თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

კომპინფოს ტექნიკური ფორუმი _ ინტერნეტი და ლოკალური კომპიუტერი _ DNs მეტი ინფორმაცია

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 9 2011, 08:20 PM

გამარჯობათ.

მოკლეთ მოსაბეზრებელი ქულერის ხმაურზე და ბევრი ფიქრის მერე დამებადა ასეთი აზრი: გამიჩდა სურვილი რომ რამე საიტი გავაკეთო ოღონდ განსხვავება ის იქნება რომ ეს საიტი იქნება ჩემსავე კომპიუტერსი შექმნილ მაგალითად N დირექტორიაში და არა სადმე host.ge -ზე მე მინდა ამაზე ვილაპარაოთ ამ თემაში თუ როგორ და სად მარხია ძაღლის თავი smile.gif . ერთი სიტყვით სერვერი მზად არის apache 1.3.41 მშვენივრათ მუშაობს და მასზე მიმბული სხვა დანარჩენებიც . არის პრობლემა DNS სერვერთან ურთიერთობაში მე მაინტერესებს რა არის ns1 ns2 სერვერები და როგორ ურთიერთობენ ისინი apache-სთან და + რა საშვალებები მაქ რომ ჩემი კომპიუტერი გავასერვერო თუნდაც ჰოსტის "პონტში"???.

შენიშვნა: არ დაკავდეთ იმით რომ უცხოური საიტების ლინკები დაყაროთ იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცი და აზრი არ ააქ თუ ამას ჩემთვის აკეთებთ.

დიდი მადლობა წინასწარ იმას ვინც მოცდება და დაპოსტავს რამეს საინტერესოს

პოსტის ავტორი: Giena Feb 11 2011, 10:58 AM

gaigime smile.gif

ციტატა
ერთი სიტყვით სერვერი მზად არის apache 1.3.41 მშვენივრათ მუშაობს და მასზე მიმბული სხვა დანარჩენებიც . არის პრობლემა DNS სერვერთან ურთიერთობაში მე მაინტერესებს რა არის ns1 ns2 სერვერები და როგორ ურთიერთობენ ისინი apache-სთან და + რა საშვალებები მაქ რომ ჩემი კომპიუტერი გავასერვერო თუნდაც ჰოსტის "პონტში"???.

ერთი სიტყვითო დაიწყე, მაგრამ თავიდანვე გეტყვი, რომ ამ საკითხს ერთი სიტყვა კი არა 10-15 წიგნი სჭირდება ამიტომ ნამეტანს ნუ მოითხოვ ჩვენგან smile.gif ახლა საკითხს რაც შეეხება DNS-ი და აპაჩი საერთოდ არაფერ შუაში არ არიან ერთმანეთთან, ანუ შენ თუ აწყობილი გაქვს საიტი, გადამისამართებული გაქვს პორტები და ყველაფერი კარგად არის იდეაში DNS და დომენი საერთოდ არ გჭირდება. ჩაწერ ბროუზერში შენს IP-ს მაგ.: 95.238.233.109 და შეხვალ შენს საიტზე, მაგრამ თუ გჭირდება კონკრეტული დომენი მაგ.: ზენდერა.გე მაშინ ჩაერთვება DNS სერვერი, ამასთან გაითვალისწინე, რომ მხოლოდ შენთან აწყობილი DNS-ი არაფერს მოგცემს რადგან GE დომენში უნდა იყოს გაწერილი შესაბამისად ინტერნეტის განვითარების ჯგუფში თუ ჯანდაბა მაგათ ფულგადაუხდელად ვერ გამოძვრები, ისე არ გაგიწერენ დომენს უბრალოდ. NS 1 და 2 არის NameServer-ები, რომელიც GE დომენს ეუბნება, რომ კონკრეტული საიტი მაგ.: ზენდერა.გე გაწერილია ამა და ამ ჰოსტზეო, ანუ ამ შემთხვევაში შენს კომპზე.
ერთი სიტყვით ასეა, ბევრი სიტყვით წიგნად არის smile.gif

