თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ World Wide Web _ ★★ ონლაინ მთვლელი ★★

პოსტის ავტორი: GeoWebber Oct 2 2009, 03:36 AM

http://www.extrasoft.us/oregco.php
ონლაინ მთვლელი (რეალური დროის რეჟიმში):

ონლაინ მთვლელი წარმოადგენს მოცემული მომენტისთვის საიტზე მყოფი მომხმარებლების რაოდენობის და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მარტივად გაანალიზების და ნახვის საუკეთესო შესაძლებლობას.
ონლაინ მთვლელი მუშაობს რეალური დროის რეჟიმში და როგორც საიტის მფლობელისთვის, ასევე ამ საიტის მომხმარებლისთვის ანხორციელებს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა მაგალითად ამა თუ იმ გვერდის პოპულარულობა, ვიზიტორთა გეოგრაფიული მდებარეობა და სხვ.

ონლაინ მთვლელი შენი საიტისთვის:

მარტივი რეგისტრაცია, 3-5 წუთი და თქვენ გექნებათ პერსონალური ონლაინ მთვლელი (მთვლელზე წარწერით: თქვენი საიტის დომენი).
რეგისტრაცია:
1. შევდივართ http://www.extrasoft.us/oregco.php;
2. ვწერთ ჩვენი საიტის მისამართს ("http://www."-ს გარეშე);
3. ვირჩევთ მთვლელის ფერს (შავი ან თეთრი);
4. ვაჭერთ ღილაკს "რეგისტრაცია და კოდის მიღება"
5. მიღებულ კოდს ვსვამთ ჩვენს საიტზე

სულ ესაა! ონლაინ მთვლელი უკვე ამ მომენტიდან დაიწყებს მუშაობას.

სტატისტიკის ნახვას შეძლებთ თქვენს საიტზე ჩასმულ ონლაინ მთვლელზე დაჭერით.


P.s.
პროექტი ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაშია, ამიტომ ნებისმიერი შენიშვნის, მოსაზრების თუ პრობლემის თაობაზე გთხოვთ მოგვწეროთ აქვე ან:
ამ ეტაპზე მოსალოდნელია მცირე შეფერხებები სიჩქარესთან დაკავშირებით, თუმცა ჰოსტინგის შეცვლისთანავე ეს პრობლემა მოიხსნება.
სტატისტიკის გვერდს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო სახე, მას თანდათან დაემატება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი.


შენიშვნა:
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იქნება კითხვები: რითი განსხვავდება სხვა მთვლელებისგან?
განსხვავება მნიშვნელოვანია თვითონ დათვლის პრინციპში:

1. ჩემი მთვლელი არ აღიქვამს ერთიდაიგივე IP-იდან ერთდროულად შემოსულ რამოდენიმე ბროუზერს სხვადასხვა მომხმარებლებად (ანუ თუ ვინმე შემოსულია ფაირფოქსით და ამავე დროს ოპერაშიც აქვს გახსნილი ეს ფანჯარა, მე ამას მაინც ერთ ვიზიტორად ვთვლი, რადგანაც რეალურად ეს ასეა).
2. ერთიდაიგივე პირის მიერ თუ საიტზე გახსნილია რამოდენიმე გვერდი, ცხადია გვერდების გახსნას ვაფიქსირებ სტატისტიკაში თუმცა საიტზე შესულ ამ პიროვნებას ვაჩვენებ როგორც 1 ვიზიტორს და არა იმდენს, რამდენი გვერდიც აქვს გახსნილი.

ეს 2 ძირითადი სხვაობა განაპირობებს სუფთა მონაცემებს და ბევრად უფრო რეალურ ინფორმაციას აწვდის საიტის მფლობელს.






სტატისტიკის გვერდის სანახავად (წინასწარ თუ გაინტერესებთ), შედით http://www.extrasoft.us -ზე და მთვლელს დააკლიკეთ smile.gif
P.s. ხო და რაც მთავარია, კოდი არის მთლიანად ჩემი smile.gif

პოსტის ავტორი: domen Oct 2 2009, 05:43 PM

GeoWebber
მუშა საიტის მთვლელის სკრინები შეგიძლია დადო? მაინტერესებს, რა ინფორმაციას აგროვებს და აჩვენებს სკრიპტი.

პოსტის ავტორი: GeoWebber Oct 3 2009, 01:24 PM

domen
http://www.extrasoft.us საიტზე შედი და ქვემოთ ამ მთვლელს დაკლიკე.
და გადახვალ სტატისტიკაში smile.gif

მანდ ნახავ ჯერჯერობით რასაც ითვლის,იმ მონაცემებს.
კიდევ ბევრი დაემატება ახლა რაცაა იმას, თანაც მალე smile.gif

პოსტის ავტორი: domen Oct 3 2009, 04:07 PM

GeoWebber
აჰა, ვნახე. დასახვეწია ნამდვილად. smile.gif

ყველაზე დიდი დრო, გირჩევ, დიზაინს (ვგულისხმობ ვებ-გვერდის დიზაინსაც და მონაცემების ვიზუალიზაციასაც) დაუთმე. სტატისტიკაში ვიზუალიზაციაზე მნიშვნელოვანი არაფერია. smile.gif

პოსტის ავტორი: GeoWebber Oct 3 2009, 04:24 PM

domen
ნუ გამომდინარე იქიდან რომ დიზაინი ჩემი საქმე არაა, სუფთად ფუნქციონალს ვუყურებ მე და მეტი არაფერი მაინტერესებს smile.gif
ფუნქციონალი კი, ვფიქრობ კარგი გამოვიდა.

