Pink Floyd |
|
|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
Pink Floyd |
Jun 16 2009, 08:47 AM
პოსტი
#1
|
|
წევრი ჯგუფი: რეგისტრირებული პოსტები: 22 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა წევრი №: 8.768 |
Pink Floyd ჩამოყალიბდა 1965 წელს (კემბრიჯში, ინგლისი) სამი სტუდენტი ინჟინერის როჯერ უოტერსის, რიჩარდ რაიტის და ნიკ მეისონის მიერ.
ცალსახა აზრი პინკ ფლოიდის მუსიკის სტილის შესახებ არ არსებობს, თუმცა ზოგადად მისი შემოქმედება დაიწყო ფსიქოდელიური ანდერგრაუნდით, როკ-ჯგუფია,გადაიზარდა არტ როკში და კოსმოსურ ფსიქოდელიაში. პინკ ფლოიდი ბრიტანული რომელიც გამოირჩევა ფილოსოფიური ლირიკით, მუსიკალური ექსპერიმენტებით, ალბომების ყდებით და გამაოგნებელი ფერადი შოუ-კონცერტებით. მათ დიდი წარმატება ხვდა წილად 1960-იან წლებში, ჯგუფის პირველ ლიდერთან სიდ ბარეტთან (როჯერ კიტ ბარეტი) ერთად. თუმცა ბარეტმა მხოლოდ ორ სტუდიურ ალბომში მიიღო მონაწილეობა, რადგან მისი ფსიქიური შეშლილობის (რომელიც ნარკოტიკული საშულების "ლსდ"-ს (LSD) ინტენსიური მიღების შედეგი გახდა) გამო 1968 წელს ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა სიდის წასვლის შესახებ. ამავე პერიოდში ჯგუფში მოვიდა დევიდ გილმორი. შემდგომში ჯგუფმა ჩაწერა წარმატებული კონცეფტუალური ალბომები, განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწია 1973 წლის ალბომით მთვარის ბნელი მხარე (The Dark Side Of The Moon) და 1979 წლის ალბომით კედელი (The Wall). 1985 წელს მისი მეორე ლიდერი, როჯერ უოტერსი, ოფიციალურად წავიდა ჯგუფიდან, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს, გაეგრძელებინათ პინკ ფლოიდის სახელით გამოსვლა და ჩაწერა. 2005 წლის 2 ივლისს ჯგუფი გამოვიდა ლონდონის ჰაიდ-პარკში, ისევ როჯერ უოტერსთან ერთად, რითაც ბოლო მოუღო 24 წლიან კამათს ყოფილ კოლეგასთან. გარდა ამისა ჯგუფის წევრებმა ცალ-ცალკე ჩაწერეს არაერთი საინტერესო სოლო ალბომი და დღესაც განაგრძობენ მოღვაწეობას.... 1996 წლის 16 იანვარს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ’ენ’როლის დიდების დარბაზში, უოტერსთან ერთად, თუმცა, უოტერსი ამ ცერემონიას არ დაესწრო. 1999 წელს როჯერ უოტერსმა დაიწყო ახალი საკონცერტო ტური In the flesh, რომლის მსვლელობისას სრულდებოდა პინკ ფლოიდის ბევრი ცნობილი სიმღერა და რამდენიმე სიმღერა როჯერის სოლო ალბომებიდან.აღსანიშნავია, რომ ტური 2002 წლის ჩათვლით გაგრძელდა და, უკანასკნელ ორ კონცერტზე გამოვიდა ნიკ მეისონიც, რომელმაც დაუკრა კომპოზიციაში "Set the Controls for the Heart of the Sun". კედლის საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 2000 წელს, სახელწოდებით Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981, მოხვდა 19-ე ადგილზე ბილბორდის ჩარტში.ამას მოჰყვა 2001 წლის კრებული Echoes, რომლის მონტაჟშიც მონაწილეობა მიიღო ჯგუფის ყველა წევრმა, უოტერსთან შეხვედრის გარეშე. 