2006, 08:36 AM

286 მქონდა 1995 _ში არა გატყუებ , 1996_ში მახსოვს პროცესორს ქულერიც კი არ ქონდა და თუ ძაან დაიტვერთებოდა " მარაზილკაში" ვდებდი რესტარტის მაგივრად რუბილნიკი ქონდა (აი ისეთი 60000 ვოლტს რო რთავენ) და ერთადერთი გასართობი იყო თამაშIი Sexonixc თუ არღაც ამდაგვარი , მთელი უბანი იკრიბებოდა მაგის სათამაშოდ smile.gif

პოსტის ავტორი: tornikke Jul 4 2006, 05:47 PM

მაგარი "შეხვედრები" იყო! biggrin.gif აი მე კომპი გავიცანი ზუსტად არ მახსოვს ნიტო 2000, ნიტო 2001 წლებში. რაც შეეხება მასთან მუშაობა ვისწავლე ჩემი ძმის ყურებით, თუ როგორ ეჩალიჩებოდა 3D MAX მემგონი მესამე თუ მეოთხე ვერსიას. ეგ საცოდავი კომპი ეხაც ცოცხალია. ქონდა თავიდან 10GB ი ვინჩი, მერე 20 ით შევცვალეთ (ხო მაგარია არ? laugh.gif ), 450MGH-ი, 128 ოპერატიოული და სულ რაღაც 8MB ი ვიდეო, რომელიც როცა 32 მა შეცვალა, მეგონა ეხა ყველა თამშს ჩავრთავ მეთქი. რაც მთავარია მონიტორი მქონდა საკაიფო 17იანი. ეს უბედური წელს იანვარში არწარ ირთვებოდა, რა არ ვეჩალიჩე მაგრამ არ ჩაირთო და მეც შევცვალე celleron ით.(სხვა გზა არ მქონდა sad.gif ) მივეცი ბიძაშვილ და ამუშავდა. მოკლედ ის ეხაც მუშაობს. ვინდოუსი კი განუყრელი მილენიუმი აყენია laugh.gif მერე ნელ-ნელა უკვე ბიძაშვილის დახმარებით ვისწავლე ის რაც ვიცი. ეხა უკვე ჩემით ვეჩალიჩები ყველაფერს.

პოსტის ავტორი: alchemist Jul 4 2006, 06:12 PM

ჩემი პირველი ნაცნობობა კომპიუტერთან ადრეულ ასაკში შედგა. ბიძაჩემს ქონდა 1984 წელს გამოშვებული რაღაც, რომელსაც გინდ დაიჯერეთ, გინდ არა მონიტორი ფერადი ქონდა და ზოგიერთ თამაშებსაც ქაჩავდა. ზედ ეყენა ნორტონ კომანდერი, მაგრამ აქ აღსანიშნავია ისიც რომ ამ კომპიუტერს ქონდა მაუსი, რომელსაც ნორტონი ვერ ხედავდა და ამიტომას მუდმივად უჯრაში იდო. მონაცემები არ ვიცი, პროსტა მაგარი მეკიდა.
მერე ისევ ბიძაჩემის შედარებით ახალ კომპიუტერზე გავესაუბრე ვინდოუსს.
პირადად მე კომპიუტერი ვიყიდე 2004 წლის 15 ოქტომბერს. დიდი ვერაფერი ხვითოა. სელერონია 1800-იანი, 256 მეგაბაიტი მეხსიერებით 128 მეგაბაიტი ვიდეოთი. მაგრამ რაშიც მჭირდება მყოფნის. მართალია Farcry-ს ვერ ვთამაშობ, მაგრამ მაინცდამაინც გეიმერობაზე პრეტენზია არ მაქ. ერთადერთი მიყენია ქაუნთერი, რომელსაც ძმაკაცებთან ვთამაშობ ქსელში ორ თვეში ერთხელ. smile.gif