რომ დავამთავრებმ ვნახავ ვინმე დიზაინერს და გავაკეთებინებ დიზაინს. თუმცა ეს არც ისე მეჩქარება, სიმართლე გითხრა smile.gif


გეთანხმები იმაში,რომ სტატისტიკური მონაცემების თვალიერებისას დიზაინი ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ჯერჯერობით ვეცადე (ჩემი დიზაინერული ნიჭის დაძაბვით biggrin.gif) რომ სადა გამეკეტებინა,თითქმის დიზაინის გარეშე.





კარგი, დიზაინს შევეშვათ - ისე რას იტყვი? smile.gif რისი დამატება შეიძლება, რისი შეცვლა და ა.შ.

პოსტის ავტორი: domen Oct 3 2009, 04:37 PM

GeoWebber
მე რა გითხრა - შეხედე Google Analytics-ს smile.gif

ერთიანი ცხრილი საჭიროა, რა თქმა უნდა - top.ge-ს ვარიანტში. ისე კი, სიმართლე გითხრა, ეგეთ სკრიპტებზე ბევრი არ მიფიქრია და არც გამოცდილება მაქვს, ასე რომ, ბევრს ვერაფერს გირჩევ. smile.gif

პოსტის ავტორი: GeoWebber Oct 3 2009, 05:11 PM

domen
google analitics-თან შედარება ძვირად დამიჯდება smile.gif))
აი მაგალითად, ამ ტიპის მთვლელია http://whos.amung.us

კარგად შევისწავლე ეგ მთვლელი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაგაზე მეტი სტატისტიკაა ჩემთან (იქ ფასიანი ვარიანტიცაა, ის არ მიცდია. უფასოში კი ბევრად ნაკლები ინფორმაციაა, ჩემს მთვლელთან შედარებით) და დათვლის პრინციპიც მგონია რომ ჩემი უფრო მართებულია smile.gif რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ.

ძალიან თავდაჯერებულად გამომდის მაგრამ.. არაუშავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: domen Oct 4 2009, 06:57 AM

GeoWebber
ძალიან კარგი smile.gif

აღწერით სტატისტიკაში რა გამოცდილება გაქვს?

პოსტის ავტორი: GeoWebber Oct 4 2009, 12:06 PM

domen

ციტატა
აღწერით სტატისტიკაში რა გამოცდილება გაქვს?

თვითნანახ-თვითნასწავლური smile.gif სხვა - არანაირი. სამწუხაროდ smile.gif

პოსტის ავტორი: GeoWebber Oct 8 2009, 02:07 PM

მაშ ასე
სიახლეებია სტატისტიკაში smile.gif

ამ ეტაპზე სტატისტიკას დაემატა სხვადასხვა მონაცემები და არის შემდეგი ინფორმაცია:

1. რამდენი მომხმარებელია ამჟამად საიტზე
2. რომელ გვერდებზე არიან ეს მომხმარებლები (რეალური დროის რეჟიმში)
3. შემოსული ვიზიტორების საერთო რაოდენობა და ქვეყნები, რომლებიდანაც შემოვიდნენ ვიზიტორები
4. საიდან შემოვიდნენ (ანუ გვიჩვენებს ყველა იმ საიტს, საიდანაც გადმოვიდნენ ვიტორები ჩვენს საიტზე)
5. საძიებო სისტემები და საძიებო სიტყვები (Keyword), რომლითაც მოძებნეს და შემოვიდნენ ჩვენს საიტზე. ჯერჯერობით მოიცავს 2 საძიებო სისტემას (Google, Yahoo, MSN)
6. გვერდების პოპულარობა (დღის სტატისტიკა)
7. ვიზიტორების ბროუზერების ანალიზი
8. ოპერაციული სისტემების ანალიზი
9. ეკრანის ზომები

მუშაობა გრძელდება smile.gif

პოსტის ავტორი: domen Oct 8 2009, 04:10 PM

GeoWebber
ძალიან კარგი! მიხარია, რომ აგრძელებ მუშაობას, დასაფასებელი თვისებაა.

გავიგე, რომელიღაც პროვაიდერი დაინტერესებულა შენი სკრიპტით (?), გილოცავ. smile.gif

პოსტის ავტორი: GeoWebber Oct 8 2009, 04:32 PM

domen
კი, მართალია smile.gif
ჰოსტინგი შემომთავაზეს უფასოდ და სერვერი, ჩემი პროექტისთვის. ასევე, დამაკავშირეს დიზაინერთან, რომელიც დიზაინზე მუშაობს და როგორც კი დაასრულებს მუშაობას - სრულფასოვნად გაეშვება უკვე პროექტი smile.gif

ახლა უფასო ჰოსტზე დევს და ვერ უძლებს დატვირთვას.

P.s. მადლობა smile.gif