2003 წელს, ახალი ტექნოლოგიების ათვისების ტალღაზე, SACD ფორმატში გამოიცა The Dark Side of the Moon, რომლის ჟღერადობაც ამჯერად დაშლილი იყო რამდენიმე არხად და მსმენელს საშუალება მისცა, მოცულობითი ჟღერადობა შეეგრძნო ახალი თაობის ტექნიკაზე. 2004 წელს გამოვიდა ალბომის The Final Cut ახალი გამოცემა, რომელსაც დაემატა სიმღერა "When the Tigers Broke Free". იმავე პერიოდში გამოვიდა ნიკ მეისონის ავტობიოგრაფიული წიგნი Inside Out: A Personal History of Pink Floyd - ეს არის ჯგუფის წევრის ერთადერთი ოფიციალური ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც, ადრინდელი წლებიდან, 2002 წელს, უოტერსის კონცერტზე გამოსვლამდე, თითქმის ყველაფერია მოთხრობილი.ნიკმა მოაწყო ტური, რომლის მსვლელობისას იგი დადიოდა ქალაქებში და წიგნის პრეზენტაციას აწყობდა.მისივე თქმით, იგი ამჯობინებდა პინკ ფლოიდის ტურზე დაკვრას. ამავე დროს, გამოიცა როჯერის სინგლი სიმღერა To Kill the Child/Leaving Beirut.მეორე სიმღერა ამ სინგლიდან მოგვითხრობს როჯერ უოტერსის ახალგაზრდობის ისტორიას, მის მოგზაურობაზე ბეირუთში.ეს არის მუსიკოსის კიდევ ერთი ანტიმილიტარისტული სიმღერა, რომელიც შეიცავს ჯორჯ ბუშისა და ტონი ბლერის რეჟიმის საწინააღმდეგო ლოზუნგებს. ჯგუფის მენეჯერი, სტივ ო’რურკი, გარდაიცვალა 2003 წლის ოქტომბერში. ორი წლის შემდეგ, პინკ ფლოიდი, როჯერ უოტერსთან ერთად, გაერთიანდა სპეციალური კონცერტისათვის Live 8, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკის ქვეყნებისათვის საერთაშორისო ვალების გაუქმებას.პირველად 24 წლის შემდეგ უოტერსი შეუერთდა ყოფილ კოლეგებს.მათ ერთად შეასრულეს სიმღერები: "Speak to Me/Breathe/Breathe (Reprise)", "Money", "Wish You Were Here" და "Comfortably Numb".გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაჰხვიეს ერთმანეთს ხელები - ეს მომენტი იქცა აქციის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ფოტოსურათად. მიუხედავად ჯგუფის წევრების უოტერსთან შერიგებისა, მათ უარყვეს ჯგუფის შესაძლო გაერთიანების ვერსია.საინტერესოა, რომ ამ აქციის შემდეგ, კრებულის Echoes - The best of Pink Floyd გაყიდვა გაიზარდა 1343 %-ით, ხოლო ალბომის The Wall – 3600 %-ით. 2005 წლის 16 ნოემბერს ჯგუფი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში იქნა შეყვანილი, სიდ ბარეტთან (რომელიც, რა თქმა უნდა, არ ესწრებოდა ცერემონიას) და როჯერ უოტერსთან (რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო რომიდან) ერთად. 2005 წლის შემოდგომაზე გამოვიდა როჯერ უოტერსის ოპერა Ça Ira, რომელიც ეძღვნება ბასტილიის აღების იუბილეს.როჯერი მასზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2006 წლის 6 მარტს გამოვიდა დევიდ გილმორის მესამე სოლო ალბომი On an Island, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღეს რიჩარდ რაიტმა, პინკ ფლოიდის ერთ-ერთმა პირველმა გიტარისტმა ბობ (რადო) კლოუზმა და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა.2006 წლის მარტში ასევე დაიწყო დევიდის ევროპული ტური.