პოსტის ავტორი: Bekward Jul 13 2006, 03:22 PM

მოკლედ კომპიუტერი პირადად და სახლში მოტანით გავიცანი(ახლოს) 2002 წლის 13 თებერვალს, მაგ დღეს რა დამავიწყებს დაბადების დღეზე რომ მომიტანა ბიძაჩემმა ისე გამიხარდა, რომ აწყობის მერე(აუ რამდენი ვიწვალე სანამ ყველა "შტეკერი" თავის ადგილს მოვარგე) 2 დღე რომ შუქი არ იყო არც მიგრძვნია. მანამდე "კომპიუტერთან მუშაობის სასწავლო ცენტრში" დავდიოდი 2 წელი!!! და ისეთი საზიზღარი კომპიუტერები იყო გახსენებაც არ მინდა, ერთს ვიტყვი რომ რაღაც გაუგებარი წარმოების(მემგონი რუსული) მოკომპიუტერო რაღაცით მარტო ბეჭდვა შეიძლებოდა შავ ფონზე თეთრად და "დისკების" მაგივრად რაღაც დენდის კასეტების მაგვარი იდებოდა. ასეთი იყო ერთი 20, ხოლო "მთავარი" კომპიუტერი იყო თანამედროვე, "სერიოზული" Windows 95 ეყენა.
ხოლო რაც შეეხება ჩემს კომპიუტერს Celeron იყო 900 Mhz, 128 MB RAM-ით, 8-იანი ვიდეოთი და 10-იანი ვინტით.
ახლა შედარებით პროგრესულ კომპზე ვზივარ AMD Sempron 2400+, RAM 512MB, HDD 80 GB, Video > ATI Radeon 9250 GE(Gamer Edition). ერთი ეგაა ქულერმა ამხადა თავი, ისე ბღუის, არ ვიცი სიცხის ბრალია, არ ვიცი ქულერის.
ვიმეორებ შედარებით პროგრესული

პოსტის ავტორი: Davidus Jul 13 2006, 04:47 PM

ციტატა
მართალია Farcry-ს ვერ ვთამაშობ


მაი ძამა, ნათამაშები მაქვს 1,7გჰ, 256 რამ, 64 ჯიფორსიან კომპზე, ასტე რომ ეტყობა ვინდს ქონდა მაგარი დარხეული, ან რაცხა ვერ დააყენე მაი თამაში biggrin.gif


ოოოოო!!! მე აღარ მოვყვები გულისამაჩუყებელ ისტორიებს, თორემ რომ გავიხსენო ამ საღამოს არ დამეძინება, მოკლედ ჩემი ერთდროს უსაყვარლესის ტვინის სურათს დაგიდებთ, რომელსაც დღემდე სათუთად ვინახავ,( დანარჩენი ბევრ ადგილს იკავებდა და ავაორთქლე)

თუ მიხვდებით რა პროცესორია biggrin.gif (ვერ ვიტყვი რომ დენიკინის დროინდელია. სუფთა ბრენდოვსკია რა biggrin.gif )

IPB-ს სურათი






პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2006, 07:28 AM

Davidus

ციტატა
თუ მიხვდებით რა პროცესორია

Inter Pentium biggrin.gif

პოსტის ავტორი: Reechard Jul 14 2006, 06:02 PM

ვააააააა :-)

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 14 2006, 06:09 PM

მე ჩემი სელერონ 1700 მაქვს შენახული biggrin.gif

პოსტის ავტორი: Reechard Jul 14 2006, 07:37 PM

ეგ დღესაც ბევრს აქვს არამარტო შენახულ მდგომარეობაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: george Jul 17 2006, 01:55 PM

მე კომპიუტერი 3 წლის წინ გავიცანი, როცა მე-8 კლასში გადავედი, სკოლაში კომპიუტერის სწავლა დავიწყე, მაშინ P3-ები ედგათ და მხოლოდ ვორდს და ექსელს გვასწავლიდნენ, თვითონ კომპიუტერის აზრზე არ ვიყავი, წელიწად ნახევრის წინ (2004 წლის ნოემბერში) ეს კომპიუტერი მიყიდა მამაჩემმა (მამაჩემმა იმიტომ რომ, მაშინ არაფრის აზრზე არ ვიყავი, როგორი კომპი უნდა მეყიდა, რა მონაცემებით და მამაჩემმა ისე იყიდა, არც უკითკია მისი მონაცემები, უბრალოდ უთხრეს კარგი კომპიუტერიაოsmile.gif)) როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, P4 - Intel Celeron, CPU - 1.80 ghz, HD - 40Gb, RAM - 256Mb, Video Card - 32 ჩემთვის ეს ჯართი შემოუტყუებიათ, მას შემდეგ ერთი RAM გავაძლიერე 500-მდე. და ასე შემრჩა ეს კომპი, რომლის გამოცვლასაც ჯერ არ ვაპირებsmile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 17 2006, 05:25 PM

george
ჩემი პირველი კომპიც 4 წლის წინ იიდა მამაჩემმა და ზუსტად ეგრე როგორც მამაშენმა მაშინ მეც აზრზე არ ვიყავი კომპის ერთი ტარზანი მქონდა ნათამაშები და მუმია biggrin.gif ჰოდა "შეტენეს" celeron 1700, Hdd 20 GB samsung, 128 ram & 32 MB nvidia geforce 2 MX video. ერთი წლის წინ დედაპლატა გადაეწვა და გამოვცვალე კომპი ვინჩესტერი ეხლაც ჩემს კომპში მაქვს ოღონდ 120-იანი ბარაკუდა დავამატე დანარჩენი ყველაფერი გამოვცვალე smile.gif