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 11 2011, 11:58 AM

ამდენი ლოდინის მერე ძლივს არ ვეღირსე ცოტა განმანათლებელ კომენტარს smile.gif მადლობთ მარა არ მინდა თემის დახურვა და მინდა დეტალურათ განვიხილოთ რა და როგორ და დროს რომ გამონახავ აუცილებლათ მეწვიე და რამე უკეთესი პოსტი შემომთავაზე. მე დავაყენე SERVEZR 2003 DNS -ი და პატარა ექსპერიმენტისთვის შევქმენი ორი ვირტუალური ჰოსტი ერთს დავარქვი rame.ge მეორეს დავარქვი rame1.ge შენს შემთხვევაში IP-ი არ იმუშავებს რადგან მე შექმნილი მაქ ორი სხვადასხვა VH და apache-ს nameserver-ი მაშინ თვითონ იპი უნდა გაუწერო. DNS-ის დაყენების შემდეგ შევქმენი ზონები rame.ge და rame1.ge IP-ი კი გაუწერე იგივე apache-ს დარესტარტების შემდეგ ორივე საიტი მშვენივრათ მუშაობდა პრობლემა იმაში დადგა რომ სანამ ჩემი მეგობრის ინტერნეტს ჩემი DNS Ip არ გაუწერე მანამდე მასთან არ გახსნა არაფერი ნუ მივხვდი რაშიც არის საქმე მაგრამ. დავიჯერო არაფერი გამოსავალი არ არის სხვა რომ DNS IP-ის გაწერის გარეშე ეს პრობლემა მოგვარდეს?? და თუ მოგვარებადია მაშინ როგორ და რანაირათ იქნებ ცოტა დეტალურად გადმომცეს ვინმემ .

პოსტის ავტორი: Giena Feb 11 2011, 01:40 PM

gaigime smile.gif

ციტატა(geno8585 @ 11th February 2011 - 03:58 PM) *
დავიჯერო არაფერი გამოსავალი არ არის სხვა რომ DNS IP-ის გაწერის გარეშე ეს პრობლემა მოგვარდეს?? და თუ მოგვარებადია მაშინ როგორ და რანაირათ იქნებ ცოტა დეტალურად გადმომცეს ვინმემ

გამოსავალი ამ შემთხვევაში არის 2 (ნუ შეიძლება ბევრიც იყოს მაგრამ რეალური ორია):
1. დაარეგისტრრირო შენი დომენი GE ზონაში.
2. შენს მეგობარს, ან ვინც გინდა, რომ საიტზე შემოვიდეს გაუწერო HOST ფაილში შენი საიტის მისამართი:
შედიხარ C:\Windows\system32\drivers\etc ნახულობ ფაილს hosts შემდეგ ამ ფაილში სულ ქვემოთ წერ:
შენი გარე IP შენისაიტი
95.233.243.22 rame.ge

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 11 2011, 02:42 PM

გაიხარე სპასიბა მაგ ისე კი ვიცოდი მაგრამ მაინც ჯიგარი ხარ მაგის გაწერას ისევ DNS რო გაუწერო ეგ ჯობია smile.gif მე მარტო ჩემი მეგობრისთვის კი არა სრულყოფილ საიტზე ვლაპარაკობ რო ყველა შემოვიდეს. საქმე იმაშია რომ კომპიუტერი სულ ჩართულია არც ინტერნეტის გადასახადი არ მეხება არც არაფერი უბრალოდ დომენი რო დავარეგისტრირო ეგ ფასიანია მე მგონია და მაგის ფული ნაღდათ არ მაქ მე უბრალოდ საშვალება მაქ კომპი როგორც მინდა და რა პოზაშიც მინდა ისე ვამუშაო smile.gif ხოდა ეგ ვიფიქრე რომ მეთქი ჰოსტ სერვერი ხო არ ამეწიათქო როგორც მივხვდი მაგას ჩემი დონის ადამიანი ვერ გააკეთებს. მე დამწყები ვარ მაგ საქმეში smile.gif და რაც უფრო მეტს ვსწავლობ (თვით) მით მეტი მოთხოვნილებები მიჩდება smile.gif . აბა ეს online.ge host.ge და ini.ge ტელეფონებისთვის როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს??? მაინც ვერ ვისვენებ და გამოსავალს ვეძებ smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Feb 11 2011, 02:44 PM

gaigime smile.gif

ციტატა(geno8585 @ 11th February 2011 - 06:42 PM) *
გამოსავალს ვეძებ

გამოსავალი ბევრ წიგნშია smile.gif

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 11 2011, 02:53 PM

წიგნი წიგნი სად არის ეგ წიგნი??? ერთი ვინმეს უნდა გადავათარგმნინო რო ვისწავლო რა როგორ რა smile.gif


ეს გოგლე მაინც თარგმნიდეს ნორმალურად smile.gif

პოსტის ავტორი: Giena Feb 11 2011, 02:58 PM

gaigime smile.gif
რუსულიც არ იცი?

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 11 2011, 03:05 PM

8 კლასი არ მაქ დამთავრობული ბოლომდე smile.gif ცოტა ვიცი გავართმევ როგორმე თავს. გამოუშვი თუ რამე გაქ smile.gif

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 11 2011, 07:15 PM

არ მიგზავნი??? ლინკს??

პოსტის ავტორი: Giena Feb 11 2011, 08:02 PM

gaigime smile.gif

ციტატა
არ მიგზავნი??? ლინკს??

"ჯიბეზე" არ მაქვს არაფერი, დავძებნი და მოგაწვდი, ოღონდ ამ წუთას არ მცალია ნამდვილად... ხვალისთვის გინახავ რამეს.