იგი გაგრძელდა ამერიკაში და დასრულდა ინგლისში.მისი მეორე ეტაპი უფრო მოკლე იყო, რომლის მსვლელობისას ასევე გაიმართა დიდი კონცერტი გდანსკში, სადაც გილმორთან ერთად დაუკრა ორკესტრმაც.როიალ ალბერტ ჰოლში გამართული კონცერტი კი გამოიცემა 2007 წელს, ორმაგი DVD დისკის სახით. იმავე პერიოდში მსოფლიო ტური დაიწყო როჯერ უოტერსმაც.პირველად, 1975 წლიდან იგი საკუთარ ბენდთან ერთად ასრულებდა ალბომს The Dark Side of the Moon.ტურის მსვლელობისას ასევე სრულდებოდა სიმღერა Leaving Beirut. 2006 წლის 7 ივლისს მწვავე დიაბეტის გამო გარდაიცვალა სიდ ბარეტი.მისი სახლი და ქონება, ასევე მისი ნახატები გატანილი იქნა აუქციონზე.სიდის დის, როზმარის თხოვნით, ჯგუფის წევრები არ მისულან სიდის დასაფლავებაზე, რათა არ მიეპყროთ ბრიტანელი ჟურნალისტების ყურადღება.მიუხედავად ამისა, როჯერმა და გილმორმა საკუთარ კონცერტებზე მიუძღვნეს სიდს სხვადასხვა სიმღერა. 2006 წლის ბოლოს გამოიცა დევიდის სინგლი "Arnold Layne", რომელზეც ჩაწერილია ამ სიმღერის ორი საკონცერტო ვერსია 2006 წლის ტურიდან - რიჩარდ რაიტისა და დევიდ ბოუის ვოკალით. ცნობილია, რომ უოტერსი და რაიტი მუშაობენ სოლო-ალბომებზე, აგრეთვე საუბარია "კედლის" შესაძლოა სასცენო დადგმაზე, ბროდვეიზე. როჯერ უოტერსმა ჩაწერა სიმღერა "Hello (I Love You)", რომელიც შეტანილია 2007 წლის ფილმში "The Last Mimzy" ჯგუფის აწმყო, მომავალი და წევრების აქტიურობა 2005 წლის ივლისში, Live 8-ზე გამოსვლის შემდეგ, ბევრს მსმენელს ჰქონდა იმედი, რომ ჯგუფი კვლავ გაერთიანდება.დღეისათვის, დევიდ გილმორი უარყოფს ჯგუფთან ერთად მასშტაბური ტურების შესაძლებლობას, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შეიძლება Live 8-ის მსგავს კიდევ ერთ კონცერტზე გამოსვლა.რიჩარდ რაიტი ამ საკითხთან დაკავშირებით სდუმს (იგი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ნაკლებად იძლეოდა ინტერვიუებს).როჯერ უოტერსი, უკანასკნელი ინტერვიუებიდან გამომდინარე, თვლის, რომ კარგი იქნებოდა კონცერტების სერიის გამართვაც.ხოლო ნიკ მეისონი ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე პოზიტიურად აზროვნებს - მისი აზრით, ჯგუფს შეუძლია კიდევ ერთი ალბომის ჩაწერაც. 2007 წლის 14 მარტს, გამოცემამ New York Daily News გამოაცხადა, რომ პინკ ფლოიდის ოთხივე წევრი მიწვეულია 7 ივლისის საქველმოქმედო კონცერტზე Live Earth. მიუხედავად ამისა, კონცერტზე გამოვიდა მხოლოდ უოტერსი, თავისი ბენდით. 2007 წლის 4 დეკემბერს გამოვიდა პინკ ფლოიდის ალბომების კრებული Oh, By The Way, რომელშიც, ჯგუფის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეტანილია 14 სტუდიური ალბომი, ორიგინალური ვინილის გაფორმებით, რომელიც სტორმ ტორგერსონმა შექმნა. 