პოსტის ავტორი: george Jul 18 2006, 04:14 PM

ისე მამაჩემს და ბიძაჩემს თითო-თითო კუმპიუტერები ჰქონდათ ძაან ადრე, ეხლაც მაქვს შენახული, მაგრამ თითქმის აღარ მუშაობსsmile.gif) რა თქმა უნდა შავ-თეთრი არის ორივე, არ აქვთ მაუსები და ვინდოუსი, დისკების ნაცვლად დიდი შავი დისკეტები აქვს, და როგორც მამაჩემი მიყვებოდა თურმე ადრე ჭადრაკს თამაშობდნენ მაგითsmile.gif)) მე ერთი ხუთი წლის წინ მქონდა ჩართული და ჩამოწერილი ტექსტური მენიუ ჰქონდა და მარტო ბეჭვდისთვის გამოიყენებოდა, სხვათაშორის პრინტერიც ჰქონდა, თავის ზაპასკა ლენტით (უფსო სწორედ აქვს). მოკლედ მაგარი ჯართი არის ორივე... ეხლა ვეღარ ვრთავ, მგონი შნური აქვს გაწყვეტილი სადღაც, ციფრული აპარატი რო მქონდეს აუცილებლად გადავუღებდი და განახებდითsmile.gif)

პოსტის ავტორი: otosaxel Nov 19 2006, 07:38 PM

ჩემი პირველი კომპიუტერი იყო 2004-ში AMD 486 4mb ram 640kb video, მაგარია არა? მაგრამ ამის წინ მქონდა 2002-ში დენდი. ეხლა კი გამიმართლა მაგარ კომპზე ვზივარ :-).

პოსტის ავტორი: merabi Nov 19 2006, 08:52 PM

ციტატა
ჩემი პირველი კომპიუტერი იყო 2004-ში AMD 486 4mb ram 640kb video, მაგარია არა? მაგრამ ამის წინ მქონდა 2002-ში დენდი

გადასვლა მაგარი გაგიკეთებია smile.gif ცუდიაო ვერ იტყვი smile.gif))))))))))))

პოსტის ავტორი: otosaxel Dec 4 2006, 04:24 PM

ციტატა
გადასვლა მაგარი გაგიკეთებია ცუდიაო ვერ იტყვი ))))))))))))

პრესკოტს რას უწუნებ?

პოსტის ავტორი: Armaza Jan 2 2007, 04:47 PM

ჰოოოოო, არ მახსოვს როდის, მარა ჩემი პირველი კომპი იყო Mac performa 9550 თუ რაღაც მაგდაგვარი... მონაცემები:
CPU: onboard 75 Mhz, 40MB DRAM, ვიდეოზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, ალბათ ერთი 512KB ექნებოდა რა...
OS: Mac OS 8.6 პირდაპირ სიხა იყო!
დაე მუდამ ენთოს მისი მონიტორი ჩვენს გულებში,ვისაც ჩაუქრება ღმერთი მაჭრის ბიჭო!!!!!!!

პოსტის ავტორი: LOADER Jan 24 2007, 03:34 AM

კომპიუტერს სულ რაღაც ერთი წელია ვიცნობ ამ ერთ წელში ისეთი ალღო აუღე რო მართლა მიკვირს ჩემი თავის ნამეტანი სერიოზულად მოვეკიდე და ყველაფერს გულით ავკეთებდი და სხვათაშორის შედეგიც ვნახე მე თავს არ ვიქებ მაგრამ ბევრი არ მეგულება რომელიც ერთი წლის მანძილზე ისეთ დონეზე ისწავლიდა კომპიუტერს რა დონემდეც მე მივედი
რაც შეეხება ჩემს კომპიუტერს თავიდან კარგი იყო ეხლაც კარგია უბრალოდ ვიდეო კარტა დამეწვა მაღალი ძაბვის გამო ვეღარ მოვასწარი გათიშვა ეხლა კიდე 64 იანით ვკმაყოფილდები smile.gif