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 12 2011, 12:56 PM

კარგი როცა მოიცლი მაშინ დადე

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 13 2011, 10:15 AM

???????????????

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 13 2011, 12:18 PM

სად ხარ გიენა?

პოსტის ავტორი: Giena Feb 13 2011, 03:09 PM

gaigime smile.gif
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3257625
Windows 2003-ში აწყობს DNS-ს , საკმაოდ კარგად ხსნის.
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1779085
აქ უფრო ბევრი რაღაცეებია.

მანამდე მოდი ეხლა მითხარი კარგად რა გინდა. ის გავიგე, რომ გინდა აწიო ჰოსტი, მაგრამ რა სერვერზე? Windows თუ Linux? ჩამოგიწერ ეხლა რა სჭირდება პატარა ვებ-სერვერს:
1. ვებ-სერვერი (Windows-ს მოჰყვება IIS Linux-ში საუკეთესოა Apache, თუმცა მისი ინსტალაცია, როგორც მოგეხსენება Windows-შიც შეიძლება)
2. მონაცემთა ბაზა (Windows-ისთვის არსებობს MSSQL-ი Linux-ისთვის MySQL. MySQL-იც ყენდება Windows-ზე.)
3. FTP-სთან წვდომა (Windows-ში მუშაობს ისევ IIS Linux-ში ProFTPD)
4. ელ.ფოსტა (Windows-ში მუშაობს Microsoft Exchange Server ხოლო Linux-ში http://www.hypexr.org/linux_mail_server.php)
5. პროგრამირების ენების მხარდაჭერა (ორივე მათგანში შეიძლება სხვადასხვა ენის მოდულის ჩამატება PHP, Perl, ASP, ASPX და სხვა.)
6. კიდევ ათასი თემაა, მაგ.: ანტი-ვირუსი, ანტი-სპამი, ფაილ მენეჯერი, სამართავი პანელი და ა.შ.
7. ახლა მითხარი რა გინდა? smile.gif

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 13 2011, 05:54 PM

მაგ ყველაფრისთვის დიდი მადლობა. კაი ადამიანი ხარ და გენაცვალე გულში.

LINUX რაც შეეხება ubuntu მქონდა გადმოწერილი და ვერაფრით ვერ ვისწავლე მის მოდულების გაშვება. ამიტომ ეგ არ მინდა ცოტა რთული მეჩვენება.

მოკლეთ მე მინდა ისეთი სერვერის აწყობა რომ ჩემს კომპში ჩართული virtualhost-ები სრულფასოვნად ჩანდეს სხვის კომპებშიც ანუ ვგულისხმობ რომ საიტი ჩვეულებრივათ გაიხსნას ისე რომ მომხმარებლის კომპს არანაირი პარამეტრების დაყენება რომ არ ჯირდებოდეს ვგულისხმობ ესეთ რაგაცეებს: C:\Windows\system32\drivers\etc და საიტების გაწერვებს აქ. ალბათ მიხვდი რაზე ვლაპარაკობ.

თუ არის მაგის შესაძლებლობა დამოუკიდებლათ გაკეთდეს და არ იყოს ინტერნეტის განვიტარების რაგაც რაგაცაზე დამოკიდებული. თუ არის ეგ მითხარი???.

მე ვფიქრობ ძალიან მოსაბეზრებლად ვწერ ამ ყველაფერს და გაწუხებ ამიტომ მარტო მაგაზე მიპასუხე .

პოსტის ავტორი: Giena Feb 13 2011, 06:36 PM

gaigime smile.gif
არა არ არს შესაძლებელი.
მაგრამ არსებობს ისეთი საიტები, რომლებიც იძლევიან მესამე დონის დომენებს, რომელიც იქნება დაახლოვებით ასეთი შენისაიტი.ჯონი.კომ ანუ ჯდები ვიღაცის საიტზე, მაგრამ შეგიძლია შენკენ გადმოამისამართო, ანუ ვთქვათ მათ საიტზე ჩააგდო რაიმე HTML კოდი, რომელიც გადმოამისამართებს შენს გარე IP-ზე შესაბამისად შენს საიტზე. რაც შეეხება ინტერნეტის განვითარების ჯგუფს, ძალიან ძვირიც არ ღირს 1 წელი 30 ლარია, შეგიძლია .Com ან .in დომენი აიღო უფრო იაფი ჯდება რეაურად სამაგიეროდ გექნება საკუთარი სახელი, მაინც და მაინც .GE დომენში თუ გინდა ვერ აუვლი გვერდს ინტერნეტის განვითარების ჯგუფს შანსი არ გაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: gaigime :) Feb 13 2011, 07:16 PM

გასაგებია დიდი მადლობა sad.gif

პოსტის ავტორი: gaigime :) Jun 14 2011, 02:25 PM

ეს ნამესერვერები როგორ იწყობა ჰოსტზე რა არის საჭირო ამისათვის??