2008 წლის 27 აპრილს დაიწყო როჯერ უოტერსის ტურის The Dark Side of the Moon Live მესამე ეტაპი, რომელიც გახსნა გამოსვამ კოაჩელას ფესტივალზე - მანამდე არც ერთი ცნობილი როკ-ლეგენდა ამ ფესტივალზე არ გამოსულა 2008 წელს აგრეთვე დაგეგმილია დევიდ გილმორის საკონცერტო ალბომის, Live in Gdańsk გამოცემა. სტუდიური ალბომები The Piper at the Gates of Dawn 5 აგვისტო,1967 A Saucerful of Se crets 29 ივნისი, 1968 Ummagumma 25 ოქტომბერი, 1969 Atom Heart Mother 10 ოქტომბერი, 1970 Meddle 30 ოქტომბერი, 1971 The Dark Side of the Moon 17 მარტი, 1973 Wish You Were Here 15 სექტემბერი, 1975 Animals 23 იანვარი, 1977 The Wall 30 ნოემბერი, 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი, 1979 (აშშ) The Final Cut 21 მარტი, 1983 (ბრიტანეთი) 2 აპრილი, 1983 (აშშ) A Momentary Lapse of Reason 1987 The Division Bell 1994 საკონცერტო ალბომები Ummagumma 1969 Delicate sound of thunder 1988 P•U•L•S•E 1995 Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981 2000 მუსიკა ფილმებიდან Tonite Let's All Make Love in London 1968 Music from the Film More 1969 Zabriskie Point 1970 Obscured by Clouds 1972 კრებულები Relics 1971 A Nice Pair 1973 Masters of Rock 1974 A collection of great dance songs 1981 Works 1983 Shine On 1992 The Early Singles 1992 1967: The First Three Singles 1997 Echoes: The Best of Pink Floyd 2001 Oh, by the Way 2007 სინგლები 1967 "Arnold Layne" 1967 "Flaming" 1967 "See Emily Play" 1967 "Apples and Oranges" 1968 "It Would Be So Nice" 1968 "Let There Be More Light" 1968 "Point Me at the Sky" 1969 "The Nile Song" 1971 "One of These Days" 1971 "Fearless" 1972 "Free Four" 1973 "Money" 1973 "Us and Them"/"Time 1975 "Wish You Were Here" 1975 "Have a Cigar" 1979 "Another Brick in the Wall, Part II" 1980 "Comfortably Numb" 1980 "Hey You" 1980 "Young Lust" 1980 "Run Like Hell" 1982 "When the Tigers Broke Free" 1983 "Not Now John" 1983 "Your Possible Pasts" 1983 "The Fletcher Memorial Home" 1983 "The Hero's Return" 1987 "Learning To Fly" 1987 "On the Turning Away" 1988 "The Dogs of War" 1988 "One Slip" 1988 "Sorrow" 1988 "Time (Live)" 1988 "Comfortably Numb (Live)" 1994 "Keep Talking" 1994 "Take It Back" 1994 "High Hopes" 1994 "What Do You Want from Me" 1995 "Lost for Words" 1995 "What Do You Want from Me (Live)" 1995 "Wish You Were Here (Live)" 2000 "Young Lust (Live)" რას Fიქრობთ ამ ჯგუFზე? -------------------- ხელმოწერა
|
|
|
Aug 1 2009, 10:14 AM
პოსტი
#2
|
|
აქტიური წევრი ჯგუფი: ფორუმელი პოსტები: 181 ნიკის ჩასმა ციტატაში ჩასმა მდებარეობა: რუსთავი წევრი №: 8.503 |
უდედისეულესი ჯგუფია (IMG:style_emoticons/default/smile.gif)
!!! ჩემი საყვარელი ალბომებია Wish You Were Here Atom Heart Mother The Wall Animals The Dark Side of the Moon -------------------- |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 08:00 PM |