პოსტის ავტორი: gearge Jan 24 2007, 05:31 PM

ციტატა(LOADER @ Jan 24 2007, 07:34 AM) [snapback]6866[/snapback]

რაც შეეხება ჩემს კომპიუტერს თავიდან კარგი იყო ეხლაც კარგია უბრალოდ ვიდეო კარტა დამეწვა მაღალი ძაბვის გამო ვეღარ მოვასწარი გათიშვა ეხლა კიდე 64 იანით ვკმაყოფილდები smile.gif

რატომღაც ნციონალური ტრადიციაა არა კომპონენტების სიახლეზე და ულტრა სიძლიერეზე, არამედ ერთ თუგინდ უმარტივეს UPS-ზე ეკონომია! ჩემ გარშემო საზოგადოებაში არცერთს არ აქვთ UPS-ი, და ძვირადღირებული ჰარდვარი ჩვენი ენერგო მომმარაგებლების ბედზე აქვთ მინდობილი. რატომღაც ჰგონიათ რომ მათ კომპებს არაფერი მოუვა და ოოო როგორ ცდებიან. პირადად მქონია შემთხვევა დღის განმავლობაში დაახლოებით 7 ძაბვის ვარდნისა, ან დენის გამორთვისა შუა ინსტალაციისას ან დეფრაგმენტაციისას. "ამ დაცვით კი 24/7 აბსოლიტურად წყნარად ვარ" (biggrin.gif). არავითარი პანიკა ძაბვის ხშირი ცვლილებისას, არავითარი დაწყვეტილი ნერვები დენის გამორთვის შედეგად დაკარგულ ნამუშევართან დაკავშირებით!

პოსტის ავტორი: tono87 May 13 2007, 02:40 PM

ეეეე.... მე კომპი პირველად 1995-97 წლები იყო რო ვნახე... რაღაც რუსული.. კორვეტი ერქვა... შავთეთრი იყო სულ ქონ და 7ფერი... მონაცემები კი ნაღდად აღარ მახსოვს.... დღესდღეობით მას მე დიდ კალკულიატორს ვუწოდებ smile.gif smile.gif smile.gif smile.gif ....

პოსტის ავტორი: Power_VANO May 13 2007, 05:35 PM

giorgius
50$-იანი UPS-ები ხშირ შემთხვევაში თანამედროვე კომპებთან მიმართებაში არაა საკმარისი.
თან როცა კომპში 800-1000+$-ს იხდი, ერთი UPS-ისთვის როგორ უნდა შეგენანოს ფული? თან ამას ვამბობ მე, რომელსაც UPS არ მქონია საერთოდ ჯერ biggrin.gif ნუ ეხლა რაც მაქვს, ეს კომპი ყიდვის დროს კი ღირდაესე 750-800 მწვანე.

პოსტის ავტორი: Power_VANO May 14 2007, 12:09 PM

giorgius
არ გადაიწვება smile.gif დარწმუნებული ვარ smile.gif ძაბვის ვარდნის დროს მოქმედებას იწყებს როგორც კვების ბლოკის, ასევე დედაპლატის დაცვა, ეგრევე თიშავენ კომპს... ნუ კი ვაპირებ იასნია UPS-ის ყიდვას, მაგრამ ესე 1-2 თვე არა მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: გიგა May 31 2007, 01:13 AM

ციტატა
ჯობია იყიდო დამიჯერე ჯობია

მართლა? ხო არ იტყუები?

პოსტის ავტორი: გიგა May 31 2007, 08:29 PM

ციტატა
როგორ გეკადრება ჩემთან სასწავლებელში შუქი რომ ირთვება სუ ვნატრობ რო ნორმალური იუპიესი ეყიდათ

ინატრე კომპიუტერი ვიყიდოთქო და არა იუპიესი ეყიდათო smile.gif

პოსტის ავტორი: spider Jun 14 2007, 11:10 PM

მე გარიბი ვიყავი ბავშობაში რა იყო კომპი აზ5რზე არ ვიყავი ვაპშე 4 თუ 5 თვეა რაც დავიტრიე და ჩართვა გამორთვა არ ვიცოდიbiggrin.gif
გამორთვის დროს პირდაპი შტეპსელიდან ვგლიჯავდი
რის შედეგადაც xp მიყენია რა და ვერ უზლებს თურმე და biggrin.gif 3 -ჯერ გადავაყენებინე ვინდოუსი რაც 100 არი დამიჯდა და მერე ვისწავლე ვინუჯდენი ვიყავიbiggrin.gif
ვისწავლე რა ეს ცოტა მაგარი ნათქვამია ვისწავლე ჩართვა გამოირთვა რაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jun 14 2007, 11:45 PM

spider

ციტატა
რის შედეგადაც xp მიყენია რა და ვერ უზლებს თურმე და

უფ ლინუქსი ხომ უძლებს რა biggrin.gif

არა, მამენტ სულ პირველად 5-6 წლის წინ რომ ვითრიე კომპი, რატომღაც შტეფსელიდან გამორთვა არ მიცდია პირდაპირ, ალბათ მასწავლეს გამორთვა მაშIნვე, არ მახსოვს...

პოსტის ავტორი: spider Jun 15 2007, 02:03 PM

ციტატა
არა, მამენტ სულ პირველად 5-6 წლის წინ რომ ვითრიე კომპი, რატომღაც შტეფსელიდან გამორთვა არ მიცდია პირდაპირ, ალბათ მასწავლეს გამორთვა მაშIნვე, არ მახსოვს...

მაგ დროს კომპი რა იყო აზრზე არ ვიყავი biggrin.gif დაჯე ეხლაც ვერ ვხვდები კარგად biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიგა Jun 18 2007, 10:32 AM

ციტატა
3 -ჯერ გადავაყენებინე ვინდოუსი რაც 100 ლარი დამიჯდა

და ამდენი ფული რაში გადაიხადე?

პოსტის ავტორი: da_ta Jul 12 2007, 11:02 PM

მოკლედ ასე: კომპიტერს რაც შეეხება ვიყიდე 2006 ის დასაწყისში(intel celeron D 320- 2.4/512 mb ოპერატიული/FX 5500- 256 mb/ვინჩესტერი 80 GB/მაუსი და კლავიატურა tongue.gif) მარა ლომაიას გამოცდებისთვის ვემზადებოდი და არ მეცალა, ასე რომ შეიძლება იტკვას კომპიუტერთან ჯდომის 7- 6 თვიანი სტაჟი მაქ. სანამ კომპიუტერს ვიყიდიდი თამაშების ჩართვის (ისიც ზოგიერთის )მეტი არაფერი არ ვიცოდი. თავიდან ყველგან ვიქექებოდი (რაგაცეებს ვაფუჭებდი შემთხვევითsmile.gif) მოკლედ დამაინტერესა რა, მერე რაც უფრო აზრზე მოვდიოდი უფრო და უფრო გარკვევა ცოტა მიჭირდა დამხმარეც არავინ მყავდა და არც ინტერნეტი მქონდა, ამიტომ ცოტა გული ამივარდა ერთი პერიოდი, მაგრამ მალე ჩამიარა და ისევ შევუჩნდი კომპიუტერს... მოკლედ ახლა დავძვრები ინტერნეტში და რაც შემიძლია ვითვისებ ყველაფერს. ერთი ძააააააალიან დიდი პრობლემა მაქ ენების მხრივ(ვიცი:ქართული, მეგრული tongue.gif ,ცოტა რუსული და ცოტა ინგლისური(I am a table-ამ დონეზე ვარ smile.gif )დამეთანხმებით დიდი პრობლემაა, მაგრამ მაინც ვცდილობ რა...
მოკლედ მთავარი მონდომებაა და ყველაფერი მოგვარდება(ყოველშემთხვევაში მე ამის იმედი მაქ).

პოსტის ავტორი: mr.kobra May 10 2009, 08:31 AM

მე კომპი რო ვნახე ეს რა საოცრაბააო ვთქვი არადა სულ რაგაც პენტიუმ I იყო.
მას მერე ათი წელზე მეტი გავიდა მაგრამ საკუთარიო კომპის ყიდვა მაინც ვერ მოვახერხე.

პოსტის ავტორი: Classical May 10 2009, 09:06 AM

ციტატა
რატომღაც ნციონალური ტრადიციაა არა კომპონენტების სიახლეზე და ულტრა სიძლიერეზე, არამედ ერთ თუგინდ უმარტივეს UPS-ზე ეკონომია! ჩემ გარშემო საზოგადოებაში არცერთს არ აქვთ UPS-ი, და ძვირადღირებული ჰარდვარი ჩვენი ენერგო მომმარაგებლების ბედზე აქვთ მინდობილი. რატომღაც ჰგონიათ რომ მათ კომპებს არაფერი მოუვა და ოოო როგორ ცდებიან. პირადად მქონია შემთხვევა დღის განმავლობაში დაახლოებით 7 ძაბვის ვარდნისა, ან დენის გამორთვისა შუა ინსტალაციისას ან დეფრაგმენტაციისას. "ამ დაცვით კი 24/7 აბსოლიტურად წყნარად ვარ" (biggrin.gif). არავითარი პანიკა ძაბვის ხშირი ცვლილებისას, არავითარი დაწყვეტილი ნერვები დენის გამორთვის შედეგად დაკარგულ ნამუშევართან დაკავშირებით


თქვენ გგონიათ Ups ი დენის ცვალებადობას ვარდნას და აწევას არეგულირებს ? არაფერიც tongue.gif ups - ი უბრალოდ ინახავს დენს და გათიშვის შემთხვევაში აწვდის უკვე შენახულს მაგრამ დენის რეგულირებას არ ახდენს. Ups - ში რამდენიც შედის იგივეს უშვებს კვების ბლოკში თუ შევა დიდი ძაბვა ანალოგიურად მეორე მხარეს გამოვა მაღალი ძაბვა შესაბამისად თუ გაქვს ჭკვიანი კვების ბლოკი მოუწევს იზრუნოს იმაზე რომელი დამცველი დაწვას biggrin.gif ნუ ups არის ეს რაც ვთქვი მაგრამ არის Ups რომლებსაც აქვს დენის სტაბილიზაციის უნარის ანუ უდგას სტაბილიზატორი ესეთი Ups ები უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი სადრაც 100 დან იწყება და ზევით თუ არ გაქვთ ამდენი ფული მაშინ შეგიძლიათ აიღოთ სტაბილიზატორი და მასზე შეაერთოთ მერე Ups - ი აი ადრე მაცივრებზე რო ეყენა სტაბილიზატორები 15 ლარად დაითრევთ ეხლა მაგას სხვათაშორის მაგარი მხეცი ვეშია რა რასაც ეგ უძლებს biggrin.gif



ხოდა იმის თქმა მინდოდა რო დაივიწყეთ ის აზრი რომ თუ გაქვთ Ups ი არაფერი მოუვა თქვენ კვებას და მერე შესაბამისად დედიკოს და დანარჩენ ნაწილებს smile.gif

პოსტის ავტორი: otosaxel May 10 2009, 09:23 AM

Classical

ციტატა(classical @ 10th May 2009 - 01:06 PM) *
თქვენ გგონიათ Ups ი დენის ცვალებადობას ვარდნას და აწევას არეგულირებს ? არაფერიც ups - ი უბრალოდ ინახავს დენს და გათიშვის შემთხვევაში აწვდის უკვე შენახულს მაგრამ დენის რეგულირებას არ ახდენს. Ups - ში რამდენიც შედის იგივეს უშვებს კვების ბლოკში თუ შევა დიდი ძაბვა ანალოგიურად მეორე მხარეს გამოვა მაღალი ძაბვა შესაბამისად თუ გაქვს ჭკვიანი კვების ბლოკი მოუწევს იზრუნოს იმაზე რომელი დამცველი დაწვას ნუ ups არის ეს რაც ვთქვი მაგრამ არის Ups რომლებსაც აქვს დენის სტაბილიზაციის უნარის ანუ უდგას სტაბილიზატორი ესეთი Ups ები უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი სადრაც 100 დან იწყება და ზევით თუ არ გაქვთ ამდენი ფული მაშინ შეგიძლიათ აიღოთ სტაბილიზატორი და მასზე შეაერთოთ მერე Ups - ი აი ადრე მაცივრებზე რო ეყენა სტაბილიზატორები 15 ლარად დაითრევთ ეხლა მაგას სხვათაშორის მაგარი მხეცი ვეშია რა რასაც ეგ უძლებს

ეხლა პატარა ცვალებადობას არა მაგრამ, ვთქვათ ძაბვამ რამდენიმე წამით დაიწია ~100 ვოლტამდე, უბრალოდ, აწრიწინდება ცოტა ხანი და კომპიც არ დაგირესტარდება smile.gif

პოსტის ავტორი: mixomai May 12 2009, 10:03 AM

მე ისევ ჩემ პირველ კომპზე ვზივარ ეს ვიყიდე 3 წლის წინ ანუ 10 წლის რომ ვიყავი 512 მბ ოპერატიული ati radeon x1300 256mb ვიდეოკარტა intel pentium 4 2,66 ghz პოროცესორი, და 80გბ ვინჩესტერი
ხო XP ეყენა ამ კომპზე და ეხლაც xp ვაყენებ ხოლმე არანაირი vista ანნნნ თუნდაც ლინუხ არ მქონია სადღაც 3 თვეში გავაფუჭე და დამჭირდა ვინდოუსის აგადაყენება სულ 3 ჯერ გადამიყენა სხვამ ვინდოუსი ეხლა ჩემით ვაყენებ მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემი პრობლემა ის არის ხოლმე სად ვიშოვო ვინდოუსის დისკი tongue.gif:P

პოსტის ავტორი: Giga1 May 21 2009, 09:07 AM

მე პირველად გავეცანი 11 წლის.აი მონაცემები ზუსტად
პროცესორი:Intel Celeron
ოპერატიული:512 MB OF RAM
ვიდეო:Nvidia Geforce FX 5200
ვინჩესტერი:40GB
biggrin.gif:D:D

პოსტის ავტორი: alien272 Apr 25 2010, 10:33 PM

რუსული BK მაგნიტაფონით და წუილ-ზმუილით. ეჰ... რა დრო იყო?

პოსტის ავტორი: zvi_akon777 Jun 24 2010, 03:35 PM

მე კიდე პირველად ჩემი კომპი 2005-2006 წელში ვნახე.
მაგრამ პრიკოლი ისაა რომ Windows XP-ს ინგლისური და ბერძნული დისკები მოყვა და ვინდოზავრი არ ეყენა biggrin.gif
მერე კაი ხანი არ მქონდა ინტერნეტი და გადავეკიდე თამაშებს.
თუმცა რა პირველი ეხლაც ეგ მაქ
Intel M Pentium 720 - 1.6GHZ
Random Acess Memory - DDR2 512mhz 512mb
Video Card - ინტერგრაციებულ 128მბ ინტელის.
მყარი დისკი - 55,6გბ.
თან ნოუთბუქია და ახალი კომპის ყიდვა ვერ მოვახერხე.
სამაგიეროდ Windows 7 Ultimate Build 7600 მიყენია და არ მიჭედავს tongue.gif

პოსტის ავტორი: Kakha55555 Jan 3 2011, 05:55 PM

1998 -ში უნივერსიტეტში ვნახე პირველად კომპიუტერი. rolleyes.gif



2006 წლის 15 მაისს ვიყიდე ასეთ კონფიგით:

MB - Asrock P4 M800
CPU - INTEL Celeron 2135 MHZ
RAM - 256 MB DDR
Video - FX 5200 128 MB 64 bit
PSU - 280 W
Monitori - 17''
UPC
Mouce, Keyboard, Speakers.



2009 წლის 20 აპრილს კი ასეთი:

MB - P5Q3 Deluxe
CPU - Intel Core 2 Duo E 7400 2800 MHZ @ 3505 MHZ ( OC 25 % )
RAM - 2 GB DDR 3 1333 MHZ
Video - NVIDIA GeForce 9600 GT 512 MB
PSU - 350 W
Monitori - LG 22 "
UPC
Mouce, Keyboard, Speakers.

პოსტის ავტორი: gearge Jan 10 2011, 06:08 PM

პირველი კომპი 2006 წელს მეღირსა, ინტერნეტ "კაფეებში" გატარებული მთელი სწკოლისშემდეგი პერიოდის შემდეგ. ეს ის კომპია, რომელთანაც ჯერკიდევ ვზივარ (პარამეტრები აღწერილია ჩემს უკვე მოძველებულ http://compinfo.ge/forum/index.php?showuser=148).

პოსტის ავტორი: Giga1 Jan 10 2011, 06:19 PM

Kakha55555

ციტატა(Kakha55555 @ 3rd January 2011 - 05:55 PM) *
2006 წლის 15 მაისს ვიყიდე ასეთ კონფიგით:

MB - Asrock P4 M800
CPU - INTEL Celeron 2135 MHZ
RAM - 256 MB DDR
Video - FX 5200 128 MB 64 bit
PSU - 280 W
Monitori - 17''
UPC
Mouce, Keyboard, Speakers.



2009 წლის 20 აპრილს კი ასეთი:

MB - P5Q3 Deluxe
CPU - Intel Core 2 Duo E 7400 2800 MHZ @ 3505 MHZ ( OC 25 % )
RAM - 2 GB DDR 3 1333 MHZ
Video - NVIDIA GeForce 9600 GT 512 MB
PSU - 350 W
Monitori - LG 22 "
UPC

დიდი ნახტომი გაგიკეთებია biggrin.gif

პოსტის ავტორი: smart22 Jan 12 2011, 10:35 PM

ჩემი პირველი კოპი რომელთანაც შეხება მქონდა იყო დაახლოებით 17-18 წლის წინ smile.gif იყო შავ-თეთრი ეკრანით, უმაუსო, ირთვებოდა გასაღებით smile.gif შეაერთებდი და გადაატრიალებდი... smile.gif


ფაქტიურად მაიკროსოფტის ყველა ოს-მა გაიარა შემს ხელში, 3.1 არ მახსოვს რატომღაც...


იმაზე ვხალისობ მაგრად, რომ ძლივს ადამიანებს გრაფიკული გარსი ეღირსა და ნორტონ კომანტერში რომ მიძვრებოდნენ მაინც...

პოსტის ავტორი: zv1 Jan 15 2011, 07:57 AM

ძველი კომპიუტერი წინა გვერდზეა,ახალი კომპიუტერი კი 2010 წლის 31 დეკემბერს ვიყიდე
CPU - Intel Pentium Dual-Core E5500
Motherboard - MSI G31TM-P21
Video Card - Nvidia Geforce GT 220
Cooler,PSU - ჯერ არ მინახავს
Memory - 1x 2GB DDR2-800
Hard Drive - Seagate Barracuda 500GB 3,5
Monitor - Philips 19IV 18,5 დიუმიანი
Keyboard,Mouse,Webcam - A4 Tech
Speakers - iNTEX

პოსტის ავტორი: system32 Jan 21 2011, 01:50 PM

აი ჩემი ძველი კონფიგიც smile.gif

M/B: ASUS P4XP-X
CPU: Intel Pentium4 2.2Ghz, 478Socket.
Video: Nvidia Geforce4 MX 440-SE AGP 4X, 64MB.
RAM: DDR 256MB
HDD: 30GB IDE (მწარმოებელი აღარ მახსოვს biggrin.gif)
CD/DVD: ATAPI CDROM NEC CD-R
BIOS: AwardBios(ძველი biggrin.gif)
Monitor: Benq V772.
PSU: 300W

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 21 2011, 02:24 PM

system32

ციტატა(system32 @ 21st January 2011 - 05:50 PM) *
M/B: ASUS P4XP-X
CPU: Intel Pentium4 2.2Ghz, 478Socket.
Video: Nvidia Geforce4 MX 440-SE AGP 4X, 64MB.
RAM: DDR 256MB
HDD: 30GB IDE (მწარმოებელი აღარ მახსოვს )
CD/DVD: ATAPI CDROM NEC CD-R
BIOS: AwardBios(ძველი )
Monitor: Benq V772.
PSU: 300W

თავის დროზე ალტაში ააწყე?

პოსტის ავტორი: system32 Jan 23 2011, 06:28 PM

არაა მაჩუქეს, რა არის? თავის დროზე კარგი იყო არაა? ეს იყიდეს იმათ ვინც მაჩუქეს დაახლოებით 2002 წელს, XP იყო ახალი გამოსული და მე მაჩუქეს 2008-2009 წელს და ეგ იყო ჩემი პირველი კომპიუტერი biggrin.gif.

ვერ გეტყვი ალტაში ააწყეს თუ არა, მაგ დროს 5/6 წლის და ეგ კომპი კი არა ტეტრისი მიკვირდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 24 2011, 01:44 PM

system32

ციტატა(system32 @ 23rd January 2011 - 10:28 PM) *
არაა მაჩუქეს, რა არის? თავის დროზე კარგი იყო არაა? ეს იყიდეს იმათ ვინც მაჩუქეს დაახლოებით 2002 წელს, XP იყო ახალი გამოსული და მე მაჩუქეს 2008-2009 წელს და ეგ იყო ჩემი პირველი კომპიუტერი .

ვერ გეტყვი ალტაში ააწყეს თუ არა, მაგ დროს 5/6 წლის და ეგ კომპი კი არა ტეტრისი მიკვირდა

ალტას ერთერთი სტანდარტული კონფიგი იყო 2002-2004 წლებში biggrin.gif

პოსტის ავტორი: system32 Jan 24 2011, 03:41 PM

კაი კონფიგი იყო ისე თავის დროზე?

პოსტის ავტორი: otosaxel Jan 24 2011, 06:27 PM

system32

ციტატა(system32 @ 24th January 2011 - 07:41 PM) *
კაი კონფიგი იყო ისე თავის დროზე?

საკმაოდ smile.gif